ავსტრალიური კელპი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც საქონლის შესანიშნავმა მწყემსმა, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული . ამ ძაღლის გამომეტყველებას ხშირად ადამიანის მოღიმარ სახეს ადარებენ. მას შესწევს უნარი, პატრონის უშუალო მეთვალყურეობის გარეშეც შეასრულოს თავისი მოვალეობა. კელპის წინაპრები არიან კოლის ტიპის ჩვეულებრივი შავი ძაღლები, რომლებიც ავსტრალიაში 1800 წლის დასაწყისში ჩაიყვანეს, რათა მწყემსად ემუშავებინათ. ზოგიერთი მოსაზრებით კელპის წინაპარი დინგო იყო. ჩანაწერების მიხედვით, პირველი კელპი იყო შავ-ჟანგისფერი ძუ ლეკვი, რომელიც 1872 წელს ჯეკ გლესონმა იყიდა კასტერტონის მოსახლისგან. ერთგული, მეგობრული, გონიერი და ენერგიული კელპი შესანიშნავად გრძნობს თავს მუშაობისას. ვერ იტანს უსაქმურობას – ითრგუნება, ხმაურიანი ხდება და შეიძლება მავნებლობა დაიწყოს. თუ სიყვარულსა და ყურადღებას აგრძნობინებთ, მშვიდი და სანდო კომპანიონი იქნება. ამ ჯიშის ძაღლებს სარბენად დიდი სივრცე ესაჭიროებათ.
ძლიერ და მოქნილ ავსტრალიურ კელპებს იდეალური აგებულება აქვთ სწრაფი და მარდი მოძრაობებისათვის. ისინი ჩემპიონები არიან ძაღლებს შორის სიმაღლეში ხტომაში – მათი რეკორდია 2 მ და 95 სმ.
მონაცემები
წარმოშობა - ავსტრალია
მთავ. დანიშნ. - საქონლის მწყემსვა
ტემპერამენტი - მეგობრული, გონიერი
სიც. ხანგრძლივობა - 12-15 წელი
მოვლა - მინიმალური
ვარჯიში - რეგულარული
მოდარაჯე - ბრწყინვალე
56 სმ
14-21 კგ
51 სმ
14-21 კგ
კუდი
გრძელი, ვიწრო და ბეწვით
დაფარული.
ბეწვი
ფერები: შავი, წითური, ჟანგისფერი, კრემისფერი. მუშა კელპები გვხვდება სამი ტიპის – გლუვი, მოკლე და უხეში ბეწვით. გამოფენებზე დაიშვებიან ერთი ფერის, მოკლებეწვიანი ინდივიდები.
თათები
კომპაქტური, მკვრივი ბალიშებით.
ფეხები
წინაც და უკანა ფეხებიც აქვს გრძელი და ღონიერი.
თვალები
მუქი ყავისფრიდან მუქ თაფლისფრამდე, ეხამება ბეწვის ფერს.
სახე
გრძელი და წაგრძელებული, ფხიზელი და გონივრული გამომეტყველებით.
ცხვირი
შავი ან ყავისფერი, ფართო ნესტოებით.
ტანი
დაკუნთული და გამხდარი, კარგად განვითარებული დიდი გულმკერდით და ძლიერი კისრით.
ავსტრალიური კელპები უშიშარი ძაღლები არიან, როცა საქონელს აგროვებენ, ზურგიდან უვლიან და ისე ერეკებიან. ეს ძაღლები ჯგუფურად მუშაობენ და ზოგჯერ იკბინებიან კიდეც, ამიტომ, ლეკვობიდანვე უნდა გადააჩვიოთ კბენას.
რჩევა:
ეს ჯიში იყოფა განსხვავებულ – საგამოფენო და მუშა ფორმებად.
თანამედროვე ავსტრალიური კელპი მხოლოდ მწყემსი აღარ არის – ის წარმატებით
მონაწილეობს ძაღლების შეჯიბრებებშიც.