ძირითადი შტრიხები:
თავი - საკმაოდნ გრძელი; შუბლიდან
დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული;
ცხვირის კეხი სწორი; ლაშები მჭიდროდ მიკრული.
თვალები - საშუალო ზომის; ოვალური ფორმის,
ოდნავ ირიბად განლაგებული; მუქი – ყავისფერი.
ყურები - ჩამოკიდებული, შუა ნაწილში განიერი,
ბოლოში მომრგვალებული.
კორპუსი - თითქმის კვადრატის ფორმის, კისერი
დაკუნთული, საშუალო სიგრძის; ქეჩო კარგად
გამოკვეთილი; მკერდი ფართო და ღრმა; ზურგი
სწორი; გავა ოდნავ წაკვეთილი; მუცელი
მცირედ აკრეფილი.
კიდურები - მძლავრი, დაკუნთული; თათები მრგვალი,
შეკრული; ფრჩხილები შავი.
კუდი - დაბლა დაყენებული. მშვიდ მდგომარეობაში
დაბლაა დაშვებული; მოძრაობისას ზურგის ხაზს ქვემოთ
აპრეხილი.
ბეწვის საფარველი - მოკლე, სწორი, ხშირი, დამახასიათებელია
დაბალი ძაღლებისათვის. ზომიერად გრძელი, ხშირი და უხეში,
თივთიკით – მაღალი ძაღლებისათვის.
ფერი - დაბალი ტიპი: ყავისფერი-რუჟით(მოწითალო ელფერით),
რუჟი შედარებით ღია ფერისაა მუცელსა და კიდურებზე.
მაღალი ტიპი: შავი, ჟღალი ლაქებით წარბებზე, სახესა და
კიდურებზე. ორივე ტიპისათვის დასაშვებია თეთრი ლაქები
შუბლზე, მკერდზე, თათებსა და კუდის ბოლოზე.