ზოგადი ცნობები ჰიპოპოტამზე (Hippopotamus amphibius):
ზოგადი ცნობები ჰიპოპოტამზე (Hippopotamus amphibius):
ჰიპოპოტამი (რაც ბერძნულად ზღვის ცხენს ნიშნავს) დიდი ზომის ყველაფრისმჭამელი (ძირითადად ბალახისმჭამელი) ძუძუმწოვარია, რომელიც შედის წყლისჩლიქოსანთა რიგში და ბეჰემოტოს ოჯახში. დღეს-დღეობით შემორჩენილია ჰიპოპოტამის (იგივე ბეჰემოტი) მხოლოდ ორი სახეობა: ჩვეულებრივი და ჯუჯა ბეჰემოტი.
http://www.tuswallpapersgratis.com/images/wallpapers/Hipopotamo_1024x768-888373.jpeg
ამჟამად ბეჰემოტები ბინადრობენ აფრიკაში, საჰარის სამხრეთით. ისინი უმეტესად წყალმარჩხ ადგილებში გვხვდებიან, სადაც წყლის ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს. ჰიპოპოტამის სხეული ძალიან მასიურია. სიდიდითა და მასით იგი მესამეა ხმელეთის ძუძუმწოვართა შორის. რომლის წონაც 3 ტონამდე, ხოლო სიგძე კი 4,5 მეტრამდე აღწევს. ბეჰემოტს ძალიან დიდი თავი და ყბები აქვს, რომელებსაც 120 სმ-მდე აღებს, ხოლო კბენის ძალა კი 500 კგ-ს აღწევს !
http://www.achetudoeregiao.com.br/ANIMAIS/gif_animal/mamiferos/hipopotamo.jpg
ბეჰემოტი სოციალური ცხოველია და ისინი ჯგუფებს ქმნიან, რომელებშიც 20 მდე ინდივიდი ერთიანდება. ჯგუფი ძირითადად შედეგება მდედრებისა და მათი ნაშიერებისაგან, რომელთაც როგორც წესი ზრდასრული და გამოცდილი მამრი წინამძღოლობს. ყოველ ჯგუფს აქვს თავისი საცხოვრებელი არეალი, რომელსაც მამრი ნაკელით ნიშნავს. ისინი გამალებით იცავენ თავიანთ ტერიტორიას და ტერიტორიებისათვის ბრძოლა ზოგჯერ ერთ-ერთი მამრის სიკვდილით მათავრდება.
http://animal.discovery.com/mammals/hippopotamus/pictures/hippopotamus-picture.jpg
ბეჰემოტი ხმელეთზე ძირითადად საკვებად ამოდის, ხოლო სიცოცხლის უმეტს დროს დროს კი წყალში ატარებს. როცა სხეული მთლიანად წყალშია ჩაძირული, ყურები და ნესტოები ხშირად წყლის ზედაპირზე მოსჩანს.
http://www.flickr.com/photos/54842937@N00/4451677543/
http://www.flickr.com/photos/baggis/4360734761/
ბეჰემოტს წყალქვეშ ნახევარ საათამდე შუძლია დაჰყოს. მიუხედავად მისი ასეთი ცხოვრების წესისა ბეჰემოტი ცუდი მოცურავეა. წყლაქვეში ის ძირითადად „სირბილით" გადაადგილდება, ხოლო ხმელეთზე, მოკლე მანძილზე 30 კმ.სთ-ით სირბილი შეუძლია. საკვების მოსაპოვებლად ჯგუფს ხანდახან 5-10 კმ-ის გავლა უწევთ. ბეჰემოტი დღეში 70 კგ-მდე ბალახა ჭამს.
მდედრი ბეჰემოტი სქესობრივ სიმწიფდეს 6 წლის ასაკში აღწევს და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ერთ ნაშიერს შობს. გამრავლება იწყება მშრალი სეზონიოს დასაწყისში და მაკეობა 8 თვე გრძელდება. ნაშიერი იბადება წყალში და დედის რძით წყალქვეშ იკვებაბა. ახალშიბილი საშუალოდ 50 კგ-ს იწონის და 7 წლის განმავლობაში დედასთან რჩება.
ბუნებაში ბეჰემოტი 40 წლამდე ცოცხლობს, ზოოპარკში კი ყველაზე ხანდაზმულმა ინდივიდმა 61 წლამდე იცოცხლა.
ბუნებაში ბეჰემოტს ადამინის გარდა მხოლოდ ორი მტერი ჰყავს: ნიანგი და ლომი. რომლებიც უმეტესად მხოლოდ პატარებზე ნადირობენ და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ დედა ახლოს არ იმყოფება.
ადამიანები დღემდე ანადგურებენ ამ საოცარ ცხოველს. მასზე ნადირობენ ძირითადად ხორცის და ძვირადღირებული ძვლისა გამო.
ჰიპოპოტამის ხმა: http://www.soundboard.com/sb/Hippopotamus_Sounds_hippo.aspx
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!