კიდევ ერთი ლეგენდა – Royal Coachman. ამ იმიტაციას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ლეგენდის მიხედვით, მისი პროტოტიპი Leadwing Coachman XIX საუკუნის დამდეგს ერთ – ერთი ინგლისელი ლორდის მეეტლემ დაამზადა თავისი ბატონისათვის. იგი წარმოადგენდა "სველ იმიტაციას” და თანამედროვე ვარიანტთან საერთო ძალიან ცოტა ჰქონდა. წარმოგიდგენთ ორიგინალის რეი ბერგმანისეულ შესრულებას.
ამ იმიტაციამ წარმატებით იმუშავა ამერიკის კონტინენტზეც და აქედან გამომდინარე, საკმაოდ სწრაფად გაჩნდა ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით დამზადებული ვარიაციები. Royal Coachman – ის ავტორად მიჩნეულია ნიუ იორკელი ჯონ ჰეილი (John Haily), რომელმაც იგი 1878 წელს დამზადა, ისტორია დეტალურად არის გადმოცემული 1943 წელს ჰაროლდ სმედლის (Harold Smedley) მიერ დაწერილ წიგნში "Fly patterns and their origins”. დასახელებაში სიტყვა "Royal” – ის გამოჩენა კი დაკავშირებულია ლეგენდარულ ლუის ორვისთან (L.C. Orvis) რომელმაც ეს აღნიშვნა დამზადებისას გამოყენებული წითელი ფერის აბრეშუმის და ზოგადად იმიტაციის "სამეფო” შესახედაობის გამო შესთავაზა საზოგადოებას.
საინტერესოა, რომ ამერიკელებმა უპირატესობა "მშრალ” ვარიანტს მიანიჭეს. "მშრალი” Royal Coachman – ის დებიუტი Catskill – ის რეგიონს უკავშირდება, რომელიც საკმაოდ სწრაფი დინების მქონე მდინარეებით არის ცნობილი. არსებობს მთელი მიმდინარეობა ე.წ. Catskill Style Dry Flies. მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ გათვლილნი არიან ე.წ. rough water – ზე (სწრაფი დინება არაერთგვაროვანი ზედაპირით) სათევზაოდ, ანუ იმიტაცია გატარებისას ეყრდნობა კუდს და ფეხებს, ტანი ზედაპირზე არ დევს. კლასიკური "მშრალი” იმიტაციებისგან განსხვავებით, ამ სტილში "ფეხები” – ს იმიტირება ბუმბულის გაცილებით მეტი ხვეულით ხდება, რაც, თავის მხრივ, სატყუარას ზედაპირზე გაჩერებას აადვილებს. Royal Coachman – ის ძალიან წარმატებული ვარიანტი შექმნა ლი ვულფმა (Lee Wolf) და უწოდა Royal Wolf მისეულ შესრულებაში გამოიყენება ირმისა და ხბოს ბეწვი .
იმიტაცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დღესდღეისობით არსებობს Royal სტრიმერებიც კი
ეს კი დამზადების ერთ – ერთი ვარიანტი დეივი მაკფეილისაგან
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!