"ჯიგ სპინინგით" თევზაობისას იყენებენ სილიკონის ან პარალონის სატყუარებს, მაგრამ რა ქნას გამოუცდელმა, დამწყებმა სპინინგისტმა? სოლიკონის და პარალონის სატყუარებით საჭირო გატარების სწავლას საკმაო დრო ჭირდება, თან ის თევზი რომელსაც ამ სატყუარებით თევზაობენ, ჩვენ წყალსატევებში პრაქტიკულად აღარ დარჩა (განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში).
სწორედ ამიტომ მეთოდი რომელსაც მე შემოგთავაზებთ საქართველოსთვის ძალიან წარმატებულია, ვინაიდან აქ სატყუარად ვიყენებთ ჭიას. ამ მეთოდით თევზაობენ როგორც მტაცებელ (ჭერეხი, ფარგა, ქორჭილა, ქარიყლაპია), ასევე თითქმის ყველა მშვიდობიან თევზზე (კობრი, წყვერა, ხრამული, ჭანარი, ღორჯო, შამაია).
აქტიურ ჭიაზე თევზაობისთვის დაგჭირდებათ მსუბუქი კლასის 2.7 მ. სიგრძის, სწრაფი წყობის სასპინინგე ჯოხი. კოჭა ამ კლასის ანკესის შესაბამისი 2000-4000 სერიის. თუ ძუას ვხმარობთ სატყუარის ტყორცნა უფრო შორ დისტანციაზე იქნება შესაძლებელი, თუ წნულს მაშინ მთელი მონტაჟი უფრო მგრძნობიარე იქნება. მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ მაღალხარისხიან 0.18 მმ სისქის ძუას რომელიც იძირება.
განვიხილოთ კერძოდ მონტაჟები. ძირითადი არის 4 ვარიანტი და მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ, იმისდა მიხედვით თუ რა პირობებში თევზაობთ, შეიტანოთ კორექტივები მონტაჟში.
პირველ მეთოდში გამოიყენება ჯიგ-თავიანი 1-5 გრამიანი ნემსკავი ამ მძიმე "მორმიში". ეს ნემსკავები მაგრდება ზედ ძირითად ძუაზე ყოველგვარი ლიდერის გარეშე. გატარება ხდება "ხოხიალით", ანუ ტყორცნის შემდეგ ველოდებით სატყუარის ფსკერზე დაშვებას, ვაკეთებთ 15-20 წამიან პაუზას. როდესაც სატყუარა ასეთი გატარებისას მიხოხავს ფსკერზე, იგი ქმნის მღვრიე ღრუბელს რომელიც თევზის ყურადღებას იპყრობს და ჩარტყმა ხდება ძირითადად პაუზის დროს. ამ მეთოდით თევზაობენ მდგარ წყალზე ან სუსტი დინებისას, ფსკერი სასურველია არ იყოს ქვიანი.
მეორე მონტაჟის გამართვისას ჩვეულებრივი ნემსკავი (მისი ზომა დამოკიდებულია იმაზე თუ რამხელა ჭიას ვხმარობთ) მაგრდება ძირითადად ძუაზე და მისგან 5-10 მილიმეტრში ფიქსირდება საფანტის ტიპის სიმძიმე, რომლის წონა წყალსატევის სიღრმეზეა დამოკიდებული, რაც უფრო ღრმა ჭერის ადგილია მით უფრო მძიმეა საფანტი. გატარება ხდება როგორც "ხოხიალით", ასევე "საფეხურით", ანუ რტყოცნის შემდეგ ვაცდით სატყუარას ფსკერზე დაშვებას, შემდეგ კეთდება 15-20 წამინი პაუზა, მერე ჯოხით ვაკეთებთ სატყუარის ფსკერიდან აწევას და ვატრიალებთ კოჭას 2-3 ჯერ და პროცესს ვიმეორებთ რეგულარულად. "საფეხურით" თევზაობისას ჩარტყმა ხდება ან პაუზამდე ან სატყუარის ვარდნისას.
მესამე მონტაჟისთვის დაგვჭირდება მოძრავი (სრიალა) სიმძიმე, ნემსკავი რომელიც მაგრდება ძუის ლიდერზე და დახვევის საწინააღმდეგო შემაერთებელი. გატარებას რომელიც ამ მონტაჟისთვისაა რეკომენდებული და ჰქვია "კაკუნი".რტყოცნის შემდეგ ვაცლით სატყუარას ფსკერზე დაშვებასდა 15-20 წამიანი პაუზის შემდეგ ჯოხის წვერით ვაკეთებთ რამოდენიმე ისეთ მოძრაობას, რომ ჩვენმა სიმძიმემ ფსკერზე კაკუნი დაიწყოს, ამით წარმოიქმნება მღვრიე ღრუბელი რომელიც იზიდავს თევზს და ჩარტყმაც სწორედ კაკუნის შემდგომ პაუზის დროს ხდება. ამ მეთოდით დინებაზე თევზაობენ.
მეოთხე მონტაჟი გათვლილია ზრდილ თევზზე. მისთვის საჭიროა ორკავა ნემსკავი, კევლარის ლიდერი და მოძრავი სიმძიმე. ამ მონტაჟისას იყენებენ დიდი ზომის ჭიას ან რამოდენიმე ჭიას ერთად. გატარება ხდება "საფეხურით", დიდი პაუზებით შუალედებში. ამ მეთოდით კარგად იჭირება ლოწო, ქორჭილა, ფარგა.
ზემოთ აღწერილი ყველა მეთოდისას გატარებაში უნდა გავაკეთოდ 15-20 წამიანი პაუზები, თუ ჩარტყმები იშვიათია პაუზა შეიძლება გავაგრძელოთ კიდევ, ეს იმიტომ ხდება რომ როგორც წესი ჩვენი ნადირობის ობიექტი არამტაცებელი თევზია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!