კვერნა , ძუძუმწოვრების გვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 40-60 სმ აღწევს, კუდისა - 20-50 სმ. აქვთ წაგრძელებული და მოქნილი სხეული, ფაფუკი და რბილი ბეწვი. ცნობილია 6 (ზოგი მონაცემებით 8) სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 4 სახეობაა: ტყის კვერნა , თეთრყელა კვერნა (ესენი საქართველოშიც ფართოდ არიან გავრცელებული), სიასამური და ხარზა. უმეტესობა ტყეში ცხოვრობს. იკვებებიან პატარ-პატარა ცხოველებით, ხილით,კენკრით, უმრავლესობას (ხარზას გარდა) ძვირფასი ნეწვი აქვს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!