ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

უცხო სახეობები ი.მაჭარაშვილი 2ნაწ.
ოჯახი ძაღლისებრნი (CANIDAE)

გვარი: ენოტისებური ძაღლი (NYCTERUTES)

სახეობა: ენოტისებური ძაღლი (Nyctereutes procyonoides)

მოკლე აღწერილობა:

სხეულის სიგრძე აღწევს 65-80 სმ-მდე, კუდის სიგრძე 15-20 სმ-მდე. იწონის 4-10 კგ-ს.

გავრცელება

მისი აკლიმატიზაცია დაიწყო 1934 წესლ (ზოგი ავტორის მიხედვით 1028 წლიდან). იგი გაშვებულია სსრკ-ს დაახლოებით 40 მხარეში და ქვეყანაში. განსაკუთრებით კარგად იგი აკლიმატიზირებულ იქნა კალინინის და ნოვგოროდის რაიონში. იგი ფართოდ არის გავრცელებული ამიერკავკასიაში.

ბიოლოგია

ენოტისებური ძაღლი იკავებს მრავალ ჰაბიტატს, მაგრამ იგი განსაკუთრებით ეტანება წყალსატევებს და დაჭაობებულ ადგილებს. იგი ხშირად გვხვდება დაბლობებში, მდინარის ჭალებში; პატარა მდინარეებთან და ტბებთან. მშრალ შემაღლებულ ადგილებს ეს ცხოველები ძალიან იშვიათად იკავებენ. იგი ეტანება ბუჩქნარებს და ფართოფოთლოვან ტყეს, სადაც უხვად არის წარმოდგენილი ქვეტყე. წიწვოვან ტყეს, თავისი ღარიბი ფაუნით იგი ერიდება. გვხვდება აგრეთვე ბაღებში ვნახებში, იშვიათად ველებზე, ქვაღორღიან ტერიტორიებს შორის მდელოებზე, ზოგჯერ ეტანება ადამიანის დასახლებულ ადგილებს. ვერიკალური გავრცელება არ სცილდება ფართოფოთლოვანი ტყის ზედა ზღვარს.

ენოტისებური ძაღლის ბუნაგები სხვადასხვანაირია. იგი ხშირად იკავებს სხვა ცხოველის (მაჩვის,მელიის) მიერ მიტოვებულ ბუნაგებს. სორო მარტივია თავისი აგებულებით. ხშირად აქვს ერთი შესასვლელი, ერთი კამერა და ერთი განშტოება, რომელიც არ ამოდის ზრდაპირზე და იხით მთავრდება. სოროების სიგრძე იშვიათად აღემატება 2-2.5 მ-ს. სიღრმე 1-2 მეტრი. ხსირად ისინი ცხოვრობენ სოროს გარესე და იკეთებენ ბუნაგს ხის ფესვების, დავარდნილი ხის ფუღუროში, ან დიდი ქვის ქვეშ. ასეთ შჶმთხვევაში მისი ბუნაგი არ მდებარეობს შესასვლელიდან შორს. ზოგჯერ იგი ლელიანში პირდაპირ აკეთებს „ბუდეს" მშრალი ბალახისა და ლელქაშებისაგან. ზოგჯერ კი იგი ბუნაგს აკეთებს დიდი ბუჩქის შუაში.

ენოტისებური ძაღლი ეძლევა ზამთრის ძილს. თუ ზამთარი თბილია იგი საერთოდ არ იძინებს და მხოლოდ ყინვების დროს რამდენიმე დღით ბუნაგს აფარებს თავს ჩვეულებრივ გადაადგილდება ნაბიჯით, გარბის ნელა.

კვება

ძირითად საკვებს შეადგენს მცირე ზომის ძუძუმწოვრები (მეტწილად მღრღნელები, კურდღელი და სხვა.) მიწის ზედაპირზე მობუდარი ფრინველები (კაკაბი, მწყერი, გნოლი, ხოხობი და სხვა). თევზები, ლოკოკინები, კიბოები. ზოგჯერ ჭამს ბაყაყებს, ხვლიკებს, მწერებს, ხოლს, ბისტნეულს, კენკრას. იკვებება მძორითაც. მისი საკვები განსხვავებულია როგორც სეზონურად, ისე ტერიტორიის მიხედვით. ზაფხულში მის საკვებს ამფიბიები, მოლუსკები და მწერები შეადგენს. შემოდგომაზე - მღრღნელები და თევზი. იშვიათად მის რაციონში იმატებს მცენარეული საკვები, ძირითადად გარეული ნაყოფი და ნაწილობრივ მარცვლეული საკვები. საერთოდ, ენოტისებრი ძაღლი ზაფხულში იკვებება ცხოველური საკვებით, შემოდგომაზე - მცენარეულით.

გამრავლება:

ეს ცხოველები მონოგამები არიან. წყვილები ფორმირდება ნაყარის დაშლის შემდეგ, დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერის ბოლოს. უკრაინაში მძუნაობა იწყება თებერვალ-მარტში, ვორონეჟის მხარეში მარტის დასაწყისში, საქართველოში ზამთრის დასასრულს - ადრე გაზაფხულზე. მძუნაობის პერიოდი მამრებს შორის კონფლიქტები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ შეტაკებები არ ატარებენ სასტიკ ხასიათს. მაკეობა გრძელდება დაახლოებით 59-64 დღე, ნაყარში 6-8, ზოგჯერ 16 ლეკვია. ისინი ბრმები იბადებიან და თვალს 9-10 დღის ასაკში ახელენ. ოჯახი არსებობს შემოდგომამდე. ლეკვების აღზრდაში მამრები მონაწილეობას დაახლოებით ორი თვე იღებენ. სქესმწიფობა 9-10 ვის ასაკში დგება. სქესთა შეფარდება 1:1. მათ ძირითად მტრებს წარმოადგენენ მგლები, ზოგან - ფოცხვერიც.

ნუტრიას ინტროდუქციას უფრო სტიქიური ხასიათი ჰქონდა. იგი ხშირად შემოჰყავდათ ხოლმე კერძო პირებს და ამრავლებდნენ. მაგრამ ნავარაუდევ შემოსავალს ვერ იღებდნენ - ჩვენს პირობებში ნუტრიის ბეწვი უხარისხოა, ხორცი კი იჭმევა, მაგრამ პოპულარობით არ სარგებლობს.

ღორი კი, მოგეხსენებათ, პოპულარული სანადირო ობიექტია. იგი ხშირად ეჯვარება ტყეში თავისუფლად გაშვებულ შინაურ ღორებს. ამას გარდა, ასევე ნადირობის მიზნით, ხშირად შემოჰყავდათ ქვეყნის გარედან სხვადასხვა ქვესახეობის ღორი, რომელსაც არ უშვებდნენ, ან შინაურ კახურ ღორთან აჯვარებდნენ და მათ ნაშიერებს უშვებდნენ. ჩვენი მონადირეების დიდი ნაწილი კი ყველაფერს ესვრის, რაც მოძრაობს. ამ უცნაურ ჰიბრიდს, ყურების პარტყუნით რომ დასუნსულებს ტყეში და მაინცდამაინც არც თოფ-მონადირეს ერიდება, შავი ფერი და ხორცი კი აქვს და თოფიანი ბიძებისათვის სატრაბახოდ და ადრენალინის გამოსაშვებად ესეც კმარა. მით უმეტეს, გარეულია თუ შინაური, შამფურზე ორივე ეგება. ამ მავნე პრაქტიკის შედეგია, რომ კაცმა არ იცის, ჩვენში შემორჩა თუ არა კიდევ გარეული ღორის ადგილობრივი ქვესახეობა.

ოჯახი: ნუტრიისებრნი (MYOCASTORIDAE)

გვარი: ნუტრია (MYOCASTOR)

სახეობა: ნუტრია (Myocastor coyus)

მოკლე აღწერა:

სხეულის სოგრძე 50-80 სმ. კუდის 30-50; წონა 12 კგ-მდე საშუალოდ (6 კგ). მხედველობის და ყნოსვის ორგანოები სუსტადაა განვითარებული. მამრებს და მდედრებს გააჩნიათ დიდი ანალური ჯირკველი.

გავრცელება


1930-1832 წლებში (ზოგი აბტორის მიხედვით 1928 წლიდან) წამოყვანილია არგენტინიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან და გაშვებულია სსრკ-ს სამხრეთ რეგიონში. სულ გაშვებულია დაახლოებით 6300 ინდივიდი. კარგად აკლიმატიზირდა ამიერკავკასიაში, მტკვრის ქვედა წელში - სამხრეთ ტაჯიკეთში, საქართველოში და ლენქორანში. საქართველოს მიდამოებში აკლიმატიზირებულია ფოთის მიდამოების ჭაობიან ადგილებში, აფხაზეთში. ნუტრია გაშვბული იყო ჯანდარის ტყეშიც, სადაც იგი მალე მოისპო. რამოდენიმე ეგზემპლარი გაშვებული იქნა ყორუღის აღკვეთილშიც. შესაძლებელია შემოყვანილი ინა ქვესახეობა Myocastor coyus bonariensis.

ბიოლოგია

ბინადრობს ძღვის წყალმარჩხ ზონაში, რომელიც გამტკნარებულია გამდინარე მდინარეების მიერ, ტბებსი, მდინარეებში და მის განშტოებებში, ჭაობებში და დაჭაობებული ტყის მონაკვეთებში. გარდა წყლისა ნუტრიისათვის აუცილებელია ხშირი და უხვი, როგორც წყლის ისე ხმელეთის მცენარეულობა, სადაც მას შეუძლია მოიპოვოს საკვები და საიმედო თავშესაფარი. სასუალოდ არ მიდიან სოროდან 200 მეტრზე შორს. ნუტრიას არ შეუძლია იცხოვროს ისეთ წყალსატევებში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყინება ან შრება. ყინვისას მას ეყინება ცხვირი, კუდი, ტუჩები და ფეხები. ხშირად ნუტრიების ძირითადი ნაწილი იღუპება ზამთრის პერიოდში. წყლის არ არსებობის შემთხვევაში ნუტრია ძალიან ცუდად იტანს სიცხეს, ამ დროს იგი გაუნძრევლად ზის და 2-3 საათით მზეზე ყოფნის შემდეგ იღუპება. იგი თხრის სოროს იქ, სადაც მაღალი ნაპირია. სოროს შესასვლელის დიამეტრი 18-20 სმ-ია და, როგორც წესი ნახევრად წყლის ქვეშ მდებარეობს, საიდანაც უერთდება საბინადრო კამერას. განშტოებები არ გააჩნია. მეორე სახის თავშესაფარს წარმოადგენს ბუდე, რომელიც უშუალოდ წყლის სიახლოვეს არის განლაგებული. მისი სიგრძე 40-100 სმ, სიმაღლე 15-30 სმ, რომელიც სხვადასხვა სახის მცენარეულობებისაგან შედგება. ზოგჯერ შეიძლება წავაწყდეთ ნაწოლებს, რომელიც გადაწვენილი ლელქაშებისგან და სხვადსხვა ბალახისგან შედგება. ნუტრია ძალიან ხშირად იცვლის ბუდეს, წყლის რეჟიმს, წლის პერიოდის, საკვები ბაზის ცვლილებებისა და მათი ექსკრემენტებით დაბინძურების გამო.

წყალქვეშ შეუძლია გაცუროს 50 მეტრი ან გაუნძრევლად იყოს 4 წუთის განმავლობაში. იკვებება მზის ამოსვლისას და საღამოს. ცივ და წყნარ ადგილებში დღისითაც. ღამით მისი აქტიურობა მცირდება. გამთენიისას მათ უყვართ უმოძრაოდ წოლა წყლის ზედაპირზე.

კვება

იკვებება ძირითადად მცენარეული საკვებით - ჭაობის წყლის მცნენარეების ახალგაზრდა ყლორტებით, ამონაყარით, ფესვებითა და ფოთლებით. უყვას მცენარეების ფესვების ახლოს მდებარე ნაწილი. ამ ნუგბარის მოსაპოვებლად ყვინთავს 3 მეტრამდე ან თხრის სველ გრუნტს. ზრდასრული დღეში ჭამს დაახლოებით 3 კგ მცენარეულობას. ზამთრისთვის საკვებს არ ინახავს. საკვების სიმცირის შემთხვევაში იგი საზრდოობს მერქნიანი მცენარეების ქერქითაც. იშვიათ შმთხვევაში (მცენარეული საკვების სიმცირის დროს) იკვებება მოლუსკებით (უკბილოებით), კიბოებით, წურბელებითა და ჭაობის კუებით.

გამრავლება:

წლის განმავლობში მრავლდება ორჯერ. ცხოვრობენ წყვილებად. ამიერკავკასიაში გამრავლება ხდება მარტ-ივნისში, ხოლო ნამატის მასიურად დაყრა - ივნის-სექტემბერში. მშობიარობის შემდეგ 2-3 დღეში მდედრი შეიძლება კიდევ განაყოფიერდეს. თუგანაყოფიერება არ მოხდა, განმეორებითი ესტრუსი 24-33 დღესი იწყება. ესტრუსის ხანგრძლივობა ორიდან ოთხ დღემდე გრძელდება. მაკეობის ხანგრძლივობა აღწევს 128-133 დღემე. თიტოეულ ჯერზე შობს 4-10 (საშუალოდ 5-ს) ბალნით შემოსილ და თვალაუხილავ ნასიერს, რომელთც უკვე შეუძლიატ ცურვა. ერთი დღის ასაკში ისინი იწყებენ ზრდასრულების საკვებით კვებას. ახალშობილების მასა დაახლოებით 150-200 გრამია, ლაქტაცია გრძელდება 2 თვე. დედასთან შვილები იმყოფებიან სანამ ახალი ნაყარი არ გაჩნდება. მამრი არ იღებს მონაწილეობას შვილების მოვლაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 5 თვის ასაკში (ზოგი ავტორის მიხედვით 2-8 თვის ასაკში). სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 8 წელია.

მტრებს წარმოადგენენ: ტურა გარეული კატა, მგელი, მელა, გარეული ძაღლები, დიდი ზომის ლოქოები და ქარიყლაპიები.

ცალკე შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ მაჩვზღარბას გამოჩენა საქართველოს არიდულ და სემოარიდულ ეკოსისტემაში. მან ადამიანის პირდაპირი ჩარევის გარეშე გაიფართოვა არეალი და აზერბაიჯანიდან შემოვიდა. თუმცა ამ მოვლენის მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელია. თანაც ეს ცხოველი მთელს მსოფლიოში კლებადი არეალით ხასითდება. საკითხავია, რამდენად იმოქმედა გაუდაბნოების ტენდენციამ (რაშიც ადამიანის „ღვაწლი" დაუფასებელია) ამ სახეობის ბედი-ღბალზე კავკასიაში.

ოჯახი: მაჩვზღარბასებრნი (HYSTRICIDAE)


გვარი: მაჩვზღარბა (HYSTRIX)

სახეობა: მაჩვზღარბა (hystrix indica)

მოკლე აღწერა:

სხეულის სიგრძე 70-90 სმ. აქვს მოკლე კუდი, რომელიც დამალულია ნემსების ქვეშ. წონა 15 კგ. სხეულის ქვედა მხარე, თავი კისერი და მხრები დაფარულია მაგარი ჯაგრით, ხოლო და გვერდები - გრძელი (3-30 სმ. სიგრძის) ნემსებით. კუდის უკანა მხარეს მდებარე ღრუ ნემსებს მაჩვზღარბა გაღიზიანების დროს არხევს და გამოსცემს დამახასიათებელ ხმებს. სიგრძე ჯირკვლის დვრილების რაოდენობა 3-ია.

გავრცელება: გავრცელებულია ინდოეთში და წინა აზიაში, აგრეთვე შუა აზიასა და ყაზახეთში. ამიერკავკასიაში გვხვდება აზერბაიჯანსა და სამხრეთ რეგიონებში, საქართველოში - არიდულ და სემიარიდულ ზონაში. აღწერილია 10 ქვესახეობა. გლობალურად მისი არეალი მცირდება.

ბიოლოგია:

ბინადრობს უმეტეს წილად მთისწინეთში და მთებში 3900 მ-ის სიმაღლეზე. იშვიათად გვხვდება დაბლობებში (ზოგი ავტორის მონაცემებით უდაბნოების მობინადრეა). ბინადრობს გამოქვებულებში, კლდეებს შორის ცარიელ ადგილებში და ქვეღორღილებში ან თხრის საკმაოდ რთულ სოროებს. ხანდახან სოროები განლაგებულია ჯგუებად, რომელიც ქმნის კოლონიებს მრავალი გამოსასვლელით, საკნებით, სხვადასხვა ჩიხებით და გაფართოებებით, სადაც ცხოველს შეუძლია მობრუნდეს. ფუღუროში შესასვლელს ხშირად ღრმულის ფორმა აქვს და 90 სმ დიამეტრისაა. სოროს სიგრძე მაჩვის სოროსაგან განსხვავებით, რამდენადმე უფრო განიერია ცხოველის სიმაღლეზე. საცხოვრებელი საკანი ზოგჯერ განლაგებულია 4 მ-ის სიღრმეზე. იგი შეიძლება ცხოვრობდეს თავის სოროში მრავალი წლის განმავლობაში. მაჩვზღარბა ეწევა უპირატესად ღამის ცხოვრებას. ძილქუშს არ ეძლევა, მაგრამ ცივ ამინდში მისი აქტივობა ეცემა. იკვებება მცენარეების მიწისქვეშა ნაწილებით, ფოთლებით, თესლებით, ხემცენარის ქერქით, ეტანება ნათესებს და ბაღებს. საკვების მოსაპოვებლად იგი ხანდახან სოროდან მიდის 10-16 კილომეტრის დასორებით, მაგრამ დილისთვის აუცილებლად ბრუნდება უკან. ტყვეობაში სოცოცხლის ხანგრძლივობა 20 წელია.

გამრავლება:

მრავლდება გაზაფხულზე, ნაყარში 2-5 შვილია. ორსულობის ხანგრძლივობა დაახლოებით 110 დღე. სქესმწიფობა დგება 3-4 წლის ასაკში.

ჩამოთვლილი ცხოველების ინტროდუქციასთან ერთად მიმდინარეობდა ადგილობრივი მტაცებლების - ტურის და მგელის ე.წ. რიცხოვნობის რეგულირება, რაც გამოიხატებოდა განსაზღვრული რაოდენობით მატ მოპოვებაში. ამაზე პრემიაც კი იყო დაწესებული სახელმწიფოს მიერ. მტაცებლების განადგურებამ ხელი შეუწყო ენოტისა და ენოტისებური ძაღლის გავრცელებას. ჩვენთან მათ ძირითად საკვებს ხოხობი, კაკაბი, გნოლი და დურაჯი წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, ამ ფრინველების რიცხოვნობის შემცირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ბრაკონიორობასთან ერთად სწორედ ენოტი და ენოტისებური ზაღლი წარმოადგენს.

ჩვენი კვლევებით დადგინდა, რომ რეგიონის იმ უბნებში სადაც მრავალრიცხოვანია ეგზოტიკური მტაცებლები, კაკბისა და ხოხბის რაოდენობა ძლიერ შემცირებულია. ასეთ ადგილებში, როგორც წესი, ადგილობრივი მტაცებლები - მგელი, ტურა, მელა - მცირერიცხოვანი იყვნენ. ხოლო სადაც ამ უკანასკნელთა რიცხოვნობა მაღალია, კაკაბი და ხოხობი თავს კარგად გრძნობენ, ხოლო ინვაზირებული სახეობების არეალი წყვეტას განიცდის.

როგორც ცნობილია, მტაცებელი-მსხვერპლი გაწონასწორებული სისტემაა და ნებისმიერმა გადახრამ შეიძლება დაარღვიოს არსებული ნატიფი ბალანსი. ასეთ გადახრას დამატებითი მტაცებლის შემოჭრა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება მსხვერპლისადმი მიმართული პროცესი, რამაც შეიძლება მსხვერპლის რიცხოვნობის დაცემა და შემდგომში მისი სრული ელიმინაცია გამოიწვიოს. მაგალითად, ჩვენში ენოტისებური ძაღლის გამო მსხვერპლის მიმართ პრესი დაახლოებით 2-ჯერ იზრდება. ნათელია, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიღოს პრესის ასეთმა გაზრდამ მსხვერპლი სახეობებისათვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც დაბალი რეპროდუქციული წარმატება ახასითებს.

როგორც მიღებულმა შედეგმა გვიჩვენა, ტერიტორიული კონკურენცია წარმოადგენს ინვაზიის მალიმიტირებელ ფაქტორს. ინვაზიური სახეობები იკავებენ იმ ტერიტორიებსა და ჰაბიტატებს, რომლებიც ნაკლებად ათვისებული აქვთ ადგილობრივ მტაცებლებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელობა აქვს არა რომელიმე კონკრეტული მტაცებლის არსებობას, არამედ ევოლუციურად ჩამოყალიბებულ მტაცებელთა თანასაზოგადოებას, რომლიდანაც ერთ-ერთი რგოლის ამოვარდნის შემთხვევაში მოხდება ანაცვლება, ახალი, უფრო მაღალი ადაპტაციისა და კონკურენტუნარიანი სახეობის მიერ, როგორც ვხედავთ, არიდულ და სემიარიდულ ეკოსისტემებში, ადგილობრივ მტაცებელს დამატებითი ფუნქცია უჩნდება: ევოლუციურად ჩამოყალიბებული მსხვერპლი სახეობების რეგულირების გარდა, მას ემატება ინვაზიის (ყველა შემთხვევაში ეს იქნება გაველურებული შინაური ცხოველები თუ ინტროდუქციული სახეობები) მალიმიტირებელი ფუნქცია.

საბედნიეროდ, მტაცებლების მოპოვებაზე პრემიალური სისტემა გაუქმდა. თუ ამჟამად ენოტისებური ძაღლი არც ისე მრავალრიცხოვანია, ეს ისევ, ალბათ, ტურისა და მგლის დამსახურებაა. სამწუხაროდ, ენოტი ჩვეულებრივ სახეობად იქცა. მას საკვების ფართო სპექტრი აქვს, კარგად დაცოცავს ხეებზე და ასევე კარგად დაცურავს, ამიტომ მტაცებლებისათვის ის ძალზედ ძნელი მოსაპოვებელია. ერთხელ უკვე დაუძლურებულმა ეკოსისტემებმა ჯერ ვერ დაიბრუნეს თვითაღდგენის უნარი და ალბათ ამიტომაც გავრცელდა ასე ფართოდ ენოტი.

 

მაჩვზღარბას ეკალი. ფოტო ი. მაჭარაშვილისა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცხო სახეობა ცდილობს დაიმკვიდროს თავისი ადგილი, ანუ ეკოლოგიური ნიშა ცარიელი დახვდა, წარმატებით იწყებს გამრავლებას, მაგრამ თუ დაკავებულია, ცდილობს გააძევოს მასპინძელი და ამას ახერხებს, თუ სტიმარი უფრო ძლიერია, ვიდრე მასპინძელი. ძლიერი არ ნიშნავს იმას, რომ იგი ფიზიკურად უფრო ღონიერია, მასპინძელს ქეჩოში წაავლებს და ხრამთას იქით მოისვრის. ძლიერება ხშირად იმაში გამოიხატება, რომ მას შეუძლია უფრო მრავალფეროვანი საკვებით იკვებოს, სწრაფად გამრავლდეს, ან უფრო კარგად გაუძლოს მკაცრ ზამთარს (ისინი ხშირად მკაცრი ჩრდილოეთის მცხოვრებლები არიან), მაგრამ მთავარი მიზეზი არის ის, რომ მას ხშირად არ ჰყავს მტერი, რომელიც დაარეგულირებდა რიცხოვნობას, ე.ი. არ მისცემდა გავრცელების საშუალებას. ავსტრალიის მსგავსად, ბოცვრები და კურდღლები მთელ ქვეყანას გადაჭამდნენ და შემდეგ თვითონაც დაიხოცებიან საკვების უკმარისობის გამო, რომ არა მგლები და მელები რომლებიც, მართალია, მიირთმევენ ყურცქვიტებს, მაგრამ ამით არამარტო თავად საზრდოობენ, არამედ კურდღლებსა და ბოცვრებსაც იცავენ გადაშენებისაგან. ასეთი ფაქიზი კავშირების გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია თუნდაც ის, რომ ,,ავსტრალია შეჭამეს ბოცვრებმა".

ზოგიერთი დღესაც მისტირის ძველ დროს და პრემიალური სისტემის აღდგენაზე ლაპარაკობენ. რას იზამ, წიგნის კითხვას და რაიმე ახლის გაგებას ისევ ძველი მავნე ,,გამოცდილების" ამარა ყოფნა, ანონიმკებისა და დაბეზღებების, შვიდი ნოემბრებისა და ოცდახუთი თებერვლის პერიოდის მოგონება ურჩევნიათ.

საბედნიეროდ, საქართველოში ინტროდუქციის ყველა ცდა ასეთი წარმატებული არ ყოფილა: მარცხით დამთავრდა ამერიკული წაულასა და ირემლაღის აკლიმატიზაციის მცდელობები, თორემ ვინ იცის, კიდევ რის შემოყვანას არ ეცდებოდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს ეფიქრა სპილოსა და მარტორქის გამრავლებაც - მათი ეშვები და რქა ძვირად ფასობს! რომ დაცლოდათ შეიძლება გაეკეთებინათ კიდეც. სადაც ციმბირის მდინარეების მობრუნებას აპირებდნენ და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის მაგივრად მათ ყარაყუმში გაშვებას - ბრინჯს და ბამბას მოვიყვანთო, მოძმე აფრიკის ქვეყნებიდან მარტორქისა და სპილოს ჩამოყვანს წინ რა დაუდგებოდა?


წყარო:
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: giohunt1982 (28.03.2013)
ნანახია: 2524 | ტეგები: 2ნაწ., ი.მაჭარაშვილი, სახეობები, უცხო | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика