ჩვენში მონადირეებმა კარგად იციან ბრიტანული და გერმანული მეძებრების შესახებ. მაგრამ ცოტა მათგანმა თუ იცის ფრანგული წარმოშობის მეძებრებზე ბარკოსა და ეპანიოლის შესახებ. ერთ ერთი მათგანია ეპანიოლ ბრეტონი რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში.
საფრანგეთში არსებობს ბრეტონების 4 ტიპია: ბრეტონული, ფრანგული, პიკარტული, პონტომერული. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ბრეტონული.
ფრანგი კინოლოგები დღეს დღეობითაც კი კამათობენ ეპანიოლის წრმოშობის შსახებ. ზოგიერთები თვლიან რომ სახელი პირადაპირ მივითითებს მის ესპანურ წარმოშობაზე და იგი წამოსულია ესპანური გრძელ ბეწვიანი მეძებრიდან. სხვები კი თვლიან რო სახელი წამოსულია ფრანგული ზმნიდან მეძებრის ძებნის მანერაზე "s’espaignir” რაც ნიშნავს ჩაწოლილ-გაჭიმულს.
ეპანიოლის ტიპის ძაღლები ჯერ კიდევ XV საუკუნეში იყვნენ პოპულარულები საფრანგეთში. მათი იმდროინდელი არსებობას ადასტურებ XVII საუკუნეში შესრულებული ნახატები და გობელინები. კონსტიტუციურად ძაღლებს რომლებსაც ნამუშევრებზე ვხვდებით არიან შედარებით მაღალი ხმელი და გაჭიმული ფორმატის. თვალსაჩინო მაგალითია ორდის ნახატი სადაც თეთრი ძაღლი დგას ნაბულზე (გნოლზე).
XVII საუკუნის მიწურულს და XIX საუკუნის დასაწყისში გამოიყვანეს სრულიად ახალი ტიპი მეძებრისა რომელთა გამოყენებაც მასიურად დაიწყეს ნადირობაში. სწორი წარმოებული სელექციის შედეგად ი მიიღეს ის რომ ეს ძაღლები შედარებიტ მომცრო ტანისები იყვნენ, იყვნენ უფრო სწრაფები, უკეთესი ყნოსვით, შედარებით ფართო ძებნის და მყარი ნაბულით.
ლუდოვიკო XV წლებში ეპანიოლით ნადირობის მოყვარულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. რის შედეგადაც ეპანიოლები გავრცელდნენ ცენტრალურ ევროპასა და ინგლისში. ამას დაემატა ისიც რო შეიქმნა ახალი თოფი რომელიც იყო შედარებით მსუბუქი და პრაქტიკული ფრინველზე ნადირობისას. ამ ფაქტმა კი გამოიწვია ის რომ გაიზარდა მოთხოვნა თოფით სანადირო ძაღლებზე რის გამოთაც საფრანგეთიან გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში და რუსეთშიც კი დიდი რაოდენობით გაყვაილი იქნა ეპანიოლები ბრაკოები და მდევრები.
საფრანგეთის რევოლუციისა და ომის შედეგად დაიკარგა ბევრი სუფთა სისხლის ეპანიოლი რომლებიც პატროებთან ერთად გაქრნენ. ფრანგმა არისტოკრატებმა რომლებიც არეულობის დროს ინგლისში გაიქცნენ და თან წაიყვანეს თავიანთი ძაღლები ნაწილობრივ უკან დააბრუნეს საფრანგეთში. ინგლისში ეპანიოლის სისხლებში შერეული იქნა ინგლისური გრძელ ბეწვიანი მეძებრის სისხლები, რთაც ინგლისელმა მწარმოებლებმა მიიღეს ის რომ ძაღლები იყვნენ დიდი გაშლილი ძებნის, უკეთესი დახვეწილი სტილით და შეეძლოთ მყარ ნაბულზე ხანგრძლივად გაჩერება. მათში ასეთ განვითარებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა რომ ინგლისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა საველე შეჯიბრებები.
საბოლოოდ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რომ დღეს დღეობით საფრანგეთში არ მოპოვება ეპანიოლი რომელსაც მცირო ნაწილით მაინც არ ურევია ინგლისური სისხლი.
ეს ძაღლი იმით არის კარგი რომ სახლის პირობებში შეგიძლია გყავდეს ადამიანს, პოინტერი კურცჰარი დრათჰარი ძალიან მასიური ძაღლები არიან და როგროც ცნობილია მონადირე ძაღლები ან აქტიურები ან ჰიპერაქტიურები არიან, ეს მასიური ძაღლები კი სახლში რთული გასაჩერებელი 5 წლამდე განსაკუთრებით მოუსვენრები არიან, ეპანიოლი არ განსხვავდება მათგან არც სანადირო თვისებებით არც ჰიპერაქტიურობით მაგრამ მისი გაბარიტები სახლს და მის წევრებს ზიანს ვერ აყენებენ, მათი წონა 15 კილოგრამამდეა და ადვილი შესანახია ბინის პირობებში, ზემოთხსენებული მონსტრებისგან განსხვავებით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!