ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » ეროვნული პარკები    

კოლხეთის დაბლობის ჭაობის დაცვის პრობლემა
კოლხეთის დაბლობის ჭაობის დაცვის პრობლემა

განუმეორებელი და უნიკალურია კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ტერიტორიების მიერ შექმნილი ლანდშაფტი. აქ თავი მოუყრია კოლხეთის ფლორის ელემენტებს, რომელთა მსგავსი სხვაგან მეტად მოიძებნება. მათი ადგილსამყოფელი ტორფიანი ჭაობებია, რელიქტური კოლხური ტყის, სანაპირო დიუნების, სანაპირო ქვიშნარ - სილნარი ზოლის, მდინარეთა დელტის, არხებისა და
  ტბების ჰაბიტატები. აქ არსებული ფლორის ელემენტები ბუნების ცოცხალი ძეგლებია, ვინაიდან კოლხეთი გამყინვარების ეპოქაში უძველესი ფლორის რეფუგიუმს წარმოადგენდა. ათასწლეულების მანძილზე, გარემო პირობების ცვალებადობამ მრავალი სახეობების გადაშენება გამოიწვეა. მათი ბედისწერა მარტო ბუნებრივ-კლიმატური, გეოგრაფიული ფაქტორების შედეგი როდია. მათზე განსაკუთრებული კვალი დატოვა ანთროპოგენურმა ფაქტორმა. ყველა სახეობა, რომელიც ადამიანის ისტორიულ ეპოქაში გადაშენდა, მოსახლეობის უსულგულო დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. ანთროპოგენურმა ფაქტორმა სახე უცვალა მსოფლიოს თვალუწვდენელი სივრცეების ლანდშაფტებსა და ეკოლოგიურ დეგრადაციამდე მიიყვანა ისინი. 
[img][/img]
უძველეს დროში ჩამოყალიბებულ თანასაზოგადოებაში სახეობები ისე უკავშირდებიან ერთმანეთს, როგორც ორგანიზმში ორგანოები და საზოგადოებიდან რომელიმე სახეობის ამოვარდნა ზიანს აყენებს მას და იწვევს გადაგვარებას. ყოველივე ამან აიძულა ადამიანი ეზრუნა იშვიათი და ქრობადი სახეობების გადარჩენისათვის. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნიკალური ეკოსისტემების შენარჩუნებისა და გადარჩენისათვის შექმნილია დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები და ბუნებრივი ნაკრძალები, არსებობს "წითელი წიგნიც".

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში, ჯერ კიდევ გაბატონებულია უარყოფითი განწყობა ჭაობების მიმართ. საზოგადოების ასეთი პოზიცია დიდ პრობლემას ქმნის, ამიტომ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ჭაობების უდიდესი როლი ბუნებაში.
[img][/img]
პალიასტომის ტბამ ფაქტიურად დაკარგა ბუნებრივი სახე. მოკლე და პირდაპირი არხით ზღვასთან დაკავშირებამ გამოიწვია ტბის წყლის დამლაშება, ხოლო ტორფის მოპოვების ადგილებიდან და ჭაობის ზედაპირზე გაყვანილი არხებით ტორფის მეორადი ლპობის შედეგად დაბინძურებული წყალი მავნე ბიოგენური ელემენტებით წამლავს ტბის წყალს, რამაც ძლიერ დააზარალა ტბის იხტიოფაუნა. ამჟამად, მხოლოდ ზღვისპირა ზოლში, მდინარეების - რიონის და ჭურიის შესართავს შორის და პალიასტომის ტბის აუზში გვხვდება ნაკლებად სახეშეცვლილი, იშვიათად კი - ხელუხლებელი ჭაობების და ჭარბტენიანი მიწების შედარებით მცირე ფართობები. ბუნებრივი ეკოსისტემები ჩვენი ფასდაუდებელი ბუნებრივი მემკვიდრეობაა, ტორფიანი ჭაობი არის გრუნტის წყლების ბუნებრივი ფილტრატორი, მისი ხელყოფა გვაკარგვინებს სუფთა, მტკნარი წყლის მიწისქვეშა მარაგს და ეს მაშინ ხდება, როცა მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში სასმელი წყლის უდიდესი დეფიციტია.

ზღვა და მიმდებარე ჭაობი არის ათასწლეულთა განმავლობაში ჩამოყალიბებული მეტად მყიფე სისტემა, რომლის დარღვევაც იწვევს "ზღვის აგრესიას", კატასტროფულ წყალმოვარდნებს, სანაპირო ზოლის გარეცხვას.

