არც ისე დიდიხანია თბილისის მაღაზიებში გახდა შესაძლებელია ნამდვილად ხელმისაწვდომი უცხოური წარმოების შაშხანების შეძენა. რა თქმა უნდა ეს ხელმისაწვდომობა გარკვეულ წილად პირობითია მაგრამ თვქენ თვითონაც დაფიქრდით: ახალი, აშშ-ში წარმოების შაშხანა გათვლილი პოპულარულ კალიბრებზე (.223Rem, 30-06, .308Win, 300Win. Mag) თავისი ოპტიკური სამიზნით დაგიჯდებათ იმედნი რამდენსაც ითხოვენ მეორად "სკს”-ში ან მესამედი იმ ფასის რომელსაც ითხოვენ მაგალითად დრაგუნოვის ნახევრად-ავტომატურ შაშხანაში. ასევე მათი ფასი არ აღემატება გადაკეთებული მოსინის სისტემის იარაღების ფასს. ამასთანავე ამერიკული შაშხანა იქნება უფრო ზუსტი (ჩემი აზრით შაშხანის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება), ხოლო ნადირობისთვის ან ზუსტი სროლისთვის ვაზნების არჩევანი გაცილებით უფრო დიდიც არის. ხელმისაწვდომია უფრო იაფი ვაზნები, რომლებიც გამოდგება პრაქტიკისთვის. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის .308 კალიბრის ვაზნა დამზადებული MKE-ს (თურქეთი) მიერ ღირს 2.5 ლარი, დამეთანხმებით ჩვენი რეალიებიდან გამომდინარე არ არის ძვირი. გასაგებია, რომ ასეთი ტიპის იარაღიდან ბერვს არ ისვრიან, მაგრამ ჩემი აზრით როდესაც .308 კალიბრის ვაზნა ღირს 50 თეთრით უფრო მეტი ვიდრე 9მმ-ნი პისტოლეტის ვაზნა, ეს რის დიდი შეღავათი. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი სხვა ნახსენებ კლაიბრებზე, რომელთა ასორტიმენტი გაცილებით მწირია და ფასიც აღწევს 5-7 ლარს. ეს ჩემი აზრით არ უნდა იყოს პრობლემა, იმიტომ, რომ ძველი და გამოცდილი .308 ჩვენ პირობებში დააკმაყოფილებს შაშხანის მფლობელის ყველა მოთხოვნას. რა თქმა უნდა საოცრებები ჩვენ დროს და მითუმეტეს ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. შესაბამისად არც ეს ხელმისაწვდომი შაშხანები არ არიან გარკვეული ნაკლოვანებების გარეშე. მათი დამზადების ხარისხი უკეთეს შემთხვევაში მისაღებია ხოლო ყველაზე იაფ მოდელებს აქვთ თხელი პროფილის ლულები და ამავე დროს არ აქვთ რკინის (მექანიკური) სამიზნე მოწყობილობები. ჩემი ღრმა რწმენით ტრენდი, რომ შაშხანას არ ჭირდება "რკინები” არის მცდარი! ოპტიკური სამიზნე არის კარგი და სასარგებლო მოწყობილობა მაგრამ ის საკმაოდ ფაქის მოპყრობას ითხოვს და ხანდახან გამოდის ხოლმე მწყობრიდან. მე მეეჭვება რომელიმე ვინც ეხლა ამ სტატიას კითხულობდეს გასვლებზე ატარებდეს თან სარეზერვო სამიზნე მოწყობილობას. ტყვილა არ მოყვება თითქმის ყველა სამხედრო სნაიპერულ სისტემას სარეზერვო მექანიკური სამიზნე ან პატარა კოლიმატორი. თხელი ლულების და "რკინების” არ არსებობის გარდა მათ ასევე აერთიანებთ საკმაოდ დაბალი ხარისხის კონდახები, როგორც უკვე ავღნიშნე საშუალო შესრულება და ინტეგრირებული (დახურული) მჭიდები. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა განპირობებულია ფასის შემცირების მიზნით. ჩრდილო ამერიკის ბაზარზე ასეთი შაშხანების ფასი არ აღემატება 500 დოლარს (ქარხნულად დაყენებული საშუალო ხარისხის ოპტიკური სამიზნით). თბილისის მაღაზიებში მათი ფასი იწყება 1300 ლარიდან (Marlin XL7) და ადის 1800 ლარამდე (Remington 700 SPS), მაგრამ შაშხანები რატომღაც იყიდება ოპტიკის გარეშე. ბუნებრივია ამ იარაღების გამოჩენამ ჩემში ინტერესი გამოიწვია, მაგრამ როდესაც უფრო დეტალურად გავეცანი გასაყიდ მოდელებს ნაწილის შესრულება უბრალოდ არ მომეწონა და ასევე მივხდი, რომ დაბალ ფასიანი შაშხანის შეძენა მოითხოვდა გაცილებით მეტ ინვესტიციას. შაშხანას არ მოყვება არაფერი, ქამრის გასაყრელებიც კი. ეს ყველაფერი საყიდელი იქნება. შაშხანის ფასს ასევე დაემატებოდა ავტომატურად ოპტიკური სამიზნის ფასი, რომელიც პრაქტიკულად შაშხანის ფასს უტოლდებოდა თუ ამ მოწყობილობის შეძენა მოგიწევდათ თბილისის მაღაზიებში. ოპტიკური სამიზნეების ასორტიმენტი თბილისში გაცილებით უფრო მწირია ვიდრე იარაღის. რა თქმა უნდა შესაძლებელია ოპტიკის ჩამოტანა საზღვარგარეთიდან მაგრამ ამას დრო უნდა, ხოლო იდეა სახლში მქონოდა იარაღი სამიზნე მოწყობილობების გარეშე მე არ მხიბლავდა. რა