ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

თევზზე ბიჭებს გავუშვებ...
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით,
რეგიონებში, თითქმის
არცერთ ქორწილს, ნათლობასა თუ
ქელეხს ისე არ ჩაუვლია, რომ ეს
ფრაზა _ "თევზზე ბიჭებს გავუშვებ",
ერთხელ მაინც არ თქმულიყო.
თევზზე ბიჭებს გავუშვებ! _ იტყვის ოჯახის
ახლობელი და ამ საკითხის მოგვარებას თავის
თავზე აიღებს. მერე კი, ქორწილისა თუ ქელეხის
სუფრაზე, თავს იყრის იმ მხარეში ბინადარი
იხტიოფაუნის წარმომადგენლები თეთრი
თვალებით _ ციმორი თუ ხრამული, წვერა თუ
ჭანარი. სამასკაციან ქელეხში წითელკოპლებიანი
კალმახით სავსე სუფრა როგორია? ასეთი
გასვენება ხომ მეფეებსაც შეშურდებოდათ?!
`მე მინახავს და, მინახავს არაერთხელ, რა
მაგრად თევზაობდა ცხონებული და მაგის სუფრაზე
კალმახი როგორ არ უნდა იდოს?!~ _
თქვეს ძმაკაცებმა და ოქტომბერში, მიუხედავად
ყინულივით ცივი მდინარისა, არ დაიზარეს
და მეგობრის სულის პატივსაცემად კალმახი
დაიჭირეს. ოღონდ დაიჭირეს არა სასროლი
ბადით, ისე, როგორც ის ცხონებული თევზაობდა
(აბა, ბადით მაგდენს როგორ დაიჭერდნენ?!),
არამედ აპარატით. ერთ კილომეტრში
ხერხემალში გატეხეს დიდი თუ პატარა კალმახის
ლიფსიტა, ზედ მიაყოლეს ამავე კალმახის
საკვები ჭიები და იმის ხერხემალიც, ვინც ამ
სიცივეში თხუთმეტკილოგრამიან აკუმულატორს
ზურგით ათრევდა. რაც დაიჭირეს, ერთი
იმდენი გაუსხლტათ. ძნელია, ჩქარ დინებაში
ყველა კალმახს ზუსტად დაუხვედრო"ხოლიკი"
(ასე ეძახიან მეაპარატეები ჩოგან ბადეს). უგემრიელესი კი ნამდვილადაა, რომელი ნორვეგიული გაყინული ორაგული ან ზუთხი შეედრება ხაშურის ცოცხალს ან სამეფო კალმახს?
ქორწილში მისულთ მასპინძელი თავმომწონედ მიგვითითებს `ცოცხალზე~ _ ხაშურიდან გამომიგზავნეს ბიჭებმაო, _ გვეტყვის და გოჭზე სწრაფად მოსუფთავდება სუფრა. ასე მივირთმევთ ხოლმე აპარატით ადუღებული მდინარიდან ამოყვანილ თევზს და მერე განსხვავებული სასმისით თავმომწონედ ვსვამთ საქართველოს სადღეგრძელოს, ცალკე _ იმ მხარის ბუნების სადღეგრძელოს და იმ მომენტში არცერთი წამითაც არ ვფიქრობთ, რომ ამ თევზის გემოს შესახებ ჩვენს შვილიშვილებს აღარაფერი ეცოდინებათ.
ზემოაღნიშნული ქელეხისა და, საერთოდ, მსგავსი ისტორიები ათი წლის წინათ ხდებოდა. დღეს კი, უკვე ძალიან ძნელია კალმახით მასშტაბური ღონისძიებების მომარაგება. ახლა ორ კილოგრამამდე თუ დაიჭერ და თანაც _ ძალიან პატარებს. ცოცხალი ჯერ კიდევ "ქაჩავს", მაგრამ კალმახი მხოლოდ "მეფეთა" ხვედრია _ `მილიციის უფროსის ბავშვს ბოტკინი აქვს და კალმახი უნდა დაუჭირო~, _ დაავალებს სოფლის გამგებელი მეაპარატე მეთევზეს. მერე ეს უკანასკნელიც, თავის მხრივ, რაღაცას სთხოვს გამგებელს და ასე... ერთხელ ასეთ ამბავსაც შევესწარი _ მამაოს უნდა გავუგზავნოთ და თევზზე როდის წავიდეთო, _ ეკითხებოდა ერთი მეორეს.
ყველაფერი ზემოთ თქმული სიმართლეა და, პირველ რიგში, ვისაც ეს უნდა აწუხებდეს, თავად მას არაფრად უღირს. მე მინახავს სუფთა, კამკამა მდინარეში კალმახები, მაგრამ ჩემს შვილს ვერ ვანახვე. რვა წლისას, მამამ ბადე გადამაგდებინა წყალში (ამას ბადის სროლას ვერ დავარქმევდი) და კალმახი დამაჭერინა, მაგრამ ჩემს შვილს ვერ დავაჭერინებ, რადგან კალმახები აღარ არიან მდინარეში.
ვიცი, ბევრს აწუხებს, ვიცი, რომ ადგილობრივებს ბევრგან უთქვამთ _ აპარატით აღარავინ ვათევზაოთო, მაგრამ ამოსულა ვიღაც ბობოლა, უთევზავია და ადგილობრივებს ვერაფერი უთქვამთ. მერე კი, `სხვა თუ აკეთებს, მე რატომ დავიშალოს~ პრინციპით თავადაც იგივე გაუკეთებიათ. ეს პროცესი კი, უკვე წლებია, გრძლდება. ჯერ კიდევ უძლებს მდინარე, ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან და ქვეყანაში, სადაც `ქართველ კაცს~ ღვედი გააკეთებინეს ავტომობილში, თუ `ვინმე მოისურვებს, ამ საშურ საქმესაც ეშველება; ბადით და ანკესით დავიჭერთ თევზს და ყველას გვეყოფა. საუკუნეებია, რაც ბადით თევზაობდნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენს მდინარეებში თევზი არ გადაშენებულა.
უამრავი ადამიანია დასახიჩრებული და დაღუპული დინამიტითა და დენით თევზაობის დროს და მე მაინც იმ `ვინმეს~ იმედი მაქვს, რომელიც იზრუნებს, რომ არც ადამიანი დაიღუპოს და არც თევზი გადაშენდეს.
P.შ. `თევზზე გაშვებული ბიჭები~ დენის აპარატით ჩადიან წყალში და სანამ თევზი ჩვენს სუფრამდე მოაღწევს, ელექტროიმპულსი, რომელიც წყალში ვრცელდება (წყალი კარგი გამტარია), აზიანებს თევზის ნერვულ სისტემას. შედეგად, ის კარგავს მოძრაობის უნარს, წყლის ზედაპირზე ამოდის, ტივტივებს და მიჰყვება დინებას. თუ დაზიანებული თევზი `ხოლიკს~ ასცდა და ჩვენს სუფრაზე ვერ მოხვდა, შეიძლება გადარჩეს, მაგრამ გამრავლების უნარს კარგავს. შესაძლოა, ხერხემლის პარალიზების გამო მტაცებლების ნადავლიც შეიქნეს. გარდა თევზისა, ზიანდება იმ არეალში მოხვედრილი ქვირითი, წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმები (მათ შორის, თევზისავე საკვები). რამდენიმე კვირაა საჭირო იმისათვის, რომ იქ არსებული ეკოსისტემა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

გიორგი კაპანაძე


წყარო: https://www.facebook.com/monadire.contact/posts/10151491186586655?comment_id=26815747¬if_t=like
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: giohunt1982 (20.05.2013) | ავტორი: გიორგი კაპანაძე
ნანახია: 2332 | კომენტარი: 1 | ტეგები: თევზზე, გავუშვებ..., ბიჭებს | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 giorgiarsenidze1990   (30.05.2015 02:27:27) [მასალა]
48 48 48 48 48 48

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика