აღნიშნულ სურათზე კარგად ჩანს ტოზ 34 ლულები, რომლის დაზიანებები მეტყველებს, იმაზე რომ ლულა გახეთქიალია მასში მოხვედრილი უცხო საგნის გამო. ეს შეიძლება მომხდარიყო, როგორც სროლის დროს ჩარჩენილი პიჟის გამო, ასევე სროლამდე მოხვედრილი უცხო საგნის გამო. მოცემულ სურათში შეიძლება ითქვას რომ დაზიანებები გამოწვეულია მეტწილად ლულაში სროლის მერე ჩარჩენილია პიჟით, ან სხვა ვაზნის სატენი საშუალებებებით რითაც კონკრეტულ სიტუაციაში დატენილი იყო ვაზნები. ნამდვილად კარგი მაგალითია იმისთვის, რომ გაითვალისწინოს მსროლელმა თუ რა საშიშროება შეიძლება მოჰყვეს არასწორად მიდგომამ ვაზნასთან, თოფთან და საერთოდ ნადირობასთან. ეს არის იჟ-27 ამ სურათში კარგად ჩანს გადამეტებული დენთის დოზის გამო რა დაემართა თითბერის ვაზნას სავაზნეში. ვაზნა რომ დეფორმირდა და გასკდა ერთია, მაგრამ გასროლის შემდეგ თოფი გაიჭედა, მთლიანი დაშლის შემდეგ მოხერხდა გადახსნა. ლულის სახაზინო ნაწილსა და კალაპოტს შორის გაჩნდა ერთ მილიმეტრამდე ჭრილი. ლულის ქვედა ჭრილში შემავალი ჩამკეტი ჩარჩო გატყდა სამ ნაწილად. ასევე დეფორმაცია მიიღო ლულის ჭრილის ქვედა ჩამკეტი ჩარჩოს საყრდენმა. პრაქტიკულად თოფი გამოვიდა მწყობრიდან. კარგია რომ ლულამ გაუძლო და არ გასკდა, თორემ შედეგი შეიძლება ყოფილიყო უფრო მძიმე. ამიტომ დიდი ყურადღებით და შესაბამისად უნდა მოხდეს კონკრეტული მარკის დენთის დოზირება ვაზნების დატენვის დროს.
სურათზე კარგად ჩანს იჟ-43-ის ლულა რა მდგომარეობაშია. ლულის დაზიანება გამოიწვია რუსული ვაზნის „ინდუსრტია სკმ“ ვაზნამ რომელიც განკუთვნილია 100 მეტრამდე მანზილზე სასროლდ. ფაქტია რომ ამ ვაზნას გააჩნია სპეციპიკური პიჟკონტეინერი რომელიც უზრუნველოფს ასეთ მანძილზე მსახვილი საფანტის სროლას, მაგრამ ფაქტი სახეზეა ჯერ კიდევ არ არის დახვეწილი ბოლომდე, რადგან ლულის გახეთქვა მოხდა მე-7-ე გასროოლაზე.
ასე რომ ყურადღებით ვიყოთ ნადირობისას,რაიმე საგანი რომ არ ჩავარდეს ლულაში! ! ! ამიტომ დიდი ყურადღებით და შესაბამისად უნდა მოხდეს კონკრეტული მარკის დენთის დოზირება ვაზნების დატენვის დროს.
ყველას კარგ და უსაფრთხო ნადირობას გისურვებთ:)
გამარჯობათ მოკლეთ რომ გითხრათ მიშველეტ ბაბუაჩემის იჟ 26 მაქქ ძველი თOფიაა ერთი 43 წლის იქნებაა და მარჯვენა ლილაში აქ ბევრი რაკოპვინები დაა ძალიან ღრმაა ის რაკოვინები დაა ზემოტა მხარესს პლანკასტან აქ 5 სანტიმეტრიანი გაზიი განიერტიაა საკმაოდდ და ბზარი არ იყოს მეშინიაა სურატს ვერ ვდებ იქნებ დამეხმაროტტ რა შეიძლება იყოსს ეს
გამარჯობათ ბაზიერელებო.უადგილო კითხვაა მაგრამ თუ ვინმეს გქონიათ ასეთი შემტხვევა მომწერეთ.შარშან ვიყიდე მაგნუმში თურქული ჰატსან ესკორტი პომპიანი.12 76. დიდი მონადირე არვარ მაგრამ ზოგადად იარაგი მიყვარს.თან პომპიანის მუღამი მაქვს.ამ ბოლო ხანებში ნემსა თითქოს სუსტად ურტყავს და თითქმის ყოველ მეორე გილზს აგარისვრის.გარანტია ექვსთვიანიაქონდა და გაუვიდა.ხომარგქონიატ ვინმეს ასეთი შემთხვევა და რაარის მიზეზი მომწერეთ არ დაიზაროთ.
ეჰ ადრე ვათხოვე ერთს ტოზ-34 - ტი და ერთ კვირაში დაბლითა ლულა გახეთქილი დამიბრუნა,თავის დატენილ ვაზნებს ისროდა მაგრამ მითხრა თოვლი ჩატენილა ლულაშიო,მას შემდეგ თოფს არავის აღარ ვაკარებ და არც ჩემს დატენილ ვაზმებს ვხმარობ.მხოლოდ ფაბრიჩნებს ვისვრი და კმაყოფილიც ვარ,არ მინდა ჩემი საყვარელი ვიბლისკოტი დაუდევრობამ შეიწიროს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!