ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები კანონმდებლობაზე [23]
ჩემი აზრით ეს კანონები და წესები ყველა მონადირეს წაკითხული მაინც უნდა ჰქონდეს.

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სამონადირეო კანონმდებლობაზე » სტატიები კანონმდებლობაზე    

„ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონი

ცხოველთა სამყაროს შესახებ

ცხოველთა სამყარო ბუნებრივი გარემოს ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. საქართველოს ცხოველთა სამყარო წარმოადგენს ქვეყნის და ასევე მსოფლიოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიოსფეროს დაცვისა და მდგრადობის შენარჩუნების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა სულიერ და მატერიალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. საქართველოს სახმელეთო ტერიტორიის, საჰაერო სივრცის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში არსებული ცხოველთა სამყარო საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.

კარი I.

ზოგადი ნაწილი

თავი I.

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

ამ კანონში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, თუ კანონში განსაკუთრებული მითითება არ არის, ამავე კანონის მე-2 მუხლში მოყვანილი მნიშვნელობა აქვთ.

მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი

1. ცხოველთა სამყარო - ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში.

2. გარეული ცხოველები ცხოველთა სამყაროს მიკუთვნებულ ცოცხალ ორგანიზმთა ყველა სისტემატიკური კატეგორია, მათში შემავალი სახეობები და პოპულაციები.

3. ქორდიანი ცხოველები - გარეული ცხოველები, რომელთაც აქვთ ქორდა (ზურგის სიმი).

4. ხერხემლიანი ცხოველები - ქორდიან გარეულ ცხოველთა ერთ-ერთი ტიპი,რომელიც აერთიანებს ხერხემლისა და ქალის მქონე მაღალორგანიზებულ ცხოველებს. მათ მიეკუთვნება მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები.

5. უხერხემლო ცხოველები - გარეული ცხოველები, რომელთაც ქორდა (ზურგის სიმი) არ გააჩნიათ. მათ მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროში შემავალი ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ხერხემლიან ცხოველთა გარდა.

6. ეგზოტური ცხოველები -ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი გარეული ცხოველები, რომლებიც ადგილობრივი პირობებისათვის (კლიმატი და სხვა) არ არიან დამახასიათებელი.

7. პოპულაცია - გარკვეულ ტერიტორიაზე მობინადრე ერთი სახეობის ინდივიდთა ერთობლიობა.

8. გარეულ ცხოველთა ჯგუფი -ერთი სახეობის ინდივიდთა ბუნებრივი გაერთიანება.

9. ტაქსონომიური ერთეული - მეტ-ნაკლები ხარისხით ურთიერთისაგან ნათესაურად განსხვავებულ გარეულ ცხოველთა დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი.

10. დერივატები - გარეულ ცხოველთა სხეულის ნაწილები (ორგანოები, ტყავი, ბეწვი, რქები და სხვა).

11. ცხოველთა სამყაროს (გარეულ ცხოველთა) საბინადრო გარემო (ჰაბიტატი) - ადგილი ან ადგილმდებარეობის ტიპი, სადაც ბუნებრივი თავისუფლების პირობებში იმყოფებიან გარეულ ცხოველთა ცალკეული ინდივიდები ან პოპულაციები.

12. ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნება ცხოველთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოლოგიურ სისტემებში.

13. ცხოველთა სამყაროს გენეტიკური რესურსები - ბიოლოგიური რესურსების ნაწილი, რომელიც შეიცავს ცხოველური წარმოშობის მემკვიდრეობის ფუნქციონალური ერთეულების მატარებელ გენეტიკურ მასალას.

14. მდგრადი განვითარება - საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას - ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

15. მდგრადი განვითარების პრინციპები - პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე - ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ "გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის", "21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის - დღის წესრიგ 21-ის" და "ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების" დასკვნით დოკუმენტებში.

16. ცხოველთა სამყაროს მდგრადობა ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების არსებობა განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.

17. ცხოველთა სამყაროს მდგრადი გამოყენება ცხოველთა სამყაროს ისეთი გამოყე- ნება, რომლის დროსაც განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უზრუნველყოფილია ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება, მდგრადობა და აღწარმოების უნარი.

18. გადარჩენის სტაცია - ტერიტორია, სადაც გარეული ცხოველები თავს აფარებენ ექსტრემალური პირობების დროს.

19. ცხოველთა სამყაროს in-situ კონსერვაცია - გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში.

20. ცხოველთა სამყაროს ex-situ კონსერვაცია - გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ხელოვნურ პირობებში.

21. გენოფონდის რეზერვატი - ტერიტორია, სადაც ხელოვნურ პირობებში ხდება გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნება და გამრავლება ბუნებაში მათი აღდგენის მიზნით.

22. ტრანსლოკაცია _ კრებსითი შინაარსის ტერმინი, რომელიც მოიცავს რეინტროდუქციის, ინტროდუქციისა და რესტოკინგის ცნებებს.

23. ინტროდუქცია ფაუნისთვის უცხო სახეობების შემოყვანა მათი ბუნებაში გაშვების მიზნით.

24. რეინტროდუქცია - გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც ამ სახეობის არც ერთი ინდივიდი აღარ არის შენარჩუნებული.

25. რესტოკინგი გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება.გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც შემორჩენილია ამ სახეობის ძალზე მცირერიცხოვანი პოპულაცია.

26. ჰიბრიდიზაცია - გარეულ ცხოველთა სხვადასხვა სახეობების, ქვესახეობებისა და ფორმების, ასევე გარეულ და შინაურ ცხოველთა ერთმანეთთან შეჯვარება, რომლის შედეგადაც მიიღება ნაჯვარი - ჰიბრიდი.

27. დაცული ტერიტორია - ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის - უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარებისათვის გამოყენების უზრუნველსაყოფად.

28. სახელმწიფო ნაკრძალი - დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN ) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას - მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Narure Reserve/Wilderness Area).

29. ეროვნული პარკი - დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN ) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას - ეროვნული პარკი ( National Park).

30. ბუნების ძეგლი - დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN ) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას - ბუნების ძეგლი (Natural Monument).

31. აღკვეთილი დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN ) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას - Bhabitatebis/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat/Cpecies Management Area).

32. დაცული ლანდშაფტი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN ) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას -დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape).

33. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია - დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN ) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას-რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area).

34. სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

35. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური ორგანო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციები, კერძოდ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოები, ასევე ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი.

36. საქმიანობა - სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ ან შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე.

37. გარემოსდაცვითი ნებართვა-საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მისი რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წერილობითი გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე. მისი შინაარსი, ფორმა (გაფორმების წესი) და გაცემის პროცედურა განსხვავებულია სხვადასხვა კატეგორიის საქმიანობისათვის. გარემოსდაცვითი ნებართვა არის ინტეგრირებული ნებართვა, რომელიც შეიცავს ნებართვას გამონაბოლქვზე, ნარჩენების განთავსებაზე და სხვა.

38. მანიპულაციები _ მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, გარეულ ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული, სამეცნიერო - საცდელი და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები (მათ შორის ყველა სახეობის საცდელი ჭრა) და სხვა.

მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ცხოველთა სამყაროს შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებს გარემოს დაცვის შესახებ და დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, ამ კანონს და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს ცხოველთა სამყაროს, მისი საბინადრო გარემოს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში.

მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონის რეგულირების საგანი

1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს:

ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში;

ბ) სამართლებრივ ურთიერთობებს ხმელეთზე, ნიადაგში, წყალში, ატმოსფეროში, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ბუნებრივი თავისუფლების, ნახევრად თავისუფლების ან ხელოვნურად შექმნილ გარემო პირობებში მუდმივად ან დროებით მობინადრე გარეულ ცხოველთა და ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში.

2. ურთიერთობებს იმ სასოფლო-სამეურნეო, შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში,რომლებსაც აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი,ესთეტიკური და სხვა დანიშნულება, აწესრიგებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლო-ბა.

3. პასუხისმგებლობას იმ სასოფლო-სამეურნეო,შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის, მოვლა-პატრონობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების დარღვევისათვის, რომლებსაც აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, ესთეტიკური და სხვა დანიშნულება, ადგენს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.

4. ურთიერთობები ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში რეგულირდება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

5. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დროს ტყის, მიწის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.

6. ეს კანონი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

მუხლი 5. "ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს" კანონის მიზნები

1. ამ კანონის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს, მისი საბინადრო გარემოს დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნების და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით.

2. კანონის მიზანია აგრეთვე ცხოველთა სამყაროს დაცვისა (მათ შორის ცხოველთა სამყაროს ტბ-იტქუ და ყვ-იტქუ კონსერვაციის, ტრანსლოკაციის და აღწარმოების) და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

მუხლი 6. საქართველოს ცხოველთა სამყაროს სტატუსი

1. საქართველოს ცხოველთა სამყარო სახელმწიფო საკუთრებაა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა). აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირი ან ფარული ფორმით ხელყოფს ცხოველთა სამყაროზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტი შეიძლება გაიცეს სარგებლობისათვის, კანონმდებლობით დადგენილი ვადით და ოდენობით.

3. ცხოველთა სამყაროს ობიექტი, რომელიც ამოღებულია ბუნებრივი საბინადრო გარემოდან, გამრავლებულია ნახევრად თავისუფალ პირობებში ან ტყვეობაში, ან შეძენილია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, შეიძლება იყოს კერძო საკუთრების ობიექტი.

4. ცხოველთა სამყაროს ის ობიექტი, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ გარემოსდაცვით, სამეცნიერო ან ესთეტიკურ ღირებულებას, აგრეთვე გარეულ ცხოველთა ის სახეობა, რომელიც შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში (გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს გარეული ცხოველი გამრავლებულია ტყვეობაში ან შეძენილია საზღვარგარეთ, კანონით დადგენილი წესით) არ შეიძლება იყოს კერძო საკუთრების ობიექტი.

5. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესი, რომლებიც შეიძლება გახდნენ კერძო საკუთრების ობიექტები, მათი მფლობელობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმა, შინაარსი და გაცემის წესი განისაზღვრება დებულებით კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის განსაზღვრის, მათი მფლობელობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმის, შინაარსის და გაცემის წესის შესახებ , რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება გახდნენ კერძო საკუთრების ობიექტები, განისაზღვრება სამინისტროს ბრძანებით კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის შესახებ .

6. ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა ფასიანია,გარდა ამ კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.

მუხლი 7. ცხოველთა სამყაროს ობიექტები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებს წარმოადგენენ:

ა) ქორდიანი (მათ შორის ხერხემლიანები - ძუძუმწოვრები, ფრინველები, ქვეწარმავლები, ამფიბიები,თევზები და სხვა) და უხერხემლო (ფეხსახსრიანები, მოლუსკები და სხვა) ცხოველები, მათი ყველა სახეობა და პოპულაცია განვითარების ნებისმიერ სტადიაში (კვერცხი, ემბრიონი, ჭუპრი და სხვა), რომლებიც იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების პირობებში;

ბ) გარეულ ცხოველთა დერივატები;

გ) გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტები (თაფლი, ცვილი, შხამი და სხვა);

დ) ნამარხ გარეულ ცხოველთა ნაშთები;

ე) გარეულ ცხოველთა სოროები, ბუნაგები, ფრინველთა ბუდეები და ცხოველთა სხვა საბინადროები.

2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებს, აგრეთვე გარეულ ცხოველთა გამრავლების, დროებითი და მუდმივი თავმოყრის ადგილებს, სხვა ტერიტორიებს, რომლებიც წარმოადგენენ ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს, სახელმწიფო იცავს.

მუხლი 8. ცხოველთა სამყაროს ობიექტთა დაყოფა ჯგუფების მიხედვით

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტები მათი გეოგრაფიული განაწილებისა და გაადგილების, რაოდენობის, სახეობებისა და პოპულაციების მდგომარეობის, სამეურნეო მნიშვნელობისა და სხვა ნიშნების მიხედვით იყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფებად.

2. სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფს მიეკუთვნება:

ა) საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები;

ბ) დაცული ტერიტორიებისა და სამონადირეო სავარგულების ფარგლებში მობინადრე პოპულაციები და ცალკეული ინდივიდები;

გ) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მობინადრე ცალკეული სახეობები და ინდივიდები;

დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით განსაზღვრული სახეობები;

ე) საქართველოს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეულის (რეგიონის) ტერიტორიაზე ბუნებრივად მიგრირებადი ცალკეული სახეობები.

3. ცხოველთა სამყაროს ყველა ობიექტი, რომელიც არ შედის სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფში, მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფს.

მუხლი 9. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობის ძირითადი მოთხოვნები

1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დროს აუცილებელია იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოსა და ცხოველთა სამყაროს ობიექტთა შენარჩუნებას.

2. ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობისათვის აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად, აგრეთვე სხვა იმ ქმედებებისას, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა და საბინადრო გარემოს მდგომარეობაზე, აუცილებელია შემდეგი ძირითადი მოთხოვნების დაცვა:

ა) ცხოველთა სამყაროს სახეობრივი და პოპულაციური მრავალფეროვნების შენარჩუ ნება ბუნებრივი თავისუფლების პირობებში;

ბ) გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, მიგრაციისა და წყალთან მისასვლელი გზების, გამრავლების პირობების გაუარესების დაუშვებლობა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, გარემოს დაცვის კანონმდებლობის, მათ შორის ამ კანონის მოთხოვნათა, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მეცნიერულად დასაბუთებული კვოტების დაცვა, ცხოველთა სამყაროთი რაციონალური, მდგრადი სარგებლობა და აღწარმოების უზრუნველყოფა;

დ) გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტებისა და სასარგებლო თვისებების რაციონალური გამოყენება;

ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ფასიანი სარგებლობა;

ვ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით;

ზ) საქმიანობაზე გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე საქმიანობის შესაძლო გავლენის გათვალისწინება.

თავი II.

კომპეტენციათა გამიჯვნა ცხოველთა სამყაროს დაცვისა

და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში

მუხლი 10. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთაკომპეტენცია ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში

ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების გამგებლობას განეკუთვნება:

ა) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია;

გ) ცხოველთა სამყაროს დაცვის ორგანიზება, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგულირება და სახელმწიფო კონტროლი;

დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე ლიცენზიის გაცემის წესის დადგენა და ამ წესის შესაბამისად ლიცენზიის გაცემა;

ე) საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვის, მათი დერივატების, მათგან მიღებული პროდუქციის შემოტანის და საზღვრებს გარეთ გატანის წესის დადგენა, ამ ქმედებებზე ლიცენზიის გაცემა;

ვ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე გადასახადის განსაზღვრის წესისა და ზღვრული ოდენობის დადგენა;

ზ) ცხოველთა სამყაროს დაცვის,აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სამეცნიერო- ტექნიკური პოლიტიკის გატარება, ნორმატიულ-მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება,ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და დაფინანსება;

თ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ეპიდემიებით და სხვა მიზეზებით დაზიანებული ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს აღდგენა;

ი) საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის წარმოება;

კ) დაცული ტერიტორიების შექმნა;

ლ) ცხოველთა სამყაროს და მისი ობიექტებით სარგებლობის აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზება, ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგისა და სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესის დადგენა და წარმოება;

მ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის რეგულირებისა და კონტროლის სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ჩამოყალიბება;

ნ) ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო სტანდარტების, წესების, კვოტების და სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების წესის დადგენა;

ო) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადება.

მუხლი 11. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში

საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ ცხოველთა სამყაროს დაცვაში, აღწარმოებასა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგულირებაში, მისი საბინადრო გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 12. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენცია ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში

საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ ცხოველთა სამყაროს დაცვაში, აღწარმოებასა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგულირებაში, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 13. საქართველოს იმ მოქალაქეთა მონაწილეობა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში, რომელთა საქმიანობაც ტრადიციულად დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროსთან

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა არსებობაც ტრადიციულად დაკავშირებულია ცხოველთა სამყაროსთან, მოქალაქეთა ძირითად უფლებებთან ერთად შეიძლება მიენიჭოთ განსაკუთრებული უფლებები გარეულ ცხოველთა დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროში ამ კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 14. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მონაწილეობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაში, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაში

1. ფიზიკური და იურიდიული პირები (საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური ორგანიზაციების ჩათვლით), მონაწილეობენ ცხოველთა სამყაროს დაცვაში, აღწარმოებასა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაში, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან:

ა) დაიცვან ცხოველთა სამყარო;

ბ) ხელი შეუწყონ ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ცხოველთა სამყაროს დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში;

გ) შეატყობინონ სათანადო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვის შესახებ კანონმდებლობის მათთვის ცნობილი დარღვევები.

3. ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:

ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებიდან მიიღონ დროული,ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია ცხოველთა სამყაროს და მათი საბინადრო გარემოს მდგომარეობის შესახებ;

ბ) აღძრან სარჩელი იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც მხილებული იქნებიან მათ მიერ ცხოველთა სამყაროსა და მათი საბინადრო გარემოს მიმართ არამართლზომიერ საქმიანობაში;

გ) ხელი შეუწყონ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციას;

დ) უშუალო მონაწილეობა მიიღონ ცხოველთა სამყაროს დაცვის სამუშაოებში;

ე) შეიტანონ წინადადებები ცხოველთა სამყაროს დაცვის გაუმჯობესების თაობაზე.

4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროში თავიანთი უფლებების განხორციელებისას უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეთა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წინადადებები და რეკომენდაციები.

5. ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნების საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით შეიძლება შეიქმნას ცხოველთა სამყაროს დაცვის საზოგადოებრივი ინსპექციები.

6. საზოგადოებრივი ინსპექციებისა და ინსპექტორების უფლება - მოვალეობანი ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და აღდგენის სფეროში განისაზღვრება დებულებით "ცხოველთა სამყაროს დაცვის, მისი ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნების საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით შექმნილი ცხოველთა სამყაროს დაცვის საზოგადოებრივი ინსპექციების უფლება - მოვალეობათა შესახებ", რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

გასაგრძელებლად დააჭირეთ აქ


წყარო:
კატეგორია: სტატიები კანონმდებლობაზე | დაამატა: Admin (07.01.2010)
ნანახია: 5061 | კომენტარი: 2 | ტეგები: „ცხოველთა სამყაროს შესახებ”, საქართველოს კანონი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 soso_k3   (08.01.2010 09:26:10) [მასალა]
მაგარია ძაან, საღოლ გიო. 10 10 39

+1   Spam
1 loxishvili   (08.01.2010 03:29:14) [მასალა]
kochag admin amdeni giwvalia maaldec shen 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика