ენოტისებრი , ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებლების რიგისა. პატარა, ხუთთითიანი, თათითმავალი ცხოველებია. აქვთ ხშირი ბალანი, მოკლე ფეხები, გრძელი კუდი. ცნობილია 7 გვარი; აღმოსავლეთ ნახევარსფეროში გვხვდება წითელი პანდა და ბამბუკის დათვი, დანარჩენი დასავლეთ ნახევარსფეროში ბინადრობს. მ. შ. აღსანიშნავია ცხვირა დათვი, ენოტი და სხვა. საყურადღებოა ენოტი , რომელიც გავრცელებულიამექსიკასა და აშშ-ში. ცხოვრობს ტყეში. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით (მეტწილად თევზითა და ბაყაყით) და მცენარეებით. მძუნაობს იანვარ-თებერვალში. მაკეობა გრძელდება 63 დღე. აქვს ძვირფასი ბეწვი, რის გამოც აკლიმატიზებულია ბელარუსში, ყირგიზეთში და აზერბაიჯანში. ზოგჯერ შემოდის საქართველოს ფარგლებშიც. კერძოდ ლაგოდეხის რაიონში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!