კურცჰაარი, მოკლებეწვიანი მეძებარი ძაღლის ჯიში. კონინენტურ მეძებართა შორის ფართოდაა გავრცელებული. გამოყვანილია გერმანიაში
XIX საუკუნის დამლევს ადგილობრივი, ფრანგული და ესპანური მეძებრების
შეჯვარებით. ექსტერიერისა და საველე თვისებების გასაუმჯობესებლად
აჯვარებდნენ ინგლისურ პოინტერთან. ამავე პერიოდში შემოიყვანეს რუსეთში, შემდეგ მცირე რაოდენობით საქართველოშიც
გავრცელდა. კურცჰაარისთვის დამახასიათებელია მაგარი მშრალი ტიპის
კონსტიტუცია, გაწონასწორებული და მოძრავი ტემპერამენრი, კარგად
განვითარებული ძვალ-კუნთოვანი სისტემა. ძებნის დროს მოძრაობს ზომიერი
ოთხით ან სწრაფი ჩორთით. აქვს უნივერსალური ყნოსვა, კარგად მოაქვს მოკლული
ფრინველი. ხვადის სიმაღლეა 62-66 სმ, ძუსი 58-64 სმ. ყავისფერია, ზოფჯერ
ყავისფერლაქებიანი ან კოპლებიანი თეთრი. კუდის 2/3-ს დაბადენიდან მე-3
დღეს აჭრიან.
[color=green]გამარჯობათ მეგობრებო.ამ საიტს ყობელთვის ვათვალიერებ და ბევრ ახალს ვიგებ.ახლაც თქვენგან ველოდები რჩევას. ვარ 13 წლის გოგონა. სამწუხაროდ არავინ მყავს ახლობელი ვინც ნადირობს.ბავშვობიდან ვაფანატებ გერმანულ მოკლებეწვიან პოინტერზე, ანუ კურცჰაარზე და ძალიან მინდა ლეკვის აყვანა.ლეკვს დანამდვილებით ვიცი რომ არ მოაკლდება არაფერი: ჭამა-სმა, გაწაფვა-დაგეშვა, ვეტერინარი, ყოველდღიური ხანგრძლივი ვარჯიში და სხვ. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ხალიან საცოდაობა იქნება რომ ავიყვანო ძუ ლეკვი და ვერ ვანადირო? გთხოვთ მიპასუხეთ, რადგან თქვენს პასუხზე ვარ დამოკიდებული.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!