ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თვითგადარჩენაზე [5]
სასწავლო სტატიები [77]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სასწავლო სტატიები » სასწავლო სტატიები    

ზუსტი სროლა თითოეული მონადირის აუცილებელი მოვალეობაა
ზუსტი სროლა თითოეული მონადირის აუცილებელი მოვალეობაა. რადგან თოფის ყოველი არამიზანშეწონილი გასროლა არღვევს ნადირ-ფრინველის მყუდრეობას. დაჭრილი ნადირ-ფრინველი უმეტეს შემთხვევაში მტაცებელთა მსხვერპლი ხდება. ზუსტი სროლა მხოლოდ თოფის ზუსტ დამიზნებას არ გულისხმობს. თოფის ზუსტი დამიზნება შედარებით იოლი საქმეა, მაგრამ ნადირობის დროს თოფის დამიზნებას წინ უსწრებს საკმაოდ რთული საორიენტაციო და მოძრაობითი რეაქციები, როგორიცაა სანადირო ობიექტის მოძრაობის მიმართულებისა და სისწრაფის განსაზღვრა, თოფის გასროლისათვის ხელსაყრელი დრომის მიღება, თოფის მხარზე კარგად მომარჯვება და ბოლოს დამიზნება და გასროლა. ყოველივე ეს ზოგჯერ უნდა მოხდეს დაახლოებით 0,9-0,9 წამის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნადირი ან ფრინველი თოფის მიტანის ანუ მომაკვდინებელი მოქმედების მაქსიმალურ მანძილზე უფრო შორს აღმოჩნდება და გასროლაც უშედეგო იქნება. 
ზუსტი სროლისათვის ერთ-ერთი მოთხოვნაა დისტანციის შეუმცდარი სწფრაფი განსაზღვრა თუ რა მანძილითაა დაშორებული ნადირი ან ფრინველი, მაქსიმალური სისწრაფით თოფის დამიზნებისა და გასროლის შემთხვევაშიც კი მივიღებთ თუ არა სასურველ შედეგს. კარგი მონადირე 25-30 მეტრზე უფრო შორ მანძილზე აფრენილ ფრინველს თითქმის უყურადღებოდ ტოვებს, ესე იგი, თოფის დამიზნებასაც კი არ შეეცდება ზოგიერთ მონადირეს არასწორი წარმოდგენა აქვს თოფის საიმედო მიტანისა და საფანტის ფრენის მანძილზე. ამ გარემოებითაა გამოწვეული, რომ ზოგი ყოველგვარი მორიდების გარეშე ნადირს ან ფრინველს ესვრის 100-150 მ-ის მანძილზე და თუ შენიშვნას მივცემთ, იგი პირუთვნელად გვიპასუხებს "თქვენ თვითონ არ იცით, რომ სანადირო თოფს საფანტი 400 მეტრსა და მეტ მანძილზე მიაქვსო”. 
მართლაცდა გლუვლულიანი თოფის ლულიდან გასროლილი ზოგიერთი საფანტის ფრენის მანძილი საკმაოდ დიდია იგი დამოკიდებულია საფანტის ნომერზე, ვაზნების დატენილობაზე, თოფის ლულის ჩოკურ შევიწროვენასა და სხვა მრავალ გარემოებაზე. ისე მაგალითად, თუ ვაზნები საუკეთესოდაა დატენილი და საფანტის საწყისი სიჩქარე 400 მეტრია ცალკეული საფანტის ფრენის მაქსიმალური მანძილი უდრის #1-სათვის 400მ-ს, #3-350 მ-ს, #5-300 მ-ს, #7-250 მ-ს, #9-200 მ-ს. მაგრამ აღნიშნულ მანძილზე საფანტის მოძრაობის სიჩქარე იმდენად დაქვეითებულია, რომ იგი არავითარ ზიანს არ აყენებს ფრინველს თუ ნადირს. 
სულ სხვაა თოფის საიმედო მიტანის მანძილი, რომლის საფანტის მიტანის საჯგუფე და სიმკვეთრე სავსებით საკმარისია, რომ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს ნადირსა თუ ფრინველს. ეს მანძილი სხვადასხვაა ერთი და იმავე ყალიბის თოფისთვისაც კი, რაც დამოკიდებულია თოფის ლულების გაბურღვილობის პროფილზე. ესე იგი, ჩოკურ შევიწროვებაზე, ვაზნების დატენილობის ხარისხსა და საფანტის სიმსხოზე. 
