პ ე რ დ ე ყველა დროს ითვლებოდა ყველა იარაღმწარმოებლისთვის და მეიარაღესთვის თოფის ნიმუშად და ეტალონად.
ფირმის დამაარსებელ და მამად გვევლინება ჯეიმს პერდე უფროსი(1784-1863), რომელიც თავის მხრიბ მეიარაღის შვილი იყო , ჯეიმს პერდე მაღალი კლასის მეიარაღე იყო და დამატებით დაჯილდოებული იყო საქმის თავისმომბის ნიჭით.ნაპოლეონის ომის შემდეგ ლონდონელ მეიარაღებს კარგი დრო დაუდგათ , რაც იმაში მდგომარეობდა რო ეს ის პერიოდია , როდესაც ლულიდან დასატენი იარაღი ნელნელა დავიწყებას ეცემა, შემოდის ახალი კონსტრუქციები, ჩახმახი და გარედან დასადები კაფსულიანი იარაღები , აგრეთვე სრულიად ახალი გილზიანი თოფი, მოკლედ ლონდონელ მეიარაღეებს ფართო დიაპაზონი გადაეშალათ იმისთვის რო შეექმნათ ახალი საკუთარი კონსრუქცია და იდეებისთვის ხორცი შეესხათ, აი ასეთ დროს დაიწყო მოღვაწეობა, პერდე უფროსმა, პერდეს თავდაპირველი მოდელები გარეკაფსულსადგმელიანი კონსტრუქციით; გამოირჩეოდნენ თავისი დახვეწილობით, შესრულების უმაღლესი კლასით, თხელი ლულებით რომელიც იმ დროისათვის საუკეთესო ფოლადისგან მზადდებოდა. სიმსუბუქით, პერდეს თავდაპირველად სწორედ თავისმა კონსტრუქციამ გაუთქვა სახელი , მის იარაღს მოიხსენიებდნენ ესე- не дающих осечек,.ამ ყოველივემ ჯეიმს პერდეს დიდი პოპულარულობა მოუტანა.
ჯეიმს პერდეს სახეთ და მთავარ ლეგენდად გვევლინება მისი შვილი ასევე ჯეიმს პერდე უმცროსად წოდებული, (1924-1909)რომელიც მამასთან ერთად 1843 წლიდან ერთვება საქმეშიხოლო მამის სიკვდილის შემდეგ თავის ხელში გადადის ფირმის სადავეები .(1963)ის აფართოებს იარაღ წარმოებას და წელიწადში უკვე 250 თოფს უშვებს.. 1879 წლიდან მასთან ერთად მუშაობას იწყებენ მისი ვაჟები, ფირმის დასახელება შეიცვალა და მას ეწოდა’’ჯეიმს პერდე და შვილები’’ დღემდე ეს დასახელება არ შეცვლილა, ამ ნიშნით აწარმოებდნენ პერდეები თავის თოფებს.. პერდე უმცროს გენიოსად მოიხსენიებენ როგორც საქმის წარმოებაში ასევე გამოგონებეში და აღმოჩენებში , მის ეგრე ვთქვათ სავიზიტო ბარათად გამოგონება’’პერდეს ჩარჩო ’’-ა მიღებული. ეს არის მექანიზმი რომელიც დღესაც გამოიყენება , როგორც ჰორიზონტალურებში ასევე ვერტიკალურებშიც კი(!) პერდეს ჩარჩოს ფუნქციურობა იმაში მდგომარეობ ,რო როდესაც თოფს ვხსნით ზედა გადამხსნელი ბერკეტით, ლულის გადახსნასთან ერთად იწკიპება ჩახმახები დაკეტვისას კი ისინი ფეხსე შეყენებულ მდგომარეობაში რჩება რომელივ გამომშლელ მექანიზმთან და დანცველთან არის დაკავშირებული, ის იმდენად გათვლილი და მდგრადი კონსტრუქციაა რომ მასში უსაფრთხოების ნორმებიც კი მაქსიმალურადაა გათვლილი. ეს გამოგონება 19 საუკუნის 70 წლებით თარიღდება.
1856 წელს ფირმამ გამოუშვა რამოდენიმე ორლულიანი ’’შტუცერი: მოდელს ’’ექსპრესი ’’ უწოდეს , მას შემდეგ სიტყვა ექსპრესი ყოველთვის მაღალი კლასის ხრახნილ ლულიან იარაღს ნიშნავდა რომლის ტყვია მაღალი საწყისი სიჩქარით გამოირჩეოდა.მალე მეიარაღებისთვის გახდა გასაგები რო იარაღწარმოების მომავალი უჩახმახო-’’კნოპკიანი’’ თოფების წარმოებაში იყო , რამოდენიმე ლონდონელი მეიარაღედა არამარტო ისინი ჯიუტად განაგრძნობდნენ ჩახმახიანი თოფების გამოშვებას და მაკევე გაქრნენ საერთაშორისო ასპარეზიდან, ამასთან დაკავშირებით ერთერთმა პირველმა ჟეიმს პერდემ გამოუშვა ’’კნოპკიანი’’ თოფი1881 წელს. ეხლა გეტყვით ერთ მაგალითს თუ როგორი ალღოიანი იყო ჯეიმს პერდე უმცროსი , ამ თოფის ’’გასაღები( замок)ჯერ კიდევ 1880 წელს დაამუშავა და სექმნა ჯეიმს პერდეს სახელოსნოში მოღვაწე ოსტატმა ბიზლი,პერდემ მალევე შეაფასა ეს გამოგონება და ბიზლიდან წარმოების უფლებაც მოიპოვა, წარმოებიდან 100წლის შემდეგაც კი იწარმოებოდა თოფები გასაღების ბიზლისეული კონსტრუქციითპერდე ძირითადად თოფებს შეკვეთიდ აკეთებდა მის ამ პირველ კლასიკურ ნიმუშს უკვეთავდნენ სხვადასხვა კალიბრებით(12-16-20-…) გილზის სხვადასხვა სიმაღლითაც რაც გასაკვირი იმ დროისთვის ნამდვილად არ იყო რადგანაც სტანდარტებს მაშინ მძაფრი ყურადღება არ ეთმობოდა. ლულებს სხვადასხვა ზომით და ასე შემდეგ.მოკლედ ყველანაირ შეკვეთას აძლევდნენ მაგრამ თოფის მთავარი კონსტრუქცია პრაკტიკულად არცერთ მოდელში არ იცვლებოდა.საშუალოდ 12 კალიბრის 70 მილიმეტრიანი გილზითა და 710 მილიმეტრიანი ლულის სგრძის თოფის წონა 3 კილოგრამს შეადგენდა.ფირმა უშვებდა როგორც ჰორიზონტალურლულებიან ასევე ვერტილალურლულებიან თოფს -12-16-20-28 კალიბრებით, ორგამოსაკრავიანი და ცალგამოსაკრავიანი მექანიზმით , როგორც ეჟექტორზე ასევე სელექტორზე , უშვებდა ცალლულიან თოფებსაც.თან ამ მოდელს ლულის გამაგრილებელი კანტის მიყვებოდა და ფისტალეტური კონდახი ქონდა.ფირმა დროდადრო მუშაობდა და აუმჯობესებდა თავის შტუცერებს , რომლებიც ძირითადად აფრიკული ნადირობებისთვის მზადდებოდა, ამ მოდელებზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და თავის დროზე გოლანდგოლანდთან ერთად საუკეთესო ლიდერები იყვნენ შტუცერებში ,მაგრამ ჯეიმს პერდე მაინც საფანტიანი იარაღის მეფედ გვევლინებოდა.შტუცერები 4,2-5 კილოპგრამს იწონიდა.. პირველი მსოფლიო ომის დროს ფირმა დაახლოებით 300მდე თოფს აწარმოებდა, აქედან როგორც რუსები იძახიან გარკვეული ნაწილი რუსეთში ხვდებოდა , ალბათ საქართველოშიც რამოდენიმე ცალი სავარაუდოდ რუსეთიდან შემოვიდა და არა ინგლისიდან.პირველი მსოლიო ომის შემდეგ პერდეს წარმომადგენლობა სხვადასხვა ქვეყნებში გაიხსნა , მათ შორის რუსეთსიც , თოფები შეკვეთითაც და ადგილზე მაღაზიაში შეძენითაც შეგეძლოთ გეშოვათ, ამ დროისათვის 400-ზე მეტ თოფს აწარმოებდნენ ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს პრაკტიკულად ფირმამ ფუნქციონალობა შეწყვიტა. ხოლო 50-იან წლებში წელიწადში 70 ცალს ამზადებდა.რაც შეეხება ფირმის უკვე თანამედროვე მიღწევებზე არსად არ სჩანს… ფეხიც ვერ აუწყვეს თანამედროვე მასიურ წარმოებებს და მისი მთავარი პლიუსი ხელით აწყობილი’’შტუჩნი’’ზე გადართნენ,იყო დრო როდესაც ფირმა წარმატებით გამოდიოდა მსოფლი და ევროპის სასტენდო შეჯიბრებებში. ჯეიმს პერდე უმცროსზე არის ეგეთი ლეგენდა. რო ყველაზე ძვირფას და იშვიათ დამკვეთს თოფს თავად უწყობდა უკანასკნელ ბოლტამდეო , მაგრამ ერთ რუსულ სტატიაში წერია ამასთან დაკავშირებით- “პერდეს წარმატება არა მისმა გამოგომებებმა არამედ იდიალურად ჯგუფურად და ერთსულად მუშაობამ განაპირონა, ისინი საჭირო დროს საჭირო ადგილზე საჭირო ნიჭითა და გამოგონებებით იყვნენ რამაც მათი ლიდერობა განაპირობა”.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!