2007 წელს, ლუიზიანაში მცხოვრები კაპიტანი ერიკ რუი თევზაობდა, როდესაც, თავის ცხოვრებაში პირველად, უიშვიათეს ვარდისფერ დელფინს შეხვდა.
ეს პატარა, საოცარი არსება, რომელსაც სურათის გამოქვეყნების შემდეგ ყველა პინკის ეძახის, ყოველთვის დედასთან ახლოს დაცურავდა. თითქმის ათწლეულის გასვლის შემდეგ, როდესაც რუი მეორედ შეხვდა პინკის, ის უკვე დამოუკიდებელი დელფინი იყო და ბედნიერი ნავარდობდა წყალში.
პინკი და დედა 2007 წელს
რუი დარწმუნებულია, რომ პინკი ერთადერთი დელფინია სამყაროში ამ ფერის პიგმენტაციით, თუმცა ნამდვილად ცდება. იაპონიაში, ზღვის ცხოველების მუზეუმში ცხოვრობს კიდევ ერთი 100%-ით ვარდისფერი დელფინი.
თავდაპირველად ყველას ეგონა რომ პინკი ალბინოსი დელფინი იყო, თუმცა ალბინოსები უფრო მეტად თეთრნი არიან, ვიდრე ვარდისფერნი. ზოგიერთი ბიოლოგი დარწმუნებულია, რომ პინკის ფერი მისი სისხლის ვენების კანთან ძალიან სიახლოვის გამოა ვარდისფერი, ამის გარკვევა მხოლოდ მისი შესწავლის გზით შეიძლება, თუმცა სანამ პინკი ლუიზიანის წყლებში ბედნიერი დაცურავს, მისი ჯანმრთელობის შემოწმების საჭიროება არ არსებობს.
რუის თქმით, პინკი მეგობარ დელფინთან ერთად შენიშნა. საინტერესოა, რა ფერის იქნება მათი შვილი.