ამ ღირსებათა ერთობლიობაში ყველაზე მეტად თოფის ფასზე ზეგავლენას მხატვრული ღირსებები ახდენენ . ტექნიკური პროგრესის საუკუნეში , როგორადაც მეოცე საუკუნე აღიქმება , ბევრი საგანი , რომელიც ტექნიკურ პროგრესის შედევრებს შეიცავს , ძალზე იაფ საგნად იქცა იმის გამო , რომ მის დამზადებაში ადამიანის შრომის მინიმალური რაოდენობაა ჩადებული . მაგალითად საათს , რომლის გამოც ერთი საუკუნის წინ კაცს კლავდნენ , ეხლა ერთი კილო ხორცის ღირებულებაც არ აქვს . სანადირო თოფის ღირსებათა განხორციელებაში - მხატვრული , ყველაზე მეტ ხელით შრომას მოითხოვს . სოციალურ აფეთქებათა მთელმა ჯაჭვმა , რომელსაც მე-19 და მე-20 საუკუნეები მოიცვა , ის მოიტანა , რომ ყველაზე ძვირათღირებული ,ესაა შემოქმედებით შრომასთან შერწყმული ხელით შრომა . ამჟამად სანადირო იარაღის ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა : ყველაზე მაღალი მხატვრული , ტექნიკური და ბალისტიკური მონაცემების თოფის ფასი 100 000 დოლარს აღწევს , ხოლო დაბლისა 150 დოლარია . როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან მაღალი კლასის თოფი , დაბალი კლასის თოფისგან ??? დავიწყოთ იმ ღირსებებით , რომელთა შეფასება ვიზუალურად შეიძლება .
მხატვრული და ტექნიკური ღირსებების დადგენა :
მხატვრული და ტექნიკური ღირსებების დადგენამდე უნდა გავიხსენოთ , რომ სანადირო თოფების კლასიფიკაციის სხვადასხვა პრინციპები არსებობს . სანადირო თოფებს ერთმანეთისგან განასხვავებენ :
1 . ლულების კალაპოტთან შეერთების ხასიათით : არის თოფები , რომელთა კალაპოტი და ლულები ერთმანეთს შორდება , არის თოფები რომლებიც არ იშლება . 2. ლულების შიდა ზედაპირით : გლუვლულიანი და კუთხვლულიანი. 3. ლულების რაოდენობით : ცალლულიანი , ორლულიანი , სამლულიანი და ოთხლულიანი . 4. დამცემი მექანიზმის განლაგებით : ჩახმახიანი და უჩახმახო . 5. ლულაში ვაზნის მოთავსების მექანიზმით : ხელით დასატენი , ავტომატური , ნახევრადავტომატური და ე.წ. პომპიანი - მოძრავი ტიბჯირის საშუალებით .
თოფის შეძენისას მონადირემ უნდა გაარკვიოს თუ რა მოთხოვნილებებს უყენებს თოფს , რა მიზნებისათვის უნდა იგი . აქ რამდენიმე ვარიანტია მოსალოდნელი . მონადირეს თოფი უნდა : რიგითი ნადირობებისათვის , ნებისმიერი ამინდში სატარებლად ; აქვს უბრალო იაფფასიანი და უნდა ქონდეს მეორე . უფრო უკეთესი , რომლითაც ხანდახან წავა სანადიროთ ; ძვირფასი , მაღალი კლასისა , რათა დაიკმაყოფილოს ესთეტიკური მოთხოვნილებები , ახლობლის , მეგობრის ანდა საპატივცემულო პირის დასასაჩუქრებლად , უნდა როგორც ნივთი მატერიალური ქონების დასაგროვებლად , თუ შესანახად . ამ მიზნების უკეთ დასაკმაყოფილებლად გასათვალისწინებელია ის , რომ სანადირო თოფები მხატვრული და ტექნიკური ღირსებათა დონის მიხედვით არიან: 1.სტანდარტული 2. ცალობითი 3.ლუქსი 4.ექსტრა ლუქსი, ფაქტობრივად ანტიკვარული.
სტანდარტულ თოფებს განეკუთვნება ის თოფები , რომელთა ყველა ნაწილი მანქანური წესითაა დამზადებული და ხელით შრომა მინიმუმამდეა დაყვანილი . ხელით , მხოლოდ აწყობა - მორგება ხდება . მექანიზმი ენსონ - დილეის სისტემისაა . მხატვრული გაფორმება ამ თოფებს არ გააჩნიათ , თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კლაკნილ ხაზს , წრეხაზს ან წნევის ქვეშ ამოტვიფრულ ცხოველების გამოსახულებას. ნაწილები უხეშადაა მორგებული . ტყვისსა და საფანტის მიტანა მათ შეიძლება ჰქონდეთ ძალიან კარგი , კარგი , საშუალო და ცუდი . ეს შემთხვევაზეა დამოკიდებული , თუ როგორი ეგზემპლიარი მოგხვდებათ ხელში . ასეთი თოფების ექსპლუატაციის ხანგძლივობა მცირეა . ისი 5-10 წლის ხმარების შემდეგ მოირყევიან ხოლმე . აქედან გამომდინარე , ეს თოფები ყველაზე იაფი ღირს.
ცალობითი თოფი შედარებით მეტი ხელით შრომითაა შექმნილი . აქვს კაკლის კონდახი და უკეთესი მხატვრული გაფორმება . ისინი ენსონ - დილეის სისტემისაა , არასრული საკეტებით , ან სრული საკეტების იმიტაციით. ცალობითი თოფების ფასები მინიმუმ 2-ჯერ აღემატებოდა სტანდარტულებისას.
ლუქსი კლასის მქონე თოფები შეიაძლება იყოს ენსონ - დილეის ანუ არასრული საკეტებით , სრული საკეტების იმიტაციის , ან სრული საკეტებით , ჰოლანდ - ჰოლანდის სისტემის ან სხვა . მხატვრული გაფორმება ამ თოფებისა მაღალ დონეზეა . გრავირება შეიძლება იყოს ინგლისური ტიპისა და ნადირობის სცენებით . ინგლისური ტიპის გრავირება წარმოადგენს არაბესკების ჯგუფს , კლაკნილ ხაზებს ან ყვავილების თაიგულის გამოსახულებას .
გრავირება ნადირობის სცენებით შეიძლება იყოს განხორციელებული მეტალზე გაკაწვრით ან მასზე რელიეფური გამოსახულებების მოთავსებით . ეს უკანასკნელი უფრო შრომატევადია და მეტად ფასდება .
კაკლის ხის კონდახი შეიძლება იყოს მოჩუქურთმებული . სოლიდური ფირმები , ისეთები , როგორებიცაა ჰოლანდ-ჰოლანდი , ჯეიმს პერდე , ლებო , ხის მხატვრულ გაფორმებას გაურბიან . ამ თოფებს ხშირად აქვთ ყუთი , რომლებშიც თოფის ლულების და კონდახის გარდა მოთავსებულია დასაზეთი და გასაწმენდი საგნები , შომპოლი , ვაზნა კაპსულის გარეშე - ჩახმახის დასაცემინებლად .
ლუქსი კლასის თოფის ლულები საგულდაგულოდ აირჩევა და მოწმდება . მათი მიტანა საუკეთესოა და ხშირად დასტურდება სათანადო დოკუმენტით . საბჭოთა თოფებიდან ლუქსს განეკუთვნებოდნენ : TC – 1 , TC -2 , МЦ – 9 , МЦ – 11, МЦ – 109 , МЦ – 111 . უცხოური თოფებიდან ლუქსს განეკუთვნებიან რევოლუციამდე შემოტანილი ინგლისური , ბელგიური და ფრანგული თოფების დიდი ნაწილი , გერმანული თოფების მცირე ნაწილი მაგალითად : მერკელის 303 E მოდელი , ზიმსონის მოდელი "მონტეკარლო” , ზაურის 29 C მოდელი.
ექსტრალუქსი თოფები ფაქტიურად საკოლექციო ნივთებია . მათი მხატვრული გაფორმება ვირტუოზულია . მათში შეიძლება გამოყენებული იქნეს ოქრო , ვერცხლი, სადაფი , სპილოს ძვალი და ძვირფასი ქვები . დამცემ - სასხლეტი მექანიზმი კოროზიისაგან დაცვის მიზნით მოოქროვილია . თოფი დევს უნიკალურ სქელი , ნატურალური ტყავისაგან დამზადებულ ყუთში . მათ წინა კლასების თოფებისაგან განსხვავებით ერთი მნიშვნელოვანი ნიშანიც განასხვავებს : ისინი საყოველთაო აღიარებული ფირმების ნახელავებია . ეს თოფები უმეტეს შემთხვევაში მატერიალური დოვლათის დაგროვების , მიღებისა თუ გადაცემის , ანგარიშსწორების საშუალებებია . ბევრმა მათგამნმა შეიძლება ათეული წლების განმავლობაში ისე გამოიცვალოს რამდენიმე პატრონი , რომ არცერთმა მათგანმა იგი ერთხელაც არ გაისროლოს .
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!