ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ნადირობაზე [53]
სტატიები სანადირო სავარგულების მოწყობა-განვითარებაზე [1]
სტატიები მონადირულ ეთიკაზე [2]
ბრაკონიერობა და შედეგი [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ნადირობაზე » სტატიები ნადირობაზე    

სეზონის გახსნა

ალბათ იმის ახსნა არ არის საჭირო თუ, როგორ ელოდება მონადირე კაცი აგვისტოს მესამე შაბათს, როგორი იმედებით და გულის ფანცქალით ელოდებ დღეს, რომელსაც არაფერი გირჩევნია... ხო და ზუსტად ესე ველოდე მეც. როდის გავისროდი პირველ ტყვიას, როგრ მოვხსნიდი აფრენილ მწყერ ეს ყველაფერი წინასწარ მქონდა წარმოდგენილი და აი მოვიდა ეს დღეც, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხე სეზონის პირველივე დღეს გახსნა და დავრჩი გულდაწყვეტილი, ესე გულდაწყვეტილმა გავატარე ერთი კვირა და მოხდა ისე, რომ მოვიცალე, როგორც ყველა მონადირეს მეც მყავს ჩემი (გრუპა) ხალხი, რომელთანაც ყველაზე ხშირად მიწევს სანადიროდ სიარული ჯერ კიდევ ბავშვობიდან, აი ისეთი ბავშვობიდან ლაგატკის ტარებს, რომ წინასწარ არჩევ ხეზე და დანიშნულები, რომ გვქონდა ვისი, რომელი იყო. ხო და მივაკითხე ბიჭებს რა ხდებოდა, როგორ იყო მწერი და არც თუ ისე კარგი ამბავი მითხრეს. ანუ ჩვენს ახლომახლო ტერიტორიებზე მწყერი არ იყო და მოგვიწევდა რამდენიმე ათეული კილომეტრით მოშორებით წასვლა, რისთვისაც აუცილებელი იყო ავტომობილი. აი აქ იჩინა პრობლემამ თავი სამი კაციდან მხოლოდ ერთს ყავდა, მაგრამ ისეთი ძველი იყო თავისუფლად იფიქრებდი კაცი, რომ (ნოემ კიდობანთან ერთად ააწყო) ეს ავტომობილი გახლდათ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გამოშვებული საბჭოთა წარმოების (ნივა) მაგრამ პატრონმა იმედი მოგვცა, რომ უპრობლემოდ მივიდოდით ადგილზე და ნადირობის შემდეგ ასევე უპრობლემოდ დავბრუნდებოდით შენ. ხო და ვიფიქრეთ, რომ პრობლემა გადაჭრილი იყო და დავიშალეთ საღამოს ადრიანად დავწექი, რომ დილით გაღვიძება არ გამჭირვებოდა, როგორც ყოელთვის ხდება. ჯერ დაძინება გამიჭირდა და მერე დროზე ერთი საათით ადრე გამეღვიძა. გამოვედი გარეთ და პირველ, როგში ცას ავხედე მოღრუბლული იყო სუსტი ქარი, ან უფრო ნიავი (შეეფერება) იყო ერთი სიტყვით მინდორში შესცლა, რომ დაგრჩენია მონადირეს ისეთი დღეა. ჩავიცვი გავემზადე სახლში ფეხაკრეფით დავდიოდი, რომ ჩემი მოხუცები არ გამევიძებინა, მაგრამ ბებიაჩემი ისეთი ქალია ბუზის გაფრენის ხმაც კი ესმის და რადგან ჩემი ცხოვრების ეს წესი არ მოსწონს (ნადირობა) როგორც ქალების უმეტესობას გზა თავისებურად დამილოცა ეეეხ შვილო: რისთვის იღლი ჯანს ამ სიცხეში დაჯექი სახლში და იყავიო. აი მე კი ესეთი პასუხი მაქვს ყოველთვის მსგავს რჩევა დარიგებაზე: რა გინდა ბებო? არ ვთამაშობ, ნარკომანი არ ვარ, ბანდიტი არ ვარ და ეს ერთი ავადმყოფობა მაქვს, როგორც შენ ამბობ და ამიტანეთ ესეთითქო. მივუგე ბებოს და მოვიხურე კარი. შევედი სამზარეულოში ყავა რამე და დროც გავიდა... მივაკითხე ჩემს ოთხფეხა მეგობარს, რომელიც წელს პირვლად მიმყავს სანადიროდ, პირველად ჰაიგებს თოფის ხმას და მაინტრესეს, რას იზამს როცა მწყერს ვანახებ და ა.შ... მივაშურე ძმობილებს და ახლოს, რომელიც ცხოვრობდა მასთან მივედი ისიც მზად დამხვდა და მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ მესამე მონადირეს და ამავდროულად ჩვენს პირად მძღოლს დაველოდოთ. არც მას დაუგვიანია მორბის დაღმართში რაღაც ხმაურით კაცი იფიქრებდა ტანკი მოდისო გზას ისე ანათებდა გეგონება მზე მარტო გზაზე იყურებაო... მოვარდე შეშინებული  და გვეუბნება, რომ შუქები არ უნთებდა ამაზე გამეცინა და ვკითხე აბა რას ანათებდი გზაზეთქო? :) საქმე იმაში იყო, რომ (ფარები) არ უნთებდა ხო და გზას სახურავზე დამაგრებული ფარებით ინათებდა. წინა საღამოს, რომ გვცოდნოდა სხვა რამეს მოვიფიქრებდით, მაგრამ ეხლა უკვე გვიანი იყო და ცოტა ავნერვიულდით ესე, რომ ტრასაზე გაგვაჩერონ აუცილებლად დაგვაჯარიმებენ ან გათენებას უნდა დაველოდოთ, რადგან სხვა გზა აღარ გვქონდა დავდექით ცენტრალური, მაგისტრალის გასასვლელში და მანამ ინათლა ერთი საათი მანქანაში ვიჯექით. აი გაიხსნა ცა და განათდა კიდეც არემარე, მაგრამ ამ დროს მონადირე  უკვე მინდორში უნდა იყოს ჩვენნ კი მხოლოდ ახლა დავიძარით.

 აი ეხლა რასაც ვწერ ეს, რომ ვინმეს მოეყოლა არ დავიჯერებდი! გავიარეთ დაახლოვებით ათი თხუთმეტი კილომეტრი და შუა გზაზე ახტუნავდა მანქანა, რა მოცდა რა მოხდა და თურმე საბურავი გასკდა. ხო და სათადარიგო საბურავიც არ გვაქვს გავჩერდით გზის პირას და დავიწყეთ საბურავის მოხსნა... სიმართლე გითხრათ დიდად არ ვარ გარკვეული ამ საქმეში, ანუ როგორ კერდება მანქანის კამერა და მოხსნა დაყენებით არ დამზარებია მოვხსენით საბურავი და წავიდა საველედ საბურავის დაკერება და გაახლება. ნელნელა ღუბელი იშლება და აქაიქ მზე ანათებს სადაც გაჩერებულები ვართ გვერდზე დიდ ტერიტორიაზე ნაპურალი ყანებია და ქედანი გადადის და გადმოდის, მაგრამ ერთმანეთს ხომ ვერ მივატოვებთ??? ხო და ვუყურებდით საწყლად ქვემოდან.

  აი, როგორც იქნა დავაკერეთ კამერა დავბერეთ და გავუდაქით გზას, გახარებულები და ისევ ნადირობის იმედით მივდივართ გზაზე და ისევ აგვახტუნავა შუაგზაზე რა მოხდა, რამოხდა და მეორე საბურავი გასკდა... ისევ გადმოვლაგდით ისევ დავაკერეთ და ისევ გავაგრძელეთ გზა... ცოტა მოკლედ მოგიყვებით, თორემ აგეშლებათ თქვენც ნერვები ვინც კითხულობთ. გავიარეთ ისევ პატარა მანძილი და ბრახ გასკდა კიდევ მესამე, გადმოვედით ისევ და გავაკეთეთ, მაგრამ ნერვები უკვე დაწყვეტას მქონდა მეც და იმათაც ავდექით და მოვტრიალდით უკან. გზაზე გადმოვუხვიეთ მოვტრიალდით თუ არა ბრახ გასკდე მეოთხეც და უკვე მეტირება სიმწრისგან 135 კილოიანი კაცი 45 კილოღა ვარ დარჩენილი ნასოსის ქნევაში, ღიპიანი ვიყავი და როგორც იტყვიან კობრა ტანი დამიდგა საბურავების ბერვაში....

გავაკეთეთ ისევ და გავაგრძელეთ შინისაკენ გზა და შეშინებული, ლამის ფეხით გამოვეკიდო მანქანას, რომ კიდევ არ გასკდეს რომელიმე საბურავი, აი ამ ფიქრში ვარ და ისევ გასკდე საბურავი

და აღარ დავწერ რა დამემართა აი სურათები...

ჩვენს, იღბალზე გამოჩნდა კაცი, რომელმაც რამდენჯერმე დაგვინახა თურმე გზის პირას გაჩერებულები და ხმა არ ამოუღია მოვიდა და თავის (ზაპასკა) მოგვცა და გვითხრა, რომ საბურავები ჰქონდა გასაყიდი ამას გჩუქნითო და ისინი თუ გინდათ იყიდეთო, აი აქ ისევ გავიჭედეთ მადენი ფული არ გვქონდა. ხო და ქართულად და კაცურად მოვრიგდით ნისიად მოგვცა გავცვალეთ, ნომრები და გამოვეშურეთ სახლისკენ აი ისაა რაიონში უნდა შევიდეთ და ისევ გასკდე ეს დასაწვავი საბურავი. რადგან ახლოს ვიყავით გამოვიძახეთ ტაქსი და ეს დაგლეჯილი და ვითომ ახალი საბურავი გავატანეთ ჩვენს (პირად მძღოლს) რომელიც ჯერ სახლში უნდა ასულიყო ფული აეღო გაეკეთებინა ჩამოსულიყო და წავეყვანეთ, მანქანა მარტო ვერ დავტოვეთ პლიუს კარებებიც არ ეკეტებოდა :) გავუშვით ტაქსი და მანამ თვალს მოეფარნენ უცებ, რაღაც უცნაური ხმა შემოგვესმა გზის პირზე ვიყავით გადასულები და დავინახეთ როგორ ჩაიქროლა თურქეთის ტრაილერმა და როგორ დასცა ჩვენი ტანჯულა ძირს და ჩამოგვიგდო დანგრატიდან მივედით ვეწვალებით, რომ შეგვეყენებინა ისევ დანგრატზე, ხო და ამ დროს შევამჩნიეთ, რომ წინა საბურავი ისევ დაშვებულა :( როგორც იქნა ავიწეთ ისევ ჰაერში და გადავედით გზის პირზე ხის ჩრდილში წამოვწექით ძაღლბითურთ და კარგადაც გამოვიძინეთ. დაახლოვებით საათნახევრის შემდეგ  დაგვიბრუნდა მძღოლი და მივუყენეთ ახალი საბურავი ის წინაც დავბერეთ და გავქანდით :))) ძლივს მივასწარით რაიონში ვულკანიზაციასთან და ისევ დაიშვა საბურავმა, ოღონდ ამ ჯერად ორივე წინამ. იქ კი შევცვალეთ და როგორც იქნა სახლში ავედით მშვიდობიანად, თუ მშვიდობა ჰქვია ამას... სახლში მისულმა კი ბებიაჩემი გავაფრთხილე, რომ როდესაც სანადიროდ დავაპირებდი წასვლას ხმა არ ამოეღო საერთოდ... :)))

 

 

 

 

 

 



წყარო:
კატეგორია: სტატიები ნადირობაზე | დაამატა: avtandil (05.11.2014)
ნანახია: 3437 | კომენტარი: 10 | ტეგები: სეზონის, გახსნა | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 10
0   Spam
10 chincho   (17.08.2015 04:39:59) [მასალა]
გემრიელად ვიცინე, აგაშენა ღმერთმა, 069 კურიოზებიდან დაცული არავინაა, მაგრამ ასეთი? 069 მინდოდა მეთქვა, ვინც შეგხვდა იმ დილით პირველი იმას ერიდე, თარსი ყოფილათქო, მაგრამ ბებია ყოფილა და, როგორ გითხრა. 069 10 39

0   Spam
9 koshia   (21.11.2014 12:59:53) [მასალა]
069 069 069 კარგად კი გინადირია მეგობარო 069 069 069 069 სულ რაღაც 50 კილომეტრის გავლაში რვაჯერ ხო დალატკეთ კამერა? gimili 23

0   Spam
8 BAGMAN   (18.11.2014 21:43:23) [მასალა]
არა რა აუცილებელია ეს ,,ტეხასმოტრი,, ხო იშოვიდით სხვა მანქანას 167

0   Spam
7 avtandil   (16.11.2014 16:28:49) [მასალა]
მთავარის დაწერა დამავიწყდა. დილას ნომრები გავურეცხეთ გამოჩნდასო არა და არ ც გარეცხილზე ჩანდა წაშლილი იყო 069

0   Spam
6 kaxi432111   (07.11.2014 10:27:30) [მასალა]
069 069 ჩემი თავი გამახსენდა დაახლოებით ესეთი ისტორია გადაგვხდა თავს 2 წლის წინ 069 069 069

0   Spam
5 maxo777   (06.11.2014 10:05:46) [მასალა]
შენც ქე დადიოდი ნივით აგერ 069 069 ,გამოვასწორებთ იხვზე

0   Spam
3 akson777   (05.11.2014 23:01:25) [მასალა]
166 166 კაი იყო ავთო!

0   Spam
4 avtandil   (05.11.2014 23:06:07) [მასალა]
კარგი ეხლაა... 069 თორე შენ მაშინ უნდა გენახე :(((

0   Spam
1 maxo777   (05.11.2014 22:39:37) [მასალა]
47d9 ეს რა დაგმართვნია ბიჭოოო 069

0   Spam
2 avtandil   (05.11.2014 22:47:36) [მასალა]
შენ და გივი კი დადიოდით ჰონდა სი-არ-ვით მაგრამ არ გაგახსენდით და... :P

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика