სოფელ გურჯაანის
მაცხოვრებლები მგლებისგან
დაცვას ითხოვენ. როგორც
"პირWელს" კახეთის საინფორმაციო
ცენტრიდან აცნობეს, ღამით
მგლები გურჯაანში, დასახლებულ
პუნქტში ბაზოშვილების
საქონლის სადგომს დაესხნენ
თავს და ვირი შეჭამეს.
სოფლის მაცხოვრებლების
თქმით, როგორც კი შებინდდება,
მგლები საცხოვრებელი სახლების
ეზოებში დადიან და შინაურ
ცხოველებს თავს ესხმიან.
მათივე ინფორმაცით, ეს ბოლო
ერთ თვეში თავდასხმის უკვე
მესამე შემთხვევაა.
"დილით ეზოში რომ გამოვედი,
სახედარი უკვე შეჭმული იყო.
დაახლოებით 3-4 მგელი იყო.
მტაცებლები პირდაპირ
საცხოვრებელი სახლის ეზოებში
გვიცვივდებიან. საღამოს
გარეთ გამოსვლის გვეშინია",
- აღნიშნა სოფელ გურჯაანში
მცხოვრებმა ილო ბაზოშვილმა.
არსებული ვითარებიდან
გამომდინარე, მოსახლეობა
გამგეობისგან მონადირეთა
ჯგუფის შექმნას და მგლების
ლიკვიდაციას ითხოვს.
მარნეულში მგლებმა 50
ცხვარი დაგლიჯეს
|
|
|
|
16.02.2011
|
მარნეულში მგლებმა
50 ცხვარი დაგლიჯეს. მგლები
ცხვარს სოფელ ლომთაგორში
დაესხნენ თავს. მიყენებული
ზარალი რამდენიმე ათას ლარს
აღწევს. ადგილობრივები
გარემოს დაცვის სამინისტროსგან
მგლების დახოცვის ნებართვას
ითხოვენ. "ღამით უცნაურმა
ხმამ გამაღვიძა. როდესაც
სადგომში შევედი, იქიდან
მგელი გამოვარდა. ყველაფერი
სისხლით იყო მოსვრილი. ასეთი
რამ აქ არასდროს ყოფილა",
- განაცხადა ერთ-ერთმა
დაზარალებულმა ვალერი
ყურნაბოვმა.
სოფელ ზემო ალვანში მგელმა
ცხვარი გაანადგურა
|
|
|
|
07.02.2011
|
სოფელ
ზემო ალვანში მგელმა ცხვარი
გაანადგურა.
როგორც
"პირWელს" რადიო "ჰერეთიდან"
აცნობეს, მგლები ცხვრის
ფერმას დაესხნენ თავს და 14
სული ცხვარი დაგლიჯეს.
ადგილობრივი
მოსახლეობა დახმარებას
ითხოვს, რადგან ეს მტაცებლის
თავდასხმის პირველი შემთხვევა
არ არის.
ახმეტაში შექმნილია
მონადირეთა ჯგუფები, რომლებიც
სოფლების ზემო და ქვემო
ალვანის, მაღრაანის, არგოხის
და ფიჩხოვანის ზონებზე
იმორიგევებენ.
შუახევის რაიონში მგელმა
ორი ადამიანი დაკბინა
|
|
|
|
26.01.2011
|
შუახევის
რაიონში მგელმა ორი ადამიანი
დაკბინა.
77 წლის კარლო
ესერიძეს მტაცებელი თავს
სოფელ თერნალის გზაზე დაესხა.
დაკბენილი მამაკაცი,
რომელსაც სხეულზე სხვადასხვა
სიღრმის რვა ჭრილობა
აღენიშნება, სასწრაფო
დახმარების ბრიგადამ ჯერ
შუახევის რაიონის საავადმყოფოში
მოათავსა, სადაც მას პირველადი
სამედიცინო დახმარება გაუწიეს
და ცოფის საწინააღმდეგო
ვაქცინაცია ჩაუტარეს. ამჟამად
იგი მედიკამენტურ მკურნალობას
ბათუმის საავადმყოფოშიგადის. ესერიძის
დაკბენის შემდეგ 10 წუთში
მგელი კიდევ ერთ მამაკაცს
დაესხა თავს, რომელიც ამჟამად
სოფლის საავადმყოფოში
მკურნალობს. ეს შუახევში
მგლის მოსახლეობაზე თავდასხმის
პირველი შემთხვევა იყო.
გურჯაანში მტაცებელი
ცხოველები გამოჩდნენ
|
|
|
|
07.12.2010
|
გურჯაანში
მტაცებელი ცხოველები
გამოჩდნენ.
როგორც "პირWელს"
რადიო "ჰერეთიდან" აცნობეს,
გურჯაანში მტაცებელმა
პიტიურიშვილების ოჯახს 12
ფრთა ფრინველი დაუხოცა.
მოსახლეობას ცხოველის
სახეობის დასახელება უჭირს,
თუმცა ყვება, რომ ქუჩაზე
მგელი შენიშნა. ადგილობრივები
იმასაც ამბობენ, რომ ღამით
ქუჩა ჩაბნელებულია, ახლოს
კი ნაგავსაყრელია, რის გამოც
ეს ადგილი გარეული ცხოველებისთვის
მიმზიდველი გახდა. მოსახლეობას
საღამოს საათებში ქუჩაში
გასვლის ეშინია.
საგარეჯოს რაიონის სოფელ
კრასნოგორსკში მგლებზე
ნადირობა გრძელდება
|
|
|
03.11.2010
|
საგარეჯოს
რაიონის სოფელ კრასნოგორსკში
მონადირეებმა ერთი მგელი
უკვე მოკლეს. როგორც
"პირWელს" რადიო "ჰერეთიდან"
აცნობეს, კრასნოგორსკში
მონადირეებს მგლებზე სანადიროდ
ტყვია-წამალიც დაურიგეს.
როგორც "ჰერეთს"
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის
გამგეობაში განუცხადეს,
მგლებზე ნადირობა მანამდე
გაგრძელდება, ვიდრე საფრთხე
იარსებებს. შეგახსენებთ,
რომ სოფელ კრასნოგორსკში
ნადირმა 50 ცხვარი 31 ოქტომბერს
დაგლიჯა. თავად მწყემსები
არ დაზარალებულან. ცხვარი
ერთ-ერთ ფერმერს ეკუთვნოდა.
როგორც საგარეჯოს
მუნიციპალიტეტში აცხადებენ,
ზარალს დაითვლიან და ამის
შემდეგ გადაწყდება, რა
დახმარებას აღმოუჩენენ
დაზარალებულს.
კახეთში მგლების თავდასხმის
მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა
|
|
|
|
08.03.2010
|
წნორში მცხოვრებ 36 წლის
თამაზ ჯაოშვილს თავს მგელი
დაესხა. როგორც "პირWელს"
რადიო "ჰერეთიდან" აცნობეს,
არსენას ქუჩაზე მცხოვრები
თამაზ ჯაოშვილი წნორის
საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი,
სადაც მას მარცხენა ხელის
მტევანზე და მუცლის არეში
მიღებული ჭრილობები დაუმუშავდა.
შ.პ.ს. "ჯანმრთელობის"
დირექტორის გიორგი ნიკაშვილის
განცხადებით, პაციენტს
ქირურგიული დახმარება
დასჭირდა, თუმცა იმის გამო,
რომ დაზიანებები სიცოცხლისათვის
სახიფათო არ ოყო, იგი სახლში
გაწერეს. შეგახსენებთ, რომ
მიმდინარე წლის 5 თებერვალს
მგლები სიღნაღის რაიონის
სოფელ მაღაროში მცხოვრებ
ცოლ-ქმარს ანა დარჩიაშვილსა
და გოგი გურაშვილს დაესხნენ
თავს. 5 თებერვალსვე სოფელ
მაშნაარის სასაფლაოზე
საქობოში მცხოვრები გია
კაკაშვილის გვამი იპოვეს.
ექსპერტიზის დასკვნით,
გარდაცვლილი მგლის მსხვერპლი
გახდა.
კახეთში მგლების შემოსევის
ფაქტები გახშირდა
|
|
|
|
03.12.2009
|
კახეთში მგლების შემოსევის
ფაქტები გახშირდა. როგორც
"პირWელს" რადიო "ჰერეთიდან"
აცნობეს, წუხელ, გვიან ღამით
დედოფლისწყაროს რაიონის
სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას
მგლები დაესხნენ თავს. ერთ-ერთ
მოსახლეს - მერი კილაძეს ორმა
მგელმა მარჩენალი ძროხა
დაუგლიჯა. დედოფლისწყაროს
ვეტერინარიის სამსახური
კი ცოფის გავრცელების
საშიშროებაზე საუბრობს და
მოსახლეობას სიფრთხილისკენ
მოუწოდებს.
კახეთში მგელმა 5 წლის ბავშვი
დაკბინა
|
|
|
|
23.11.2009
|
კახეთში მგელმა 5 წლის ბავშვი
დაკბინა. როგორც "პირWელს"
კახეთიდან აცნობეს, შემთხვევა
დედოფლისწყაროს რაიონის
სოფელ სამთაწყაროში, დასახლებულ
პუნქტში მოხდა. ბავშვს ნაკბენი
მუცელზე და კიდურებზე აქვს.
მას უკვე ჩაუტარდა ცოფის
საწინააღმდეგო აცრა
დედოფლისწყაროს რაიონულ
საავადმყოფოში. ექიმების
განცხადებით, იმ შემთხვევაში,
თუ 10 დღეში რაიმე სახის
გართულება გამოვლინდა, ბავშვი
შესაბამის სამკურნალო კურსს
გაივლის. აღსანიშნავია, რომ
რამდენიმე დღის წინ, სოფელ
სამთაწყაროში, რომელიც
მდინარე ალაზნის პირას,
საქართველო-აზერბაიჯანის
საზღვართან მდებარეობს,
მგლები თავს მუმლაძეების
ოჯახს დაესხნენ და საქონელი
დახოცეს.
მგლებმა ამჯერად კოჯორს
შეუტიეს
|
|
|
|
19.08.2009
|
კოჯორში მგლები მოსახლეობას
საფრთხეს უქმნიან. გუშინ
ტყიდან გამოსული სამი მგელი
კვიცს დაესხა თავს და დაგლიჯა.
მოსახლეობის თქმით, ისინი
კომენდანტის საათის რეჟიმში
ცხოვრობენ და საღამოობით
გარეთ გამოსვლის ეშინიათ.
მგლები თელავის რაიონის
სოფელ გულგულაშიც გამოჩნდნენ
|
|
|
|
22.07.2009
|
წუხელ, გვიან ღამით თელავის
რაიონის სოფელ გულგულაში
მგლებმა მწყემსს კვიცი
შეუჭამეს. თემურ ჯალილოვის
თქმით, მგლები ცხვრის ფარას,
რომელიც მას სოფელში ჰყავდა,
დაახლოებით 03:00 საათზე
მუახლოვდნენ. "იარაღი
არ მაქვს, შესაბამისად,
საკუთარი ძალებით ვცდილობდი,
მგლები ცხვრებთან არ მიმეშვა,
თუმცა კვიცის დაგლეჯა მაინც
მოახერხეს"- განაცხადა
რადიო "ჰერეთთან" საუბრისას
ჯალილოვმა და დასძინა, რომ
დაახლოებით ერთი თვის წინ
მგელმა ორი ცხვარი დაგლიჯეს.
როგორც ადგილობრივები
ყვებიან, ეს ბოლო 2 თვის
განმავლობაში გულგულაში
მგლების მიერ შინაური
ცხოველების დაგლეჯის უკვე
მესამე შემთხვევაა. აღსანიშნავია,
რომ ბოლო ერთი წლის განმავლოვბაში
საქართველოში მგლების მიერ
სოფლებზე თავდასხმის არაერთი
შემთხვევა დაფიქსირდა.
მტაცებელი ცხოველები
დედაქალაქშიც გამოჩნდნენ
10.03.2009
მტაცებელი ცხოველები
სოფელ გლდანშიც გამოჩდნენ.
წუხელ, გვიან ღამით სოფელ
გლდანში მცხოვრები გიორგობიანების
ოჯახის 11 სული ცხვარი მგლებმა
დაგლიჯეს. თვითმხილველთა
განცხადებით, გიორგობიანების
გომურში 4 მგელი შევიდა და
რამდენიმე სული ცხვარი
დაგლიჯა. მათივე თქმით, ეს
პირველი შემთხვევა არაა და
მსხვილფეხა საქონლის დაგლეჯისა
და დაკარგვის ფაქტები თითქმის
ყოველდღიურად ხდება. მოსახლეობა
მგლების გამოჩენის სიხშირით
შეშინებულია და დახმარებას
ან მგლების დახოცვის უფლებას
ითხოვს, თუმცა კანონის
მიხედვით, ცხოველის მოკვლა
მხოლოდ თავდასხმის მომენტშია
დასაშვები. გარემოს დაცვის
სამინისტროში ქვეყანაში
მგლების რაოდენობის დასადგენად
კვლევა მიმდინარეობს. უწყება
მონაცემების შესაბამის
გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჩუმლაყში მგლებმა ათეულობით
სული ცხვარი დაგლიჯეს
|
|
|
|
06.03.2009
|
სოფელ ჩუმლაყში მგლებმა
ათეულობით სული ცხვარი
დაგლიჯეს. როგორც "პირველს"
კახეთის საინფორმაციო
ცენტრიდან აცნობეს, მგლებმა
გურჯაანის რაიონის სოფელ
ჩუმლაყში მცხოვრებ გივი
ვარაზაშვილს ათეულობით სული
ცხვარი დაუგლიჯეს. ვარაზაშვილის
განმარტებით, ეს პირველი
შემთხვევა არ არის, მაგრამ
ბოლო დღეებში სოფელში იმდენად
ბევრი მგელი გამოჩნდა, რომ
საქონელი საძოვრად ვეღარ
გაჰყავთ. უნდა აღინიშნოს,
რომ რამდენიმე დღის წინ
მგლების ხროვა საქონელს
თავს გურჯაანის რაიონის
კიდევ ორ სოფელში - ქოდალოსა
და ჩალაუბანში დაესხა, მაგრამ
მწყემსებმა საქონლის გადარჩენა
მოახერხეს. გურჯაანის
მუნიციპალიტეტის გამგებლის
გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით,
მათ უკვე გააფრთხილეს პოლიცია
და შესაბამისი უწყებები,
რომ მტაცებლისგან მოსახლეობის
დასაცავად ღონისძიებები
გატარდეს.
საგარეჯოს რაიონის სოფელ
გიორგიწმინდაში მგელმა ქალი
შეჭამა
|
|
|
20.02.2009
|
საგარეჯოს რაიონის სოფელ
გიორგიწმინდაში მგელმა ქალი
შეჭამა. როგორც "პირველს"
კახეთის საინფორმაციო
ცენტრიდან აცნობეს, 50 წლის
ქალბატონი, გვარად მარგებაძე
დასახლებულ პუნქტთან ახლოს
ფიჩხს აგროვებდა, რა დროსაც
მას, სავარაუდოდ, მგელი დაესხა
თავს. მარგებაძეს ორი დღის
განმავლობაში ეძებდნენ,
მოგვიანებით მისი ცხედრის
ფრაგმენტები და დაგლეჯილი
ტანსაცმელი იპოვეს. მომხდართან
დაკავშირებით აღძრულია
სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიებას შს საგარეჯოს
რაიონული სამმართველო
აწარმოებს. შეგახსენებთ,
რომ ცოტა ხნის წინ მგლები
თავს დედოფლისწყაროს რაიონის
სოფელ ფორისმანის მაცხოვრებლებსაც
დაესხნენ, რამდენიმე ადამიანი
დაკბინეს და საქონელი
დაგლიჯეს. აღსანიშნავია,
რომ კახეთის მოსახლეობამ
ადგილობრივ ხელისუფლებას
დახმარება არაერთხელ სთხოვა,
მაგრამ უშედეგოდ. გამგეობებში
განმარტავენ, რომ რეგიონში
სპეციალური მორიგეობაა
დაწესებული, მაგრამ მგლების
ხროვა ადამიანებს თავს
სხვადასხვა სოფელში მაინც
ესხმის. მოსახლეობა მგელს
ვერ კლავს, რადგან მგლის
მოკვლა დაჯარიმებას იწვევს.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|