ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

შემთხვევა მაღაროს ჩიხში
(ხვთისო საფარაშვილის ნაამბობი)                                                                                                                                             შემოდგომის თბილი დღეები იდგა. ძალიან მიყვარს ასეთ დროს ტყეში გავლა. აქაურობა ფშაური ფარდაგივითაა სხვადასხვა ფერის ფოთლებით მოქარგული. წავედი ტეში, საჩონგურე ხე უნდა მომეჭრა, თოფიც წავიღე. წელზე პატარა ხელცულა გავიტანე.                     გზად ჩვენი სოფლის, მაღაროს ჩრდილზე უნდა გამევლო. არბაჩხანის მიმართულებით მივდიოდი. ხშირად ვჩერდებოდი. საერთოდ ტყეში სიარულისას, ასე ვიცი-ყურს ვუგდებ, რაიმე ხმაური ხომ არ ისმის, ნადირი ხომ არ მოდის. ერთი ასეთი შეჩერების დროს გავიგონე ფოთლის შრიალი, შემდეგ გარკვევით მომესმა ნადირის ფეხის ხმა. ამ ხმას ხის ტოტების ლაწუნის ხმა მოჰყვა-დათვი მძიმეა და რაც არ უნდა ფრთხილად იაროს, მაინც ისმის ხმაური, ვფიქრობდი არ შევმცდარიყავი, ჩამოვჯექი და ისე ვუგდებდი ყურს. ისეთ ადგილას ვიყავი საიდანაც კარგად ჩანს მიდამო. ხმაური უფრო მომიახლოვდა. ჩემიდან დაახლოებით 100-მეტრზე, ზევიდან გამოჩნდა თვირთვილა დათვი. ვესროლე, დათვმა დაიღრიალა და ჩემკენ გამოიქცა-ვერ გაიგო საიდან ესროლეს. ხან იქცეოდა, ხან დგებოდა. ბოლოს დამინახა და პირდაპირ გამოქანდა. ამაოდ ვცდილობდი მეორედ სროლას-საკეტმა გასროლილი მასრა არ გამოაგდო, ამიტომ ახალს ვერ ვდებდი. როცა შევატყვე, დათვი სახიფათოდ მომიახლოვდა, ვიბრუნე პირი და გავიქეცი. თოფი სირბილში ხელს მიშლიდა. თანაც ვფიქრობდი, დათვი, რომ დამეწიოს მე ხომ დამბეგვავს, თოფსაც გადამიმტვრევს მეთქი. ავდექი და თოფი ტყეში გადავაგდე, ადგილი კი დავიმახსოვრე. სოფლისკენ მოვრბოდი, მეგონა დათვი მეწეოდა-წელში რომ ხელცულა მქონდა გატანებული იმის ტარზე მიხვდებოდა ხელი და დათვის გამოწვდილი თათი მეგონა. ბოლოს მივხვდი რომ ცულის ტარი იყო. სირბილიც მეტი აღარ შემეძლო. შევჩერდი, ცული ხელში დავიჭირე და დათვთან შესაბმელად მოვემზადე, მაგრამ დათვი არსად ჩანდა. ცოტა სული მოვითქვი და უცებ დაჭრილი დათვის ღრიალი გავიგონე იქიდან, საიდანაც გამოვიქეცი. კარგა ხანს ვუსმენდი, ვფიქრობდი, რადგან ერთი ადგილიდან მესმის მისი ხმა ალბათ მძიმედ დაიჭრა და სულსა ლევს მეთქი. უკან დავბრუნდი. ხელცულა მზად მქონდა. მივუახლოვდი იმ ადგილს, კლდეს ამოვეფარე და ფრთხილად გავიხედე. თვალებს არ დავუჯერე-დათვი ორ ხეს შუა იყო გაჭედილი და თავს ვერ იხსნიდა. როგორც ჩანდა გამოქცეული ორ ახლაგაზრდა ხეს მთელი ძალით დაეჯახა და მათ შუა ჩაიჭედა. დაჭრილი რომ არა ყოფილიყო იქნება კიდეც დაეხსნა თავი, მაგრამ უკვე აღარ შეეძლო. მაშინვე თოფი მოვიძიე, ვიპოვე კიდეც, მაგრამ საკეტი გამოვარდნოდა, ახლა მისი ძებნა დავიწყე, ისიც ვიპოვე. სავაზნეში ჩარჩენილი ვაზნის ამოღება ვცადე, ვერ შევძელი. მოვიკითხე ზუმბა.... თოფი ისე გადამეგდო, რომ ყველა ნაწილი ცალ-ცალკე  გადავარდნილიყო. გადავწყვიტე წკეპლა მომეჭრა, რომლიც ზუმბის მაგივრობას გამიწევდა. გავთალე ხის ზუმბა, იმით რომ ვცდილობდი ვაზნის გამოღებას, ისიც გადამიტყდა ლულის წვერთან, ახლა ისიც შიგ დარჩა თოფში. აღარ ვიცოდი რა მექნა, ამ დღეში  ვიყავი როცა მაღაროდან არბაჩხანისკენ მომავალი ქალების სიცილი გავიგონე, დავუძახე: გზის ახლოს დაჭრილია დათვია, გზაზე არ გამოიაროთ!    ეს რომ გაიგეს უკან გაიქცნენ, ძლივს შევაჩერე. ნუ გეშინიათ, მოდით, თოფის ზუმბა დავკარგე, მომაძებნინეთ!   მოვიდნენ, ესენი იყვნენ არბაჩხანელი ქალები-თამარ და მართა ცქიფაშვილები. დაიწყეს ძებნა, მე კი ხელცულით ისევ დათვს ვუდგავარ. ქალებმა ზუმბა მალე იპოვეს. თოფი გავმართე შიგ ტყვია ჩავდე და ის იყო უნდა მესროლა, რომ ქალებმა მთხოვეს არ მოკლაო, იქნებ ეგ ის დათვი არც არის სოფლის საქონელს მთელ ზაფხულს რომ  არ ასვენებდაო. ბოლოს მითხრეს ჩვენ წავალთ და რაც გინდა ისა ქენიო. წავიდნენ. კარგა ხანს ვიჯექი დათვის ახლოს. აღარ მიწევდა გული მის მოსკლავად. მერე მაღაროში წავედი , რომ ბიჭები წამომეყვანა. როდესაც დავბრუნდით, დათვი მკვდარი დაგვხვდა. სანამ ერთი ხე არ მოვჭერით, მისი გამოღება ვერ შევძელით. ახლაც ვფიქრობ, ასეთი შემთხვევა ალბათ არც ერთ მონადირეს არა ჰქონია.    გიორგი თურმანაული.  სტატიის წყაროა:ჟურნალი ”ნადირობა” 2012წ.№8.


წყარო:
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: giohunt1982 (02.04.2013)
ნანახია: 1898 | რეიტინგი: 4.0/4

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика