ბრაუნინგ მაქსუსი გლუვლულიანი სანადირო თოფია. ეს თოფი მაქსიმალურად საიმედოა და შესრულების ხარისხიც მაქსიმალურია. ზოგჯერ თოფის შეფასება გადაჭარბებით ხდება და მომხმარებელს უჩნდება ეჭვი იარაღის შეფასებაში. ამ შემთხვევაში სიტყვა "მაქსიმუმი” ნამდვილად არ არის გადაჭარბებული. ბრაუნინგ მაქსუსი რეალურად საიმედოა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესრულების ხარისხი უმაღლესია. ეს გახლავთ ნახევრადავტომატური ტიპის სანადირო თოფი.მისი დანიშნულებაა გაუძლოს ნადირობის მკაცრ პირობებსაც კი და გაუძლოს ფართო დატვირთვას. ბრაუნინგ მაქსუსის უკუცემა სხვა უახლოესი კონკურენტების ნაჩვენებ შედეგებთან შედარებით 18%-ით შემცირდა, გაიზარდა კომფორტი, გაიზარდა აგრეთვე ტყვიის სიჩქარე 19%-ით და ავტომატურად გადატენვა 24%-ით. ამ მომენტისთვის ეს იარაღი ყველაზე საიმედო და საუკეთესო გაზის ნახევრადავტომატური სანადირო თოფია რაც კი ოდესმე შეუქმნიათ ფრინველზე სანადიროდ. ბრაუნინგ მაქსუსის კონდახი მხარზე იდეალურად ჯდება და უკუცემას მნიშვნელოვნად ამცირებს. შეიძლება ითქვას რომ მხარზე მისაბჯენი ენერგიას შთანთქავს და ფიზიკის კანონებს აქ ექვემდებარება. ნაკლები უკუცემა კი ნაკლებად "ახტუნებს” ლულას, რაც მიზანში მოხვედრას და სიზუსტეს მნიშვნელოვნად ზრდის. გაზის ავტომატურად გადასატენი სისტემა და უკუცემის შემცირება უახლოეს კონკურენტთან შედარებით 44%-იან უპირატესობას აძლევს ბრაუნინგ მაქსუსს შედეგიანი გასროლისთვის. გაზის სისტემაც სხვა ყველაფერთან ერთად საუკეთესოა. ვრცელი კვლევებისა და ტესტირებების შემდეგ წარმოებული დგუში და დიზაინი უკიდურესად საიმედოა ყველა პირობებში გამოყენებისთვის, ინება ეს მძიმე თუ მსუბუქი დატვირთვები.
ღმერთო, რატომ არ ვარ რომელიმე სერიოზული იარაღის მწარმოებელი? ყველაზე მაღალ თანამდებობაზე bichi2009-ს დავაყენებდი და არაფერს ვინერვიულებდი. ამკაცის იმედი, რომ მექნებოდა..
კარგი სტატიაა მაგრამ ჯერ კიდე დიდი კითხვის ნიშანი ადევს ამ იარაღს თავზე და რატომ? არ მოყვება გარანტია მაშინ როცა ბერეტტას 3 წელი და ბენელლის 5 წელი აქვს. კონკრეტულ ამ მოდელს ვგულისხმობ. გადატენვის სისტემების სისწრაფეზე არ ვდაობ უდაოდ სწრაფი ციკლი აქვს მაგრამ რა მიკვირს იცით. ფაბარმი იძახის ყველაზე სწრაფი ციკლი მაქვსო ვინჩესტერიც იგივეს იძახის ბერეტტაც და ბრაუნინგიც მოკლედ რომელ მოდელებს დააჯიბრეს ესაა მთავარი. ყველაზე კაი ამათი შედარება იქნება როგორცსისწრაფესე ისე უკუცემაზე და ლულის გდებაზე. კარგია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!