თქმა უნდა იყიდება მოდელები რკინის სამიზნეებითაც მაგრამ ეს არის სუფთა სანადირო იარაღები, რომლებიც ჩემში არანაირ ინტერესს არ იწვევდნენ. მე ვეძებდიი რამეს, რაც გამოდგებოდა მსუბუქი, კომპაქტური ტაქტიკური სნაიპერული შაშხანის ბაზად. ძიების პროცესში ერთმა მოდელმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ეს იყო ჩრდილო ამერიკული კომპანიის Savage Arms-ის მიერ წარმოებული შაშხანა მოდელი 11 "Hog Hunter” (ტახებზე მონადირე ან "ღორ ხანტერი”, როგორც მას ჩვენთან შეარქვეს). იარაღს კი ქონდა "სანადირო” სახელი მაგრამ სურათებიდან სულ სხვა რამეს ვხედვადი. შაშხანას აქვს მომმწვანო ფერის სინთეტუკური კონდახი, მოკლე სქელ-კედლიანი ლულა (სიგრძე 51სმ, რომელსაც "სევიჯი” ეძახის საშუალო კონტურიანს), ამავე კომპანიის საფირმო სასხლეტი Accu-trigger (რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ამაზე ცოტა მოგვიანებით). ლულა არის ხრახნილით (თუ დააპირებთ ამ იარაღისთვის კომპენსატორის/ლულის მუხრუჭის შეკვეთას გაითვალისწინეთ, რომ ხრახნილის კვეთა არის 5/8×24), საკეტის სახელური არის დიდი და მოსახერხებელი, როგორც ტაქტიკურ შაშხანებში და რაც მთავარია იარაღზე აყენია კომპაქტური "ექსპრეს” ტიპის სამიზნე მოწყობილობები! და ეს ყველაფერი ღირს სულ რაღაც 1670 ლარი. იაფფასიანი შაშხანების სეგმენტისგან მას ერგო საკამოდ იაფი მე ვიტყოდი პრიმიტიული კონდახი და ასევე დახურული ტიპის მჭიდი, რომელიც იტევს ოთხ .308 Win კალიბრის ვაზნას. ტექნიკური აღწერილობა, რომ გავაგრძელოთ, შაშხანის წონა არის 3.3 კგ, სრული სიგრძე 103 სმ, ლულის ხრახნების ბიჯი -10. მოდელი 11 გულისხმობს ე.წ. მოკლე საკეტს და გამოდის კალიბრებში .223 და .308, მოდელი 111 არის გრძელი საკეტით და ხელმისაწვდომია კალიბრში .338 Winchester Magnum. "ჰოგ ხანტერი” ეგრევე გახდა ჩემი ფავორიტი, ამიტომაც როდესაც მეორად ბაზარზე გამოჩნდა შესაბამისი შემოთავაზება მე ის ეგრევე შევიძინე. "ჰოგ ჰანტერმა” გადამიწყვიტა დილემა, რომელიც ამდენი ხანია მე მაიძულებდა თავი შემეკავებინა შაშხანის შეძენისაგან. ჩემ განკარგულებაშია სქელკედლიანი მოკლე ლულა, სინთეტიკური კონდახი და ამავე დროს "რკინის” სამიზნე მოწყობილობებიც. ოპტიკის ყიდვა მოგვიანებით შეიძლება და მანამდე რკინებითაც შესაძლებელია სროლა.
ადვილად ხილვადი "ექსპრეს” ტიპის სამიზნე მოწყობილობები განკუთვნილია სწრაფი და არა ზუსტი სროლისთვის. ჩვენ შემთხვევაში ისინი შესრულებულია მთლიანად ფოლადისგან, უკანა სამიზნე მოწყობილობა სრულად რეგულირებადია. იდეალური დამხმარე სარეზერვო სამიზნე მოწყობილობა, რომეელიც მუდმივად მზად არის გამოყენებისთვის. იარაღი ქარხნულად იყო მისროლილი.
ლულაზე ხრახნილის ყოფნა აიხსნება იმით, რომ ეს იარაღი შექმნილია სპეციალურად გარეულ ღორებზე სანადიროდ, რომლებიც ბევრ აშშ-ს შტატში განიხილება როგორც მავნე ცხოველი. შესაბამისად იქ სადაც კანონი ამას უშვებს შესაძლებელია მაყუჩის გამოყენება იმისთვის, რომ მავნებლებზე სროლისას არ შეწუხდნენ მეზობელი ფერმერები. გარდა ამისა ასეთ ლულაზე ყოველგვარი ხელოსნის ჩარეევის გარეშე შეასძლებელია კომპენსატორის/ლულის მუხრუჭის დაყენება. "სევიჯის” წარმოებული იარაღი პრაქტიკულად უცნობია საქართველოში. კომპანია ატარებს თავისი შემქმნელის არტურ სევიჯის სახელს. ჩრდილო ამერიკაში ის პირველ რიგში ცნობილია თავისის კონსტრუქციის ძალიან პოპულარული 99-ე მოდელის შაშხანით, რომელიც წარმოებაში იყო არც მეტი არც ნაკლები 105 წელი. ეს იყო ბერკეტიანი შაშხანა, რომელიც იყენებდა დამრტყმელს, ჩახმახის ნაცვლად. გარდა ამისა არტურ სავაჯს ეკუთვნის პირველი მოსახსნელი "სექტორული” მჭიდის კონსტრუქციის ავტორობა, რომელიც გახდა შემდგომ სტანდარტული, სამხედრო ცეცხლსასროლ იარაღში და ასევე მან გამოიგონა რადიალური საბურავების კონსტრუქცია. არტურ სავაჯმა სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით, მძიმე ავადმყოფობის გამო, 1938 წელს. კომპანია მისი სახელით დღემდე არსებობს და ცნობილია, როგორც იაფი და კარგი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი.
