ბრაზილიური იარაღის წარმოების ერთ-ერთი ცნობილი ფირმაა Boito. ფირმა 1921 წელს ჟაო ბოიტომ დააფუძნა. 1955 წლიდან საწარმო შედის კონცერნში E.R. Amantino.
გარდა ბრაზილიისათვის ტრადიციული ერთლულიანებისა, ფირმა ამზადებს ჰორიზონტალურ ორლულიანს Boito_ მოდელი A-680, რომელიც ბრაუნინგის ლიცენზირებული კოპიაა. საკეტი ენსონ-დილეი, ყალიბი 12,20,28,32,36; სავაზნე 70მმ, ავტომატური მცველი, კალაპოტი ქრომირებული, ეჟექტორზე ან ექსტრაქტორზე, ანტაბკების(საკიდი სარტყელის კავი) გარეშე.საფირმო ბოქსფლინდია(ვერტიკალური ლულათა წყობა) მოდელი Muira, რომელიც ერთ ან ორ სასხლეტზეა.ვერტიკალურები მხოლოდ 12 ყალიბისა და 70მმ სავაზნით მზადდება. ლულის სიგრძე შეიძლება იყოს 710 ან 660მმ. შემაერთებელი თამასის გარეშე; ლულის შევიწროება სხვადასხვაა.
ერთ-ერთი საინტერესო საფირმო პროდუქტია გლუვლულიანი პისტოლეტი B-300.
მახასიათებლები:
ლულის სიგრძე: 30სმ.
ყალიბი: 32 და 36.
დანიშნულება: თავდაცვა და სანადირო.
საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს ამერიკულ ბაზარზე.
იარაღის მცოდნე ექსპერტთა მოსაზრებაზე დაყრდნობით ფასისა და ხარისხის შედარებითი დახასიათება
1) ბრაზილიური იარაღი განკუთვნილია არამარტო ლათინური, არამედ ამერიკული ბაზრისათვის. ამერიკა კი განებივრებულია მაღალი ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის სანადირო პროდუქციით. 2) ბრაზილიური იარაღი პოზიციებს ინარჩუნებს ევროპული ხარისხით და ფასის სიდაბლით. 3) ხარისხიანი პროდუქციის წარმოების საფუძველი სამხედრო დანიშნულების იარაღისა და ტექნიკის წარმოების დიდხნიან ისტორიაში უნდა ვეძებოთ.მაგალითად: ბრაზილიის წარმოებულ საწვრთნელ თვითმფრინავებს ხარბად ყიდულობს ინგლისი და ევროპის სხვა ქვეყნები; ბრაზილიური ჯავშანმანქანები საუკეთესოდ ითვლება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. რამდენიმე ბრაზილიური საწარმო(სამხედრო-პოლიციური პროდუქციის წარმოებაში) ცნობილია მთელ მსოფლიოში. 4) სანადირო იარაღის მწარმოებელი ბრაზილიური ფირმები ბაზრის სეგნემტში დამკვიდრებისას, ბუნებრივია, წააწყდნენ ისეთ ბარიერს, როგორიცაა ევროპისა და ამერიკის იარაღის მწარმოებელი ფირმები… ბოლო პერიოდში ლათინოამერიკული საწარმოები წარმატებით იპყრობენ აზიისა და აფრიკის ბაზარს. ამ რეგიონის მომხმარებელი უმეტესად სანადირო იარაღში რესურსსა და მექანიზმების სიმარტივეს ეძებს, რაც შესაბამის ბრაზილიურ იარაღს არ აკლია. 5) ბრაზილიური თოფები არის ცნობილი ბრენდების ასლები რომლებიჩ კარგად გაიცნო და მიიღო მომხმარებელმა. შესაბამისად დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობა ბრენდის ასლზე აჩერებს არჩევანს ფასიდან გამომდინარე.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!