სიმსონები და ზული(ეს უკანასკნელი ქალაქია) არიან გერმანიის მრეწველობის ისტორიის განუყოფელი ნაწილები.
თუმცა უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ სწორედ სიმსონების წყალობით მოიპოვა ქალაქმა მსოფლიო დიდება.
ამ გვარის პირველი წარმომადგენელი ზულში გამოჩნდა 1766 წელს. ის გახლდათ ებრაელი ვაჭარი. მისმა შთამომავლებმა: ლიოვმა და მოზესმა 1856 წელს იყიდეს ფაბრიკა, რითაც საფუძველი ჩაუყარეს იარაღის მწარმოებელი მომავალი ქარხნების არსებობას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ებრაულიდან გვარი ჟღერს როგორც ,,სიმსონი”, ხოლო შემდგომი გაგერმანელების შედეგად მათი ნაწარმი იწოდებოდა ,,ზიმსონებად”(ამიტომ იარაღთან მიმართებაში მოვიხსენიებთ, როგორც ზიმსონს, ხოლო გვართან, როგორც სიმსონს)
საფრანგეთ-რუსეთის ომის დამთავრების მერე, რამდენიმე წლით ევროპაში ,,სიჩუმემ” დაისადგურა და საბრძოლო იარაღზე შედარებით იკლო მოთხოვნამ. 1880 წლიდან ზულში უპირატესობა სანადირო იარაღის წარმოებას მიენიჭა. 1890 წლიდან დაიწყო პირველი ორლულიანების წარმოება მარკით SIMSON.
1896 წელს ერთ-ერთმა სიმსონმა იყიდა მეზობელი ფაბრიკა და დაიწყო ველოსიპედების გამოშვება. საუკუნეების მიჯნაზე სიმსონების ოჯახების საწარმოებში დასაქმებული იყო 1200 ადამიანი, გაცილებით მეტი ვიდრე სხვა ფირმებში. 1908-1934 წლებში ამ დიდი გვარის ერთ-ერთ ქარხანაში გამოშვებული იყო მსუბუქი მანქანები.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერსალის ხელშეკრულებით გერმანიას აკრძალული ჰქონდა სამხედრო პროდუქციის წარმოება_ გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ SIMSON & Co-თვის. 1924-1927 წლებში ამ კონცერნის სასაქონლო ბრუნვა გაიზარდა 7 მლნ გერმანული მარკიდან 20მლნ გერმანულ მარკამდე(იმ დროში ეს ფანტასტიური თანხები იყო).
წარმატებებმა კონკურენტების შური გამოიწვია. არსებობს არქივებში დაცული რამდენიმე საჩივარი-დასმენა, რომლებიც ბარდებოდა გესტაპოს.
1934 წელს არტურ სიმსონის მიმართ წარდგენილი იქნა ოფიციალური ბრალდება, თითქოს ის ძალიან მაღალი ფასებით აწვდიდა პროდუქციას რეიხსვერს, რის უკანაც სახელმწიფოს ინტერესი იდგა სიმსონებისათვის ქარხნების ჩამორთმევის თაობაზე. 1935 წლის ნოემბერში სიმსონმა გესტაპოს თანდასწრებით ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ზულის ქარხანა გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში. ოჯახი კი წავიდა ჯერ შვეიცარიაში, იქედან ლონდონში, შემდეგ კი ამერიკაში.
უკვე განსახელმწიფოებულ კონცერნს დაარქვეს BSW, რომელიც 1936 წლის ივნისში გადასცეს ვილჰემ ჰუსტლოვს და ეწოდა Gustloff-Werke. მიუხედავად ამ რეორგანიზაციებისა საწარმო უშვებდა მაღალი ხარისხის ორლულიანებს მარკით SIMSON & Co. SUHL;
1945 წლიდან ქარხანა გადადის საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის მმართველობაში და კვლავ იცლის სახელს SIMSON 7 Co. S.A.G. AWTOWELO SUHL -ად.
1968 წლიდან სანადირო თოფების წარმოება შეწყვიტეს, მაგრამ სავაჭრო მარკა SIMSON შეინარჩუნეს(ველოსიპედებში). 1969 წელს თოფების წარმოების უფლება მარკითურთ გადასცეს VEB Fahrzeug – und.
1990 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ VEB Fahrzeug – und Jagdwaffenwerk Ernst Thalmann Suhl აგრძელებს სპორტული იარაღის წარმოებას მარკით SIMSON. ბოლოს 1993 წლის 6 სექტემბრიდან Suhler Jagd – und Sportwaffen GmbH-ის გამოჩენასთან ერთად სავაჭრო ნიშანი SIMSON იარაღიდან ქრება.
აქედან გამომდინარე სავაჭრო მარკით SIMSON თოფებს უშვებდნენ ასი წელი, თუმცა 1969 წლიდან 1993 წლამდე მას ჰქონდა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა(წარწერას ცნობილ ფირმა Simson & Co Suhl-თან არაფერი საერთო არ ჰქონია ამ 24 წელიწადში).
ამ მარკით 100 წელიწადში გამოშვებულია ათასობით და ათიათასობით: სანადირო და სპორტული, ჩახმახიანი და უჩახმახო, გლუვი და შტუცერი, ვერტიკალურები და ჰორიზონტალურები, კარაბინები, სამლულიანები და ოთხლულიანები.
1906 წელს ფირმის ოსტატმა ფრანც იეგერმა დააპატენტა კალაპოტის ახალი კონსტრუქცია. ამ კონსტრუქციით რამდენიმე მოდიფიკაცია იქნა გამოშვებული. შემდეგში კონსტრუქცია გადამუშავებული და გაუმჯობესებული იქნა.
ახალი კონსტრუქციის თავისებურება შემდეგში მდგომარეობდა: თოფის გადახსნა დაკეტვისას საბრძოლო ზამბარა არ იძაბება. ,,შეყენება” და ,,მოხსნა” ხელით ხდება საკეტი ბერკეტით. ამ ტიპის თოფებს Simson Superleicht უწოდეს
Simson Superleicht
Simson Superleicht
გლუვლულიანი 20/76, ხრახნილლულიანი – .22 Hornet, .223 Rem., 5.6x50RM, 5.6x52R მოდელი SL-II – 6.5x62R Fmres,.243 Win., 6.5x57R, 6.5x65R, 7x57R, 7x65R, .308 Win., .30-06 Spr., .30R Blaser, 8×57 IRS, 8x76RS, 9.3x74R. 4 ; წონა 2,3-2,8 კგ; სიგრძე 115-120 სმ; ლულის სიგრძე 66-71 სმ; ექსტრაქტორზე; ლულათა შევიწროება სურვილისამებრ; გააჩნია სამაგრი ოპტიკისათვის; კონდახი კაკლის;
ზიმსონის მოდელების უმეტესობა შექმნილია 1920-1940 წლებში. ომამდელი პერიოდის ნაკეთობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი.
მეორე მსოფლიო ომამდე ამ ფირმის თოფების ექსპორტი საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა. მხოლოდ საბჭოთა სამხედროებს შემოჰქონდათ ტროფეების სახით. 1947 წელს რუსებმა გააკეთეს პირველი იმპორტი და ამ თოფების ხარისხი თითქმის არ ჩამოუვარდებოდა ადრინდელებს.
1946 წლის იანვრიდან რეპატრიაციის სახით საბჭოეთში შემოდის 13,5 ათასი ორლულიანი თოფი.
1955 წლიდან აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა კავშირს შეაქვს 50А მარკის ფოლადი და მისგან გაკეთებულ თოფებს შესაბამისად დამღავენ ოთხი რგოლით.
1963 წლიდან საბჭოეთში ექსპორტი შეწყდა, თუმცა ფირმა აგრძელებდა წარმოებას შიდა ბაზრისათვის.
თავის შიდაჩახმახებიან თოფებზე ფირმა აყენებდა 5 ტიპის სასხლეტ-დამცემ მექანიზმს:ა),,ზიმსონი და დილი”, ზემოთა ბერკეტით, ორფრთიანი ზამბარით, ბ),,ბლიცი” გ) ,,ჰოლანდ-ჰოლანის”, დ) გვერდითა V-სებური და ე) მთლიანი ნემსათი(ჩაქუჩი და ნემსა ერთიანი).
ზიმსონი უკვე დიდი ხანია რეკლამას არ საჭიროებს. მისი სასტენდოები უკვე დიდი ხანია კოლექციონერების ძიების საგნებია. მათი ფასები აუქციონებზე 1500დოლარიდან იწყება.