ჭარბტენიან ტერიტორიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც: იყოს მოცემული გეოგრაფიული რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ჭარბტენიანი მხარე; გამოირჩეოდეს დიდი ბიომრავალფეროვნებით და წარმოადგენდეს ადგილობრივი და გადამფრენი მფრინველების დასასვენებელ ან გამოსაზამთრებელ ადგილს. კოლხეთის ჭაობები უნიკალურია იმით, რომ აკმაყოფილებს სამივე პირობას. მათგან უკანასკნელი გასნაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს დაცული ტერიტორიის დასაარსებლად საჭირო ინვენსტიციის საზღვარგარეთიდან მოზიდვას. აფრიკა-ევრაზიის წყლისა და ჭაობების გადამფრენი ფრინველების საიმიგრაციო გზის უწყვეტობის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო კოლხეთის ეროვნული პარკის შექმნა.

[img][/img] რაც შეეხება წარმოქმნილ პრობლემას, ამის მიზეზი ნაწილობრივ იყო ადგილობრივი მმართველობა, ორგანოების მიერ სამენეჯმენტო დოკუმენტისა და კანონპროექტის არასწორი გაგება, რაც ალბათ ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოს მოსახლეობა, ნაკრძალის გარდა, სხვა სახის დაცულ ტერიტორიებს ნაკლებად იცნობს და მათთვის ბუნების დაცვა, უმეტესად, მკაცრი აკრძალვის ღონისძიებებთანაა გაიგივებული. ცხადია, გაჩნდა შეკითხვა: რა მოელის დაცული ტერიტორიების საზღვრებში მოქცეული სოფლების მოსახლეობას?

[img][/img]საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს დაცული ტერიტორიის რამდენიმე კატეგორია: ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა). ეს უკანასკნელი არსდება ბუნების დაცვაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობის (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, რეკრეაცია და სხვა) დანერგვის ხელშესაწყობად.

შეიძლება ითქვას, რომ დამხმარე ზონაში მოხვედრილი სოფლები ერთგვარ პრივილიგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვინაიდან მოზიდული ფინანსები უმეტესად მოხმარდება ამ ზონის განვითარებას. რა თქმა უნდა, დაცული ტერიტორიის საზღვრებში მოქცეულ მიწებზე სამეურნეო საქმიანობა მეტნაკლებად კორექტირდება, მაგრამ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. რეგიონში არსებული ტყის რესურსების სათბობი დანიშნულებით გამოყენების შემცირებისათვის გათვალისწინებულია ენერგიის ალტერნატიული წყაროს _ ბიოგაზის გამოყენება.

კოლხეთის დაბლობზე, განსაკუთრებით კი მის დასავლეთ (ზღვისპირა) ნაწილში, ხელსაყრელი პირობები არსებობს ჭაობების განვითარებისთვის. აქ ჰავა თბილი და ნოტიოა, დაბლობის ზედაპირის დიდი ნაწილი უმნიშვნელოდ არის დახრილი ზღვისკენ, თითქმის ბრტყელია, რაც ზედაპირული წყლების მოძრაობას ძლიერ აფერხებს. დაბლობის ზედაპირის ქვეშ, მეტწილად, წყალგაუმტარი თიხნარი ქანებია, რის გამოც წყლის ჩაჟონვა ხმელეთის სიღრმეში ძალზე ძნელად მიმდინარეობს. აღნიშნულის შედეგად, ხდება წყლის ჭარბი მასების შეკავება ხმელეთზე, რაც იწვევს მისი ზედაპირის გაჯერებას ტენით და დაჭაობებას. დაჭაობების პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად დაბლობის ზღვისპირა ზოლში მიმდინარეობს, სადაც ზედაპირული წყლების დრენაჟი კიდევ უფრო შეფერხებულია, ზღვის ნაპირის გასწვრივ, ოდნავ ამაღლებული, ქვიშიანი დინების ვიწრო ზოლის გავლენით. სწორედ აქ: ენგურისა და კინტრიშის შესართავებს შორის არის განვითარებული ტორფიანი ჭაობების ყველაზე მნიშვნელოვანი მასივები: ანაკლია, ჭურია, ნაბადა, ფიჩური, იმნათი, მალტაყვა, გრიგოლეთი, ქობულეთი - ასე უწოდებენ კოლხეთის ზღვისპირა ჭაობებს, მდინარეების ან დასახლებული პუნქტების სახელების მიხედვით. აქვე, ტორფიან ჭაობებთან ერთად, ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელშეუხებელი ან მცირედ სახეცვლილი დაჭაობებული მურყანის ტყეები, ჭაობის მდინარეები და ტყები. მათ შოროს, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს კოლხეთის ჭაობის მშვენება - პალიასტომი.
[img][/img]
წარსულში ადამიანებს ჭაობი მიაჩნდათ აშმორებულ ადგილად, მალარიის კერად, რომელსაც ხალხისთვის მხოლოდ უბედურება მოჰქონდა. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს დღესაც ასეთი წარმოდგენა აქვს. სინამდვილეში, ჭაობი ბუნებრივი გარემოს ყველა კომპონენტის (რელიეფის, ჰავის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, მცენარეული საფარის და ა.შ.) ურთიერთქმედების შედეგია და ბუნების ისეთივე განუყოფელი ნაწილია, რიგორც ტყე, სტეპი, მდელო, უდაბნო, მდინარე, ტბა და სხვა. კოლხეთის ჭაობებიც, ნებისმიერი სხვა მხრის ჭაობების მსგავსად, ბუნების დაცვით ფუნქციას ასრულებენ, მათი უპირველესი დანიშნულება სწორედ ამაში მდგომარეობს. ჭაობები დიდი რაოდენობით იწოვენ წყალს, ხანგრძლივი დროით აკავებენ მას და ამით ხელს უწყობენ წყლის რეჟიმის ნორმალურ რეგულაციას, საგრძნობლად ამცირებენ ძლიერი წყალმოვარდნის საშიშროებას და დარეცხვისაგან იცავენ ხმელეთის ზედაპირს. ამასთანავე, ჭაობები ბუნებრივი ფილტრის როლს ასრულებენ. შეიწოვენ რა დიდი რაოდენობის წყალს, წმენდენ მას მავნე ქიმიური და ბიოლოგიური ელემენტებისაგან და სუფთა წყლით ასაზრდოებენ მდინარეებს, ტბებს, მიწისქვეშა წყლების ჰორიზონტებს და ა.შ.

კოლხეთის ჭაობები და დაჭაობებული ტყეები (ჭაობის მდინარეებთან და ტბებთან ერთად) საიმედო თავშესაფარია მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებისთვის. ფრიად საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კოლხეთის ზღვისპირა ჭაობები და ჭარბტენიანი მიწები, მათ ფარგლებში არსებულ მდინარეებთან, ტბებთან და შავი ზღვის აკვატორიასთან ერთად, ქმნიან განსაკუთრებული დანიშნულების რეგიონს, რომელზეც გადის აზია-აფრიკის წყლისა და ჭაობების გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი გზა. ამ რეგიონში ბუდობს, იზამთრებს, ან გადაფრენის დროს ხანმოკლე დროით ჩერდება ათეული სახეობის ფრინველი, რომელთა ნაწილი ამჟამად გადაშენების პირას არის მისული და გულმოდგინე დაცვას საჭიროებს (შავი ყარყატი, მყივანი და სისინა გველები, თეთრშუბლა დათვი და სხვა). იშვიათობით და ორიგინალობით გამოირჩევა კოლხეთის ჭაობებისა და დაჭაობებული ტყეების ფლორა, რომელიც რელიქტურ და ენდემურ სახეობებთან ერთად შეიცავს სუბტროპიკული განედების, ბორიალური ფლორის (ტუნდრის და ტაიგის) ელემენტებს (სფაგნუმის ხავსები, დროზერა, ჩრდილოეთის ისლი და სხვა.) და მაღალი მთისათვის დამახასიათაბელ სახეობებს (იელი, როტფის ხავსი, ლაქაშა, პონტოს შქერი).
[img][/img]
აღნიშნულიდან გამომდინარე, კოლხეთის ჭაობებს და დაჭაობებულ ტყეებს დიდი სამეცნიერო და შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს. კოლხეთის ჭაობური ლანდშაფტები შეიცავენ მდიდარ და მეტად საინტერესო ბიო-გეოგრაფიულ და პალეო-გეოგრაფიულ მასალას, რომლის ანალიზი საშუალებას იძლევა გაირკვეს კოლხეთის თანამედროვე ფლორის თავისებურება, შემადგენლობა, განვითარების ისტორია, კლიმატის ცვალებადობა და ზღვის დონის რყევის ხასიათი ახლო გეოლოგიურ წარსულში. ამასთან ერთად, კოლხეთის ჭაობი და ჭარბტენიანი მიწები, სადაც სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობით, კვალიფიციური ლექცია-საუბრების ჩატარებით, ვიზიონერებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ჭაობურ ლანდშაფტებს, გააცნობიერონ, რომ ამ ლანდშაფტების შენარჩუნება საზოგადოების ყველა წევრის მოვალეობაა.
[img][/img]
კოლხეთის ჭაობები და ჭაობიანი მიწები ოდითგანვე განიცდიდნენ ადამიანის სამეურნეო მოქმედების უარყოფით გავლენას, რამაც განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს XX საუკუნეში მიაღწია. სახნავ-სათესი მიწების, საძოვრების და სათიბების მიღების მიზნით, დაბლობის ვრცელ ტერიტორიაზე დააშრეს ჭაობი, გაჩეხეს დაჭაობებული და ტენიანი კოლხური ტყეები. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დაბლობის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში თითქმის მთლიანად მოისპო ტენიანი კოლხური ტყეების ბუნებრივი ეკოსისტემები. დაბლობის ამ ნაწილში კატასტროფულად შემცირდა ან უკვე გადაშენდა ჭაობის კუ, ჩვეულებრივი და შუააზიური ტრიტონები. სხვადასხვა შემაწუხებელი ფაქტორების გავლენით ძლიერ შემცირდა გადამფრენი და მოზამთრე ფრინველების რაოდენობა. ადამიანის სამეურნეო საქმიანობის მავნე გავლენას ვერც კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილის ბუნებრივი ლანდშაფტები გადაურჩა. ზღვისპირა ტორფიანი ჭაობების ზედაპირზე გაყვანილი იქნა სხვასასხვა დანიშნულების უამრავი არხი, გაიჩეხა ზღვისპირა ჭაობების მეზობლად მდებარე დაჭაობებული ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი, გასწორებულ იქნა ჭაობების მდინარეთა დაკლაკნილი კალაპოტები. ადამიანის ჩარევის შედეგად სახეცვლილი პალიასტომის ტბის დაცვა ეროვნული მნიშვნელობის საქმეა. ამ საქმის მოგვარება კი საქართველოს ყველა მოქალაქის თვითშეგნებაზე და ეკოლოგიური პრობლემის საღად შემეცნებაზეა დამოკიდებული. ყოველმა ჩვენგანმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს ბუნებრივი მემკვიდრეობის გადასარჩენად. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა ზოლის იმ უბნებში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი ან მცირედ სახეშეცვლილი ჭაობური ეკოსისტემები, სამუდამოდ აიკრძალოს ტყის ყოველნაირი ჭრა, ტორფის მოპოვება, ჭაობების ზედაპირზე სხვადასხვა დანიშნულების არხების გაყვანა, ჭაობის მდინარეთა დაკლაკნილი კალაპოტების გასწორება, ჭაობების სათიბად გამოყენება და ა.შ. აუცილებლად უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლი ნადირობასა და თევზჭერაზე. პალიასტომის ტბის ბუნებრივი ჰიდრობიოლოგიური რეჟიმის აღდგენის მიზნით, მეცნიერულად უნდა შემუშავდეს და დასაბუთდეს რეკომენდაციები, რომელთა პრაქტიკული განხორციელება ტბის გადარჩენის გარანტი იქნება.

კოლხეთის დაბლობის ფარგლებში შემორჩენილი ბუნებრივი ჭაობური ლანდშაფტები განუმეორებელია თავისებურებებით და სილამაზით, მნახველში იწვევს სიცოცხლით სავსე უმშვენიერესი ოაზისის შეგრძნებას, რომელსაც შავი ზღვის მთელ სანაპიროზე იშვიათად მოეპოვება ბადალი. ამ ლანდშაფტების მნიშვნელობა ბევრად სცილდება საქართველოს ფარგლებს, რისი დასტურიცაა ის დაინტერესება, რასაც იჩენენ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, გარემოს გლობალური ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა. ეს ორგანიზაციები დაინტერესებულნი არიან კოლხეთში ბუნებრივი სახით შემორჩენილი ჭაობების და ჭარბტენანი ეკოსისტემების გადარჩენით და ამ საქმის განხორციელებაში დახმარებას უწევენ საქართველოს. სწორედ ამ ორგანიზაციების დახმარებით 1999 წელს შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, მდინარეების - თიკორისა და სუფსის შესართავებს შორის მდებარე კოლხეთის ზღვისპირა ვაკეზე. პარკის ფართობს შეადგენს ხმელეთის 28571 ჰა. და ზღვის აკვატორია - 15742 ჰა.

ეროვნული პარკის ჭარბტენიანი ეკოსისტემები სხვადასხვა კატეგორიის ვიზიტორთათვის საინტერესო და მიმზიდველი ობიექტია. ჭარბტენიანი ლანდშაფტების ერთობლიობა ქმნის ულამაზეს პეიზაჟს, რომელსაც იშვიათად თუ მოეძებნება ბადალი შავი ზღვის მთელ სანაპიროზე.



წყარო: http://punto svitcher
კატეგორია: ეროვნული პარკები | დაამატა: dudu-duda (19.01.2010) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 11338 | კომენტარი: 4 | ტეგები: პრობლემა, კოლხეთის, დაბლობის, დაცვის, ჭაობის | რეიტინგი: 3.5/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 temo-niko13   (16.02.2010 20:04:36) [მასალა]
კარგია 10 10 10

0   Spam
3 vaxo_vaxo   (29.01.2010 03:28:03) [მასალა]
10 10 166 საღოლ

0   Spam
2 soso_k3   (22.01.2010 11:01:04) [მასალა]
ვაა საღოლ მაგარიააა. 166 166 166

0   Spam
1 gigagiga239   (19.01.2010 17:10:59) [მასალა]
166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика