ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

უნიკალური Cosmi

cosmi-5a

ალბათ ერთ ერთი ყველაზე უნიკალური კონსტრუქციის გლუვლულიანი თოფი, რომელსაც ოდესმე მიუღწევია სერიულ წარმოებამდე, თუმცა სერიულ წარმოებას ვერ უწოდებ იმას, რა მეთოდითაც Cosmi Americo e Figlio S.N.C. უშვებს თავის სუპერ ელიტარულ სანადირო თოფებს.   ერთი შეხედვით Cosmi გავს ძვირადღირებულ ცალ ლულინ თოფს,  მაგრამ სინამდვილეში ის არის ყველაზე უცნაური და უნიკალური ნახევრად ავტომატური თოფი მსოფლიოში.   კონსტრუქციაზე მისი გამომგონი იტალიელი  როდოლფო კოზმი დაახლოებით 20 წელი მუშაობდა, ხოლო თავისი კონსტრუქციის ნახევრად ავტომატური თოფების წარმოება დაიწყო 1925 წლიდან.  პატენტი კოზმის კონსტრუქციაზე გაიცა 1920 წელს. როგორც ნადირობის დიდი მოყვარული, როდოლფო კოზმი ხშირად ფიქრობდა იმაზე თუ, როგორი უნდა იყოს იდეალური სანადირო თოფი.  თავისი პირველი სანადირო თოფი ჩვეულებრივი კონსტრუქციის მან გამოუშვა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში.  ამისთვის მან გასაშლელი ქოლგის ნაწილები გამოიყენა.  1905 წლიდან ის იწყებს უკვე უფრო რთულ ნახევრად ავტომატურ თოფებზე მუშაობას.  1900 წელს დაიწყო რევოლიციური ბრაუნინგ აუტო 5–ის წარმოება და ძალიან ბევრმა იარაღის მწარმოებელმა დაიწყო ავტომატურ თოფებზე მუშაობა.   როდოლფო კოზმიმ გამოცადა ახალი აუტო 5 და  იღებს მისგან  იმ დროის ყველაზე საუკეთესო კონსტრუქციის – ბრაუნინგის დამრტყმე სასხლეტი მექანიზმის კონსტრუქციას და იღებს გადაწყვეტილებას უარი თქვას ლულის ქვეშ განლაგებულ მჭიდზე, მისი ცუდი ბალანსის გამო და გადაქვს მჭიდი კონდახში. იდეა არ არის ახალი თუმცა სანადირო თოფებში მგონი მან პირველმა გააკეთა ეს.  გარკვეული როლი ითამაშა ასევე ესთეტიკის საკითხმა.  კლასიკურ ორ/ცალ ლულიან თოფთან შედარებით მაშინდელი ნახევრად ავტომატები გამოიყურებოდნენ უფრო, როგორც სამხედრო უხეში იარაღები. ამ მხრივ Cosmi–ს თოფები საოცარი ელეგანტურობით გამოირჩევიან.  1937 წელს როდოლფო კოზმი გარდაიცვალა და მისი საქმე მისმა შვილებმა გააგრძელეს, მარსელომ და ამერიკომ.  თავის სიკვდილამდე კოზმიმ გამოუშვა დაახლოებით 400 თოფი, რომელთა უმეტესობა ინახება კერძო კოლექციებში.  ეხლა კომოპანიას მართავს მისი ვილიშვილი, რომელსაც ასევე როდოლფო ქვია.  1940–1945 წლებში კომპანიამ დროებით შეწყვიტა თოფების გამოშვება. 1925 წლიდან დღემდე გამოსულია სულ რაღაც 8 000 ცალი თოფი.  უნდა აღინიშნოს, რომ თოფები იწყობა მთლიანად ხელით, შედგება ასი ნაწილისგან და თოფის გამოშვების მთელი ციკლი სრულდება Cosmi–ს ქარხანაში.  ოსტატების 18 კაციან გუნდს (კომპანიის მფლობელის ჩათვლით) ჭირდებათ დაახლოებით 200 სამუშაო საათი ერთი თოფის დასამზადებლად.  1990 წლიდან კომპანია ასევე უშვებს თოფს ტიტანისგან დამზადებული ნაწილებით (მოდელი Titanio). Cosmi-ს თოფების წონა არ აღემატება 3.2 კგ–ს ხოლო ტიტანის და მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული თოფის წონა სულ რაღაც 2.8 კგ–ია.  მაგალითად მოდელი Titanio 12 კალიბრში იწონის 3.1 კგ–ს რაც 400 გრამით ნაკლებია ვიდრე მოდელი ჩვეულებრივი ფოლადისგან.  სხვა მხრივ 80 წელზე მეტი Cosmi-ის თიოფების დიზაინი არ იცვლება.  კომპანია უარს იძახის თოფების სერიულ წარმოებაზე თანამედროვე დაზგა დანადგარების გამოყენებით. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის იარაღის მასიური წარმოება წარმოუდგენელია.

კონდახის მასალდ გამოიყენება მხოლოდ გადარჩეული თურქული კაკალი.  თოფებზე გრავირებას ასრულებენ მსოფლიოში საუკეთესო ოსტატები: მაურო დასა, გალეაცი, ჩეზარე ჯოვანელი.

ლულები მზადდება Boehler-Antinit–ის ფოლადისგან (Boehler წარმოებლის სახელი, Antinit ფოლადის მარკა). აღნინული მარკის ფოლად სიყენებენ მხოლოდ უმაღლესი კლასის მწარმოებლები, როგორებიცაა Krieghoff, Merkel, Perazzi და Kemen.  იგივე მწარმოებლის ფოლადი გამოიყენება რესივერის დასამზადებლად.

cosmi-10a

გამომდინარე იქიდან რომ როდოლფო კოზმი ყველანაირად ცდილობდა შეენარჩუნებინა კლასიკური სანადირო თოფის ერგონომიკა თოფის გახსნა დასატენად ისევე ხდება როროგც ორ ლულიან თოფებში, ასევე ანალოგიურად განლაგებულია დამცველი. დამაბრუნებელი ზამბარის რგოლები მცირე დიამტერისაა  ვინაიდან არ არის საჭიროება მისი განლაგებისა მჭიდის ირგვლივ.  ასევე თოფს გააჩნია ბუფერის მაგვარი კონსტრუქცია, რომელიც ამცირებს უკუცემის ძალას.  რესივერის შიგნით განლაგებულია საკეტი, რომელსაც გააჩნია ორი ექსტრაქტორი, შიგნით განლაგებულია მოდული დამრტყმელით.  ავტომატიკის სქემა ისევე როგორც დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი  წააგავს ბრაუნინგ აუტო–5–ს.

cosmi-8a1

დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი

იარაღოს დასატენად უნდა გადახსნათ ლულა, პირველი ვაზნა თავსდება პირდაპირ სავაზნეში დანარჩენი კიდე მჭიდში.  ბოლო ვაზნის გასროლისა საკეტი ღია რჩება.  სავარაუდოთ ასეთი ტიპის თოფი გადატენვისას მისი მოძ5რავი ნაწილები შეიძლება დაბინძურდეს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რომ ასეთი კლასის და ტიპის თოფები არ არის განკუთვნილი უხეშ ექსპლუატაციაზე. ასეთი ნადირობებისთვის სხვა ტიპის თოფები არსებობენ.

cosmi-chamber-open

ჩაკეტილი და გახსნილი საკეტებით

Cosmi–ს თოფები გამოდის სამ კალიბრში (12,16,20) და სამი ტიპის რესივერი აქვთ, ფოლადის,  მსუბუქი შენადნობის და ტიტანის.  ფასი როგორც წესი არ არის 10 000 დოლარზე ნაკლები.  ის ყველაზე ძვირადღირებული ნახევრად ავტომატური თოფია მსოფლიოში.

მიუხედავათ იმისა, რომ თოფი საკმაოდ რთულია ის უნაკლოდ მუშაობს. კომპანიის წარმოამდგენლები ირწმუნებიან, რომ სულ პირველი პროტოტიპი დღემდე იმყოფება მუსა მდგომარეობაში. ასევე კომპანია თვალს ადევნებს თოფის მფლობელებს და თვითონ აღიცხავს მათ.  ცნობილია რომ Cosmi-ს თოფები ქონდათ ბენიტო მუსოლინის და ლეონიდ ბრეჟნევს.

ჩემის აზრით საოცარია რომ ХХI საუკუნეში ჯერ კიდევ შემორჩა ასეთი ტიპის საოჯახო წარმოებები სადაც ასეთი მაღალი კლასის და უნიკალური იარაღი იწარმოება.  არაფერი არ მაქვს წინააღმდეგი თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ მაგრამ დასანანი იქნება თუ ასეთი კომპანიები შეეწირებიან პროგრესს. მე არ ვიცი არის ტუ არაCosmi საქართველოში მაგრამ მაგის მფლობელების მაგრად შემშურდებოდა



წყარო: http://shooterscentral.ge/?p=174
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: bendeksi (22.11.2011) E W
ნანახია: 2245 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 fshavelo   (24.11.2011 00:52:04) [მასალა]
ყოჩაღ! 39

0   Spam
3 uchaucha   (23.11.2011 19:58:10) [მასალა]
იტალიელებს ონდათ აფრიკულ საფარიში და ძაან აქებდნენ

0   Spam
2 მონადირე   (23.11.2011 15:23:05) [მასალა]
166

0   Spam
1 orioni   (23.11.2011 10:42:53) [მასალა]
კაი იმფორმაციაა 23_30_126

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    IRAKLIG

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика