არგენტინული დოგის პირდაპირი წინაპრები მასტიფისებრი თეთრი ძაღლები (perro de pelea corbodes) იყვნენ. ისინი გამოირჩეოდნენ საუკეთესო დაცვისუნარიანობით, თუმცა უამრავი ნაკლი გააჩნდათ: იყვნენ ზედმეტად მასიურები (რაც მათ ნადირობაში ხელს უშლიდა) მძიმედ იტანდნენ არგენტინულ ცხელ ჰავას და ა.შ XX საუკუნის დასაწყისში არგენტინელმა კინოლოგმა ანტონიო მარტინესმა შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ შეექმნა მასტისებური თეთრი ძაღლიდან იდეალური მონადირე. 1929 წელს ანტონიომ დაიწყო ექსპერიმენტი, მან შეურია მასტიფისებურ თეთრ ძაღლს ბულტერიერის სისხლი (მეტი სითამამისათვის), ბულდოგის სისხლი (მეტი თავდაჯერებულობისათვის) გერმანული დოგის სისხლი (ელეგანტურობისათვის) ინგლისური პოინტერის სისხლი (ყნოსვის იდეალიზაციისათვის) ირლანდიური მგელთამგუდავის სისხლი (სისხარტუსათვის) და ბორდონული დოგის სისხლი (სიძლიერისთვის) საბოლოოდ მარტინესმა მიიღო იდეალური მონადირე (პუმაზე,იაგუარზე და ტახზე). ის საუკეთესო ოჯახის მცველი და რაც მთავარია ამ ყველაფერთან ერთად შესანიშნავი კომპანიონია. 1964 წელს არგენტინული დოგი დარეგისტრირდა საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში, როგორც დამოუკიდებელი ჯიში. დღევანდელმა „არგენტინელმა" შემოინახა ყველა ის თვისება რაც მას ექიმმა მარტინესმა შესძინა. ის ადვილად ეგუება ნებისმიერ კლიმატს, ადვილად იწვრთნება, იშვიათად იყეფება, ადვილად ეგუება პატარა საცხოვრებელ ფართს (ამ შემთხვევაში ითხოვს რეგულარულ სეირნობას ბუნებაში, ნუ დაგავიწყდებათ – ის მონადირეა)
დადებითი თვისებები: 1.ერთგული 2.საუკეთესო მონადირე 3.აგზოტიკური ექსტერიერი
ეს მყავდა და ძმაკაც ვაჩუქე ლეკვობისას.შესანიშნავად ნადირობდა შინაურ ფრინველებზე ქათამი არ დატოვა რიონის დასახლებაში...მერე იქედან გამოაგდეს და ჩემს მეზობლად აღმოჩნდა.ბალახვანში ბევრი ფრიველი არ ყავთ და ამიტომ სადღაც გაუჩინარდა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!