წინა კვირის ერთ საღამოს ტელევიზორს მივუჯექი, ჩავრთე "კურიერი" და... უკეთესს რას გაიგებ: აქეთ მკვლელობა, იქით უბედური შემთხვევა... ვიღაცები ბითუმად დაუჭერიათ, ბოლოს კიდევ, მგლების შემოსევააო. მგლები მოსახლეობას სულს უმწარებენ. ლამის ყოველდღე საქონელს თავს ესხმიანო, ერთ ფერმერს მთელი ფარა გაუნადგურესო. თან ნახევრად შეჭმული ცხვრებიც გვაჩვენეს. ხალხი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვსო.
ვზივარ დაზაფრული და მგონია, აწი ვეღარაფერი გამამხიარულებს, ღამე კოშმარებს ვნახავ-მეთქი. ამ დროს, სად იყო და სად არა, ეკრანზე ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გამოჩნდა. სანდომიანი ქალბატონი ჭკვიანური სახით ამბობს, მოსახლეობას ვაფრთხილებთ, შინაურ ცხოველებს უპატრონოდ ნუ დატოვებენ, მგელი მტაცებელი ცხოველია და შეიძლება ისინი შეჭამოსო...(?!)
დილით ცოლმა მითხრა, რა გესიზმრა ამისთანა, ძილში სიცილით კვდებოდი და ყვიროდი, მგელი მტაცებელი ცხოველიაო.”
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!