12 ყალიბის გლუვლულიანი თოფის საიმედო მიტანის მაქსიმალური მანძილი #1 საფანტისათვის არის 50 მეტრი, #3, #4, #5 საფანტისათვის-40 მეტრი, #6-35, #7 და #8-30 მეტრი. აღნიშნულ მანძილზე სიჯგუფე დაახლოებით უდრის 50%-ს, ხოლო საფანტის მიტანის სისწრაფე 197-217 მ/წამში, რაც დამაკმაყოფილებელია სასურველი მიზნის მისაღწევად. თუ სანადირო ობიექტის მიხედვით სწორადაა შერჩეული საფანტის ნომერი, მაშინ აღნიშნულ მანძილზე საფანტი საკმაოდ ღრმად იჭრება თითოეულმა მონადირემ ისიც უნდა იცოდეს, რომ გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიის ზღვრული მანძილი ძალიან დიდია. მაგალითად, ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, სათანადო ტრაექტორიის (40-45) შემთხვევაში გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლილი მრგვალი ტყვიის ფრენის მანძილი უდრის 1000-1500 მ-ს და თუ ამ მანძილზე იგი ადამიანს თავის არეში მოხვდა, შეიძლება გამოიწვიოს კონტუზია ან მიაყენოს საკმაოდ საშიში ჭრილობა. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსხვილ ნადირზე ნადირობის დროს ტყვიის საიმედო მიტანის მანძილი 1000-1500 მ-ს უდრის. დადგენილია, რომ ჩვეულებრივი გაბურღვილობის გლუვლულიან თოფს 70 მ-ზე საკმაოდ ზუსტად მიაქვს "შტენდებაპის” თუ "ბრენეკეს” ტყვია და სასიკვდილო ჭრილობას აყენებს მსხვილ ნადირს (ღორს, დათვს და სხვ.) ნადირობის დროს უფრო შორ მანძილზე ტყვიის სროლა მიზანშეწონილი არ არის. 
ცხადია, ზუსტ სროლაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია მწყერზე #6 ან იხვზე #10-11 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნებით ნადირობისას. ზუსტი სროლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სანადირო ობიექტის მიხედვით საფანტის ნომრის (დიამეტრის) სწორი შერჩევა. სსრ კავშირში 1930 წლიდან შემოღებულია საფანტის ერთიანი ნუმერაცია, რომელიც სავალდებულოა საფანტის დამამზადებელი ყველა ქარხნისათვის. ამ დადგენილების თანახმად #1 საფანტის დიამეტრი უნდა იყოს 4,00მმ, #2-3,75მმ, #3-3,50მმ და ა.შ. ესე იგი, ყოველი მომდევნო ნომრის საფანტის დიამეტრი 0,25მმ-ით შემცირებულია, მიუხედავად იმისა, კარგად დახარისხებულ (გაცრილ) თითოეული ნომერის საფანტშიც ვხვდებით რამდენიმე განსხვავებული დიამეტრის მქონე საფანტებს, მაგალითად: #1 საფანტში ვხვდებით ცალკეულ (დაახლოებით 2,6-4,3%-ის რაოდენობით) საფანტებს, რომელთა დიამეტრი შეიძლება იყოს 3,75-4,20მმ. ეს მცირე რაოდენობის საფანტები არსებითად გავლენას არ ახდენს საფანტის კონის პროფილსა და თოფის მიტანის სიჯგუფეზე. 
საფანტის დახარისხების ავკარგიანობის განსაზღვრის მარტივი წესი ამგვარია: 10 გრამს უნდა იწონიდეს კარგი (ზომიერი) სიმაგრის 26 ცალი პირველი ნომრის საფანტი, #3-40 ცალს, #6-72-74 ცალს, #7-101 ცალს. ამ მონაცემებიდან მკვეთრი გადახრა შეიძლება გამოწვეული იყოს საფანტის ზედმეტი სიმაგრით ან სირბილით, ანდა საფანტის ცუდად დახარისხებით, რაც არასასურველია. ისიც აღსანიშნავია, რომ გარედან სპილენძით ან ნიკელით დაფარული (მონიკელებული) საფანტის ეს მონაცემები სავსებით განსხვავებულია, მაგრამ მონადირისათვის მისი ცოდნა აუცილებელი არ არის, რადგან ასეთი საფანტიი მასობრივად არ იყიდება. 
ზუსტი სროლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სანადირო ობიექტის მოძრაობის მიმართულების შესაბამისად სწორი დგომის მიღება და მხარზე თოფის მომარჯვება, ანუ "მხარზე თოფის შეგდება”, თოფის გასროლის დროს აუცილებელია მარცხენა ფეხი წინ ისე წავდგათ რომ სხეულის სიმძიმის უდიდესი ნაწილი მასზე იყოს გადატანილი, ზოგიერთი მონადირე თითქოსდა დროის მოგების მიზნით საწინააღმდეგო დგომში, ფეხებგადაჯვარედინებული ესვრის სანადირო ობიექტს, ასეთი დგომიდან თოფის პირველი თუ მეორე ლულიდან გასროლის სასურველი შედეგი შემთხვევითია. 
"მისვლით ნადირობის” დროს მარცხენა ფეხის წინ გატანა, მასზე სხეულის სიმძიმის გადატანა და მხარზე თოფის შეგდება ერთდროულად უნდა სრულდებოდეს, რის შემდეგ ხდება სანადირო ობიექტისაკენ მიმარჯვებული თოფის ლულების მიმართულების დაზუსტება, ანუ დამიზნება და სასხლეტის კავზე თითის დაყოვნებული დაწოლა და არა მკვეთრი გამოკვრა. აღსანიშნავია, რომ თუ ჩახმახის მოსასხლეტად საჭიროა ჩახმახის კავზე თოფის წონის ან მასზე მეტი ძალით დაწოლა, შეუძლებელია წარმატებითი ნადირობა ასეთ შემთხვევაში ჩახმახის კავზე ზედმეტი დაძაბულობით, ანუ დიდი ძალით დაწოლის შედეგად ხდება სამიზნე ხაზის გადანაცვლება ქვევით და მარჯვნივ, რის შედეგადაც სანადირო ობიექტი ხშირად დაუზიანებელი რჩება ან მას ხვდება საფანტის კონის პერიფერიული ნაწილი და დაჭრილი მიდის. უმჯობესია ორლულიანი თოფის ჩახმახების სასხლეტის კავზე დაწოლის ძალა უდრიდეს 1,5-1,7 კგ-ს, უკანაზე კი 1,7-1,9 კგ-ს. 
არსებობს თოფის სროლის მეტნაკლებად განსხვავებული სამი ხერხი: "გაყოლებით”, "მიგდებით” და "წინგდებით”. გაყოლებით სროლის ტექნიკა ამგვარია: მონადირე შენიშნავს თუ არა სანადირო ობიექტს და განსაზღვრავს მისი მოძრაობის მიმართულებას, სისწრაფეს, მანძილს, დაუყოვნებლივ ღებულობს სწორ დგომს და მხარზე თოფის შეგდებასთან ერთად ლულებს მიმართავს სანადირო ობიექტისაკენ, შემდეგ ლულებს გააყოლებს სამიზნეს და ისევ დააწვება სასხლეტის კავს, რომ ლულების მოძრაობას არ აჩერებს, თუ სანადირო ობიექტი თოფის გასროლის დროს მონადირისგან დაშორებულია 30-35 მეტრით და მისი მოძრაობის სისწრაფე 10-12 მ-ს არ აღემატება (მაგალითად გაქცეული კურდღელი), თოფის ლულების წინ გატანა საჭირო არ არის, მაგრამ თუ სანადირო ობიექტის (მაგალითად იხვი, კაკაბი და სხვ.) მოძრაობის სისწრაფე უფრო მეტია, მას უნდა ვესროლოთ ოდნავ წინ ნისკარტის არეში. მიგდებით სროლის დროს მონადირე შენიშნავს რა სანადირო ობიექტს და მიიღებს შესაბამის დგომს, თოფის მხარზე შეგდებასთან ერთად ლულებს მიმართავს სამიზნის წინ, აჩერებს თოფის მოძრაობას და აწვება სასხლეტის კავს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიგდებით სროლის სროს მონადირე თოფს უშუალოდ სამიზნეს კი არ ესვრის, არამედ მის წინ, ზოგჯერ ერთი მეტრისა და მეტი მანძილის დაშორებით წინგატანით სროლა, შეიძლება ითქვას, ზემოთ აღწერილი სროლის ორი ხერხის ნაერთია, ესე იგი დასაწყისში მონადირე თოფს უმიზნებს