ბინადრობს ტყეებში, ტყის პირებზე, ველზე, ბუჩქნარში, სოროს სწრაფად თხრის ბუჩქნარით დაფარულ ხევებში, ხეების ქვეშ.
მაჩვის სორო რთული აგებულებისაა, ლაბირინთის მსგავსია მრავალი გადასასვლელითა და ჩიხით. სიცოცხლის მეტ ნაწილს მაჩვი სოროში ატარებს და იქ თავისი შთამომავლობით რამდენიმე წელიწადი რჩება. ზამთარს სოროში ატარებს და ზამთრის ძილს ეძლევა.თბილი და მზიანი ამინდის დროს ზამთრის ძილს თავს ანბებს, გამოდის სოროდან და მზეზე თბება.
იკვებება მცენარეული საკვებით და წვრილ-წვრილი ცხოველებით, ფრინველებითა და მათი კვერცხებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, მწერებით, მოლუსკებით, ჭიებითა და სხვა უხერხემლო ცხოველებით, ნაყოფებით, თესლებით, ბოლქვებით, ფესვურებითა და სოკოებით.
მაკეობა 230 დღემდე გრძელდება. შობს აპრილ-მაისში2-6 თვალებაუხელელ თეთრბეწვიან ნაშიერს, რომლებსაც თვალები ეხილებათ 1 თვის ასაკში.
მავნე მწერების და მღრღნელების განადგურებით მაჩვს სარგებლობა მოაქვს. მაჩვის ცხიმს სამკურნალო თვისება აქვს, ბალნისაგან ფუნჯებს ამზადებენ, იყენებენ ტყავსაც.