ბომბარდაანუსბირულინა
რა არის ბომბარდა? (მას სბირულინასაც ეძახიან)ფუნქციონალურად ეს ტივტივაა, რომელიც სიმძიმის როლსასრულებს, მაგრამ ეს მისი არასრული დახასიათება იქნება.ბომბარდა გამოიგონეს იტალიელმა მეთევზეებმა მსუბუქისატყუარების შორ დისტანციაზე სატყორცნელად. მისისაშუალებით შეგვიძლია როგორც მსუბუქი ხელოვნურისატყუარების (ტვისტერი, ტრიალა, Fly Fishing-ის იმიტაციები),აგრეთვე ბუნებრივი სატყუარების (ჭიები, მწერები, ლიფსიტა),მსუბუქი კლასის ანკესით და ტყვიის სიმძიმის გამოყენების გარეშესაკმაოდ შორ (30-50 და მეტიც კი) დისტაციაზე ტყორცნა.
ბომბარდა მზადდება სხვადასხვა სიმკვრივის გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე პლასტიკისგან. იმის და მიხედვით თუ რა სიმკვრივისაა მასალა, განარჩევენ სამ ტიპს: მცურავი (მზადდება წყლის სიმკვრივეზე ნაკლები სიმკვრივის მქონე პლასტიკისგან და ამიტომ ტივტივებს), სუსპენდერი (მზადდება წყლის სიმკვრივეზე ოდნავ მეტი სიმკვრივის მქონე პლასტიკისგან და ამიტომ ძალიან ნელა იძირება) და მყვინთავი(მზადდება წყლის სიმკვრივეზე მეტი სიმკვრივის მქონე მასალისგან და ამიტომ იძირება).
მისი კორპუსი მაღალი ჰიდროდინამიკული მაჩვენებლით არის დამზადებული და ერთი მხრიდან მას ძუის შემსვლელი მილი აქვს.
ბომბარდას მონტაჟი პრინციპში სტანდარტულია სამივე მოდელისთვის. მას ძირითად ძუაზე ათავსებენ, შემდეგ აუცილებლად მძივი, რომელიც კვანძს იცავს, შემდეგ დახვევის საწინააღმდეგო შემაერთებელი (შეიძლება რამოდენიმეც) და შემდეგ ლიდერი.
ლიდერის სიგრძეში კი განსხვავება არის: ცოცხალი სატყუარების (ჭიები, მწერები, ლიფსიტა და სხვა) გამოყენებისას ამონტაჟებენ შედარებით მოკლე ლიდერს 1-1.5 მეტრი.
ხელოვნური სატყუარების (ტვისტერი, ტრიალა, ვობლერი, Fly Fishing-ის იმიტაციები) გამოყენებისას კი ლიდერი გრძელია 2-3 მეტრი.
რა თქმა უნდა ლიდერის სიგრძე ჯოხის სიგრძეზეც არის დამოკიდებული. როგორც წესი იყენებენ სასპინინგე შტეკერულ ჯოხს 2.7-3 მეტრის სიგრძის და 5-25 გ ტესტით.
ბომბარდას წარმატება ზუსტად იმაშია რომ 5-25 გრამის ტესტიანი ჯოხით ჩვენ შეგვიძლია ერთი თეთრი ჭიათი აღჭურვილი ნემსკავი 30-50 მეტრზე ვტყორცნოთ.. მაგალითად შამაი ზოგჯერ საკმაოდ შორს იღებს ნაპირიდან, თანაც ნელა ძირვად სატყუარას უფრო თამამად ეტანება. იგივე სიტუაცია შეიძლება ქორჭილასთან მიმართებაშიც მოხდეს, აქ უკვე შორ დისტანციაზე მინი ვობლერი ან მიკრო ტვისტერი გამოგვადგება. Fly Fishing-ის იმიტაციების სასპინიგე ჯოხით ტყორცნაც ბომბარდის გარეშე წარმოუდგენელია.
სტატია წარმოადგენს fisher.ge-ს (არასამეწარმეო იურდიული პირი "საქართველოს მეთევზეთა კლუბი") საკუთრებას, სტატიის ავტორი SHO (შოთა კვარაცხელია).
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!