არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის პერიოდში ნადირობის ობიექტი იყო თხა, ქურციკი, გამოქვაბულის
დათვი, მგელი, გარეული ცხენი და სხვა ნადირი. ნეოლითიდან — ირემი, შველი, წავი; ენეოლითიდან — გარეული ღორი, ნიამორი, თახვი, სხვადასხვა ფრინველი; ბრინჯაოს ხანიდან — კურდღელი, მელა და ა. შ. თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთბზე გამოსახული ნადირი და ნადირობის სცენები მიუთითებს ნადირობის კოლექტიურ ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. ხასიათსა და სამეურნეო მნიშვნელობაზე. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში. ძველ საქართველოში სანადირო იარაღად, ძირითადად გამოიყენებოდა მშვილდ– ისარი, რომელიც ქართული ხალხური წესებით მზადდებოდა. გვარცელებული იყო ქორით, მწევრებით, მეძებრებით ნადირობა. მე–17 საუკუნის 70–იან წლებში, ფრანგი მოგზაური ჟან–შარდენი საქართველოს ეწვია. როგორც ჩანს მან შეისწავლა სამეგრელოში ნადირობის წესები: „ძირითადად ნადირობენ მტაცებელი ფრინველებით, რომელთაც იშინაურებენ და სემდეგ სანადიროდ იყენებენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობ სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი რაოდენობით შეიძება იყოს მტაცებელი ფრინველი"– წერს იგი. მისივე ცნობით, დიდი რაოდენობით იჭერენ ამ ფრინველთა ახალგამოჩეკილ ბარტყებს და ხუთ–ექვს დღეში იშინაურებენ. მტაცებელი ფრინველით ნადირობა გავრცელებული ყოფილა გურიაში. მიმინოებს აქ ფერისა და მჭირავნობის მიხედვით არჩევდნენ. ყველაზე ლამაზ მიმინოდ თეთრი სეფერილობის მიმინო ითველებოდა, ყველაზე სხრატ და მტაცებლად კი – ჩხარტისფერი. ყურადღებას იქცევს დასახელებებიც– დედალ მიმინოს– ნარდი, ხოლო მამალს –გეზელა ექოდებოდა. ნადირობისთვის ყველაზე დიდი უპირატესობა დედალ ფრინველს ენიჭებოდა. ქართული წყაროების მიხედვით, ჩანს, რომ სანადიროდ გაწვრთნილი ფრინველი და ცხოველი ძვირად ფასობდა, იგი წარმოადგენდა საპატიო საჩუქრის ერთგვარ სახეობას.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!