სანადირო ობიექტს, ისე, როგორც გაყოლებით სროლის დროს, ხოლო შემდეგ ლულები სწრაფად გადააქვს სამიზნის წინ და სასხლეტის კავზე თითით დაწოლისას თოფის მოძრაობას აჩერებს, სროლის აღნიშნული ხერხების აღწერისას ვგულისხმობთ მონადირის მიმართ სანადირო ობიექტის მოძრაობას მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით, მაგრამ მონადირისაგან თუ მონადირისაკენ პირდაპირ მოძრავ სანადირო ობიექტზეც სროლის ეს ხერხები არსებითად იგივე რჩება. ასე, მაგალითად, მონადირისაგან პირდაპირ გაქცეულ კურდღელს გაყოლებითი სროლის დროს მონადირე თოფს დაუმიზნებს ყურების არეში, ერთხანს, წამის მეათედებში ინარჩუნებს ამ მდგომარეობას და თოფის ლულების მოძრაობის შეუჩერებლად აწვება სასხლეტის კავს. მიგდებითი სროლის დროს კი მონადირე თოფის ლულებს პირდაპირ ისე მიმართავს კურდღლის წინ, რომ ლულები მთლიანად დაფარავს მას და სასხლეტის კავზე თითის დაწოლისას აჩერებს თოფის მოძრაობას. 
ერთი და იმავე სახეობის სანადირო ობიექტზე ნადირობის დროსაც კი მონადირეს სხვადასხვა გარემოებაში უხდება თოფის თითოეული გასროლა, რისთვისაც საჭიროა მონადირეს გამომუშავებული ჰქონდეს სამივე ხერხით სროლის ჩვევები. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს რომ შესაძლებელია, მითუმეტეს ნადირობის დღევანდელ პირობებში, თითოეული მონადირე ერთნაირად ფლობდეს სამივე ხერხით სროლას არ არის ისეთი მონადირე, რომელიც მუდამ ყოველგვარ გარემოში სროლის ერთი ხერხით სარგებლობდეს, კარგად ჰქონდეს ათვისებული სროლის სამივე ხერხი. ნადირობის დროს სროლის რომელი ხერხია უკეთესი? გამოცდილ მონადირეთა შორის უფრო მეტად გავრცელებულია გაყოლებითი სროლა, ისინი მიგდებით სროლას იყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სანადირო ობიექტს საშუალება აქვს სწრაფად გამოვიდეს მონადირის მხედველობის არედან, ან თოფის საიმედო მიტანის მანძილიდან. 
ისიც აღსანიშნავია, რომ გაყოლებითი სროლის დროს მეორე ლულიდან ზუსტი სროლა უფრო ადვილია და შედეგიანი, ვიდრე მიგდებითი ან წინგატანით სროლისას. ზოგიერთი მონადირე უპირატესობას ანიჭებს მიგდებით ან წინგატანით სროლის ხერხს და ფრინველსა და თუ ნადირს ხშირ შემთხვევაში ასეც ესვრის. ცხადია არც ასეთი წესია სადავო, რადგან იგი განპირობებულია იმით, თუ ნადირობის დასაწყისში ვინ იყო მისი მასწავლებელი, რა სანადირო ობიექტზე და რა გარემოებაში უხდებოდა და უხდება მას ნადირობა. 
აღსანიშნავია ზოგიერთი გარემოებაც, რომელიც იწვევს თოფის სროლის გაცდენას. ზოგჯერ მონადირე დამიზნების შემდეგ თოფის გასროლის დროს თვალებს ხუჭავს, ამ დროს მეორე ლულიდან გასროლაც უშედეგოა. თოფი ცდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მონადირე საკუთარ ქცევას გონივრულად არ მართავს და ზედმეტად ჩქარობს, ფიცხობს, წარმატებითი ნადირობა შეუძლებელია მაშინაც, თუ მონადირეს თოფი უჭირავს დაძაბულად. და ბოლოს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიცოდეთ, რომ ყოვლად დაუშვებელია თოფი ვესროლოთ შამბნარში ან სხვა დაფარულ ფარემოში მოძრავ ნადირს ან ფრინველს, ვიდრე იგი ნათლად არ გამოჩნდება.


წყარო:
კატეგორია: სასწავლო სტატიები | დაამატა: ikoj1967 (27.08.2013)
ნანახია: 4280 | კომენტარი: 9 | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 9
0   Spam
8 mamalixarazuli   (19.09.2013 21:50:52) [მასალა]
კარგი ა . ეს მანქანის ტარებასავითაა. როგორც თავიდან დადიხარ სულ ისე ხარ სიბერემდე.... კარგინ სტატიაა ნამდვილად 166

0   Spam
7 mere   (18.09.2013 23:38:29) [მასალა]
10 10

0   Spam
6 tiniko1978   (11.09.2013 14:25:19) [მასალა]
10 10 166 166 ძალიან საინტერესო თემააააა

0   Spam
4 spinqs_777   (10.09.2013 00:54:25) [მასალა]
გამარჯობათ: უბრალოდ შესაბამისი თემა ვერ ვიპოვე და იმიტომ ვწერ აქ. მაქვს სტოგერ მ2000 პლასმასის სულ რაგაც 20 ვაზნა თუ მექნება გასროლილი და ეხლა 3 და მეტ ვაზნას რომ ჩავდებ ჩედავს. 2-ზე არ აქვს პრობლემა. არც ამოდის და არც ისვრის იქნებ მირჩიოთ რამე ვინმემ თუ იცით რისი ბრალი უნდა იყოს. სულ 2 თვის ნაყიდი მაქვს... წინასწარ გიხდით მადლობას, და მომიტევეთ რომ ამ თემაში დავწერე....

0   Spam
5 TURA   (10.09.2013 13:13:42) [მასალა]
http://www.bazieri.ge/forum/84-847-1#95875 აქ დაწერე მემგონი ესაა მაგის თემა

0   Spam
9 giga795   (12.10.2013 00:43:33) [მასალა]
gaachnia ramden gramian vaznebs isvri. tavidan magniumebs tu isvri umjobesia rom damushavdes mere 28 gramianebsac wyalivit waigebs.

0   Spam
3 cheisi   (08.09.2013 13:33:26) [მასალა]
01b 01b

0   Spam
2 toko001   (30.08.2013 02:13:29) [მასალა]
კარგია 10 თუ გინდა რომ კარგათ ისროლო ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ პრაქტიკაში მიღებული გამიცდილება მაინც ყველაფერზე მაგარიაა :D 01

0   Spam
1 giohunt1982   (27.08.2013 22:47:02) [მასალა]
166 166 კარგია!!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика