ლეგენდარული Benjamin-ის ფირმის ამერიკული პნევმატური PCP თოფი. აღჭურვილია 10 ვაზნიანი მჭიდით. ისვრის 4,5 მმ კალიბრის კლასიკურ პნევმატურ ტყვიებს. იტენება PCP პრინციპით. სრულად დატენილი თოფი 40-45 კარგ გასროლას აკეთებს. დასატენად გამოიყენება ხელის ტუმბო, რომელიც კომპლექტში მოყვება, რომელსაც შეუძლია 300 ატმოსფერო წნევის შექმნა(ავტომანქანის ტუმბოს კი წააგავს, მაგრამ ის 5 ატმოსფეროს თუ მოგცემთ). თოფს საერთოდ არ აქვს უკუდარტყმა და ძალიან ჩუმია. ეს თოფი განკუთვნილია დიდი მანძილზე სიზუსტეში სროლისათვის და ასევე მსხვილ ფრინველებზე და საშუალო ზომის ცხოველებზე(მაჩვი, ტურა, მელა, კურდღელი და სხვა) სანადიროდ. ეს თოფი მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია და ამერიკული პნევმატური იარაღის ინდუსტრიის სიამაყეა
გამარჯობათ ბაზიერელებო გილოცავთ შობა ახალ წელს.ვარ დამწყები მონადირე და მინდა პნევმატური იარაღის შეძენა 300-400 ლარის ფარგლებში მინდა სანადიროდ და რას მირჩევთ დასაწყსისთვის რომ შევიძინო. წინასწარ მადლობა ბაზიერელებო.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!