Savage Arms Company-ის მოდელი 99 იყო პირველი მასობრივად წარმოებული შაშხანა დამრტყმელით ნაცვლად დამალული ჩახმახისა. სიმართლე გითხრათ, მე ყოველთვის ვთვლიდი რომ რემინგტონის მოდელი 700 იყო პირველი იაფი, ტექნოლოგიური, მასობრივი წარმოების შაშხანა. მაგრამ მე ვცდებოდი. სანამ რემინგტონის ხალხი დაიწყებდა ხელმისაწვდომი შაშხანის წარმოებას, მას 4 წლით დაასწრო სევიჯმა და გამოუშვა მათი აზრით ყველასთვის ხელმისაწვდომი, ‘სახალხო” შაშხანა, მოდელი 110 (რომლის კონსტრუქციაზე დაფუძნებულია მათ შორის მოდელი 11-იც, რომელიც ეხლა წარმოებაშია). დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ამბობენ რომ ინდექსი 110 მიენიჭა მას საცალო ფასის გამო, 1958 წელს მისი ფასი შეადგენდა 110 აშშ-ის დოლარს. კონსტრუქციის ავტორი იყო ნიკოლას ბრიუერი, რომელმაც მიზნად დაისახა შეექმნას იაფი და ზუსტი იარაღი, რომელიც გაუწევდა კონკურენციას ვინჩესტერ 70-ს, შაშხანას, რომელიც ჩრდილო ამერიკაში დამსახურებლად სარგებლობდა ძალიან კარგი რეპუტაციით. 110-ე მოდელის კონსტრუქცია გამოვიდა მარტივი გამძლე და მისი წარმოება ძალიან იაფი ჯდებოდა. ამის გარდა მოდელი 110 იყო პირველი სერიული იარაღი, რომელიც მათ შორის გამოდიოდა ცაციებისთვის. ანუ საკეტის სახელური ქონდა მარცხნივ და მასრების ექსტრაქცია ასევე მარცხნიდან ხდებოდა. Savage Arms Company ასევე იყო პრაქტიკულად პირველი ვინც შესთავაზა მყიდველს ცალკე ლულის კოლოფები საკეტით და ცალკე ლულები. ცალკე უნდა ავღნიშნო რომ კოლოფში ლულის დამაგრების მეთოდის და ადვილად ცვლადი საკეთის თავის გამო შაშხანის სხვა და სხვა კალიბრებზე გადაკეთება არის შედარებით ადვილი. თავისი დროისთვის 110-ე მოდელი იყო საკმაოდ ინოვაციური და ტექნოლოგიურად დახვეწილი. 1998 წელს, როდესაც კომპანია "სევიჯს” გაკოტრება ემუქრებოდა, წარმოება რადიკალურად შემცირდა და სწორედ 110-11 მოდელის შაშხანებმა გამოიყვანეს კომპანია კრიზისიდან.
ცაციებისთვის ასევე მოსახერხებელი იყო მცველის განლაგება, ლულის კოლოფის კუდში, ზევიდან. მოგვიანებით მცველი განალაგეს იგივე ადგილას რუგერის და ბრაუნინგის (X-bolt) შაშხანბეშიც. მოდელ 11-ში მცველი სამ პოზიციანია. 1)მცველი და საკეტი ჩაკეტილია. 2) მცველი ჩაკეტილია მაგრამ საკეტის მოძრაობა შესაძლებელია (განმუხტვისთვის) 3) მცველი გამორთულია, იარაღი მზად არის სროლისთვის. გამოდის, რომ ჩვენთვის თითქოს უსახელო შაშხანის და კომპანიის უკან დგას საკმაოდ მდიდარი და საინტერესო ისტორია. მოდელი 11 შედის ჩრდილო ამერიკული შაშხანების დიდ სამეულში, რომელიც შედიან სევიჯის გარდა, რემინგტონ 700 და ვინჩესტერ 70. ორი უკანასკნელი უფრო პოპულარული არის ამერიკაში და ამას თავისი მიზეზები აქვს. აქ უკვე გადავდივართ "სევიჯის” სუსტ მხარეებზე, იმიტომ, რომ მათი წყალობით მე-11 მოდელი უთმობს თავის პოზიციებს ორ ძლიერ კონკურენტს. საქმე იმაშია, რომ როგორც წესი ასეთი ტიპის შაშხანას, ე.წ. "ბოლტებს” შემთხვევითი ხალხი არ ყიდულობს. ეს არ არის გლუვლულიანი თოფი, რომელიც შეიძლება ყველა ფერმერის და გლეხის სახლში ეგდოს, ეს არ არის რევოლვერი, რომელსაც ადამიანი იყიდის რომ საკუთარი თავი დაარწმუნოს იმაში, რომ ის დაცულია ბოროტი ადამიანებისგან და კარადის თავზე შემოდებს ხოლმე. შაშხანას მეტ წილად ყავს ბევრად უფრო გამოცდილი, დახვეწილი კლიენტურა, თავისი სპეციფიური მოთხოვნებით. ამ პუბლიკას კიდე არ მოეწონა ის ფაქტი, რომ მაგალითად "სევეჯის” საკეტის გასახსნელად საკეტის მოძრაობის ბოლო მომენტებში საჭიროა ზედმეტი ძალის დატანება, რომ საკეტი ბოლომდე გაიხსნას. ასევე მათ არ მოეწონათ ამ მოდელის სასხლეტი, დეტალი, რომელიც არის ზუსტი შაშხანის გული. მიზეზი ამისა არის ბრიუერის კონსტრუქციის სასხლეტი მექანიზმი. წარმოების გაიაფების მიზნით მისი კონსტრუქცია ისეთია, რომ "შეპტალო” სასხლეტთან მიმართებაში განლაგებულია ოდნავ წინ ვიდრე სხვა შაშხანებში და ეს იწვევს სასხლეტის დამძიმებას და სვლა ხდება უფრო არათანაბარი. ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ვინჩესტერის და რემინგტონის შაშხანები უკეთესად იყიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 110-ე მოდელი ამ სამიდან ყველაზე იაფი იყო.
