წითელი წიგნი -წითელი წიგნი არის იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია, მათი თანამედროვე მდგომაორების მოკლე დახასიათებით. არსებობს წითელი წიგნის საერთაშორისო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტი.
წიგნის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის I ნახევარში გაჩნდა. მისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი, რომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ. 1966 წელს უკვე მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ.
წითელი წიგნი, ისევე როგორც წითელი სიები არ წარმოადგენენ იურიდიულ დოკუმენტებს და ატარებენ მხოლოდ რეკომენდაციულ ხასიათშ. ის მოიცავს გლობალურ მაშტაბებს და მიმართულია რეკომენდაცია გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც ცხოველთა სცოცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აღნიშნული რეკომენდაციების მნიშვნელობა უზარმაზარია მსოფლიო მასშტაბით.
საქართველოში წითელი წიგნი 1982 წელს გამოიცა. მისი I ნაწილი მოიცავს იშვიათ ცხოველებს, II ნაწილი - მცენარეებს, III ნაწილი - არაორგანული ბუნების ძეგლებს.
წითელი ნუსხა - ცხოველები
ამფიბიები:სირიული მყვარი,კავკასიური სალამანდრა
თევზები: ფორონჯი, ატლანტური ზუთხი, კალმახი, კოლხური ზუთხი,სვია,ფორეჯი, ტარაღანა, რუსული ზუთხი, შავი ზღვის ქაშაყი, მდინარის კალმახი, მორევის ნაფოტა, კოლხური ხრამული, წინააზიური გველანა, მექვიშია ღორჯო
ძუძუმწოვრები: აფთარი,დასავლეთ კავკასიური ჯიხვი,მურა დათვი,ფოცხვერი,არჩვი,ნიამორი,ჯიქი,მეჰელის ცხვირნალა,სამხრეთული ცხვირნალა,გრძელყურა მღამიობი,ევროპული მაჩქათელა,კავკასიური ციყვი,თახვიკავკასიური თაგვანა,ქლუხორის თაგვანა,ყაზბეგის თაგვანა,ბრუცა,ნაცრისფერი ზაზუნელა,ამიერკავკასიური ზაზუნა,პრომეთეს მემინდვრია,წითური მემინდვრია,მცირეაზიური მექვიშია,პაწია თაგვი,ლელიანის კატა,ვეფხვი,წავი,ჭრელტყავა,თეთრმუცელა,აფალინა,ქურციკი,დაღესტნური ჯიხვი წითელი ნუსხის შესახებ
ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25 "ცხელ წერტილს". მათ შორის ერთ-ერთი კავკასია, კერძოდ, საქართველოა. კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე. ძალიან სამწუხაროდ, საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად კავკასიის, ბიომრავალფეროვნება უკიდურესი საფრთხის წინაშე იმყოფება. ტყეების უმეტესი ნაწილი სახეცვლილია ადამიანის ზემოქმედების შედეგად. მაღალ მთაში გადაჭარბებული ძოვების გამო, თითქმის განადგურებულია ბუნებრივი მცენარეული საფარი და მიმდინარეობს ეროზიის პროცესი. ბუნებრივი მცენარეული საფარი შემორჩენილია თავისი ისტორიული არეალის მხოლოდ მცირეოდენ ნაწილში. საქართველოში ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა, თევზის რესურსების გადამეტებული მოპოვება, მდინარეებისა და წყალჭარბი სავარგულების დაბინძურება. შედეგად, ადგილი აქვს ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს დეგრადირებას, სახეობათა რიცხოვნობის კლებასა და ეკოლოგიური პროცესების რღვევას - ყველაფერს ერთად კი მივყავართ ბიომრავალფეროვნების განადგურებისკენ.
ამ სავალალო მდგომარეობის შედეგია, რომ საქართველოს ფაუნიდან 141 სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში. აქედან:
- 11 სახეობას მინიჭებული აქვს კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR) - 32 სახეობას - საფრთხეში მყოფი სტატუსი (EN) - 5 სახეობას - ეროვნულ დონეზე გადაშენებულის სტატუსი (RE), ხოლო - 93 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია (VU).
საქართველოს ფლორიდან 56 სახეობაა შეტანილი წითელ ნუსხაში, საიდანაც:
- 36 სახეობას მინიჭებული აქვს მოწყვლადის (VU) სტატუსი - 18 სახეობას საფრთხეში მყოფის (EN) სტატუსი, ხოლო - 2 სახეობას კი კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი (CR)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!