ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

იარაღის ევოლუცია
ადამიანმა უძველესი დროიდან დაიწყო იარაღის დაამზდება და გამოიყენება. პირველად მას იარაღი თვითგადარჩენისათვის ესაჭიროებოდა. ნადირობდა საკვების მოპოვებისათვის და იცავდა სანადირო ტერიტორიას პრეტენდენტებისაგან(გარეული ცხოველებისაგან და სხვა ადამიანებისაგან). შუა საუკუნეებამდე იარაღს წარმოადგენდა დანა, ხანჯალი, შუბი, შურდული და ხელკეტი.
მეთხუთმეტე საუკუნეში ევროპაში პირველად გამოჩნდა იარაღი, რომელიც ჭურვს ისვრიდა დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი გაზების მეშვეობით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთში შავ დენთს გაცილებით ადრე იცნობდნენ. მას ძირითადად ფეერვერკებისათვის იყენებდნენ. არსებობს რამდენიმე ვერსია, იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ეს დენთი ევროპაში.
ერთი ვერსიით დენთის რეცეპტი ჩინეთიდან ვენეციელმა ვაჭარმა, მარკო პოლომ შემოიტანა(1271-1292 წლებში პოლო სავაჭრო ექსპედიციის ფარგლებში პეკინში იყო).
სხვა ვერსიით დენთის ფორმულა გერმანელებმა როჯერ ბეკონმა და ბერთოლდ შვარცმა დაადგინეს, რამაც მისი სახელი განსაზღვრა(შვარცი_შავი). დადგენილი იქნა, რომ შავი დენთი არა მარტო ფეერვერკისათვის გამოდგება, არამედ ჭურვის გასატყორცნადაც. 
პირველი ჭურვის მსროლელი იარაღი წარმოადგენდა მეტალის მოკლე მილს, რომელიც ხის სადგარზე იყო დამაგრებული(ასრულებდა კონდახის ფუნქციას). მას ერთი ბოლო დახშული ჰქონდა, რომელშიც დატოვებული იყო პატარა ჭრილი ცეცხლის მისაწოდებლად. მეორე ბოლოდან ხდებოდა დენთისა და ჭურვის ჩადება(ჭურვად იყენებდნენ კენჭებს, ტყვიასა,რკინის ბურთულებს). აფეთქებას პირველად გახურებული ნახშირით ან ანთებული ხის წკირით ახდენდნენ. მოგვიანებით ამფეთქებლად პატრუქის გამოყენება დაიწყეს.
პატრუქის დეტონატორად გამოყენებას გაჩნდა რიგი ნაკლოვანებებისა. ასე მაგალითად: ქარიან და წვიმიან ამინდში ძნელდებოდა აფეთქება. აგრეთვე ღამით იარაღის გამოყენებისას ანთებული პატრუქი ხილულს ხდიდა მსროლელის მდებარეობას მოწინააღმდეგისათვის.

პატრუქიანი თოფი
დადებული სურათი


პატრუქის დეტონატორის შემდეგი თაობა გახდა საკეტი გორგოლაჭის გამოგონება. ის შედგებოდა მეტალის დისკისაგან, რომელიც მოქმედებაში მოდიოდა სპირალური ზამბარით. ეს მექანიზმი იძაბებოდა ქანჩით და ფიქსირდებოდა(იკეტებოდა). დაკეტილი ბორბალი მოქმედებაში მოყავდა სასხლეტ კავს, დისკი სპირალური ზამბარის მოქმედებით ბრუნდებოდა და ეხახუნებოდა კაჟს, რის შედეგადაც წარმოიქმნებოდა ნაპერწკალი, რომელიც თავის მხრივ ანთებდა დენთს. 

იარაღი ,,საკეტი გორგოლაჭით"
დადებული სურათი
დამცემი მექანიზმის შემდეგი თაობაა ე.წ. კაჟის საკეტი. ამ საკეტში გამოჩნდა ჩახმახი, რომელშიც სპეციალური ჭანჭიკებით მაგრდებოდა კაჟი. დაძაბული ჩახმახი მოქმედებაში მოჰყავდა ზამბარას, რის შედეგადაც კაჟი ეხახუნებოდა ლითონის ფირფიტას. ფირფიტა კი თავის მხრივ განთავსებული იყო უშუალოდ დენთთან.
კაჟის საკეტის გაუმჯობესების შედეგად გააკეთეს ორჩაქუჩიანი საკეტი: პირველი მათგანი ზემოთაღწერილი ჩახმახის პრინციპით მოქმედებდა, ხოლო მეორეზე ჩამაგრებული იყო კვესი, რომელიც თავის მხრივ უშუალოდ დენთთან იყო მოთავსებული.
გაუმჯობესების მიუხედავად დენთის ანთება კვლავ პრობლემატური იყო წვიმიან ამინდში. ამიტომ გამოგონებული იყო ე.წ. საფარი(სახურავი), რომელიც ეფარებოდა ნაპერწკალის წარმოქმნის ადგილს. ამავე დროს საფარი კვესის ფუნქციასაც ითავსებდა.

კაჟიანი თოფი
დადებული სურათი


შუა საუკუნეებიდან მომდინარე სანადირო იარაღის ევოლუცია სამხედრო დანიშნულების იარაღის განვითარების პარალელურად ხდებოდა. პირველი სანადირო თოფი ინგლისელების მიერაა გაკეთებული. სანადირო სცენების პირველი გრავირება 1545 წლით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ნადირობა მხოლოდ დიდგვაროვანთა პრივილეგია იყო. ბრიტანეთის პარლამენტის 1542 წელს გამოცემული კანონით ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა მხოლოდ მსხვილ მიწათმფლობელებსა და დიდგვაროვნებს შეეძლოთ(მათი წლიური შემოსავალი 100 გირვანქა სტერლინგზე მეტი უნდა ყოფილიყო). გლეხებსა და მდაბიოებს ნადირობაში მხოლოდ მარეკების ფუნქციის შესრულება ევალებოდათ.
მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან სულ უფრო ფართო მოხმარებას ჰპოვებს გლუვლულიანი იარაღი.
იარაღის განვითარების ისტორიაში ნამდვილი გარღვევა იყო ბრიტანელი ქიმიკოსის ჰოვარდის 1799 წლის გამოგონება. გამოგონებას ავტორმა ,,მგრგვინავი ვერცხლისწყალი" უწოდა. მის საფუძველზე 1808 წელს შოტლანდიელმა მღვდელმა ალექსანდერ ფორსაიტმა შეიმუშავა ახალი ქიმიური ნივთიერება ფულმინატი, რომლის მოთავზებაც შესაძლებელი იყო პატარა კაფსულში. ამ გამოგონებების შედეგად დენთის ანთებამ ღია სივრციდან დახურულში გადაინაცვლა.

ფორსაიტის საკეტი
დადებული სურათი

კაფსულის აფეთქებისათვის საჭირო იყო მხოლოდ საჭირო სიძლიერის დარტყმა. ამისათვის შემუშავებული იქნა ე.წ. ჩაქუჩები, რომლებიც პირველადი ჩახმახების ანალოგიას წარმოადგენდნენ. დარტყმის შედეგად კაფსული ფეთქდებოდა და ბრანდმილის(,,ბრანდტრუბკა") საშუალებით მიეწოდებოდა დენთს. 
ზემოთაღწერილი პერიოდების იარაღები ლულის ტუჩიდან იტენებოდნენ და მათი სწრაფმსროლელობა საკმაოდ დაბალი გახლდათ.
შემდეგი ეტაპი გახდა მასრის გამოგონება. 
1812 წელს შვეიცარელი მეიარაღის, იოჰან სამუელ პაულის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული თითბერის ვაზნა გახლდათ პირველი მცდელობა მასრის კეთებისა.
1832 წელს ცნობილმა მეიარაღემ ლეფორშემ შექმნა პირველი ვაზნა, რომელიც გააუმჯობესა 1840 წელს. ეს გახლდათ პირველი მეტალის სარჭიანი ვაზნა.

თოფი სარჭიან ვაზნაზე
დადებული სურათი

1850 წელს ინგლისში გამოგონებული იქნა T-სებური სისტემის დამცემი მექანიზმი სახაზინო გადატენვის თოფებისათვის, რომლის მრავალმხრივი გაუმჯობესების შედეგად იარაღში მოვიდა დღევანდელი სახის ჩახმახები. 
შემდეგი ეტაპი სარჭიანი ვაზნის ცენტრალური აფეთქების ვაზნით შეცვლა გახდა.


გარე ჩახმახებიანი თოფი
დადებული სურათი


1875 წლის პატენტი, რომელიც ავტორებიც ბირმინგემელი ოსტატები ენსონი და დილი იყვნენ, წარმოადგენს დღევანდელი შიდაჩახმახებიანი თოფის საბაზო მექანიზმს. საკეტი ენსონ-დილის სახელითაა ცნობილი და ის მორიგი გარღვევა იყო იარაღის განვითარების ისტორიაში. 

შიდაჩახმახებიანი თოფი


მეოცე საუკუნის ბოლოდან წარმოიშვა უფრო დიდი ყალიბების და მუხტების გამოყენების ტენდენცია გლუვლულიანებში. მათი სავაზნეები 76მმ ან 89მმ სიგრძის გახდა. სახსნელი ჩოკების კომპლექტი ასეთ თოფებს უნივერსალურს ხდის. 


წყარო: http://docs.google.com და http://www.monadire.ge/
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: giohunt1982 (03.04.2013)
ნანახია: 2847 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
+2   Spam
2 krimanjuli   (04.04.2013 11:58:55) [მასალა]
მონადირე გე-ს წევრებს-განსაკუთრებით კი გურულოს დიდი მადლობა არამარტო ამ სტატიისთვის არამედ მთელი წყება ასეთი ინფორმაციებისთვის, რომლის ნაკლებობა აშკარად იყო ქართულენოვან საინფორმაციო სივრცეში 23_30_126 :23_30_126: 23_30_126

0   Spam
3 giohunt1982   (04.04.2013 12:15:49) [მასალა]
მართალია! ”გურულო”-მ ძალიან დიდი და კარგი საქმე გააკეთა.

+2   Spam
1 vladi   (03.04.2013 13:18:12) [მასალა]
საინტერესოა გიო მომეწონა,იარაღები ისე განვითარდა აღარ ვიცი მეტი რაღა უნდა განავითარონ 10 10 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика