ИЖ-12 შექმნილია 1960 წელს ИЖ-59-ის ბაზაზე. ძირითადი ცვლილება მოდელში იყო ლულების შეერთების მექანიზმი. მოხდა ლულების ერთმანეთზე შედუღება კალით რამაც გაზარდა მისი სროლის სიზუსტე. მოგვიანებით მათ ბაზაზე გამოვიდა ИЖ-27 ხოლო ამის შემდეგ ИЖ-25 რომელიც სპორტულ იარაღად ითვლებოდა და საკმაოდ დიდხანს გამოიყენებოდა სტენდზე სროლაში.
მოდელის წარმოება ხდებოდა 1962 - დან 1972 - წლამდე.
ტექნიკური მახასიათებლები.
კალიბრი - 12 - 16
ლულის სიგრძე, - 730 - 720 მმ.
ლულების შევიწროვება
ქვედა ლულა - 0,5 ნახევარი ჩოკი.
ზედა ლულა - 1,0 ჩოკი.- 0,75
იარაღის წონა, 3,3-3,6 კგ და - 3,1 - 3,2 კგ
რათქმაუნდა ამ იარაღის შედარება არ შეიძლება ბრაუნინგის და ბერეტას თანამედროვე მოდელებთან, ან თუნდაც იმ დროინდელ ჩვენში გავრცელებულ ზაუერებთან, მაგრამ თუ ფასის მიხედვით შევადარებთ დღეს ამ იარაღის ფასად ისეთი იარაღი იყიდება რომლსაც კარგი შენახული ИЖ - ის მოდელი კიდევ 3 გაცვითავს. ეს ჩემი პირადი აზრია. საიმედოობა კი იარაღის ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. წარმოიდგინეთ რომ დათვს შეხვდით და იარაღმა არ გაისრ :).
მე იჟ-12 მაქვს,კმაყოფილივარ კარგად მუშაობს, შორსაც კარგად კლავს , ექიმთან ნამყოფი არაა, თუარჩავთვლით იმას რომ კონდახი და ცივიო შევცვალე დუტი დავაყენე,გამოშვებულია 1966 წელს,ჯერ მის შეცვლას არვაპირებ და თუ გადავწყვიტე აუცილებლად ბენელს ვიყიდი.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!