ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

ვაიმარანერი
         ვეიმარანერი(Weimaraner)–ვეიმარული მეძებარი ერთ-ერთი უძველესი და იშვიათი ჯიშია. მის წინაპარს იყენებდნენ ნსხვილ ნადირზე სანადიროდ. ის დამჯერი და საოცრად ჭკვიანი ძაღლია, კარგად ართმევს თავს თავის მოვალეობას, არის სწრაფი, მოხერხებული და მოაზროვნე ძაღლი. ადვილად იწვრთნება. 
         ვეიმარანერის სამშობლოდ გერმანია ითვლება. ვეიმარის მკვიდრნი მას "ვერცხლისფერ მოჩვენებას" უწოდებენ. ამ ჯიშს უძველესი ისტორია აქვს, ვარაუდობენ რომ მისი წინაპარი ევროპული "ბრაკო" უნდა ყოფილიყო, რომელიც შემდგომში შეაჯვარეს მდევართან(შვაისჰუნდი) და მოგვიანებით ფრინველზე მონადირე მეძებართან(ჰიუნდერჰუნდთან). როგორც ჯიში პირველად ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასაწყისში, ვეიმერელ ჰერცოგ კარლ ავგუსტის სამეფო კარზე. XIX საუკუნის ბოლოს კლუბი წევრები საკმაოდ მკაცრ წესებს იცავდნენ, რომ ჯიში მიეღოთ გამიზნული სამუშაო თვისებებით და არ აინტერესებდათ მისი კომერციული მხარე, ამიტომ ლეკვებს არ ყიდდნენ კლუბის წევრების გარდა სხვაზე, ამ მიზეზით ვეიმარანერი არ იყო ფართოდ გავრცელებული ჯიში. ამ პოლიტიკამ კი დადებითად იმოქმედა ჯიშის სუფთად ჩმოყალიბებაზე. ვეიმარულ მეძებრებს აქვთ კარგი სამონადირეო თვისებები, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ალღო, სამუშაოთი დაინტერესება, სიფხიზლე, ის შეუდარებელია გაშლილ მინდვრებში ნადირობისას, საკმაოდ ჩქარი ძაღლია. არ იღლება დიდ მანძილზე, კარგად ნადირობს ძნელად მისასვლელ ადგილებში. მოძრაობა, სიმკვირცხლე, პატრონისადმი ერთგულება – ეს ის ძირითადი თვისებებია, რითაც ამ ძაღლმა პოპულარულობა მოიპოვა მთელს მსოფლიოში. გარდა ამისა, მათ იყენებენ სამსახურებრივი დანიშნულებით, განსაკუთრებით, აშშ-ში, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან პოპულარულები გახდნენ. ამ ჯიშის ერთერთი თავისებურება ისაა, რომ ლეკვებს ახასიათებს ფერის ასაკობრივი ცვლა, ისინი ორი თვის ასაკამდე ნაცრისფერ-ცისფერი შეფერილობისაა, აქვთ ლურჯი თვალები, მესამე თვიდან მათი ბეწვი იძენს მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ელფერს, ხოლო თვალები ქარვისფერი-ყვითელი ფერის უხდებათ. საბოლოოდ ბეწვის და თვალის ფერი უყალიბდებათ რვა თვის ასაკისთვის. არსებობს მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი ვეიმარანერების სახესხვაობა. რაც შეეხება ხასიათს, არ გირჩევთ ეს ძაღლი იყოლიოთ ვოლიერში, ან ბინაში. კარგი იქნება თუ ეზოში ექნება ბინა, ან ხშირად იქნება გარეთ სასეირნოდ. ის თავს გრძნობს ოჯახის წევრად და თავის მოვალეობებს პირნათლად ასრულებს. ის კარგად იტანს სიცივეს. ხვადი – 60-დან 70 სმ-მდე. წონა: 30-40 კგ. ძუ – 57-დან 63 სმ-მდე. წონა 26-35 კგ. ფერი – ვერცხლისფერ-რუხი, თაგვისფერი, რუხი სხვადასხვა ტონალობით, ღია ყავისფერი, აგრეთვე ამ ფერებს შორის გარდამავალი ელვარებით. თავი და ყურები, ჩვეულებრივ, უფრო ბაცი ფერის. მკერდსა და თათებზე დასაშვებია თეთრი ლაქები. ბეწვი – მოკლებეწვიანებს – მოკლე, რბილი და პრიალა; უხეშბეწვიანებს – მოკლე, უხეში და ხისტი; გრძელბეწვიანებს – გრძელი, ფაფუკი. კუდი – 2/3-ზე კუპირებული, ქვემოთ დამდგარი, უჭირავს ჰორიზონტალურად. გრძელბეწვიანებს კუდის კუპირებისას აშორებენ 2-3 მალას.


ძაღლის ჯიში ვაიმარანერი.

ეს ძაღლი ცნობილია თავისი მონადირული თვისებებით. თავიდან მას დიდ ნადირზე – მგელზე, დათვსა და ტახზე სანადიროდ იყენებდნენ , მოგვიანებით კი ფრინველზე ნადირობას შეაჩვიეს.   თავდაპირველად  ეს ძაღლი ევროპელი ჯენტლმენის პირად მონადირე ძაღლად და  მეგობრად  ითვლებოდა. 

ვაიმარანერი აქტიური, ძლიერი, გონიერი, უშიშარი ძაღლია , მაგრამ ბევრი ვარჯიში და მკაცრი  კონტროლი  სჭირდება. ვაიმარანერი ცალკე ჯიშად XIX საუკუნეში აღიარეს. ეს ჯიში ვაიმარის დიდი საჰერცოგოს  დიდგვაროვნებმა, როგორც ჩანს, ბლად ჰაუნდისა და სხვადასხვა ჯიშის მონადირე  ძაღლების  შედეგად  გამოიყვანეს. ამ ძაღლს შესანიშნავი ყნოსვა უდოავოდ მის წინაპართა დამსახურებაა. გერმანელებს არ უნდოდათ რომ ეს ჯიში სხვა ქვეყნებში გავრცელებულიყო და ამიტომაც მისი გამრავლება მკაცრად კონტროლდებოდა. 1930 წლის შემდეგ გერმანელებმა ნება მისცეს უცხოელებს ძაღლის ჯიში გაევრცელებინათ. გავრცელების შემდეგ კი მან საკმაოდ დიდი პოპულარობა და აღიარება მოიპოვა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.




წყარო: http://hunters.ge; http://ucnauri.com/
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: xarata (03.03.2012) | ავტორი: xarata
ნანახია: 14269 | კომენტარი: 1 | ტეგები: ვეიმარანერი | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 zuraba   (13.03.2012 20:17:26) [მასალა]
166 166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 12
    სტუმარი: 12
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика