ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ნადირობაზე [53]
სტატიები სანადირო სავარგულების მოწყობა-განვითარებაზე [1]
სტატიები მონადირულ ეთიკაზე [2]
ბრაკონიერობა და შედეგი [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ნადირობაზე » სტატიები ნადირობაზე    

ლამაზი მოგონება

       გურული ვარ და როგორც გურულების უმრავლესობა მეც მონადირე ვარ.სადღაც 6-7 წლის ვიქნებოდი ბიძაჩემმა პირველად რო მომაკვლეინა ჩხართვი.თოფი რათქმაუნდა თვითონ ეჭირა და მე სასხლეტს გამომაკვრევინა.შეიძლება ითქვას რომ მაშინ მოვიწამლე ამ არაჩვეულებრივი სენით.თბილისში გავიზარდე აქ დავამთავრე სკოლა და მოგეხსებათ როგორ ელოდება ბავშვი არდადეგებს.ჩემთვის კი მემგონი განსაკუთრებულად იყო ეს ყველაფერი.არდადეგები ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წუთებად მახსენდება,იმიტომ რომ სოფელში მივდიო0დი სადაც ბებია,ბაბუა და მიშიკო მოუთმენლად მელოდებოდნენ.რო იტყვიან ტრუსიკის ძმაკაციო ისე ვართ მე და მიშო.სოფელი ოზურგეთში მაქვს კერძოდ დვაბზუში.ზამთარში ბოლოშავებზე და მხარწითელებზე ვნადირობდით მე და მიშკა.შემოდგომაზე კი მწყერზე დავდიოდით.დავდიოდითმეთქი რო ვთქვი ტყუილად არ მითქვამს იმიტო რო ძაღლი არ გვყავდა და ფეხში რაც აგვიფრინდებოდა იშვიათად თუ მოვასწრებდით სროლას და ისიც ძირითადად წარუმატებლად, მაგრამ ჟინს მაინც ვიკლავდით.დილით 6საათზე ვდგებოდით და 9 საათისთვის მთელი სოფლის ყანები შემორბენილი გვქონდა 4-5 მწყერსაც მივიტანდით სახლში და რათქმაუნდა მაშინვე დავაგემოვნებდით.ერთ ზაფხულს ნათესავმა ძაღლი მაჩუქა ირლანდიური სეტერი.ულამაზესი იყო და დამჯერე მაგრამ ნაბულს არ აკეტებდა.ზიგზაგებზე დარბოდა მწყერი აუფრინდებოდა და თუ მოვკლავდით მოგვიტანდა.ამან მეტი ხალისი მოგვცა იმდენი სირბილი მაინც აგარ გვიწევდა.

    13-14 წლის ვიქნებოდი იმ შემოდგომას როცა ერთ მშვენიერ მზიან დილას ბოსტანში მამაჩემს ვეხმარებოდი და მიშიკომ მოირბინა ჩემთან ელგუჯა და კახა სანადიროდ მიდიანო, ნატანებში მაგრად ყოფილა მწყერი და წამოდით შენ და ნიკაო.ელგუჯა ბიძად მეკუთვნის,ბაჯას ვეძახით ისეთი სიარული აქვს დათვი რო დაბაჯბაჯებს.კახაც ჩემი მშობლების მეგობარია.მამაჩემმა წადიო და მეც მეტი რა მინდოდა სიხარულით ავფრინდი ოთახში გადმოვალაგე აღჭურვილობა,ჩავაბი საბელი ჩემს სეტერს და გადავედი ელგუჯასთან.მიშკაც იქ დამხვდა ისიც მზად იყო.ელგუჯას ჟიგულით უნდა წავსულიყავით მაგრამ ელგუჯამ გვითხრა რო თოფები უნდა დაგვეტოვებინა რადგან იქ პოლიცია იქნებოდა და გაუფორმებელ თოფებს ჩამოგვართმევდნენ,ჩვენსას გათხოვებთო.სხვა რა გზა გვქონდა.ჩავსვი ჩემი სეტერი და კიდევ ერთი ირლანდიური მეზობლისგან ნათხოვარი რექსა და წავედით.ნატანებში ჩავედით და გადავუხვიეთ ჩალიანში (სადაც უნდა გვენადირა იმ ადგილს ეგრე ქვია). ეს არის გაშლილი თვალუწვდენელი მინდვრები და ყანები.ქოხი უნდა გვეპოვნა სადაც მოვისვენებდით,მოვემზადებოდით და ღამითაც დავრჩებოდით.მივადექით ერთ ქოხს სადაც 2 გლეხი იყო ამირანი და ვახტანგი რომლეთაც იქ საქონელი ყავდათ და თან სათიბებზე მუშოაბდნენ. ამ ორმა ლამაზმა ქართველმა დიდი სიხარულით მიგვიღო. ცოტა მოვისვენეთ და ბაჯა და კახა შევიდნენ ფართობში.მე და მიშო შორიდან ვუყურებდით და სადღაც ორ წუთში დუპლეტების ხმა გაისმა.ერთმა მწყერმა მე და მიშოს თავზე გადაგვიფრინა.ჩვენ რაღაც ენით აუწერელი ნადირობის სურვილი დაგვეუფლა ესეთ ადგილას პირველად ვიყავით თან სოფლიდან შორს სადაც მართლა ბევრი მწყერი იყო.არ ვიცოდით რა გვექნა სიხარულით ხტუნვა დავიწყეთ.სროლა გრძელდებოდა და ჩვენი მოუთმენლობაც მატულობდა როდის გამოვიდოდნენ რო თოფები ჩვენთვის ეთხოვებინათ.მანამდე კი ქოხში მივბრუნდით და ბატონმა ამირანმა ანკესები გვათხოვა გაერთობითო.ჩვენ ნადირობის სურვილით ვკვდებოდით მაგრამ თევზაობაზეც არ ვიტყოდით უარს და ცოტა გავერთეთ თან რამდენიმე მტკაველიანი კობრიც დავიჭირეთ. უკვე შებინდდა და ნერვები უფრო და უფრო გვეშლებოდა აქამდე როარ ჩანდნენ.და აი ისინიც გამოჩნდნენ სადღაც 25მწყერი ეყოლებოდათ მონადირებული.ორივე ძაღლებს ლანძღავდნენ ბევრი ვერ იპოვესო.შენს ძაღლს საერთოდ ყნოსვა არააქვსო მეორე კი ნაბულზე იმდენხანს დგება რო მწერი გაურბისო თან შორს გარბისო.  მე და მიშოს ეგ სულარ გვანაღვლებდა გამოვართვით თოფები და ძაღლებს დავუძახეთ.რექსა ისეთი დაქანცული იყო წკმუტუნებდა აღარ უნდოდა წამოსვლა მაგრამ თითქოსდა ხათრს არ გაგიტეხთო ისე გამოგვყვა თავჩაღუნული.

      უკვე შებინდებული იყო ფართობში რო შევედით დავშორდით ერთმანეთს და დადგა რექსა ნაბულზე,მივირბინე როგორც ვიცოდი თვითონ არ დაიძვრებოდა და  ფეხით ავაფრინე ღალღა იყო,ვესროლე და ჩამოვარდა,სროლაზე  2 მწყერი წამოფრინდა მაგრამ ბინდმა თავისი ქნა და ავაცილე ერთი მიშოსკენ გაფრინდა და მიშომ ჩამოაგდო.ძაღლმა რათქმაუნდა არ მოგვიტანა და ღალღა დავკარგეთ.გავნაგრძეთ ნადირობა და თან სიხარულით გვიბრწყინავდა თვალები ასეთ ადგილას ჯერ არ გვენადირა.უვე ვეღარც ვხედავდით მაგრამ სანამ არ დაღამდება მანამდე ვინადიროთო ვთქვით და რექსამ ისევ გაჭიმა თავისი უძრავი ნაბული ჩემმა კაშტანამ ალბათ ეს აითვისა რო იმის ნაბულზე იქ მწყერი იყო და ბრძანებაზე დაახტა რექსას და ისევ ორი მწყერი წამოფრინდა.მე და მიშომ გავინაწილეთ და ორივე ჩამოვიღეთ საბედნიეროდ ვიპოვეთ,ამის შემდეგ ბინდის გამო დუპლეტები ისევ ავაცილეთ და ჩვენი დაბრუნების დროც მოვიდა.სამი ცალი მწყერით მაგრამ ნასიამოვნები რო ამდენი მწყერი შეგვხვდა,თან რექსას ნაბულებმაც გვასიამოვნა (ჩვენთვის ხო ეს პირველი იყო) გავუდექით გზას ქოხისკენ თან ვიხსენებდით ამ ხანმოკლე ნადირობის ლამაზ წუთებს.აცილებებს რათქმაუნდა სიბნელეს ვაბრალებდით.მივუახლოვდით ქოხს რომლის ფანჯრიდანაც უკვე ჭრაქის შუქი ანათებდა.შევედით გახარებულები და ბაჯაც ღიმილით შეგვხვდა ალბათ ჩვენი სახეები რო დაინახა. ფუსფუსებდნენ ამირანი და ვახტანგი.ჩვენც ჩვენი საგზალი ამოვალაგეთ და მშვენიერი სუფრა გაიშალა.მე და მიშომ დალევისგან თავი შევიკავეთ,სანადიროდ უნდა მოვმზადებულიყავით მხოლოდ თითო კათხა ლუდი დავლიეთ და ვაზნების დატენვა დავიწყეთ.რაც მემგონი ყველა მონადირისთვის სასიამოვნო პროცესია.ჩვენთის კი განსაკუთრებით იყო იმ დროს.

     უკვე 12 საათი იყო დაწყებული თან წვიმას იწყებდა.ჩვენ კი პირველად უნდა გვენადირა ფარით და საჭერით რაც ძალიან გვახარებდა,თუმცა მაშინ არც ვიცოდით თუ ეს ბრაკონიერობა იყო.მინდა აქვე ჩემი აზრი გამოვთქვა ბრაკონიერებთან დაკავშირებით.ყველას ვინც ამას ჩადის ვურჩევ რო გონს მოეგოს და დაფიქრდეს რას უტოვებს მომავალ თაობას!მართალია იმ ღამეს კი კარგად გავერთეთ და 15 მწყერიც დავიჩირეთ მაგრამ ისევ ვიმეორებ რო ბრაკონიერობის ყველანაირი მეთოდი დასაგმობია.

     დავბრუნდით გაწუწულები და ქოხში დასაწოლი ადგილი აღარ იყო.ელგუჯა კახას მიუწვა რომელიც უკვე გემრიელად ხვრინავდა ჩვენ კი მანქანაში ჩავჯექით და ცოტა წავუძინეთ.

     დილით ექვსი იყო დაწყებული რო გამეღვიძა მიშოს ეძინა.ფანჯარას ჩავუწიე და შემოვარდა  მიწის და ბალახის არაჩვეულებრივი სურნელი.დანაჭერი მწყერები თუმცა ბადეში იყვნენ გამომწყვდეული ისე ჟღურტულებდნენ თითქოსდა თავის თანამოძმეებს ესაუბრებოდნენ და გათენებას ულოცავდნენ.მიშომაც გაიღვიძა და ავდექით კახა და ბაჯა გავაღვიძეთ.მოემზადნენ უნდა წასულიყვნენ,მაგრამ რექსა არ ჩანდა.შორიდან მოგვესმა მონადირეების ლანძღვა მოგვაცილეთ ეს უპატრონო ძაღლი ვისიაო.გავხედეთ და იმხელაზე გარბოდა და უფრენდა მწყერებს რო სროლა შეუძლებელი იყო.ელგუჯამ მე მცხვენია ამხელა კაცი რაფერ მივიდე ჩემი ძაღლიაო როგორ ვთქვაო და თქვენ წადითო.ჩვენც არ გვინდოდა სირცხვილის ჭამა და სხვა რა გზა ქონდა მივიდა ბაჯა.

    სადღაც 2 საათისთვის დაბრუნდენ 15-15 მწყერი ეყოლებოდათ და თოფები ჩვენ დაგვითმეს.სიცხე იყო ჰაერი ჩახუთული,ნაწვიმარზე ოხშივარი ასდიოდა მიწას.მაგრამ სანამ ვაზნები ბოლომდე არ დავწვით არ გამოვედით.მწყერიც კარგად შეგვხვდა.გვრიტების გუნდმაც გადაგვიფრინა თავზე და დუპლეტებში თითო-თითოც ჩამოვიღეთ.ერთიანობაში 15 მწყერი და 2 გვრიტი გვყავდა ჩვენთვის ეს ბევრს ნიშნავდა და გახარებულები და უფრო თავდაჯერებულები დავბრუნდით სოფელში რო თურმე არცისე ცუდი მსროლელები ვყოფილვართ როგორც სოფლის ყანებში ვისვროდით.ბევრი სმახსოვრო ფოტო გადავიღეთ რომელსაც დღემდე საპატიო ადგილას ვინახავ.

  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ელგუჯას რომელმაც თან წაგვიყვანა და ეს ლამაზი და ჩვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ნადირობა გვაჩუქა და მადლობთ თქვენ ვინც ოდნავი ინტერესით და მოთმინებით წაიკითხეთ ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონება..

  P.S იმაში საბოოლოდ დავრწმუნდი რო ჩემს ძაღლს ადამიანზე უარესი ყნოსვა ჰქონდა 




წყარო:
კატეგორია: სტატიები ნადირობაზე | დაამატა: hunter_nika (27.05.2013)
ნანახია: 2957 | კომენტარი: 8 | ტეგები: ლამაზი, მოგონება, III | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 8
+1   Spam
8 SHOTHUNTER   (17.07.2016 17:06:49) [მასალა]
10
სასიამოვნო წასაკითხი ამბავი იყო :)

+1   Spam
7 racha123   (06.11.2013 01:39:52) [მასალა]
კარგი სტადიაა გაიხარე მეგობარო
10 10 10

+1   Spam
6 MONADIRE111   (07.06.2013 19:01:30) [მასალა]
მაგარი სტატია გამოგივადა ძამა 342 72k uaz 48

+1   Spam
5 simoni   (01.06.2013 10:02:16) [მასალა]
შენ კარგ მონადირესთან ერთად კარგი მთხრობელიც ყოფილხარ, გაიხარე და ბევრი დაუვიწყარი ნადირობა გქონოდეს შენს ცხოვრებაში 39

+1   Spam
4 ვულფ   (31.05.2013 12:31:46) [მასალა]
გაიხარე და დიდხანს ინადირე ასეტი კარგი ამბების მოსათხრობათ 10 39

0   Spam
3 hunter_nika   (28.05.2013 00:30:17) [მასალა]
დიდი მადლობა ყველას მიხარია თუ მოგეწონათ 23_30_126 23_30_126 23_30_126

+1   Spam
2 gio90   (27.05.2013 20:36:01) [მასალა]
კარგი იყო 166 გაიხარე ასეთი ლამაზი მოყოლისთვის 39

+1   Spam
1 krimanjuli   (27.05.2013 16:33:26) [მასალა]
ჩალიანი და ლეკიანი ერთმანეთზე გადაბმულია თითქმის, ლეკიანზე ხო გაგიგია სიმღერა, ლეკიანში სამი ძმაი მუშაობდნენ ყანასა, უღლად ხარები შეებათ ქამუშა და ალმასაოო, აბა დილო რანიიინა ჰეე. გაგახარებს ღმერთი ესდეთი კარგი მოგონების ესე ლამაზად გადმოცემისთვის, მუხლში ძალა და თვალიში სინათლე არ მოგკლებოდეს. ველით კიდევ შენგან ესეთ გემრიელ მხატვრულ ჩანახატებს. გურიას დალოცვილი სანადირო ადგილები აქვს და შენ სადაც ინადირე ჩალიანში ეგ ერთერთი კარგი ადგილია მწყერზე სანადიროდ, მრავალ დაუვიწყარ ნადირობას გისურვებ ძამა. გეიხარე:გამახარე. კიდევ ანტიბრაკონიერული მოწოდებისთვის 04 აა შენ მენდალი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика