კომპანიის ისტორია ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ილიონში დაიწყო 1816 წელს, როცა ილიფალეტ რემინგტონმა მამის სამჭედლოში თავისი პირველი თოფი გააკეთა. ამ ნაკეთობით რემინგტონმა შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. ასპარეზობის შემდეგ რემინგტონს ბლომად შეკვეთა მოუვიდა. 1825 წელს დაფუძნდა ოჯახური კომპანია. დამფუძნებლის შვილი ფილო კომპანიაში 1846 წელს მოვიდა, ხოლო 1861 წელს მამის სიკვდილის შემდეგ საწარმოში კიდევ 2 ვაჟიშვილი მოდის. ამ დროისათვის კომპანიას Remington & Sons დაერქვა. სამოქალაქო ომის პერიოდში კომპანია სამხედრო იარაღს აწარმოებდა, ხოლო ომის დასრულების შემდეგ გადავიდა სპორტულ და სანადირო პროდუქციის წარმოებაზე. 1880 წელს კომპანია გაკოტრების საშიშროების წინაშე დადგა და ორმა ბიზნესმენმა, მარცელუს ჰარტლინმა და თომას ბენეტმა(ოლივერ ვინჩესტერის სიძე) რემინგტონი 199 ათას დოლარად შეისყიდეს და სახელი შეუცვალეს_ Remington Arms Company. 1907 წელს კომპანიაში მოიწვიეს დანიელი ოსტატი ჯ.დ. პედერსენი, რომელმაც რემინგტონის პირველი პომპა გააკეთა. 1912 წელს საწარმო შეუერთდა ,,იუნიონ კარტრიჯ კომპანის”. პირველმა მსოფლიო ომმა უაღრესად გაზარდა მოთხოვნილება ცეცხლსასროლ იარაღზე და კომპანიაც ძალიან დიდ შეკვეთებს ღებულონდა. მაგალითად, რუსეთმა მილიონი თოფი და 100 მილიონი ვაზნა შეუკვეთა. რემინგტონის საწარმოებში ყოველდღიური წარმადობა 5 ათას თოფსა და 2,5 მილიონ ვაზნამდე ავიდა. 1917 წლის გასაბჭოების მერე მთავრობამ უარითქვა შეკვეთის მიღებაზე, რამაც რემინგტონის საწყობებში დაუყიდელი 750 ათასი თოფი მოაგროვა. მათი უმეტესობა თითღირებულებაზე დაბალ ფასად საფრანგეთს მიჰყიდეს. 1918 წლიდან კომპანია კვლავ სანადირო და სპორტული პროდუქციის გამოშვებაზე გადადის. 1933 კომპანიას ჩარლზ დევისი ჩაუდგა სათავეში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კომპანია სამხედრო შეკვეთებზე გადავიდა. ამ დროს საწარმოში დასაქმებული იყო 82 ათასი მუშაკი. 1980 წლიდან კომპანია კორპორაცია ,,დიუპინის” შემადგენლობაშია და განლაგებულია კონეკტიკუტის შტატში ბრიჯპორტში. 21-ე საუკუნის დასაწყისში ამ კომპანიას, რომელიც ამერიკის ყველაზე მძლავრ იარაღის მწარმოებელად თვლიან, გარკვეული სიძნელეები შეექმნა. 2007 წელს კომპანია მიეყიდა საინვესტიციო კომპანიას Cerberus Capital Management-ს 118 მილიონ დოლარად. გარიგების საერთო თანხამ 370 მილიონი დოლარი შეადგინა.
Remington Model 870
Remington Model 870 არის ამერიკაში წარმოებული Remington Arms-კომპანიის მიერ. იგი ფართოდ გამოიყენება საჯარისო ქვედანაყოფებში სპორტული სროლისთვის, ნადირობისთვის, და თავდაცვის მიზნით. იგი ასევე გამოიყენება სამართალდამცავების და სამხედრო ორგანიზაციების მიერ მსოფლი მასშტაბით. კომპანია Remington Arms Company, Inc-მა დაიწყო 870-ე მოდელის განოშვება 1950 წლიდან და ეს იყო ამ კომპანიის რიგით მეოთხე "პომპა”, რომელმაც შეცცვალა მანამდე წარმოებაში მყოფი მოდელი 31. ახალი თოფს ქონდა ბევრი საერთო ამავე კომპანიის ნახევრად ავტომატურ თოფთან მოდელი 11-48. რემინგტოინმა ეგრევე გამოუშვა ამ თოფის 15 სხვა და სხვა მოდიფიკაცია და 1959 წელს დაამატა ასევე ხრახნილულიანი მოდელი Model 870 RSS Rifled Slug Special. 2009 წლის 13 აპრილს გამოვიდა რიგით 10 000 000 რემინგტონ 870, რამაც გახადა ეს მოდელი ყველზე მასობრივად წარმოებული "პომპა” მსოფლიოში.
Remington 870 პომპა
ყალიბი: 12
სავაზნე 76მმ
ტევადობა 2+1, 5+1
წონა 3,2-3,4 კგ
სიგრძე 118-128,3 სმ
ლულის სიგრძე 66, 71 სმ
სახსნელი ჩოკები
ვენტილირებადი სამიზნე თამასა 6 მმ სიგანით
მცველი განლაგებულია ფართან უკან
კალაპოტი: ფოლადი
კონდახი: კაკლის
Remington 11-96 EL ნახევარავტომატი უკუქცეულ გაზებზე
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!