ფლორიდის სამხრეთით 5-მეტრიანი პითონი დაიჭირეს. მახრჩობელმა გველმა მოზრდილი ირემი გადაყლაპა.
აშშ-ის ველური ბუნების დაცვის კომისიის წევრმა, ეგზოტიკური ცხოველების ექსპერტმა სკოტ ჰარდინმა განაცხადა, რომ მახრჩობელა პითონი ბოა რეგიონში გავრცელებულ ქვეწარმავალთაგან ყველაზე დიდია.
ირემი, რომელიც გველმა გადაყლაპა, 35 კილოგრამს იწონიდა. სპეციალისტებმა მახრჩობელა ქვეწარმავალი ადგილზევე მოკლეს.
ამ დროისთვის აშშ-ის ველური ბუნების დაცვის კომისიის თანამშრომლები ცდილობენ, რეგიონში პითონების მომრავლება არ დაუშვან, რადგან ქვეწარმავალს მოზრდილი ადამიანის შეჭმა თავისუფლად შეუძლია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!