დათვი გრიზლი ჩრდილოეთ ამერიკის მურა დათვია. ყავისფერი დათვები გვხვდება აზიაში, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ერთერთი ყველაზე ფართო სპექტრია დათვი სახეობისა. ესენი იყვნენ გრიზლის წინაპრები. თავდაპირველად იყვნენ ევრაზიის ტერიტორიაზემ,შედეგ გადავიდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში(ვარაუდობენ რომ ეს მოხდა დაახლოებით 50,000 წლის წინ). გრიზლი ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკაში დასავლეთის ნაწილში. თუმცა მათი საბინადრო ადგილი მხოლოდ ამერიკის კონტინენტით არ შემოიფარგლება. ყავისფერმა დათვებმა ალასკა გადაკვეთეს და რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ (მეცნიერების ვარაუდით ეს 100 000 წლის წინ უნდა მომხდარიყო ,თუმცა სინამდვილეში როდის და როგორ მოხვდნენ რუსეთში ეს დათვები პასუხგაუცემელია). გრიზლი საკმაოდ აქტიური დათვია. ეს დათვები ბინადროობენ სანაპიროსთან ახლოს. უყვართ მდინარეები და ტბები. მამალი დათვი ითვისებს ტერიტორიის 4 000 კვადრატულ კილომეტრს. ორაგულის ქვირითობის დროს მდინარეებს მიაშურებენ და აქტიურ ნადირობას ეწევიან. ყოველი მდედრობითი სქესის გრიზლს წლიურად შეუძლია 4 ბელის შობა, თუმცა ჩვეულებრივ შემთხვევაში 2 ბელს ბადებს. დათვის ბელები ძალიან პატარები იბადებიან, მათი წონა 500 გრამს შეადგენს. განსხვავებით ახალშობილთაგან მოზრდილი დედა დათვი 130-200 კილოს იწონის ხოლო ზრდასრული მამრობითი სქესის გრიზლი 180-360 კილოს შეადგენს. საერთო სიგრძე 2 მეტრს აღწევს (198სმ.), ხოლო სიმაღლით 102 სანტიმეტრია.თათების სიმსხო 28 სანტიმეტრია.გრიზლის დათვები ცუდი მამები არიან. ისინი მონაწილეობას არ იღებენ შვილების აღზრდაში. ეს კიდევ საპატიებელი იქნებოდა, რომ არა მეორე, უფრო ცუდი ჩვევა. ისინი კლავენ ნებისმიერ გრიზლის ბელს, რომელიც მათ ტერიტორიაზეა და სხვისი შვილია. რამდენიმე თეორია არსებობს, მაგრამ მეცნიერებს მაინც ვერ ამოუხსნიათ, რა არის ამ უცნაური ქცევის მიზეზი. მოწიფუული მდედრი შეიძლება 100 კილოსაც კი არ აღემატებოდეს, თუმცა მამრი 100 კილოს ბევრად აღემატება. როგორც ზემოთ არვნიშნეთ ჩვეულებრივ
შემთხვევაში მამრის წონა მაქსიმუმ 360 კილოა, მაგრამ არსი გამონაკლისებიც. რამოდენიმე ეგზემპლიარი ამ ზღვარს ბევრად გადაცდა, მაგალითად აღმოუჩენიათ 680 კილოგრამიანი გრიზლი. ყველაზე დიდი წონის 725 კილოიანია, რომელიც ექსპერტთა განცხადებით ყველაზე დიდი გრიზლია რაც კი ოდესმე მოუკლავთ. გრიზლი სანადირო ობიექტია მასზე ნადირობა დაშვებულია სპეციალური სანადირო ლიცენზიის მიღების შემდეგ. მონადირეები ზომიდან გამომდინარე მამალ დათვზე ნადირობას არჩევენ. მდედრის მოკვლა არის გარემოსთვის საზიანო რადგან ეს გარემოს ზიანს აყენებს და ცხოველთა გამრავლებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!