ესთეტიური თვალსაზრისით ლულის კოლოფში დამაგრების მეთოდი მასზე წამოცმული ქანჩით, ასევე არ გამოიყურება კარგად. მაგრამ სწორედ ამის წყალობით სევიჯის შაშხანებს აქვთ კარგი თანდაყოლილი სიზუსტე. ესთეტიკა იყო და არის 110-11 მოდელის შაშხანების სუსტი მხარე და კარგი გაყიდვების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი. სიზუსტეს რაც შეეხება,იმ დროს, როდესაც მოდელი 110 გამოვიდა, ეტალონური სიზუსტე 1 MOA 100 მეტრზე მიიღწეოდა მხოლოდ კომპეტენტური იარაღების ოსტატის ჩარევის შემდეგ. ქარხნული "110″ უფრო ხშირად ამ რეზულტატს აღწევდა პირდაპირ ყუთიდან. ყოველგვარი გადაკეთებების და მოდიფიკაციების გარეშე. ტახებზე მონადირის სიზუსტეს რაც შეეხება, 2012 წლის ჟურნალ Shooting Times-ის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა აღნიშნული იარაღის სიზუსტეზე ტესტირების შედეგები. 100 მეტრზე 5 არჩეული მუხტიდან, ოთხმა აჩვენა შედეგი, რომელიც 1 MOA-ზე ნაკლები იყო. საუკეთესო მუხტი იყო Black Hills Match 175 გრანიაი ტყვიით, რომელმაც აჩვენა საშუალო სიზუსტე 0.78 MOA! სიტუაცია სასხლეტებთან 2003 წელს რადიკალურად გაუმჯობესდა, როდესაც კომპანიამ შესთავაზა კლიენტებს მათი აზრით უპირატესი კონსტრუქციის სასხლეტი მექანიმზი სახელით Accu-trigger. ის არის რეგულირებადი (0.68 to 2.7 კგ-მდე), რეგულირება შეუძლია იარაღის პატრონსაც. კონსტრუქცია გამორიცხავს ისეთ დონემდე სასხლეტის შემსუბუქებას, რომ შესაძლებელი ხდება იარაღის გასროლა დავარდნისას. ამავე დროს ის არის მოკლე და ერთგვაროვანი სვლით. ორი ნაწილისგან შემდგარი სასხლეტი დამატებით იცავს, სასხლეტს უნებლიე დაჭერისგან (როგროც გლოკის პისტოლეტების სასხლეტის კონსტრუქცია). ზოგადად შეიძლება ჩაითვალოსს, რომ სევეჯის Accu-trigger არის საუკეთესო ქარხნული რეგულირებადი სასხლეტი, იმიტომ რომ ის ერთის მხრიც დაცულია სულელებისგან და მეორეს მხრივ დაცულია ჭკვიანურად და არა უბრალოდ მისი დამძიმებით, რასაც ხშირად მიმართავენ მწარმოებლები, რომ დაიცვან საკუთარი თავი სულელების სარჩელებისგან, რომლბსაც იარაღი "შემთხვევით” უვარდებათ მას მერე რაც ისინი ცდილობენ სასხლეტები გააუმჯობესონ.ყველა იარაღს, რომელიც აღჭურვილია ასეთი სასხლეტით მოყვება ინსტრუქცია და ინსტრუმენტი, რომელიც მოგცემთ საშუალებას თავად დაარეგულიროთ სასხლეტი. Hog Hunter-ზე Accu-trigger სტანდარტულად ყენდება, რაც ძალიან კარგია.
Savage 11 Hog Hunter ავტორის მიერ კონდახის კამუფლირების შემდეგ. ასევე შაშხანაზე "დროებითად” დაყენდა მარტივი იაპონური 4X ოპტიკური სამიზნე. ოპტიკა დაყენებულია ალუმინის UTG-ის "რგოლებით”, უივერის სამაგრებზე (Weaver 46 Detach Top Mount), რომლებსაც შუაში აქვთ ღარი, რის გამოც ოპტიკის მოხსნის შემდეგ უპრობლემოდ შესაძლებელია "რკინის” სამიზნე მოწყობილობების გამოყენება. შესაძლებელია ისეთი "რგოლების” შერჩევა, რომლებიც იძლევიან საშუალებას ერთდროულად გამოიყენოთ ოპტიკაც და რკინებიც. რა შეიძლება ითქვას დამატებით ამ იარაღზე? შაშხანა კარგად გამოიყურება, ჩემი აზრით გაცილებით უფრო უკეთესად არის შესრულებული ვიდრე იაფი "მარლინები” და "რემები”. ვაზნების მიწოდება კონტროლირებადი არ არის, და ეს კარგია თუ გავითვალისწინებთ დახურულ მჭიდს. მჭიდის დაცლის შემდეგ შესაძლებელია მომდევნო ვაზნის ჩაგდება და ზედვე საკეტის დახურვა. კონდახი ადეკვატური სიგრძის არის და აქვს ძალიან რბილი ქუსლი. დაფარვა არის მუქი, შავი არ ირეკლვას შუქს. საკეტი მუშაობს რბილად, არაფერს არ ედება. ვაზნების მიწოდება ასეთივე უპრობლემოა. მთლიანოიბაში "ღორ ჰანტერი” დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს. ამით პრინციპში პირველი ნაწილი სრულდება. შაშხანა გამზადებულია ტესტირებისთვის და შედეგებს მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ.
II ნაწილი
ამ სტატიის პირველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ გასაგები ხდება, რომ "ღორ ხანტერმა” საკმოდ დადებითი შთაბეჭდილებები დატოვა და შესაბამისად მაღალი შეფასებები დაიმსახურა. მას მერე გარკვეული პერიოდი გავიდა და შაშხანაზე დაყენდა ახალი ოპტიკური სამიზნე და სადგარი. პირველს რაც შეეხება ეს არის Nikon Prostaff 4-12X40. ბიუჯეტური ოპტიკების კატეგორიაში ნიკონის ეს მოდელები გამორჩეულად დგანან და სარგებლობენ მუშა და გამძლე ოპტიკური სამიზნეების რეპუტაციით. ბადე არჩეულ იქნა "ნიკოპლექსი”, რომელიც პრაქტიკულად იგივეა რაც დუპლექსი, რომელიც მრავალ სხვა ოპტიკურ სამიზნეში გამოიყენება. არჩევანის მიზეზი არის მარტივი, ამ სერიის ოპტიკურ სამიზნეებზე არსებობს მხოლოდ ორი ბადე, ნიკოპლექსი და ე.წ. BDC ბადე. უკანასკნელი ჩემი აზრით არის სუფთა სანადირო დანიშნულების და გარდა ამისა ჯვარი არის საკმაოდ განიერი რის გამოც ზუსტი სროლა ხდება პრობლემატური.
ოპტიკა Nikon 4-12X40 Prostaff, რგოლები 25მმ-ნი დაბალპროფილიანი Weaver Tactical. ოპტიკის სიგრძის გამო მოსახსნელი გახდა უკანა სამიზნე მოწყობილობა. მოხსნის წინ დანიშნეთ მისი მდგომარეობა ხოლო მის დასაბრუნებლად საკმარისია 20 წამი და ერთი ხრახნის დაჭერა არის მხოლოდ საჭირო. სადგარი ბიუჯეტური "Champion” (30 USD). ბადის სისქის გამო იგივე პრობლემას წავაწყდი, როდესაც თავდაპირველად "სევიჯზე” დავაყენე 4ჯერადი ბიუჯეტური იაპონური ოპტიკური სამიზნე. ასეთი გადიდებით და ბადით ზუსტი სროლა 100 მეტრზე იყო პრაქტიკულად შეუძლებელი. უკვე ას მეტრზე ჯვარი ფარავდა იმხელა ფართს სამიზნეზე, რომ სროლა ხორციელდებოდა პრაქტიკულად ვარაუდით. მიუხედავად ამისა (და ასევე ძლიერი ქარისა), სევიჯი სტაბილურად ისროდა 3, 3.5 სმ-ან ჯგუფებს. საუკეთესო ჯგუფები იყო 2.8 სმ. ჩემი აზრით ეს აბსოლუტურად მისაღები შედეგებია ხელმისაწვდომი ბიუჯეტური შაშხანისთვის, 51 სმ-ნი ლულით და სუსტი ოპტიკით. გარდა ამისა ლულის ტვისტი (10) უფრო უკეთესად მუშაობს მძიმე ტყვიებთან ხოლო ყველაფერი რაც ჩვენ ვისროლეთ იყო 168 გრანიანი ტყვიით.
ეს ჯგუფი ნასროლია, შაშხანის მისროლისას ას მეტრზე, "შირსტოუნის” ოთხჯერადი ოპტიკით. ასეთ მცირე მანძილზეც სქელი ჯვარი პრაქტიკულად მთლიანად ფარავდა ფერად კვადრატს და სროლა ხორციელდებოდა ვარაუდით. იარაღის მისროლისას და ოპტიკური სამიზნის ძიებისას მე გამახსენდა, რომ იგივე პრობლეემებს ადრეც წავაწყდი და უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის არ იქნება ურიგო საკუთარი ადრინდელი ნაშრომები გადამეკითხა. პირველ რიგში ამ სტატიებში შეცდომების გამოსასწორებლად და მერე იმისთვის, რომ რაღაცეები საკუთარ თავს შევახსენო. აი რას ვწერდი მე 2008 წელში, როდესაც ჩემი პირველი ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი შაშხანა (CZ 550 Varmint Laminated) ვიყიდე: ეხლა დაუბრუნდეთ სტაბილურიბას. ცნობილი რუსული ფორუმის ცნობილი მონაწილის სიტყვების პერეფრაზირება, რომ გავაკეთო გამოვა შემდეგი: "მე არ მტოვებდა აზრები სტაბილურობაზე, რომელიც არ იყო”. ცხადია, რომ იმისთვის რომ მიიღო საუკეთესო შედეგი უნდა გამორიცხო, რაც შეიძლება მეტი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს სიზუსტეზე. ცხადია საქართველოში ეს შეუძლებელია. ანუ ძირითადი მიზეზი ამ "რომანის” დასრულების არის ზუსტად ეს მიზეზი პირველ რიგში. არ არის სროლის კარგი პირობები. რა არის ეხლა სროლის კარგი პირობები? მზიანი დღე, ქარის არ არსებობა და მიწაში "ჩაბეტონებული” მაგიდა ზედ დაყენებული "სტანოკით”. როგორც ყველა დასაქმებული ადამიანი მე შეზღუდული ვიყავი კვირაში ორი დღით. გასული ქალაგარეთ მე მხვდებოდა ხან ქარი, ხან წვიმა, ხან მენახირეები ძროხებთან, ხან ძროხები მენახირეების გარეშე. არანაირი სტაბილურობა. ასევე პრობლემაა უსაფრთხოება, პერმანენტული ნერვიულობა ამ საკითხზე არ უწყობს ხელს მშვიდ ხასაითს რაც ასევე აუცილებელია ზუსტი სროლისას. ანუ მე როგორც გამომივიდა, ნეგატური ფაქტორები უფრო მეტია ვიდრე დადებითი. ასევე ძირითადი პრობლემაა იარაღის სამაგრი. 100 ლარიანი ჩინური ნაგავი მოირყა თითქმის ეგრევე. 60 დოლარიანი ხარისის სოშკები, თბილისამდე მოტანით ჯდებოდა ორჯერ ძვირი, რატომღაც. მაღაზიები ამჯობინებენ ათმაგ ფასში გაყიდონ ნაგავი, ვიდრე ეცადონ ჩამოიტანონ საშუალო ფასიანი ხარისხიანი ნივთები. სხვა და სხა ექსპერიმენტება სამაგრებთან არანაირი ეფექტი არ გამოიღო. ამ ექსპერიმენტებში კიდევ იხარჯებოდა ძვირი ვაზნები…..
სხვათაშორის მინდა ორი სიტყვა ვთქვა ოპტიკაზე უფრო სწორედ მის არჩევანზე, რომელიც თბილისის მაღაზიებში არსებობს. ათმაგ ფასში, 20 და 30 დოლარიანი "ოპტიკა”, რომელიც გამოდგება მარტო "გეკოს” იარაღზე ან ეირსოფტზე, პოზიციონირდება, როგორც მაღალი კლასის ძვირიანი ოპტიკური სამიზნეები. თან გამყიდველის აზრით რაც უფრო დიდია ზომებში ოპტიკა და რაც უფრო დიდი "ზუმი” აქვს, მით უფრო ძლიერ და დიდი კალიბრის იარაღზე ყენდება. ანუ მოკლედ, რომ ვთქვათ ფულიც რომ გქონდეს ბევრი, თბილიში კარგი ხარსხის საშუალო ფასიან ოპტიკას ვერ იყიდი პრინციპში. (ნიკონი მე იბეიზე ვიყიდე და ზედ კიდე 100 დოლარი წავუმატე). ისევე პრინციპში უბრალოდ ვერ იყიდი უბრალოდ კარგ ოპტიკას. შეუკვეთე, წაუმატე ერთი 100 150 დოლარი, დაელოდე ერთი თვე და იქნებ ვინმემ ჩამოგიტანოს. იგივე ეხება ნებისმიერ აქსესუარს. ყველაფერი ათმაგ ფასში (ხშირად პირდაპირი გაგებით ათმაგ ფასში). მესმის რომ ათმაგ ფასში იყოს კარგი ნივთები მაინც. არა. გამორიცხულია. მეიდ ინ ჩაინა ამ სიტყვის ყველაზე ცუდი მნიშვნელობით. ანუ ვაწყდებით ორ პრობლემას, არ არსებობს სროლის კარგი პირობები/ინფრასტრუქტურა, მიუწვდომელია საჭირო წვრილმანები. ელემენტარული არაა, არაფერს ვიძაზი მანძილმზომებზე და ქარის სიჩქარის გასაზომ აპარატურაზე, ქრონოგრაფზე და ასე შემდეგ. თუ მოინდომე ყვეკლაფერს იყიდი და ჩამოიტან მარამ ეს ჯდება ძალიან დიდი ფული. მიდიხარ აზრამდე რომ გატაცება ამდენ ფულად არ გიღირს და ფიქრობ სხვა რამეებზე. გავიდა უკვე 5 წელი. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წვრილმანების/აქსესუარების ჩამოტანა გაადვილდა, სიტუაცია მეტ წილად არ არის შეცვლილი. და ეს მე ჩემ ტყვაზე კვლავ გამოვცადე, როდესაც გადავყარე 360 ლარი 80 დოლარიან ოპტიკაში. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ღირდა დახარჯვა უფრო ძლიერ და ძვირადღირებულ ოპტიკაზე. ეხლა მე მგონია რომ ვიჩქარე და დიდი შეცდომა დაუშვი. შეკვეთიდან მე-14 დღეს იგივე ფასად მე ჩამომივიდა ბევრად უკეთესი ოპტიკა და ეხლაც ვერ ვხვდები რამ მაყიდინა თბილისში ეს წყეული "შირსტოუნი”???…. რაც იყო იყო. ჩემთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება. ეხლა კი ისევ თემას დაუბრუნდეთ. ბოლო 2 თვე თბილისში რბილად, რომ ვთქვათ ცუდი ამინდებია, ხან წვიმა და ხან ქარი. 2 თვეა მე ვერ შევძელი მესროლა "სევიჯი” მეტ ნაკლებად ნორმალურ პირობებში. სასროლეთი, როგორც არ იყო 5 წლის წინ ისევ არ არის ეხლაც. ოპტიკების არჩევანშიც არანაირი ცვლილება არ არის. მეტ ნაკლებად კარგი ოპტიკა ფანტასტიურად მაღალ ფასებში იყიდება და არჩევანი პრაქტიკულად არ არსებობს. ვაზნებს რაც შეეხება ერთადერთი მეტ ნაკლებად ხელმისაწვდომი კალიბრია .308. კარგი .308 უკვე უმეტესობისთვის ხელმიუწვდომელია. გარდა ამისა სროლაში ოპტიკიანი შაშხანებიდან როგორც არსად სხვაგან დიდი როლი არა და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფინანსებს. ვისაც მეტი ფული აქვს იმას მიყავს აქ პარადი და ეს მე პირადად არ მომწონს. შედარებისთვის, რამდენი ათასი ფულიც არ უნდა გქონდეს ბარათზე უკეთესი მსროლელი პისტოლეტიდან ვერ გახდები. აქ წყვიტავს ყველაფერს ინდივიდუალური ოსტატობა, სადაც მოტივირებული ოსტატი 800 ლარიანი "ზასტავა 99-ით” ყოველთვის უკან ჩამოიტოვებს ფულის ტომარას 3000 დოლარიანი "ხეკლერ&კოხით”. აქ ფული სიზუსტეზე, სისწრაფაეზე და ეფექტურობაზე არანაირად გავლენას არ ახდენს თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ვიწრო სპეციალიზირებულ კლასს პრაქტიკული სროლის დისციპლინებში. თუმცა აქაც ჩვენ გვყავს გამონაკლისები. მაგალიტად ბობ ფოგელი და დეივ სევინი. ასები, რომლებმაც უკან ჩამოიტოვეს ასეთივე ძლიერი მსროლელები, მძიმედ მოდიფიცირებული იარაღებით, რომელთა ფასი 4-5 ათასი დოლარია (იქ სადაც "ხეკლერ&კოხები” 900 დოლარი ღირს). და გააკეთეს ეს პრაქტიკულად ქარხნული "გლოკის” პისტოლეტებით, რომელთა ფასი 550-600 დოლარს არ აღემატება. ასეთი რამე წარმოუდგენელია, პრაქტიკულად ნებისმიერ დისციპლინაში სადაც ისვრიან ოპტიკიანი შაშხანებიდან. აქ ფინანსები პირდაპირ განააპირობებენ შედეგს. მე ვიცნობ არც ისე შეძლებულ მსროლელბს, რომლებიც ძალიან ხანგრძლივ და რთულ გზას გადიან, მაღალი შედეგის მისაღწევად. უბრალო შაშხანებიდან ისინი აწყობენ ზუსტ ინსტრუმენტებს და მათი იარაღი არ გამოიყურება ისე ლამაზად როგოც ძვირადღირებული "საკოები” მაგრამ შედეგებს, რომლებსაც ისინი აღწევენ არის შთამბეჭდავი. მე დიდ პატივს ვცემ ასეთ ხალხს და მესმის, რომ მხოლოდ ნამდვილ ფანატებს (რა თქმა უნდა კარგი გაგებით) შეუძლიათ ამ გზით იარონ. დანარჩენებთან ყველაფერი მარტივია, რამდენიმე ათასი შაშხანაში ძლიერ კალიბრზე, ერთი ორი ათასი ოპტიკაში, ვინმე თითებზე აგიხნსის რა სად და რამდენი დაატრიალო და მიდი ისეირნე, ქაღალდის სამიზნეს დიდი მანძილებზე მოარტყავ. ეს კიდე განაპირობებს იმას რომ ბევრი მოტოვირებული ჭკვიანი მსროლელი ვერ ერთვება ამ საქმეში და ზუსტი სროლის დარგში (თუ ის საერთოდ არსებობს საქართველოში) ქაოსი არის დამკვიდრებული რომელიც მძიმდება უაზრო ტრენდებით. ლულის ე.წ. "აბკატკაზე” უკვე დავწერე (ამან უკვე ეპიდემიის ხასიათი მიიღო), ლულის ხეხვა ყოველი სამნახევარი გასროლის შემდეგ უკვე ნორმაა, მნიშვნელობა არ აქვს ეს არის ძვირადღირებული "ულტრა მაგნუმი” თუ იაფი "მარლინი” .308-ზე. ეხლა მესმის საიდან წამოვიდა მოსაზრება, რომ წმენდით უფრო მეტი ლულა ფუჭდება ვიდრე სროლით. შემდეგ იმ ნაწერებიდან რაც ფორუმებზე დევს რამე რაციონალური აზრის გამოტანა კონკრეტულ ვაზნაზე და იარაღზე შეუძლებელია. ხდება ოპერირება რაღაც ჭკვიანური ტერმინებით და უცხოური სიტყვებით: "ბალისტიკური უპირატესობა ეტყობა 200 მეტრიდან” და ასე შემდეგ. ვინ არის ეს ხალხი? რაზე საუბრობს საერთოდ? …. ის ერთეული მაგარი მსროლელები, რომლებსაც მე ვიცნობ ინტერნეტს არ ეკარებიან ალბათ იგივე მიზეზბის გამო. მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ ყველაფერი დალაგდება. ადრე თუ გვიან. ალბათ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი აიხსნება იმით, რომ შეიძლება მე ბოლომდე არ მესმის რაზე ვსაუბრობ ან უბრალოდ ეს არ არის ჩემი სტიქია. შესაძლებეელია მე ვცდები ჩემ შეფასებებში. არ გამოვრიცხავ. მაგრამ მსროლელის ფაქტორის შემცირება და მნიშვნელოვანი ფინანსური ფაქტორი მე მაფიქრებინებს, რომ ზუსტი სროლით მე სერიოზულად დავკავდები ალბათ როდესაც 50 წელს გადავაღწევ. ეხლა კიდე ის მინიმუმი რაც მე მჭირდება მე ვიცი. საკმარისია ეხლა ნეგატივი და გადავიდეთ პოზიტივზე. პირვლ რიგში კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ "ჰოგ ჰანტერის” და სხვა ბიუჯეტური იარაღის გამოჩენა ბევრს აძლევს საშუალებას, როგორც იქნა მოცილდეს ამ საბჭოთა ჯართს (ესეც კარგი გაგებით) და დაიწყოს სროლა ხარისხიანი, ზუსტი იარაღიდან. ყველა იარაღი ამ კლასიდან კარგი არ არის მაგრამ სევიჯის შაშხანები ნამდვილად ძალიან კარგები არიან, რემინგტონ 700-ის ზოგი მოდელიც საკმაოდ კარგია. ეს შაშხანები შეიძლება იყონ გამაოგნებლად ზუსტები. ასეთი სიზუსტე არც ისე დიდიხნის წინ წარმოუდგენელი იყო იაფ სერიულ იარაღში.
ბიუჯეტური შაშხანის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი: სევიჯ აქსისი. მოსახსნელი მჭიდი, კარგი ხარისხი, ერგონომიულობა და დაბალი ფასი გამოარჩევს ამ იარაღს სხვებისგან. თუ ადამიანი სერიოზულად არის განწყობილი მაშინ დაივიწყეთ ბიუჯეტური შაშხანები და დაიხარჯეთ ტოპ კლასის იარაღზე. დამიჯერეთ იმისთვის რომ ტოპ შედეგი მიიღოთ საშუალი იარაღისგან ძალიან დიდი დრო და ინვესტიციები დაგჭირდებათ. მე ნანახი მაქვს ასეთი შაშხანა. ასევე "სევიჯ ჰოგ ჰანტერი”, რომელშიც ბევრად უფრო მეტი ფული ჩაიდო ვიდრე ეს იარაღი თავიდან ღირდა. შაშხანას ქონდა თავისი საკეტი და თავისსი ქარხნული 51სმ-ნი ლულა. ამ შაშხანიდან მსროლელი სამიზნეს არტყავდა 1200 მეტრზეც და ეს ძალიან არასახარბიელო პირობებში (ძლიერი გვერდითი ქარი). ასე, რომ თუ ძალიან, ძალიან მოინდომე ერთი შეხედვით შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება. აბსოლუტური უმეტესობა მსროლელებისთვის ეს გზა იქნება მეტის მეტად რთული. ასე, რომ ჩემი აზრით ტუნინგზე ფულის ხარჯვას ჯობია თავიდანვე დახარჯოთ ფული მაღალი კლასის შაშხანაზე. მე არ მჯერა იმ აზრის, რომლის მიხედვითაც ახალბედამ წვრილი კალიბრებიდან უნდა დაიწყოს. არც იმას ვიძახი, რომ ეგრევე უნდა იყიდოთ რამე ავ და ცოფიან .300 უეზერბი მაგნუმზე და მიიღოთ ურიცხვი "რესპექტები” და "ლაიქები” ფორუმებზე, მაგრამ .308 ვინჩესტერი იქნება შესანიშნავი დასაწყისი. თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალენას გაძლევთ და "გიტყდებათ”, როგორც უმეტესობა .308-დან სროლა ნებისმიერი "ზომიერი”, .30 კალიბრამდე მაგნუმიც იქნება კარგი.
მიუხედავად იმისა, რომ რემინგტონის პროდუქციის ხარისხის ვარდნაზე ალბათ მარტო საქართველოს პარლამენტში არ საუბრობენ მათი Remington 700 Milspec 5R არის ერთი კარგი ვარიანტი, რომელიც იწარმოება ქარხნულად და უფრო წააგავს შეკვეთით დამზადებულ იარაღს მაგრამ ზომიერ ფასად. თემას უკვე სერიოზულად ავცდი და ამიტომ რა შეიძლება დამატებით ითქვას სევიჯის "ჰოგ ხანტერზე”? რა არ მომწონს? შედარებით სუსტი ექსტრაქცია, მასრა ახლოს ვარდება იარაღთან. კონდახი არის ძალიან სუსტი. წინ დაყენებული სადგარი საიმედოთ ვერ აფიქსირებს იარაღს, იმიტომ რომ კონდახის წინ ნაწილი არის თხელი პლასტმასის, რომელიც ადვილად იბრიცება. პოზიტიური მხარეები იგივეა. იარაღი მსუბუქი და კომპაქტურია. იარაღი ზუსტია. ბოლოს გასვლისას ისევ პირობები იყო ცუდი, მაღალი ბალახი გამორცხვადა სროლას მიწიდან, ძლიერი ქარი გლეჯდა და მიქონდა სამიზნეები. დიდი ვაი-ვაგლახით მოხდა იარაღის მისროლა ახალი ოპტიკით. გადაწყდა ჩატარებულიყო პრაქტიკული სროლის "სეანსი” ვინაიდან ასეთ პირობებში და განწყობით სიზუსტეზე სროლა იქნებოდა უაზრო. ასი მეტრის მანძილზე განლაგდნენ სამიზნეები "მძევალი + ტერორისტი”. "სპოტერი” იძლეოდა მითითებებს სროლაზე ხოლო მსროლელი განთავსდა მანქანაზე და ანადგურებდა მონიშნულ სამიზნეებს. არც ერთი "მძევალი” არ დაშავდა, ყველა "ტერორისტი” ერთი ზუსტი გასროლით განადგურდა. "ჰოგ ხანტერმა” არ გვიღალატა, ხოლო ამ "ტაქტიკურმა” გართობამ გადაარჩინა ის დღე გაფუჭებისაგან. კმაყოფილებმა ჩვენ დავტოვეთ სასროლეთი.
III ნაწილი
მესამე ნაწილი არის ბოლო ნაწილი შედარებით ხანგრძლივი ტესტირების. როგორც იქნა მეტ ნაკლებად დამაკმაყოფილებელ პირობებში მოხდა სიზუსტის შემოწმება და სამიზნის სურათს წარმოგიდგენთ დაბლა. პირობები კვლავ არ იყო იდეალური მაგრამ შედეგი მაინც კარგი მივიღეთ.
ორი ჯგუფი ნასროლია მსუბუქი პლასტმასის მაგიდიდან (ზედა მარცხენა და სულ ქვედა), კიდე ორი ჯგუფი ნასროლია მუხლებიდან. ჯგუფები არის 2.4 და 2.3 სმ 100 მეტრზე. ჩემი აზრით ეს უბრალოდ შესანიშნავი შედეგია ასეთი იარაღისთვის და ასეთი სროლის პირობებისთვის. არც 4.5 და 6.5 სმ-ნი ჯგუფები არ არის ცუდი მუხლებიდან ნასროლისთვის. დანარჩენი ინფორმაცია სურათიდან ჩანს. სავარაუდოთ მყარი მაგიდიდან და ქვიშის "ბალიშების” გამოყნებით შედეგი ცოტათი უკეთესი იქნება. კითხვის ქვეშ კვლავ დგას კონდახი, რომელიც მე არ მომწონს მიუხედავად იმისა რომ ასეთი თხელი კონდახებისთვის დამახასიათებელი "ფლაერები” აღარ არის. (ფლაერი, ცალკეული მორტყმული ტყვია, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო მეტი დაშორებულია ძირითადი ჯგუფისგან). პრობლემა, რომელიც ახასიათებს ამ კონდახებს არის ის რომ ლულა სინამდვილეში არ არის თავისუფლაფ "გამოკიდული”. კონდახი რბილია და მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან არის გაძლიერებული პლასტმასის კედლებით, სროლისას ის იბრიცება და ეხება ლულას. ეს ეხება ანალოგიურ კონდახებს, რომლებიც დაყენებულია ბიუჯეტურ და არც ისე ბიუჯეტურ რემინგტონებზეც. ასე რომ ჩემი მოკრძალებული აზრით პირველი რაც უნდა გამოიცვალოს ბიუჯეტურ შაშხანაში არის კონდახი. მიუხედავად იმისა, რომ "ჰოგ ჰანტერი” არ არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბიუჯეტური იარაღი (როგორც სევიჯ აქსისი ან მარლინ იქს-ლ 7) ის მაინც არის შედარებით იაფი პროდუქტი, რომლის შეძენისას არ უნდა ელოდოთ რამე განსაკუთრებულ სიზუსტეს. ამ მხრივ ეს იარაღი ნამდვილი სიურპრიზია. შესაძლებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და ცოტა ფულის დახარჯვა იმისთვის რომ შედეგები გააუმჯობესდეს. პირველ რიგში ეს უნდა იყოს ბედინგი ან ახალი კონდახის შეძენა. მე მაქვს ნანახი ამ იარაღის პოტენციალი, რომელზეც წინა ნაწილში ვსაუბრობდი. 51სმ-ნი ლულიდან 1200 მეტრზე სროლა სერიოზული შედეგია ამ კლასის იარაღისთვის. ასე, რომ ერთადერთი რასაც ეს იარაღი საჭიროებს არის ახალი კონდახი.
ერთ ერთი კარგი ვარიანტი შესაძლებელია არის ეს 200 დოლარიანი ტაქტიკური კონდახი. ალუმინის საფენი უზრუნველყოფს სტაბილურობას, კონდახს აქვს გარკვეული რეგულირებების საშუალება და ის დამზადებულია აშშ-ში. მწარმოებელი Choate Machine&Toll Inc. ხანდახან მესმის საჩივრები დახურული მჭიდის მისამართით. მაგრამ ამ მჭიდს აქვს ერთი დიდი პლუსი. მას არასდროს არსად არ დაკარგავთ. მოსახსნელი მჭიდი ჩემი აზრით ასეთი კლაისის იარაღში არ არის ზედმეტი მაგრამ აუცილებლობასაც არ წარმოადგენს. მე არ ვთვლი რომ დახურული მჭიდი არის ნაკლი ამ იარაღის. თვენახევრიანი ექსპლუატაციის და დაკვირვების შემდეგ არანაირ პრობლემა ან ხარვეზი არ გამოვლინდა. ეს არის ერთ ერთი ყველაზე სასიამოვნო იარაღი, რომელიც მე ოდესმე მქონოა. როგორც ამერიკელები იტყვიან: შამპანიური ლუდის ფასად. სქელ პროფილიანი ლულა ჩემი აზრით უპირატესია და გამოყოფს ამ იარაღას სხვა კონკურენტებისგან ამ ფასის სეგმენტში. ოპტიკის და სადგარის დაყენებამ იარაღი არ დაამძიმა. ის კვლავ კომპაქტური და მსუბუქია. ყველას ვისაც აინტერესებს მსუბუქი, კომპაქტური და ზუსტი იარაღი ზომიერ ფასად, ურჩევ ყურადღება მიაქციოს ამ იარაღს.
ცალკე ქებას იმსახურებს ბიუჯეტური ნიკონის ოპტიკა Prostaff 4-12X40. გამოსახულება არის ძალიან კარგი. ბადე (ნიკოპლექსი) არის თხელი და ზუსტი დამიზნება არ არის პრობლემა.