ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

როგორ შევარჩიოთ იარაღი

იარაღის შერჩევა მოითხოვს მინიმუმ გამოცდილებას მაინც. ყოველთვის ეცადეთ, რომ იარაღის შერჩევისას დახმარება სთხოვოთ გამოცდილ ადამიანს. ნუ იჩქარებთ, თორემ ყიდვისაგან მიღებულ სიამოვნებას მალე ჩაანაცვლებს აღმოჩენილი დეფექტით მიღებული იმედგაცრუება.
ამ პოსტში არ დავიწყებ იარაღის მარკების და მოდელების შედარებას, აქ უბრალოდ გეტყვით იმ ქარხნულ დეფექტებზე, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.
არა მხოლოდ იარაღის ყიდვისას, ნებისმიერ სფეროში, თუ ყიდვის მომენტში გამყიდველმა შეგატყოთ გამოუცდელობა, რომ ვერ ერკვევით ნივთში რომელსაც ყიდულობთ, ყოველთვის შეეცდებიან მოგყიდონ ის, რაც არ იყიდება, ან ის, რაშიც მეტი მოგება დარჩებათ. ამის გამო არასოდეს მიხვიდეთ რჩევის მისაღებათ მასთან ვისგანაც ყიდულობთ ნივთს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის მწარმოებელი და მოდელი. დღევანდელ დღეს, როდესაც სავსეა დახლები სხვადასხვა წარმოების პროდუქციით და ახალახალი ბრენდებით, აუცილებელია იცოდეთ შერჩეული მოდელი რამდენად წარმატებულია (საუბარი მაქვს იარაღის გამძლეობაზე). ამის შემოწმება მაღაზიაში შეუძლებელია, ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.
როდესაც საუბარია ბრენდებზე, შევიტანოთ ეჭვი მის ხარისხში ცოტა ზედმეტია, მაგრამ ბრენდები ყოველთვის ძვირია და გვიწევს ყურადღება შევაჩეროთ ნაკლებად ცნობილ მწარმოებელზე. ასეთი იარაღის მფლობელის ნახვა, ვინც გამოცდილებას გაგვიზიარებს ძნელია, ჩემი რჩევაა გაიგოთ შერჩეული მოდელის მარკა, მოდელის ნომერი და მოიძიოთ ინტერნეტ ფორუმებზე, სადაც მომხმარებლები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. (აქვე დავამატებ რომ უახლოეს ხანში ჩვენს საიტზე ამუშავდება ფორუმი, ნუ დაიზარებთ და თქვენც გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს).
იარაღი ჯერ უნდა დაათვალიეროთ ვიზუალურად. ხშირია როდესაც გაღუნილია სამიზნე პლანკა ან ლულების შედუღების ადგილში არის ხარვეზი (შეუდურებელი ადგილი), ირიბად გაშვებული შურუფები, დარტყმის ან ჟანგის კვალი, სხვადასხვაფერის კონდახი და ყაპო. ცხადია, რომ ასეთი იარაღის ყიდვაზე ფიქრს უნდა შეეშვათ.
შემდეგი ეტაპია ლულების შემოწმება. ამისათვის ლულა უნდა იყოს იდეალურად გაპრიალებული, მოცილებული უნდა ქონდეს ზეთი და ყველანაირი საპოხი მასალები. თუ ლულას გავხედავთ სინათლეზე მის შიგნიტ უნდა ჩანდეს მხოლოდ რგოლები, თუ სხივის გარდატეხა ხდება სხვა ფორმით მაგალითად ოვალები, ან არასწორი წრეები, ეს მიუთითებს მის ქარხნულ დეფექტზე (შეიძლება იყოს გაღუნული ან გაბერილი). ის რომ ლულა ამოტეხილი არ უნდა იყოს შიგნიდან (რაკოვინები არ ქონდეს), საუბარი ზედმეტია. შეიძლება იფიქროთ რომ ქარხნულ იარაღს ასეთი რამ არ ექნება, მაგრამ შემთხვევები ძალიან ბევრია. მე თვითონ მქონდა თოფი, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მონადირის მაღაზიაში ვიყიდეთ ქარხნული დეფექტით, არ გეგონოთ რომ შეცდომის გამო, უბრალოდ ერთი პატარა რაკოვინა ქონდა ქვედა ლულაში და ზუსტად მეოთხედ ფასში იყიდებოდა, ამ დროს ფასმა ითამაშა მთავარი როლი და თვალი დავხუჭეთ დეფექტზე.
ამის გარდა, ლულას შეიძლება ქონდეს ისეთი დეფექტებიც, რომ თვალით არ შეიმჩნეოდეს, სასურველია ყველა მხრიდან გავუსვათ ხელი ლულას, ნებისმიერი დეფექტის არსებობა ხელში იოლად იგრძნობა.
ლულაში ხარვეზები შეიძლება ითქვას რომ ყველაზე დიდი ხარვეზია, რაც შეიძლება ქონდეს იარაღს, ეს ხომ პირდაპირ სროლის სიზუსტეზე მოქმედებს.
ყურადღება მიაქციეთ შავი ლაქების არსებობას, ეს შესაძლოა იყოს ამძვრალი ქრომი ან შეუმჩნეველი ჟანგი, რომელიც დროდადრო განაგრძობს პროგრესირებას, რათქმაუნდა ეს არ იმოქმედებს სროლის ხარისხზე, მაგრამ როდესაც ყიდულობ ახალ ნივთს სასურველია კარგად გამოიყურებოდეს.
ამის შემდეგ ლულაში მოათავსეთ ცარიელი ახალი გილზა, რომელშიც კაფსონი არ არის და ლულას გახედეთ სამიზნის მხრიდან. გილზი უნდა ჯდებოდეს ზუსტად საგილზეში, ერთი მხარე არ უნდა ჩანდეს მეორეზე მეტად. ეს გიჩვენებთ სწორად არის თუ არა საგილზე ლულასთან მიმართებაში.
შემდეგი ეტაპი შემოწმების არის, რამდენად ხარისხიანად იკეტება ლულები. ამის ქარხნული წუნი ძალიან იშვიათია, მაგრამ მაინც უნდა ნახოთ რომ არც იმდენად ცუდად იკეტებოდეს, რომ დაკეტვა ჭირდეს და არც ლულა მოძრაობდეს დაკეტვის შემდეგ. ჩაკეტვის შემდეგ არ უნდა რჩებოდეს ნაპრალი (ზაზორი).დააკვირდით ჩამკეტი მექანიზმის დეტალებს, ახალი წარმოების ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე ხშირია სუსტი ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც ყიდვისას კი კარგად იკეტება, მაგრამ ექსპლუატაციისას მალე ცვდება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის სასხლეტი მექანიზმის სისუსტე. სამწუხარო ფაქტია, რომ ამის გამოვლინება ხდება მხოლოდ ყიდვიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იარაღი გიმტყუვნებთ სროლისას (არ გავარდა ბატონოოო). ეს პრობლემა გაცილებით მალე ემართება ქვედა ლულას, რადგან მისი სასხლეტი მექანიზმის მოძრაობის დიაპაზონი ნაკლებია ვიდრე ზედასი და მექანიზმის სისუსტე აქ უფრო მალე ჩნდება. ამდროს შეიძლება თან იქონიოთ 2 გილზა კაფსონით, ჩადევით გილზები და გაისროლეთ ორივე კაფსონი, დააკვირდით ნემსის დარტყმის შედეგად დატოვებულ კვალს, ორივე ლულაზე ეს კვალი უნდა იყოს თითქმის ერთნაირი ან ძალიან მიახლოებული. თუ ქვედა კაფსონზე დატოვებული კვალი გაცილებით სუსტია, ეს მიუთითებს მექანიზმის სისუსტეზე.
აქვე შეხედავთ, რამდენად კარგად მუშაობს იჟექტორები (თუ აქვს მოდელს, რა თქმა უნდა).
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, იარაღის სიცოცხლისუნარიანობა, ანუ რამდენ გასროლაზეა გათვლილი. ეს დამოკიდებულია იმ მასალების ხარისხზე, რომლითაც დამზადებულია იარაღი. რა თქმა უნდა, ამის გარკვევა მაღაზიაში ძალინა ძნელია. ხშირ შემთხვევაში ცნობილი ბრენდების სიძვირე ამითაც არის გამოწვეული.


წყარო: http://inovacia.ucoz.com
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: giohunt1982 (22.01.2013)
ნანახია: 2293 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 chargeriva999   (06.08.2014 17:53:54) [მასალა]
25 25 25 25 25

0   Spam
2 bananebi   (20.01.2014 19:51:41) [მასალა]
10 10 10 10 10 10 10

0   Spam
1 cxadaze   (28.01.2013 22:29:45) [მასალა]
გეტანხმები
10 10 10 10 10 10 10 23_30_126 23_30_126

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика