STEYR SSG69 (ავსტრია)
შაშხანა მიღებულია ავსტრიის შეიარაღებულ ძალებში 1970 წელს. ვზნების მჭიდი ორი სახისაა: კოლოფის 10 ვაზნით და დოლურის 5 ვაზნით. სროლისათვის გამოიყენება NATO-ს სტანდარტების ვაზნა 7.62X51 მმ. ოპტიკური სამიზნე საშუალებას იძლევა მიზანი დავაზიანოთ 800 მეტრ დისტანციაზე. შაშხანაზე შესაძლებელია დაყენდეს ღამით ხილვადობის სამიზნე.
მონაცემები:
ქვეყანა —————————————————– ავსტრია
კალიბრი —————————————————-7.62 მმ.
მასა ვაზნების და ოპტიკური სამიზნის გარეშე——-4.5 კგ.
სიგრძე——————————————————1130 მმ.
ლულის სიგრძე——————————————-650 მმ.
ტყვიის საწყისი სიჩქარე———————————860 მ/წმ.
დასამიზნებელი სიშორე———————————800 მეტრი
მჭიდში ვაზნების რაოდენობ—————————-5 ან 10 ცალი
СВН-12.7 (რუსეთი)
შაშხანა СВН-12.7–ით აღჭურვილია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. იგი გამოიყენება დაცულ ადგილებში განლაგებულია მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, აგრეთვე მსუბუქჯავშნიანი მანქანების, რაკეტული დანადგარების და საავიაციო ტექნიკის დასაზიანებლად. სროლა წარმოებს 12.7X108 მმ. ვაზნებით БС ტყვიებით. მასზე დაყენებულია სპეციალური ოპტიკური სამიზნე, აგრეთვე შესაძლებელია დაყენდეს ღამით ხილვადობის ხელსაწყო.
მონაცემები:
ქვეყანა——————————————————რუსეთი
კალიბრი—————————————————-12.7 მმ.
მასა ოპტიკური სამიზნის გარეშე———————–11 კგ.
სიგრძე——————————————————135 სმ.
ლულის სიგრძე——————————————–110 სმ.
ტყვიის საწყისი სიჩქარე———————————830 მ/წმ.
დასამიზნებელი სიშორე———————————2000 მეტრი
მჭიდში ვაზნების რაოდენობა—————————5 ცალი
ვინტორეზი ВСС (რუსეთი)
ВСС "Винторез”–ით შეიარაღებულია რუსეთის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები და გამოიყენება როცა საჭიროა სროლის უხმაუროდ წარმოება. სროლისათვის გამოიყენება სპეციალური ვაზნები СП-5 და СП-6, ПАБ-9. 400 მეტრ დისტანციაზე ხვრეტს ჯავშანჟილეტებს და აგრეთვე აზიანებს არა ჯავშნიან მანქანებს. იარაღზე ყენდება ოპტიკური სამიზნე ან ღამით ხილვადობის ხელსაწყო.
მონაცემები:
ქვეყანა——————————————————რუსეთი
კალიბრი—————————————————-9 მმ.
მასა ოპტიკური სამიზნის გარეშე———————–2.6 კგ.
სიგრძე——————————————————894 მმ.
ლულის სიგრძე——————————————–200 მმ.
ტყვიის საწყისი სიჩქარე———————————250 მ/წმ.
საბრძოლო სწრაფ–სროლა——————————-40 გასრ/წთ.
დასამიზნებელი სიშორე———————————400 მეტრი
მჭიდში ვაზნების რაოდენობა—————————10 ცალი
B-94 (რუსეთი)
B-94 დამზადებულია 2003 წელს და არის ახალი ტიპის სნაიპერული შაშხანა, რომელის დანიშნულებაა დააზიანოს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, მსუბუქჯავშნიანი ტექნიკა, რაკეტული და საარტილერიო დანადგარები. მას გამოიყენებენ აგრეთვე ზღვის სანაპიურო დაცვისათვის, მტრის მცირე გემების შემოსვლისაგან. ძლიერი ვაზნა 12.7X10 მმ. საშუალებას იძლევა გავანადგუროთ მოწინააღმდეგე 2 კილომეტრის დისტანციაზე. შაშხანაზე დაყენებულია სპეციალური ოპტიკური სამიზნე ПОС13X60. სროლის დროს უკუცემის შემცირების მიზნით შაშხანის კონდახს გააჩნია ამორტიზატორი.
მონაცემები:
ქვეყანა—————————————————–რუსეთი
კალიბრი—————————————————12.7 მმ.
მასა ოპტიკური სამიზნის გარეშე———————-11.7 კგ.
სიგრძე საბრძოლო მდომარეობაში——————–170 სმ.
სიგრძე სატრანსპორტო მდგომარეობაში————-110 სმ.
ლულის სიგრძე——————————————-110 სმ.
ტყვიის საწყისი სიჩქარე——————————–900 მ/წმ.
საბრძოლო სწრაფ–სროლა——————————15 გასრ/წთ.
დასამიზნებელი სიშორე——————————–2000 მეტრი.
მჭიდში ვაზნების რაოდენობა————————–5 ცალი.
Galil Sniper (ისრაელი)
ამ შაშხანის კონსტრუქციის გადაწყვეტას საფუძვლად უდევს "გალილ”ს იარაღთა ჯგუფი, მაგრამ იგი შესრულებულია სპეციალურად როგორც სნაიპერული შაშხანა. აქედან გამომდინარე შაშხანას გააჩნია შედარებით მძიმე ლულა და სადგომი, რომლებიც ადიდებენ მის მდგრადობას სროლის დროს. მართალია შაშხანით მხოლოდ ერთჯერადი სროლების შესრულება შეიძლება. მაგრამ მომდევნო ვაზნის გადატენა ავტომატურად ხება. მას აქვს ტელესკოპური სამიზნე,რომელიც ოთხჯერ ადიდებს მიზანს. საჭიროების შემთხვევაში იგი შეიძლება შეიცვალოს ღამით საჭვრეტი მოწყობილობით. იგი გათვალისწინებულია HATO 7,62×51 მმ–იანი ვაზნების სასროლად, თუმცა საუკეთესო შედეგების მიღწევა შეიძლება 10,9 გრამიანი წონის EN ვაზნებით სროლისას და 11,2 გრამიანი M118 ვაზნებით.
მონაცემები:
ქვეყანა—————————————————–ისრაელი
კალიბრი—————————————————7,62 მმ.
ვაზნა——————————————————-7,62×51 მმ. HATO
ტყვიის საწყისი სიქარე———————————-780 მ/წ.
სიგრძე—————————————————–1115 მმ.
სიგრძე (კონდახის გარეშე)——————————840 მმ.
ლულის სიგრძე——————————————-508 მმ.
წონა (დაუტენავი,სადგომითა და ქამრით)———–6,4 კგ.
დამიზნების მანძილი————————————600 მ.
მჭიდში ვაზნების რაოდენობა————————–20 ცალი
L85E1 ENFIELD (დიდი ბრიტანეთი)
L85E1 შაშხანის პირველი პარტია დიდი ბრიტანეთის არმიას გადაეცა 1985 წელს,რაოდენობა შეადგენდა 163 000 ცალს.შაშხანის კონსტრუქცია შემუშავებული იყო "ბულპალი” სქემის მიხედვით და მკვეთრად განსხვავდებოდა ადრე გამოშვებული შაშხანებისგან.მას გააჩნია რეგულატორი,რომლის საშუალებითაც შეიძლება შაშხანის სამ სხვადასხვა მდგომარეობაში გადაყვანა:ჩვეულებრივ მდგომარეობაში,არახელსაყრელი მდგომარეობის დროს სროლის რეჟიმზე და შაშხანით ყუმბარისათვის სროლის რეჟიმზე.დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთჯერადი და ავტომატური სროლის საშუალებას იძლევა.მას აქვს მაღალხარისხოვანი ოპტიკური სამიზნე.
მონაცემები:
ქვეყანა—————————————————-დიდი ბრიტანეთი
კალიბრი————————————————–5,56 მმ.
ვაზნა——————————————————5,55×45 მმ.
ტყვიის საწყისი სიჩქარე——————————–900 მ/წმ.
სიგრძე—————————————————–770 მმ.
ლულის სიგრძე——————————————-518 მმ.
წონა (დატენილი)—————————————-4,60 კგ.
სროლის ტემპი——————————————–650 გასროლა/წუთში
დასამიზნებელი სიშორე——————————–600 მეტრი
CheyTac M200 "Intervention” (აშშ)
ამერიკული წარმოების სნაიპერული შაშხანა, შეიქმნა დოქტორ ჯონ ტეილორის ხელმძღვანელობით 2001 წელს. შაშხანა წარმოადგენს სნაიპერული კომპლექსის ნაწილს, რომელშიც შედის სპეციალურად ამ შაშხანისთვის დამზადებული ტყვია. 408 CheyTac (10,4 მმ), ბალისტიკური კომპიუტერი და მეტეოროლოგიური სენსორი KESTREL 4000. მეტეოროლოგიური სენსორით ხდება ქარის სიჩქარის, ატმოსფერული წნევის და ტემპერატურის დადგენა, ამ მონაცემების შეყვანისას ბალისტიკურ კომპიუტერსში ასევე ემატება ტყვიის ბალისტიკური პარამეტრები. ტრაექტორიის გამოთვლისას მხედველობაში იღებენ როგორც მანძილს, ასევე დედამიწის ბრუნვის ფაქტორსაც (1800მ და ზემოთ მანძილზე). სწორედ ამ სისტემის შემადენელი ყველა კომპონენტის წყალობით მიიღწევა საოცარი სიზუსტე. 3 ტყვიის ჯგუფის გაფანტვა 1 MOA-ზე ნაკლებია 2700+ მ. მანძილზე. 914 მ-ზე ნასროლი ტყვიები ლაგდება 18-23 სმ დიამეტრის წრეში, 1372 მეტრზე 25სმ, 1829 მეტრზე 38სმ. შაშხანას ეკუთვნის და დღემდე ინარჩუნებს მსოფლიო რეკორდს სიზუსტეში. 3 ტყვიის ჯგუფი 42 სანტიმეტრიან წრეში 2122 მ. მანძილზე.
მონაცემები:
ქვეყანა————————————————-აშშ.
კალიბრი———————————————–408 CheyTac
მასა—————————————————–12.3 კგ.
სიგრძე დაკეცილი კონდახით———————–1220 მმ.
სიგრძე გაშლილი კონდახით————————1400 მმ.
ლულის სიგრძე—————————————-762 მმ.
დასამიზნებელი სიშორე—————————-2000 მეტრი
მჭიდში ვაზნების რაოდენობა———————–5 ცალი
FR F2-საფრანგეთი
FR F2 არის ფრანგული სნაიპერული შაშხანა, რომელიც ფრანგული არმიის სტანდარტული იარაღია (სნაიპერის კლასში). იგი ასევე ფრანგი სამართალდამცველების შეიარაღებაშიც შედის. FR F2-ი იყენებს 7.62 x 51 მმ-იან ვაზნებს.შაშხანის სროლის სიშორე 800 მეტრს შეადგენს. იარაღს უყენდება მჭიდი, რომელიც 10 ვაზნაზეა გათვლილი.
მონაცემები:
კალიბრი———————————————- 7.62 x 51 მმ
წონა (ცარიელის)———————————– 5.3 კგ
სიგრძე- ———————————————-1200 მმ
ლულის სიგრძე- ————————————650 მმ
ტყვიის სიჩქარე- ———————————–820 მ/წმ
მჭიდის ტევადობა- ——————————–10 ვაზნა
სროლის ეფექტური დიაპაზონი—————— 800 მ
SVU-რუსეთი
ტაქტიკური სნაიპერული შაშხანა-SVU შეიქმნა 1970-იან წლებში. იარაღის შექმნის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ საბჭითა სადესანტო ძალებს ჰქონოდათ უფრო ძლიერი და კომპაქტური სნაიპერული შაშხანა. 1990-იან წლებში იარაღი შესთავაზეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა იგი გამოეყენებინათ ქალაქის ოპერაციებში. სამინისტრომ თანხმობა განაცხადა და იმავე წელსვე იარაღის სერიული წარმოება დაიწყო. 1994 წელს SVU რუსეთის შინაგანი სამინისტროს შეიარაღებაში მიიღეს და ამჟამადაც "მსახურობს”. იარაღი იყენებს 7.62 x 54 მმ-იან ტყვიებს. ეფექტური სროლის დიაპაზონი 400 მეტრს შეადგენს. მჭიდში 10 ვაზნა ჩადის.
მონაცემები:
კალიბრი——————————————- 7.62 x 54R
წონა (ცარიელის)——————————–3.6 კგ
სიგრძე——————————————– 900 მმ
ლულის სიგრძე———————————- 520 მმ
ტყვიის სიჩქარე———————————- 830 მ/წმ
მჭიდის ტევადობა——————————- 10 ვაზნა
მაქს. სროლის სიშორე————————– 800 მ
ეფექტური სროლის არე- ———————–400 მ
CheyTac M200-აშშ
M200-ი არის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად შექმნილი შორი მოქმედების სნაიპერული შაშხანა. ეს იარაღი თავის წინამორბედებთან შედარებით უფრო მსუბუქი და კომფაქტურია. იგი სამართლიანადაა აღიარებული ერთ-ერთ საუკეთესო სნაიპერულ შაშხანად. მისი სერიული წარმოება დაიწყო 2001 წელს. იარაღის გადატენვა ხელით ხორციელდება. სროლის ეფექტური არე 2200 მეტრს შეადგენს. იარაღის ტყვია ზებგერით სიჩქარეს ანვითარებს და 700 მეტრ მანძილზე უფრო მეტი ძალა აქვს ვიდრე სტანდარტულ 12.7 მმ-იან ტყვიებს. იარაღი აღჭურვილია პორტატული გაფართოების ბალისტიკური კომპიუტერით, ლაზერული მანძილმზომით და ამინდის ბურლაკით. ყველაფერი ეს ერთ იარაღზეა დამონტაჟებული. ეს სისტემები აწვდიან ინფორმაციას ბალისტიკურ კომპიუტერს, რომელიც აკეთებს უზუსტეს გათვლებს და სნაიპერს მხოლოდ ჩახმახზე თითის გამოკვრაღა დარჩენია. იარაღის მჭიდში 5-7 ვაზნა ეტევა.
მონაცემები:
კალიბრი————————————— 408 CheyTac
წონა (ცარიელის)—————————- 12.3 კგ
სიგრძე—————————————– 1400 მმ
ლულის სიგრძე——————————- 762 მმ
მჭიდის ტევადობა—————————- 5 ან 7 ვაზნა
ეფექტური სროლის არე———————- 2200 მ
SV-98- რუსეთი
SV-98-ი შეიქმნა 1998 წელს, რუსეთში. იარაღი ძირითადად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებაშია. შაშხანა ასევე კონტრტერორისტული ძალების შეიარაღებაშიც ირიცხება. იარაღი იყენებს ორი ტიპის კალიბრის ტყვიებს-7.62×54 მმ-იანს და ნატოს სტანდარტის 7.62×51 მმ-იან ტყვიებს. იარაღი აღჭურვილია სხვადასხვა ტელესკოპური და ოპტიკური ხელსაწყოებით. ეფექტური სროლის დიაპაზონი 1000 მეტრს შეადგენს (როდესაც ოპტიკით ისვრი).
მონაცემები:
ქვეყანა————————————– რუსეთი
წონა (ცარიელის)————————– 5.8 კგ
საბრძოლო წონა—————————- 7.8 კგ
სიგრძე————————————— 1200 მმ
ლულის სიგრძე—————————– 650 მმ
კალიბრი————————————– 7.62×54 და 7.62×51(ნატო)
ტყვიის სიჩქარე—————————– 820 მ/წმ
ეფექტური სროლის არე——————– 600-1000 მ
მჭიდის ტევადობა————————– 10 ვაზნა
IMI Galatz (ისრაელი)
სნაიპერლი შაშხანა Galatz-ი შეიმუშავა ისრაელის თავდაცვითმა მრეწველობამ (IMI). ეს იარაღი წარმოადგენს მოიერიშე შაშხანის-"Galil”-ის სნაიპერულ ვარიანტს. იარაღი იყენებს ორი ტიპის ვაზნას-7.62 x 51 მმ-იანს და 5.45 x 45 მმ-იანს. რიგი დეტალები ებრაელმა კონსტრუქტორებმა "კალაშნიკოვის” შაშხანიდან "ითხოვეს”, როგორებიცაა: ლულის ჩაკეტვის პრინციპი, უსაფრთხოების სელექტორი და დამრტყმელი მექანიზმი. იარაღს 20 ვაზნიანი მჭიდი უყენდება. შაშხანა აღჭურვილია სტანდარტული ღამის ხედვის და ოპტიკური ხელსაწყოებით. სროლის ეფექტური დიაპაზონი 500-600 მეტრს შეადგენს.
მონაცემები:
კალიბრი————————————- 7.62 მმ
ვაზნის ტიპი——————————– 7.62 x 51 მმ (.308 Win)
სიგრძე————————————— 1 115 მმ
ლულის სიგრძე—————————– 508 მმ
ტყვიის სიჩქარე—————————– 850 მ/წმ
მჭიდის ტევადობა————————– 20 ვაზნა
ეფექტური სროლის არე——————– 600 მ
V-94 Vzlomscik (რუსეთი)
ეს სნაიპერული შაშხანა ახალი თაობის იარაღია. იგი 1994 წელს წარმოადგინა ტულის საკონსტრუქტურო ბიურომ. ეს შაშხანა განკუთვნილია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ძალებისა და სპეცდანიშნულების რაზმებისთვის. იარაღმა საბრძოლო ნათლობა ჩეჩნეთში მიიღო და მაღალი შედეგებიც აჩვენა. შაშხანა განკუთვნილია ცოცხალი ძალის, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, მართვის პუნქტების, მსუბუქი კატარღების, საარტილერიო სისტემების და მტრის სნაიპერების გასანადგურებლად. მისი ძლიერი 12.7 მმ-იანი ვაზნა 2000 მეტრზეც სასიკვდილო და გამანადგურებელია. 500 მეტრ მანძილზე შაშხანა 16 მმ-იან ჯავშანს ხვრეტს. მჭიდში 5 ვაზნა ეტევა.
მონაცემები:
კალიბრი————————————- -12.7 x 108 მმ
წონა (ცარიელის)————————— 11.7 კგ
სიგრძე————————————— 1700 მმ
ლულის სიგრძე—————————– 1100 მმ
ტყვიის სიჩქარე—————————– 900 მ/წმ
ტყვიის ენერგია—————————– 19 000, 20 000 ჯოული
მჭიდის ტევადობა————————– 5 ვაზნა
ეფექტური სროლის არე——————– 2000 მ