ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

ციმბირული ჰასკი




შეფერილობა: აბსოლიტურად ყველა ფერის 

სიმაღლე (მინდაოში): ხვადი: 53-60 სმ. ძუ:50-56 სმ.

წონახვადი:20-28 კგ. ძუ: 15-23 კგ.

თვალების ფერი: ცისფერი, ყავისფერი, ან ერთი ცისფერი - მეორე ყავისფერი. 

წარმომავლობა:  • FCI-ს მიხედვით - აშშ

                                       • ფაქტიური - რუსეთი



სტანდარტის ნომერი 270 (FCI-Standard N° 270/ 24. 01. 2000 / GB)



დადებითი თვისებები:


• კეთილგანწყობილი;
• მეგობრული;
• ბავშვების მოყვარულ
• მუდამ ხალისიანი
• პატრონის ერთგული


თავისებურებები:


• ესაჭიროება სისტემატიური ხანგრძლივი სეირნობა (სასურველია ბუნებაში)
• სჭირდება დიდი საცხოვრებელი ტერიტორია
• არ გამოირჩევა ოჯახის დაცვის უნარიანობით




ციმბირული ჰასკი არის ერთერთი უძველესი სახეობა ძაღლებს შორის. ის გამოყვანილია როგორც მარხილის ძაღლი (მუშა ძაღლი), თუმცა სხვა ფუნქციებსაც ითავსებს ჩინებულად. დღევანდელ ცხოვრებაში ჰასკი გახდა ადამიანის კომპანიონი, შოუების ხშირი სტუმარი და ძალიან კარგი მსახიობი.


სახეობის ისტორია
ჰასკის აღწერილობა მეტყველებს იმაზე, რომ ეს სახეობა პირველად გამოჩნდნენ ჩუქჩებთან. იყო დრო როცა საჭირო გახდა სანადირო ტერიტორიების გაფართოება, რისთვისაც საჭირო იყო ძაღლი, რომელსაც შეეძლებოდა სწრაფად გადაადგილება დიდ მანძილზე და მსუბუქი ტვირთის გადატანა სანადირო ტერიტორიიდან დასახლებულ პუნქტამდე, და პირიქით. მარხილში შებმული იყო 15-17 ძაღლი და გადაჰქონდათ ტვირთი. ჰასკები ცხოვრობდნენ ჩუქჩების ქოხებში, ამიტომ ისინი გამოყვანეს როგორც მაქსიმალურად არააგრესიული ძაღლი, რომელსაც შეეძლებოდა პატარა ბავშვებთან ურთიერთობა


XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირში შედგენილი იქნა ჩრდილოეთის ძაღლების საერთო რეესტრი, რატომღაც ციმბირული ჰასკი ვერ მოხვდა ამ რეესტრში (რუსების დიდი მინუსი), მიზეზი დასახელდა ის რომ, ჰასკები არ იყვნენ ძალიან დიდები და ეფექტურები მძიმე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. ეს და კიდევ რამოდენიმე მიზეზი გახდა საბაბი იმისა რომ უკვე 1940 წლისთვის ჰასკებმა ფაქტიურად შეწყვიტეს არსებობა საბჭოთა კავშირში. სახეობა შენარჩუნებული იქნა მხოლოდ აშშ-ში (ალიასკაზე), რაც არის მარხილებით რბოლების დიდი დამსახურება. 1908 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ტარდება ასეთი რბოლები, სადაც მთავარი გმირები არიან სწორედ ციმბირული ჰასკები. სწორედ ჰასკებს აღმოაჩნდათ ტალანტი ამ რბოლებისთვის, ისინი ფლობდნენ საუკეთესო სარბოლო სისწრაფეს, ამიტომ ისინი ხშირად ჩამოყავდათ ალიასკაში, შეჯიბრებისთვის და მომავალში გამრავლების მიზნით. 
ისტორიამ შემოგვინახა იმ ადამიანის სახელები, რომლებმაც გადაგვირჩინეს ეს სახეობა გაქრობისაგან. ესენი იყვნენ: უკრაინელი ვაჭარი უილიამ ჰუსაკი (მონაწილეობას იღებდა ალიასკურ რბოლაში 1909 წელს), შოტლანდიელი ოქროსმაძიებელი ფოქს მაულ რეიმსი (მონაწილეობას იღებდა ალიასკურ რბოლაში 1911 წელს), ბეწვეულით მოვაჭრე ოლაფ სვენსონი, (რომელსაც კარგად ჰქონდა შესწავლილი ჰასკების მოვლა-გამრავლება 1930-იანი წლების ბოლოს), და რაღათქმაუნდა ნორვეგიელი მრბოლელი ლეონარდ სეპალა


ლეონარდ სეპალა ჩამოვიდა ალიასკაში 1901 წელს, 1915 წლამდე ის მუდმივად იგებდა სხვადასხვა რბოლებს თავის ძაღლებით, რომლებიც ჩამოყვანილი ყავდა ციმბირიდან. სეპალა შერაცხული იქნა ყველაზე სწრაფ მრბოლელად, ის ზედიზედ იგებდა ყველა რბოლას. 
სწორედ სეპალა გახდა „მოწყალეობის დიდი რბოლის" უმთავრესი ფიგურა 1925 წლის ზამთარში, როდესაც ქალაქი ნომი მოიცვა დიფტერიის საშინელმა ეპიდემიამ. რომლის სამიზნეც პატარა ბავშვები შეიქმნენ. სასწრაფოდ საჭირო გახდა ვაქცინის (მედიკამენტების) ჩამოტანა უახლესი რკინიგზის სადგურიდან ქალაქ ნომამდე. უამნიდობის გამო თვითმფრინავების აფრენა შეუძლებელი იყო, ამიტომ გადაწყდა წამალი ძაღლების მარხილით მიეწოდებინათ ქალაქისთვის. სეპალამ, ძაღლებთან ერთად გაიარა ყველაზე რთული გზა ნორტონის ყურეში, ხოლო მისმა ლიდერმა ჰასკმა (ვოჟაკმა) სახელად ტოგომ, თავი გამოიჩინა ყველაზე მეტად, შეუფასებელი დახმარება გაუწია თავის პატრონს. მან დიდი სიმამაცე გამოავლინა და რამდენჯერმე იხსნა მარხილი დაღუპვისაგან. 
1925 წლის იანვარში ალიასკის ქალაქი ნომი ფაქტიურად მოწყდა დანარჩენ სამყაროს. ტელეგრაფით გადაიცა შეტყობინება: „ნომი იძახებს... ნომი იძახებს... დიფტერიის ეპიდემია გვაქვს... არ გვაქვს ვაქცინა... სასწრაფოდ გვესაჭიროება დახმარება... ნომი იძახებს...". არქტიკული შტორმი არ იძლეოდა თვითმფრინავის აფრენის საშუალებას, რომელიც იმყოფებოდა სიეტლში, რომ გადაეფრინათ მედიკამენტრები. სწორედ ამ ქალაქში იყო ვაქცინის მარაგი. წამლის ნაწილი გაგზავნილი იქნა მატარებლით ქალაქ ანკორიჯიდან ქალაქ ნენანამდე, სადაც მთავრდებოდა რკინიგზა. დანარჩენი გზის გავლა შესაძლებელი იყო მხოლოდ მარხილით, ამიტომ შეიკრიბა 20 საუკეთესო მრბოლელი და დაახლოებით 150 უსწრაფესი ძაღლი, რომლებმაც მოაწყვეს რბოლა პატარების სიცოცხლის გადასარჩენად. მათ უნდა გაეარათ გზა ნომიდან ნენანამდე და შემდეგ დაბრუნებულიყვნენ უკან ვაქცინასთან ერთად. გასავლელი მანძილი იყო 674 მილი (1085 კმ). სხვა მრბოლელებთან ერთად ლეონარდ სეპალაც თავის მარხილით, გაიჭრა წამლის ჩამოსატანად. მან მოახერხა პირველი მისულიყო დანიშნულების ადგილამდე, მოატრიალა მარხილი და გამობრუნდა უკან ვაქცინასთან ერთად. ტემპერატურა მინუს 30 გრადუსი იყო. დროის მოგების მიზნით ლეონარდმა გარისკა და აირჩია მოკლე გზა ნორტონის ყურეზე, ყინულზე. 80 კმ ძაღლებმა გაირბინეს ღამე, საშინელ ქარბუქში. ყინული იბზარებოდა მარხილის ქვემოთ, ძაღლების ფეხქვეშ. იყო საშიშროება იმისა რომ ყინული ჩამტვრეულიყო, ან მოწყვეტილიყო ნაპირს და გაეტანა ზღვაში. სწორედ ასეც მოხდა, ყინულის დიდი ნაწილი, სადაც ლეონარდი და თავის ძაღლების გუნდი მოძრაობდნენ, მოწყდა ნაპირს და დაახლოებით რამოდენიმე საათის განმავლობაში ზღვაში ტივტივებდა, საბედნიეროდ, ღმერთმა არ გაწირა არც უპრიაჟკა და არც ეპიდემიით დაავადებული ბავშვები, და ყინული ნაპირისკენ გარიყა. ამის შემდეგ კიდევ ერთი საფრთხე შეექმნა ვაქცინას, მარხილი წყალში გადავარდა, თუმცა აქაც ივაშკაცეს ძაღლებმა და მარხილი წამლებთან ერთად უვნებლად ამოათრიეს. ტოგო ყინულივით წყალში გადახტა და იქედან ეშველებოდა სეპალას რომ მარხილი წყლიდან ამოიეტანათ. 3 საათის მერე როგორც იქნა, მოახერხეს გაყინული ტერიტორიიდან გაღწევა. ჩრდილოეთ სანაპიროზე ლეონადრმა გააჩერა უპრიაჟკა, ცეცხლი დაანთო, ძაღლები გამოკვება და თავშესაფარში შეიყვანა, ხოლო წამლები კი ცეცლთან ახლოს დადო რომ არ გაყინულიყო. მას იმედი ქონდა რომ რამოდენიმე საათში ქარიშხალი ჩადგებოდა. დილით ადრე ტემპერატურა კვლავ მინუს 30 გრადუსი იყო, ხოლო ქარიშხალი კი უფრო ძლიერდებოდა, თუმცა სეპალამ მაინც გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაჯდომოდა, წამალი მიეტანა ქალაქამდე, და სვლა განაგრძო საშინელ პირობებში. როცა მათ მიაღწიეს გოლოვინს, ძაღლებს ძალა გამოელიათ, ტოგო გაყინული იყო და აღარ შეეძლო მეტი სირბილი. მან ფეხები დაკარგა. ეს იყო ვაჟკაცი ძაღლის ბოლო გარბენა, რბოლის დროს ის უკვე 10 წლის იყო. თუმცა ვაქცინა უკვე ახლოს იყო ქალაქამდე, დარჩენილი იყო 78 მილი. სეპალამ თავის ძაღლებთან ერთად ფაქტიურად შეუსვენებლად გაიარა 260 მილი. 


ხოლო დარჩენილ მანძილზე კი ვაქცინა ატარა გუნარ კაასის მარხილმა, რომელსაც წინ მიუძღვოდა ციმბირული ჰასკი, ახალგაზრდა ვოჟაკი სახელად - ბოლთო. მან მოახერხა რომ არ აცდენოდა კურსს საშინელ ქარიშხალში და მიიტანა წამალი ქალაქამდე. ვაქცინა გაყინული იყო, თუმცა ვარგისიანი, და მაშინვე დაიწყეს მისი გამოყენება. 5 დღის შემდეგ ეპიდემია სრულიად შეაჩერეს და ქალაქი გადაარჩინეს უბედურებისაგან. 


რა თქმა უნდა ბოლთო და დანარჩენი ძაღლები ა.შ.შ.-ს გმირებად აღიარეს და ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში დაუდგეს ძეგლი წარწერით „გამძლეობა, ერთგულება, საზრიანობა". ბოლთო გახდა ნამდვილი ვარსკვლავი, მასზე 30 წუთიანი ფილმიც კი გადაიღეს ჰოლივუდში „Balto's Race to Nome", თუმცა დიდება მალევე დაიკარგა, დამსახურებები დაივიწყეს და ბოლთო თავის გუნდთან ერთად 1927 წელს გაყიდეს. თუმცა კლივლენდელმა ბიზნესმენმა ლოს ანჯელესში შეამჩნია ბოლთო თავის გუნდთან ერთად მოუვლელი და მოუწესრიგებელი, მისი მოთხოვნით, კლივლენდის მაცხოვრებლებმა მოახერხეს შეეგროვებინათ 2000$ და ბოლთო თავის გუნდთან ერთად გამოისყიდეს და კლივლენდის ზოოპარკში მიიყვანეს, სადაც კარგად უვლიდნენ და პატივს ცემდნენ როგორც გმირს. 







      ბოლთო (Balto) - ციმბირული ჰასკი, მარხილის ძაღლი, დაიბადა 1919 წელს ალიასკის ქალაქ ნომში. იგი იყო ძალიან ჭკვიანი და პატრონის ერთქული ძაღლი. ცხოვრების ბოლო წლები კლივლენდის ზოოპარკში გაატარა, ოჰაიოს შტატში. გარდაიცვალა 1933 წლის 14 მარტს.

ალიასკის სკოლებში დღესაც ასწავლიან ბოლთოს ისტორიას, ხოლო 1973 წლამდე, ყოველწლიურად ტარდებოდა მარხილში შებმული ძაღლების შეჯიბრი, რომელიც ზუსტად იმ მარშრუტს მოიცავდა, რომელიც ბოლთოს და დანარჩენი ძაღლების მიერ იყო გავლილი.

 ჩრდილოეთში მარხილი გახდა ტრანსპორტირების ერთერთი საშუალება, ხოლო ის რბოლა კი გაშუქებული იქნა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჟურნალისტების მიერ.




 ციმბირული ჰასკების ახალი ეტაპი დაიწყო მას შემდეგ როდესაც ცისფერთვალება შავ-თეთრი შეფერილობის ჰასკი პირველად გაიყვანეს გამოფენაზე, და სწორედ ეს ჰასკი გახდა ამ გამოფენის გამარჯვებყლი. ამ გამარჯვების შემდეგ ციმბირულ ჰასკის გამოუჩნდა ახალი მიმართულება, ისინი ხშირი სტუმრები იყვნენ სილამაზის კონკურსების (გამოფენების), და რათქმაუნდა იგებდნენ ამ კონკურსებს. 1970 წლიდან, ამ სახეობის კეთლილი ხასიათიდან გამომდინარე დაიწყო კიდევ ერთი ეტაპი, ჰასკი გახდა ადამიანის ერთერთი საუკეთესო კომპანიონი, სახლის პირობებშიც კი.
 საბჭოთა კავშირიში გამქრალი ჰასკების შემდეგ, რუსეთში ჰასკი კვლავ გამოჩნდა 90-იან წლებში. პირველმა რუსულმა ძაღლსაშენმა «Акулова гора»-მ 1995 წელს ჩამოიყვანა ჰასკები ბელგიიდან და ჩეხეთიდან. 1997 წელს რუსეთის ძაღლების გამოფენაზე კი უკვე 14 ჰასკი მონაწილეობდა. ხოლო 2000 წელს РКФ-ს უკვე დარეგისტრირებული ყავდა 139 ჰასკის ლეკვი.
 ამ სახეობის ძაღლები არიან ძალიან მეგობრულები, პატრონის ერთგულები, ბავშვების მშვენიერი მეგობრები. ამიტომ ისინი აგრძელებენ გავრცელებას მთელ მსოფლიოში. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი წინაპრები იყვნენ მუშა ძაღლები და ამ სახეობის გადაქცება სავარძლის ძაღლად არ არის რეკომენდირებული. მათ ესაჭიროებათ საკმაოდ ხანგრძლივი სეირნობა და სირბილი, მინიმუმ დილა-საღამოს მაინც.
ციმბირული ჰასკები შეგვიძლია დავყოთ 3 ჯგუფად: მუშა, სარბოლო და გამოფენის. 
ყველაზე იშვიათი დღესდღეობით არის მუშა ჯგუფის ჰასკები, საიდანაც დაიწყო სწორედ ამ ჯიშის პოპულიზაცია. დღევანდელ პირობებში ჰასკის ფაქტიურად არ გამოიყენებენ როგორც ტვირთის გადამზიდი ძაღლი, და როგორც მონადირე ძაღლი.
სარბოლო ჯგუფის ჰასკები - ესენი არიან სპორტისთვის დაბადებულნი, გამოირჩევიან სისწრაფით, ამტანობით. სისწრაფეს, რომელსაც ისინი ანვითარებენ ცხენის სისწრაფესაც კი აღემატება. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ სარბოლო ჰასკები არიან ურჩები და უკონტროლოები, არის მითი. ეს ჰასკები ჩვეულებრივად ცხოვრობენ ქალაქში პატრონთან ერთად. 
გამოფენის ჯგუფის ჰასკი - ესენი არიან უჭკვიანესები, ულამაზესები და ტალანტის მქონე მსახიობები. შოუ-ჰასკები არიან აბსოლიტურად განსხვავებულები ექსტერიერის მიხედვით, დამოკიდებულები არიან ძაღლსაშენზე. თუმცა მათი დაყოფა კიდევ შეიძლება ორ ქვეჯგუფად: ამერიკულები და ევროპულები. ამერიკულები უფრო მძიმეები, უფრო დიდები არიან და გამოირჩევიან წინა ნაწილის (მკერდის) განსაკუთრებული ლამაზი მოყვანილობით. ევროპულები, შედარებით მსუბუქი და პატარები არიან, თუმცა გამოირჩევიან თავისა და სახის ფორმის განსაკუთრებულად ლამაზი მოყვანილობით.



ოფიციალური სტანდარტი, მონაცემები და სპეციფიკაციები


ციმბირული ჰასკი უნდა იყოს აქტიური, სხარტი. საშუალო მოქნილი ტანის. პრიალა გრძელი ბეწვით, ხოლო შიგნით ხშირი შედარებით მოკლე ბეწვით. ყურები დამდგარი, სამკუთხედი ფორმის. კუდს უნდა ქონდეს გადახრილი ბუმბულის ფორმა.


თავი
თავის ქალა არის ტანის პროპორციული. გადასვლა ყელიდან თავისკენ არი არის გამოკვეთილი. სახე - საშუალო ზომის, ტუჩებს აქვს პიგმენტი. ყურებიც - საშუალო ზომის, სამკუთხედის ფორმის, არც ძალიან გადაწეული ერთმანეთის მიმართ. სქელი და მყარად დამდგარი, ზედა კუთხე ოდნავ მომრგვალებული და მხოლოდ ზემოთ მიმართული. თვალები - ნუშის ფორმის, ოდნავ დახრილი. თვალის ფერსაც გააჩნია პიგმენტი - ყავისფერი, ან ცისფერი, ან ერთი ყავისფერი, მეორე ცისფერი. თვალებზე გააჩნია ძალიან ლამაზი წამწამები. (ნაკლი - ერთმანეთთან ძალიან ახლოს ან ძალაინ დაშორებული თვალები). 


კისერი და მკერდი:
კისერი მდგარ მდგომარეობაში - აწეული, საშუალო ზომის. ხოლო მოძრაობის დროს ოდნავ დაბლა დახრილი, ზურგის პარალელურად. (ნაკლი - ზედმეტად სქელი, მოკლე ან გრძელი კისერი). მხრები უნა იდგეს ჰორიზონტალურად დახრილად 45"-ით. მკერდი დიდი და ღრმა, თუმცა არც ძალიან ფართე. (ნაკლი - ფართე ან ძალიან ვიწრო მკერდი).


ფეხები
წინა ფეხები არის ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებული, სწორი და ერთმანეთის პარალელური. მუხლები არ არის გამოკვეთილი დგომის დროს. თათები ოდნავ დახრილი. (ნაკლი - მსხვილი და გამოკვეთილი მუხლები).
უკანა ფეხებიც ერთმანეთის პარალელური. მსხვილი კუდუსუნი, ფეხის კუთხეები გამოკვეთილი. მოძრაობის დროს თათები რჩება თავის მდგომარეობაში, არ იხრება არც შიგნით არც გარეთ. (ნაკლი - გახრილი, ძალიან დიდი ან ძალიან პატარა თათები). თათის ბალიშები თოვლთან კარგად ადაპტირებული, თათების სისთემური წმენდა თოვლზე მოძრაობისას არ არის რეკომენდირებული. თუმცა მყარ ზედაპირზე (მაგ: ყინულზე) მოძრაობისას, დიდი ხნის გაუსუფთავებელმა თათებმა შესაძლოა გამოიწვიოს თათების ტრამვა. ამოტომ ზოგიერთი კაიური იყენებს სპეციალურ „ფეხსაცმელებს" ძაღლებისთვის. თათებზეც კი, ქვედა მხარეს ჰასკის გააჩნია ბეწვი.
წინა თათებზე ჰასკის აქვს თანდაყოლილი დამატებითი თითი. ეს თითები არ არის ზედმეტი, მათ ძაღლი იყენებს სახის გასასუფთავებლად. თუმზა ზოგიერთი კაიური ძაღლებს უკეთებს ოპერაციას და აშორებს ამ თითებს.


კუდი
ჰასკის კუდი არის საშუალო ზომის ძალიან ფუმფულა და ლამაზი, მოგვაგონებს მელიის კუდს. არის დამდგარი, კითხვის ნიშნის ფორმის და წააგავს გადახრილ ბუმბულს. კუდი არ არის დახვეული და არ დევს ზურგზე. პერიოდულად, წყნარ მდგომარეობაში, კუდი ეშვება დაბლა. ბეწვი კუდზე საშუალო ზომის. (ნაკლი - ძალიან დახვეული კუდი, ან თუ დევს ზურგზე, ან მუდამ დაშვებული კუდი)


შეფერილობა:
ციმბირული ჰასკის შეფერილობა შესაძლებელია იყოს აბსოლიტურად ყველანაირი: სულ თეთრი, სულ შავი, რამოდენიმე ფერის ერთდროულად. ხშირია შავ-თეთრი და ნაცრისფერ-თეთრი შეფერილობა. ასევე გვხვდება რიჟა შეფერილობაც. იშვიათია სულ ,იქი (თეთრის გარეშე) და სულ თეთრი შეფერილობა, და რათქმაუნდა არ ითვლება ნაკლოვანებად. 


ბეწვი
ჰასკის ბეწვი არც თუ ძალიან გრძელია თუმცა საკმაოდ სქელი, ბზინვარე, ფუმფულა და ლამაზი. ტოვებს კარგად ჩაცმული ცხოველის შთაბეჭდილებას. ჰასკის აქვს ორი ტიპის ბეწვი ერთდროულად: ერთი - შედარებით გრძელი და იშვიათი, და მეორე - მოკლე და საკმაოდ ხშირი. ჰასკის ბეწვი დაფარულია სპეციფიკური სითხით, რაც ხელს უშლის ტემპერატურის გაცემა-შღწევას. სწორედ ასეთი ტიპის ბეწვის დამსახურებაა ის რომ ჰასკის შეუძლია უპრობლემოდ ყოფნა როგორც მინუს 30 გრადუს სიცივეში, ასევე პლიუს 30 გრადუს სიცხეშიც. არ საჭიროებს ხშირ დაბანას. (ნაკლი - გრძელი ბეწვი, ან უხეში ბეწვი)


მოძრაობა, სირბილი:
ჰასკი ძალიან მსუბუქად და ელასტიურად გადაადგილდება, არის ძალიან სწრაფი და მოქნილი. ფეხების მოძრაობით გამოირჩევა სხვა ძაღლებისაგან და მისი სირბილი მოგვაგონებს მგელის სირბილს. ფეხები მოძრაობისას ერთმანეთს არ ეხება და მოძრაობს სიმეტრიულად. რაც უფრო სწრაფია ჰასკი, გვეჩვენება რომ ის მით უფრო მსუბუქია, და გვჩება შთაბეჭდილება თითქოს ფრინავს დედამიწის ზედაპირზე.


ზომა და წონა:
ზომა ძუსა და ხვადს შორის ძალიან არ განსხვავდება. ხვადი: 53-60 სმ. ძუ:50-56 სმ. წონა: ხვადი:20-28 კგ. ძუ: 15-23 კგ. (ნაკლი - ძალიან მაღალი, ან ძალიან დაბალი). 


სუნი
ბუნებამ და გარემო პირობებმა, საიდანაც ეს სახეობა წამოვიდა, გადააქციეს ისინი აბსოლიტურად უსუნო ძაღლებად, რაც პრიალა ბეწვის დამსახურება. პრიალა ბეწვი ფაქტიურად არ იდებს ჭუჭყს. შეგვიძლია ჩავატაროთ პატარ ცდა, ჰასკის ზურგზე დავასხათ 1 ჭიქა წყალი. წყალი დაესხმება ზურგზე და გვერძე გადაგორდება, ისე რომ ბეწვი ფაქტიურად არ დასველდება და სისველე არ შეაღწევს ბეწვის შიგნით. თუმცა თუ ძაღლს ხშირად აბანავებთ (მაგალითად გაგრილების მიზნით) შესაძლებელია გარკვეული დროის მერე გაუჩნდეს სუნი. 


ხასიათი
მეგობრული, წყნარი, არააგრესიული, ხალისიანი, პატრონის ერთგული. არ გამოიყენება ფრინველზე სანადიროდ, არც სოროში. ნადირობს, მაგრამ არ მოაქვს ნანადირევი. თუცა ცხოველზე სანადიროდ დაყავთ ლაიკებთან ერთად: დათვზე, ტახზე, მაჩვზე, მელაზე, კურდღელზე და ა.შ. (მიუხედავად იმისა რომ ნადირობა არ არის მისი საქმე). არ გააჩნია ტერიტორიის დაცვის ინსტინქტი, ამიტომ არ გამოიყენებენ სადარაჯოდ. არის საკმაოდ ჯიუტი, თუმცა უჭკვიანესი, შესაძლებელია ნებისმიერი რამის სწავლება. აგრესიის სწავლება უმეტესად მთავრდება ხოლმე ფსიქიკის არევით, და იღებს სავალალო შედეგებს. ჰასკი ადვილად ეგუება ახალ საცხოვრებელ ადგილს, და არ უყვარს დახურული, პატარა ტერიტორია (მაგ: კორპუსში ცხოვრება და ა.შ.). მათ აქვთ მიდრეკილება უცხო ტერიტორიების დათვალიერების, ამიტომ რეკომენდირებულია მათი სეირნობა საყელოთი, და არ აუშვათ თუ არ ხართ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ ის არ გაგექცევათ. ის ადვილად სწავლობს კარების გაღებას, კარგად ხტება და შეუძლია ადვილად გადავიდეს მაღალ ღობეზეც კი. ჰასკი ადვილად სწავლობს, რომ სახლში არ უნდა მოისაქმოს, და ასეთ შემთხვევაში, ისე ატყობინებს პატრონს რომ გარეთ გაიყვანოს.


მოვლა-პატრონობა:
წარმომავლობიდან გამომდინარე ჰასკის ძირითადი საკვები საშუალება იყო თევზი და მათი ნარჩენებისგან დამზადებული საკვები, ე.წ. „ტრიბუხა", თუმცა დღევანდელ პირობებში ის შეეგუა ნებისმიერი ტიპის საკვებს. რეკომენდირებულია ერთიდაიგივე დროს, ერთიდაიგივე საკვები ვაჭამოთ. სხვა საკვებზე გადასვლა უჭირს, ამიტომ ხშირად ეშლება კუჭი. წელიწადში ორჯერ გამოიმუშავებს სპეციფიკური სითხეს, ბეწვზე, ამიტომ ხშირი დაბანა არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით ლეკვობისას, რადგანაც ეს სითხე იცავს არა მარტო ტემპერატურისაგან, არამედ ბაქტერიებისაგანაც. აუცილებელია ხშირი გასეირნება, დილა-საღამოს მაინც. რეკომენდირებული არის ხშირი ვარჯიში: სირბილი, ცურვა და ა.შ.


ნადირობის ინსტინქტი
წარსულში, ჩუქჩებთან, სადაც ჰასკი ცხოვრობდა, მიზანშეწონილი იყო ძაღლების გამოკვება მხოლოდ ზამთარში, ხოლო ზაფხულში მათ აუშვებდნენ და თვით გამოკვებაზე გაუშვებდნენ. ამიტომ ჰასკის განუვითარდა თვითგადარჩენის ინსტინქტი და გაუჩნდა ნადირობის პოტენციალი. ისინი ნადირობდნენ თაგვებზე, ციყვებზე, პატარა ფრინველებზე, კურდღელზე და გამოიკვებავდნენ თავს. დღესდღეობით, სახლის პირობებში თუ იზრდება ჰასკი, მაგალითად კატასთან ან თუთიყურშთან ერთად, ის მომავალში არ დაიწყებს მათზე ნადირობას, მაგრამ, თუ ის იზრდება მარტო, კატის დანახვაზე აუცილებლად გაეკიდება მას მოკვლის მიზნით. ამიტომ ხშირია ხოლმე პრობლემები მეზობლებთან. 
ჰასკის ნადირობა კარგად არის ასახული ვოლტ დისნეის ფილმში „Eight Below”, სადაც ისინი ჭკვიანურად და გუნდურად ნადირობენ, როგორც ფრინველზე, ისე ცხოველზც.


ციმბირული ჰასკი - გენიალური მსახიობი და შოუმენი


მეტელი - ციმბირული ჰასკი, რომელმაც ითამაშა მგელის როლი „მოსფილმის" სერიალებში და ფილმებში „След", „Закон и порядок", „Сыщики", „Нежный барс", „По ту сторону волков", „Тайга. Курс выживания" და სხვა.
დიფენბეიკერი - ერთგული ძაღლი, კანადურ სერიალ „Due South"-ის მთავარი გმირის კონსტებლ ფრეიზერის დამხმარე.
შედოუ - პოლიციელი ძაღლი, ცნობილი კომპიუტერული თამაშის „Dead To Rights"-ის მთავარი გმირის ჯეკ სტეიტსის ერთგული მეგობარი.
მიშკა - მოლაპარაკე ძაღლი, იუთუბის ვარსკვლავი, თითოეულ ვიდეოს აქვს მინიმუმ 5 მილიონი ნახვა. მრავალი ამერიკული შოუების მონაწილე. ძაღლს გააჩნია თავისი ტვიტერის ვეგბვერდიც. 



წყარო: http://nanuka-yirimeli.blogspot.com/2012/05/blog-post.html
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: giohunt1982 (30.12.2012)
ნანახია: 8592 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 Tornike_k   (26.01.2013 18:18:04) [მასალა]
მართლაც ულამაზესი და უჭკვიანესი ჯიშია 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика