1.
ძაღლის შერჩევისას, პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ რისთვის გვჭირდება იგი,
რა დანიშნულება უნდა დაეკისროს მას ჩვენ ოჯახში ანუ რა სამსახური უნდა
გაგვიწიოს ჩვენმა მომავალმა ოთხფეხა მეგობარმა.
- თქვენ გჭირდებათ ძაღლი თქვენი ქონებისა და საკუთრების დასაცავად?
თქვენ ფლობთ არც თუ ისე დიდ საცხოვრებელ ფართს? არ გაქვთ გამოცდილება
ძაღლის ყოლასა და აღზრდაში? ასეთ შემთხვევაში გთავაზობთ შეარჩიოთ:
ერდელტერიერი, რიზენშნაუცერი, ბოქსიორი, კანე კორსო, გერმანული ნაგაზი. Y ყველა
ზემოთ ჩამოთვლილი ჯიში ადვილად იწვრთნება და თითოეულ მათგანს თანდაყოლილი
აქვს უნდობლობა უცხო ადამიანის მიმართ (იგულისხმება საკუთრების დაცვა).
-
გესაჭიროებათ ძაღლი დიდი ტერიტორიის დასაცავად? ამ შემთხვევაში შეგიძლიათ
არჩევანი შემდეგ ჯიშებზე გააკეთოთ: კავკასიური ნაგაზი, აზიური ნაგაზი,
გერმანული ნაგაზი, აღმოსავლეთევროპული ნაგაზი, სამხრეთ-რუსული ნაგაზი.
თითოეულ მათგანს ახასიათებთ თანდაყოლილი დაცვის უნარი. Iმავდროულად, ყველა
ეს ჯიში ადვილად იტანს მკაცრ (ცივ) კლიმატს.
- ხართ არასპორტული, არ
გიყვართ აქტიური ცხოვრების სტილი და გჭირდებათ შესაფერისი ჩვევების მქონე
ოთხფეხა მეგობარი? ამ შემთხვევაში არჩევანი შეგიძლიათ შემდეგზე გააკეთოთ:
ინგლისური ბულდოგი, ტაქსა, ფრანგული ბულდოგი, ტოი ტერიერი, პუდელი.
-
არავითარ შემთხვევაში ჯიში არ შეიძინოთ მხოლოდ მისი ვიზუარული
მახასიათებლების საფუძველზე. გარეგნობა ხშირად მცდარია. ვერასდროს შეეგუება
სპორტული, აქტიური ადამიანი თუნდაც ინგლისური ბულდუგის ფლეგმატურ ხასიათს,
ხოლო არასპორტული, პასიური ცხოვრების მიმდევარი ადამიანი თუნდაც ჯეკ რასელ
ტერიერს. ნუ იჩქარებთ! ეცადეთ კარგად გაერკვეთ თქვენთვის სასურველი ჯიშის
ხასიათში, რადგან თქვენ არ იძენთ უბრალოდ შინაურ ცხოველს, არამედ ოჯახს
მორიგ, თითქმის, სრულუფლებიან წევრს მატებთ.
- ალბათ, გექნებათ
სურვილი ძაღლის შეძენისას გადახედოთ მსოფლიო რეიტინგს და გაიგოთ რომელი
ჯიშის ძაღლია აქტუალურად მოდაში. ნურასოდეს დაეყრდნობით მხოლოდ მოდას.
ძაღლი არ არის სამოსი! სხვადასხვა ჯიშები დროდადრო ხდებიან როგორც მოდურები
ასევე არამოდურები. თქვენ ძაღლი უნდა შეიძინოთ საჭირიებისამებრ და არა
მოდურობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარწმუნებთ მოდის ცვლილებასთან
ერთად თქვენი ინტერესიც თქვენი ოთხფეხა მეგობარის მიმართ დაკარგავს
აქტუალურობას და ამასთან ერთად თქვენს სითბოსა და მზრუნველობას.
- ხშირად მოისმენდით: არ არსებობს ცუდი ძაღლი, არსებობობს ცუდი პატრონი. ეს მოსაზრება ცოტა არ იყოს მცდარია. პირველ
რიგში, ყველა ჯიშს ახასიათებს ცუდი, საშუალო და კარგი წარმომადგენელი.
Mგასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ძაღლი შეიძლება გამოდგეს ცუდი, თუ
მას არ აღვზრდით სათანადოდ და არ გამოვიყენებთ დანიშნულებისამებრ. მარტივი
მაგალითი: დააბით არისტოკრატი დოგი ჯაჭვით და თუ ძაღლი არ დაიღუპა, იგი
აუცილებლად გახდება უაზროდ აგრესული, როგორც უცხოების, ასევე საკუთარი
ოჯახის წევრების მიმართ. სხვა მაგალითი: გათამამეთ მოფერებით და
მზრუნველობით კავკასიური ხასიათის მატარებელი კავკასიური ნაგაზი, ათამაშეთ
ყველასთან განურჩევლად, მიანდეთ გასასეირნებლად ნებისმიერ შემხვედრს და ის
არასდროს დაიცავს თქვენს ქონებასა თუ საკუთრებას. A აქედან გამომდინარე,
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სასურველი შედეგის მისაღებად,
მნიშვნელოვანია თქვენი როლი ოთხფეხა მეგობრის შერჩევასა და აღზრდაში. Aსე,
რომ, პატრონისა და ძაღლის თანაცხოვრება მხოლოდ მაშინ არის ჰარმონიული,
როდესაც ისინი უგებენ ერთმანეთს. იდეალური ურთიერთობა შემდგარია თუ საკუთრი
ძაღლი გვიყვარს და მასაც ვუყვარვართ.
2. ლეკვის წინაპრების (გენეალოგიური ხის) მნიშვნელობა. გენეტიკით ბევრ რამეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
კონკრეტულ
ჯიშზე საბოოლოო არჩევანის გაკეთების შემდეგ ლეკვის შეძენა რეკომენდებულია
სპეციალიზირებულ ძაღლსაშენში. ლეკვს აუცილებლად უნდა მოჰყვეს დაბადების
მოწმობა და შემდგომში საგვარეულო ნუსხა (პედიგრეე). ოთხფეხა მეგობრის
შეძენამდე აუცილებლად გაესაუბრეთ მომშენებელს და აუხსენით მას თუ რისთვის
გსურთ თქვენ ძაღლი. გსურთ ის სერიოზული შოუ კარიერისათვის თუ უბრალოდ
ოჯახისთვის (თვალის გასახარებლად, ეზოს დასაცავად და სხვა)? მომშენებელი
თქვენი მოთხოვნებს დასაკმაყოფილებლად თქვენთვის სასურველ ლეკვს შეგირჩევთ. A ალბათ
გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ერთ ნამატში არიან ძალიან არგი და
არც თუ ისე სახარბიელო ლეკვები. მომშენებელი აუცილებლად შეგირჩევთ
თქვენთვის სასურველ ლეკვს (თქვენი მოთხოვნების მიხედვით). დაგებადებათ
კითხვა: რატომ არ შევიძინო ყველაზე კარგი ლეკვი? კარგი არ ნიშნავს, რომ
ყველგან და ყველა ვითარებაში საუკეთესო იქნება. მჯობნზე მჯობი არ დაილევა.
Aარსებიბს თითოეული ჯიშის სტანდარტი, რომელზე დაყრდნობითაც ხარისხდება ამა
თუ იმ ჯიშის ძაღლი. არსებობს კინოლოგიური და ზოგადი ნაკლი. ეს კი ორი
სრულიად განსხვავებული მოსაზრებაა. კინოლოგიურ ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ
ძაღლი, რომელიც სტანდარტში მითითებულ ზომას აჭარბებს ან ჩამორჩება. Aარ
აკმაყოფილებს სტანდარტით მითითებულ შეფერილობას და სხვა. ხოლო ზოგად ნაკლად
ითვლება: რაქიტი, თანდაყოლილი დაავადებები და სხვა. თუ ძაღლი არ გვსურ შოუ
კარიერისავის, შეგვიძლია შევიძინოთ ლეკვი კინოლოგიური ნაკლით, მაგრამ
აუცილებლად ვერიდოთ ზოგად ნაკლს.
3. გვსურს მცირე ზომის ოჯახის
ოთხფეხა მეგობარი. რომელი ჯიში შევარჩიოთ? რომელია საუკეთესო?
Aგავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს საუკეთესო ჯიში, არსებობს ჩვენთვის
სასურველი საუკეთესო ხასითის და ექსტერიერის მატარებელი ძღლი!
ადამიანები მიიჩნევენ, რომ საუკეთესო ჯიშის ძარლი არის: 1. ყველაზე ძვირადღირებული; 2. ყველაზე გავცელებული; 3. უნივერსალური. შეგახსენებთ,
რომ ყველაზე ძვირადღირებული ჯიში კონკრეტულ ქვეყანაში (სადაც იმყოფებით),
კონკრეტულ დროში ყველაზე იშვითი ჯიშია ველაზე გავრცელებული კი _
იმდროისათვის ყველაზე მოდური. Dდა ბოლოს, უნივერსალური _ ფართო მცნებაა,
თუმცა, რა თქმა უნდა, არ გულისხმოვს სრულყოფილს. მაგალითად : უნივერსალურ
ძაღლად ითვლება ლაბრადორ რეტრივერი თუმცა უნივერსალურობაც კი შეზღუდულია,
ლაბრადორი შეიძლება იყოს იდეალური კომპანიონი, კარგი მონადირე, ბრმების
დამხმარე, მაგრამ ის ვერასოდეს იქნება იდეალური მცველი. ასე რომ,
ყველაზე ძვირად ღირებული, ყველაზე გავცელებული და უნივერსალური ვერ იქნება
საუკეთესო ჯიში. ეძიო ზოგადად საუკეთესო ჯიშის ძაღლი ეს უტოპიაა, ხოლო ეძიო
შენთვის სასურველი და საუკეთესო ჯიშის ძაღლი _ აუცილებელი.
4. ძაღლის ზომა.
-
მასიური ძაღლები ფიზიკუღი აღნაგობით იქცევენ დიდ ყურადღებას და, რა თქმა
უნდა, პატრონს მოსწონს, როდესაც მის გვერდით დიდი, მასიური, ძლევამოსილი
ძაღლია. Mთუმცა დიდი ტანის ძაღლებს ესაჭიროებათ შედარებით დიდი
საცხოვრებელი ფართი, მეტი საკვები და დიდი ფიზიკური დატვირთვა.
-
პატარა ტანის ძაღლებს არ ესაჭიროებათ დიდი საცხოვრებელი ფართი, მათთან
ერთად მოსახერხებელია მოძრაობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ესაჭირობათ ცოტა
საკვები და, რაც ყველაზე სასიხარულოა, ისინი ცხოვრობენ ბევრად უფრო
ხანგრძლივარ, ვიდრე დიდი ტანის ძაღლები.
- საშუალო ტანის ძაღლებს
ათვისებული აქვთ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მახასიათებლები, როგორც
დიდი, ასევე პატარა ტანის ძაღლებისაგან.
ტემპერამენტი : -
მოძრავი, ენერგიული ძაღლის კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნება შედარებით
იოლია, თუმცა ასეთი ძაღლები საკმაოდ ხანგრძლივ სეირნობას საჭიროებენ. ასეთი
მომცრო ზომის ძაღლები, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ პატრონის თვალწინ
ტრიალებენ, შეიძლება ითქვას სულ შარს ეძებენ. ერთი სიტყვით მეტად
მოუსვენრები არიან.
- წყნარი ფლეგმატური ხასიათის მატარებელი ძაღლი
მოსახერხებელია იმით, რომ თუნდაც დიდი ზომის მიუხედავად, ის თითქმის
შეუმჩნეველი რჩება სახლში არ გვაწუხებს თამაშით, მძრაობით. მათთან ერთად
არც სეირნობას მიაქვს დიდი დრო.
ბეწვის ტიპი : - გრძელი ზომის ბეწვი ითხოვს მნიშვნელოვან მოვლას, ხოლო მოვლა თავისმხრივ სათანადო დროს. Mმოკლე ბეწვიანი ძაღლი დაუცველია ცუდი, ცივი ამინდისას. უხეში ბეწვი ამ შემთხვევაში იდეალურია. B ბინის
პირობებში რეკომენდებულია უხეშბეწვიან ან მოკლებეწვიანი ძაღლის ყოლა.
უხეშბეწვიანი იდეალურია იმით, რომ მას ბეწვი არ სცვივა. იგი სეზონურად «
იპუტება ». ხოლო მოკლებეწვიანი ძაღლის ბეწვი (თუ ძაღლს სათანადოდ ვკვებავთ
და ის იღებს ყველა საჭირო ვიტამინს) პრაქტიკულად არაშემაწუხებელი.
ერთადერთი დისკომფორტი იქმნება სეზონური, ბუნებრივი ბეწვის ცვენის
პერიოდში. რაც შეეხება დიდ ბეწვიანი ძაღლის ყოლას ბინის პირობებში, ეს
სრული დისკომფოტია. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ გეძელი ბეწვის მქონე
ძაღლი ბევრად ჰიგიენურია, რადგან მისი გრძელი ბეწვი ყველგან და ყველაფერზე
ჩანს და ის ადვილი ასაღებია.
5. ძაღლის დანიშნულება და გაწვრთნა: უდიდესი
ყურადღება უნდა მივაქციოთ ამა თუ იმ ჯიის დანიშნულებას. არსებობს მონადირე
ძაღლები, მოდარაჯე ძაღლები, კომპანიონი ძაღლები, დეკორატიული ძაღლები და
სხა.… მხოლოდ მაღალკვალიფიცირებულ მწვრთნელ-ინსტრუქტორს შეუძლია
მოამზადოს ნებისმიერი ჯიშის ძაღლი ნებისმიერი სამსახურისათვის. Mთუმცა,
მერწმუნეთ, ლაბრადორ რეტრივერი ვერასოდეს გახდება (წვრთნის შედეგად) ისეთი
დარაჯი, როგორიც კანე კორსო და გერმანული ნაგაზია; ისეთი და
კეთილგანწყობილი უცხოების მიმართ, როგორც ოქრის რეტრივერი. თითოეულ
ჯიშზე წლების და საუკუნეების მანძილზე ხდებდა სერიოზული სელექციური
მუშაობა. ძაღლებს აწყვილებდნენ არამხოლოდ ექსტერიერის მიხედვით, არამედ
სამუშაო თვისებების გათვალისწინებით (თუმცა არსებობს გამონაკლისებიც:
უცხოების მიმართ ზედმეტად მიმდობი ფილა ბრაზილიერო, გერმანული ნაგაზი,
კავკასიური ნაგაზი, როტვეილერი, დობერმანი. Uუცხოების მიმართ აგრესიული
ლაბრადორ რეტრივერი, ოქროს რეტრივერი, სენბერნარი, ნიუფაუნდლენდი.
Yყოველივე ეს სერიოზული ნაკლია ჯიშისთვის. არ დაგავიწყდეთ რომ ძაღლის
ჯიშები იყოფა კატეგორიებად : კომპანიონი ძაღლი ესეც პროფესიაა, ის მუდამ
კეთილგანწყობილი უნდა იყოს უცხო ადამიანების მიმართ, გაწონასწორებული
ხასიათის და, რაც მთავარია, კონტაქტური. ასევე დეკოორატიული ძაღლი უნდა
იყოს კეთილგანწყობილი, რადგან ის მხლოდ და მხოლოდ ლამაზი ფონია ამა თუ იმ
გარემოსი. ძნელად დამაჯერებელია ჩინელ იმპერატორებს თავიანთ კარზე ჰყოლოდათ
პეკინესები რომლებიც ყველა გამვლელ-გამომვლელს ყეფით შეაწუხებდნენ. თუ
გვესაჭიროება პირადი მცველი, ამ შემთხვევაში არჩევანი უნდა გავაკეთოთ
სპეციალიზირებული ჯიშის ძაღლებისაგან და არავითარ შემთხვევაში არ უნდა
ვეცადოთ მონადირე ძაღლის ან დეკორატიული ძაღლისაგან მისი შექმნა. Pპირველ
რიგში გადაწყვიტეთ რა თვისებები უნდა ახასიათებდეს თქვენს მომავალ ოთფეხა
მეგბარს და შემდგომ არჩევანი გააკეთეთ ამ თვისებების მატარებელ რამოდენიმე
ჯიშზე, შემდგომ დააკვირდით მათ ექსტერიერს და ვიზუალურ მხარეზე დაყრდნობით,
არჩევანი ერთერთზე შეაჩერეთ.
6. სელექცია : ბუნებრივი და ხელოვნური ჯიშები. არსებობს
მცდარი მოსაზრება ხელოვნურად და არახელვნურად შექმნილი ძაღლების თაობაზე.
Aარ არსებიბს ბუნებრივად ანუ არახელოვნურად შექმნილი ძარლი. ყველა ჯიშის
შექმნაში ადამიანი ხელი ურევია. ეგრედწოდებული ბუნებრივი ჯიშის ძაღლი
კავკასიური ნაგაზი მცდარი მოსაზრებაა. კავასიური ნაგაზის სელექცია ითვლის
უამრავ საუკუნეს. წლების მანძილზე მეცხვარე გლეხები ცხვრის ფარისს და
საკუთარი სახლ-კარის დასაცავად ირჩევდნენ აბორიგენ, დიდი ზომის ძლიერ
ძაღლებს. შემდგომ, საჭიროებისამებრ, ძაღლის გამოდგომიდან გამომდინარე, ესა
თუ ის ძაღი ხდებოდა პოპულარული. მოიაზრება ის ძაღლები, რომელიც იდეალურად
ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებსაც გლეხი მეცხვარეები
აწყვილებდნენ ერთმანეთში იმის იმედით რომ ლეკვები ხასიათით, სიძლიერით და
ექსტერიერით მშობლებს დაემსგავსებოდნენ. მათი იმედი ხშირ შემთხვევაში
მართლდებოდა და საუკეთესოების დაწყვილება სხვა კარგი ნამატის საუკეთესო
ძაღლებთან ხდებოდა. Mმარტივად რომ ვთქვათ, კავკასიური ნაგაზი, რომელსაც
ჩვენ ბუნებრივ ჯიშად ვიცნობთ, სინამდვილეში აბორიგენი ძაღლებისაგან
ხელოვნურად შექმნილი ჯიშია. E ეგრედწოდებული ხელოვნური ჯიში დობერმანი:
1834 წელს დაბადებული ლუდვიკ დობერმანი ქალაქ აპოლდში ხარკის ამკრეფი იყო,
რომელაც სჭირდებოდა ისეთი ძაღლი, რომელიც უზომოდ აგრესიული იქნებოდა ხალხის
მიმათ და არ შეეშინდებოდა არც ყვირილის და არც გასროლილი თოფის ხმის.
ლუდვიკ დობერმანმა შეარჩია ზედმეტად აგრესიული ინდივიდები (ისტორიული
ცნობების მიხედვით ესენი იყვნენ როტვეილერი, გერმანული პინჩერი და
მანჩესტერული ტერიერი). Lლუდვიკმა დროდადრო ამ ძაღლების ერთმანეთში
დაწყვილება დაიწყო და ლეკვების შერჩევის პროცესში უდიდეს ყურადღებას
აქცევდა ლეკვების აგრესიულობას. 1870 წელს ლუდვიკმა მიზანს მიაღწია. მან
მიიღო ზუსტად ისეთი ძაღლები, როგორიც მას ესაჭიროებოდა თანდათანობით «
ლუდვიკის ძაღლი » როგორც მას ხშირად უწოდენენ პოპულარული ხდებიდა. ისინი
ჯირ პოლიციის რიგებში გამოჩნდენ, შემდეგ კი ციხეებში ბადრაგს გაქცეული
პატიმრის დაკავებაშიც ეხმარებოდნენ. Aამ ძაღლებით უბრალო მაცხოვრებლებიც
დაინტერესდნენ და დაიწყეს მათი მასიური მოშენება.
ასე რომ ხელოვნურად შექმნილი და ბუნებრივი ჯიშები არ არსებობენ ყველა ჯიშის ძაღლის შექმნაში ადამიანის ხელი ურევია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!