ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თვითგადარჩენაზე [5]
სასწავლო სტატიები [77]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სასწავლო სტატიები » სასწავლო სტატიები    

სასტენდო სროლა

სასტენდო სროლა. სასროლო სპორტის ნაირსახეობა, საფანტის სროლა გლუვლულიანი თოფით საგანგებოდ მოწყობილ მოედანზე (სტენდზე) სპეციალური დანადგარიდან ნატყორცნ მფრინავ სამიზნეებზე.

ევროპის ჩემპიონატი იმართება 1929 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი: 1929-იდან _ კაცები, 1962-იდან _ ქალები; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1900-იდან _ კაცები, 1996-იდან _ ქალები (1988 და 1992 წლების ოლიმპიურ თამაშებში, სალიცენზიო ნორმატივის შესრულების შემდეგ კაცებთან ერთად ქალებიც ასპარეზობდნენ). 

სანადირო თოფით საფანტის მიზანში სროლა ცნობილია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან. იმდროინდელი მონადირეები რაიმე საგანს ააგებდნენ და ერთმანეთს სროლის სიზუსტეში ეჯიბრებოდნენ. ვიდრე სპორტული შეჯიბრების ფორმას მიიღებდა, სასტენდო სროლა შეძლებულთა და დიდგვაროვანთა აზარტულ გასართობად იყო მიჩნეული. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სამიზნედ გარეულ მტრედებს იყენებდნენ და, ბუნების დამცველთა პროტესტის მიუხედავად, ეროვნულ საკონკურსო ტურნირებსაც აწყობდნენ. ამგვარი ტურნირები განსაკუთრებით პოპულარული იყო XVIII-XIX საუკუნეების საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში, სადაც მონადირეთა არაერთი სპეციალური კლუბი არსებობდა. მოგვიანებით ასეთი კლუბები ამერიკაშიც გაიხსნა. XIX საუკუნის 30-იან წლებში ბოსტონელმა მსროლელებმა ცოცხალი სამიზნეები შუშის ბურთულებით შეცვალეს. მალე ამერიკაშივე ვინმე ბოგარუსმა გამოიგონა ამგვარი ბურთულების ამოსატყორცნი სპეციალური მანქანა. 1880 წლიდან შუშის ბურთულების ნაცვლად შემოიღეს თიხის თეფშები და მოედან-სტენდები. XX საუკუნის დამდეგის შეჯიბრებებზე მეტწილად მაინც ცოცხალ სამიზნეებს იყენებდნენ და ამ ტურნირებს "მტრედებზე სროლაში შეჯიბრებას” უწოდებდნენ. იმავე პერიოდში გავრცელდა სატრანშეო სტენდი _ სროლა ცეცხლის ერთი საერთო ხაზიდან (საერთაშორისო ტერმინოლოგიით _ "ტრაპი”. ინგლ. Trap _ ნადირობა). 1920-იანი წლებიდან შემოვიდა მრგვალი სტენდი (ინგლ. Skeet). აქ თეფშების ფრენის ტრაექტორია არ იცვლება, თავად მსროლელები იცვლიან სროლის ადგილს და კუთხეს. დღეისათვის მხოლოდ სატრანშეო და მრგვალი სტენდი ითვლება კლასიკურ სასტენდო ვარჯიშებად და ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრებებიც ამ დისციპლინებში იმართება.

სასტენდო სროლა ოლიმპიურ პროგრამაში 1900 წელს, პარიზის თამაშებისთვის შეიტანეს. ცოცხალ მტრედებზე სროლაში ბელგიელმა ლეონ დე ლუნდენმა გაიმარჯვა, ხელოვნურ მტრედებზე _ ფრანგმა როჟე დე ბარბარენმა. სატრანშეო სტენდი ოლიმპიდების პროგრამაში შედიოდა აგრეთვე 1908-24, 1952-2004, მრგვალი სტენდი კი _ 1968-2004 წლებში. 1988-92 წლებში მამაკაცებთან ერთად სარბიელზე ქალებიც გამოდიოდნენ, 1999-იდან კი ცალკე ასპარეზობენ. 1992 წელს ჩინელმა მსროლელმა ქალმა ჩჟან შანმა მრგვალ სტენდზე 200-ივე სამიზნე დააზიანა, ყველა მამაკაცი ჩამოიტოვა და ჩემპიონობა დაისაკუთრა. ქალებში ერთზე მეტი ოქროს მედალი არავის მოუპოვებია. კაცებში ორგზის ჩემპიონია სამი მსროლელი, იტალიელი ლუჩანო ჯოვანეტი კი ერთადერთია, ვინც ორივე ოქროს მედალი პირად პირველობაში მოიპოვა (სატრანშეო სტენდი).

ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაცია (International Shooting Sport Federation – ISSF). დაარსდა 1907 წლის 7 ივლისს ციურიხში (სვეიცარია) Union Internationale des Federations et Associations Nationales de Tir-ის წოდება აღდგა 1921-ში. ამჟამინდელი სახელი ეწოდა 1998 წელს. აერთიანებს 158 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონტინენტურ ასოციაციას.


საქართველოში სასტენდო სროლას საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის 30-იან წლებში ახალჩამოყალიბებული მონადირეთა კავშირის ინიციატივით. ამ კავშირის წევრები _ ვლადიმერ ჯაბახაძე, გურგენ ავალოვი, პეტრე სარქისოვი, დავით ცაგარეიშვილი და სხვები პირველ საკავშირო შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. დიდუბეში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, მოეწყო პირველი თვითნაკეთი სასროლო სტენდი, რომელიც მალე დაიშალა, თუმცა რამდენიმე შეჯიბრება გაიმართა და სოლიდური პრიზებიც გათამაშდა. 1940-იან წლებში საქართველოს მონადირეთა კავშირის ხელმძღვანელების კონდრატ ციმაკურიძისა და ვლადიმერ ბურჯანაძის თაოსნობით ჩამოყალიბდა სასტენდო სროლის ფედერაცია (თავმჯდომარე _ ბორის ოსიპოვი) და სპორტული სექცია. 1947 წელს თბილისში, მუშთაიდის ბაღში, მოეწყო სტანდარტული სტენდი, რომელმაც რამდენიმე წელიწადს იარსება. მოგვიანებით სასროლო სტენდები და სპორტული სექციები გაჩნდა აფხაზეთში, აჭარაში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. რეგულარულად იმართებოდა საქალაქო და რესპუბლიკური ტურნირები. სასტენდო სროლა დაინერგა სპორტსაზოგადოებებში "დინამოსა” და "ლოკომოტივში”, არმიის სპორტულ კლუბში.

საქართველოს სპორტსმენებს იმ დროისთვის უკვე მოპოვებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი გამარჯვებები. 1938 წელს სასტენდო სროლის სხვადასხვა დისციპლინაში საკავშირო ჩემპიონატი მოიგეს ჯაბახაძემ და ავალოვმა, 1947-ში _ სარქისოვმა, 1950-ში _ ბორის გობარევმა, მომდევნო წლებში _ ბორის ანტონოვმა, დავით ცაგარეიშვილმა, კარლო დარასელიამ, იური საგანელიძემ, ზურაბ მაჩხანელმა და ვილი ალავერდოვმა. მაჩხანელი არაერთხელ გამოსულა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში. 1954 წელს მან ვარშავაში გამართულ ევროპის არაოფიციალურ პირველობაში გაიმარჯვა, მერე კი მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და მრავალი სახელოვანი მესტენდურე აღზარდა. მათ შორის პირველ დიდ წარმატებას მიაღწია ტარიელ ჟღენტმა, რომელიც ოთხჯერ იყო ევროპის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში, სამჯერ _ მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, 1973 წელს კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასევე დიდი წარმატებები მოიპოვა თამაზ იმნაიშვილმა _ ევროპის 7-გზის და მსოფლიოს ჩემპიონმა პირად ჩათვლაში, სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილემ. 1970-იან წლებში საერთაშორისო სარბიელზე თავი გამოიჩინა თემურ მატოიანმა _ ევროპის თასის მფლობელმა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორმა.

სასტენდო სროლაში საქართველოს წარმომადგენლებმა ბოლო მნიშვნელოვან წარმატებებს 1994 წელს მიაღწიეს: თამაზ იმნაიშვილმა, დავით ქვათაძემ და გივი შენგელიამ მსოფლიო თასის გუნდურ გათამაშებაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მსოფლიოს ჩემპიონატში კი _ ბრინჯაოსი.


საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია 

დაფუძნდა 1991 წლის 1 ივნისს. 2003 წლამდე აერთიანებდა ტყვიის სროლას, სასტენდო სროლას და მშვილდოსნობას.

1992 წლის 23 სექტემბრიდან ტყვიის სროლის საერთაშორისო კავშირისა (UIT) და მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FITA) წევრია.

პრეზიდენტები: თენგიზ კიტოვანი (1991-95), თემურ ჭყონია (1995-96), ვახტანგ ქუთათელაძე (1996 წლიდან).


შეჯიბრების წესები: სასანგრე სტენდისათვის განკუთვნილ მოედანზე განლაგებულია 5 საცეცხლე წერტილი და 15 მტყორცნელი მანქანა. მანძილი საცეცხლე წერტილებს შორის 3,20 მეტრია, ხოლო ცეცხლის ხაზიდან მტყორცნელ მანქანამდე -15. მანქანები განლაგებულია 5 ჯგუფად, 3-3 თითოეული საცეცხლე წერტილისათვის.

სამიზნე თეფშის სიმაღლეა 25-27 მმ, დიამეტრიც -110 მმ, წონა -100-110 გ. შეჯიბრებისათვის შერჩეული სამიზნის ფერი (ნარინჯისფერი, თეთრი, ყვითელი, შავი)ყველა მსროლელისათვის ერთი უნდა იყოს. თითოეულ ჯგუფში 3-3 მტყორცნელი მანქანა, სქემის მიხედვით, თეფშებს სხვადასხვა მიმართულებით ტყორცნის. სქემა ისეა შემუშავებული, რო წინასწარ არავინ იცის, რომელი მანქანა ჩაირთვება ამა თუ იმ მომენტისათვის. ტექნიკური თანამშრომელი, რომელიც მანქანას თეფშებით ტენის, საგანგებო ორმოში იმყოფება და სპეციალური ეკრანით არის დაცული.

ნებადართულია ყველანაირი საფანტიანი, 12-კალიბრიანი იარაღის გამოყენება, მათ შორის ავტომატური მოდელისაც. აკრზალულია კომპენსატორების ხმარება, რომლებიც სხვა მსროლელს ხელს შეუშლის. ვაზნის მაქსიმალური სიგრძეა 70 მმ, საფანტის მაქსიმალური დიამეტრიც – 2,5 მმ, მუხტის მაქსიმალური წონა – 24 გ. დაუშვებელია შავი დენთის, აგრეთვე ცეცხლგამჩენი და ტრასირებული ვაზნების გამოყენება.

ისვრის 6 კაცისაგან სემდგარი გუნდი. 5 სპორტსმენი საცეცხლე წერტილზე დგას, მეექვსე კი მზად არის №1 საცეცხლე წერტილი დაიკავოს. თითოეული წერტილისათვის უშვებენ თითო სამიზნეს. გასროლის შემდეგ თითოეული მონაწილე გადაადგილდება მარჯვნივ მდებარე საცეცხლე წერტილზე, №5 მსროლელი უკან გადგება და მზად არის №1 წერტილი დაიკავოს. სროლა გრძელდება მთლიანი წრის (რაუნდის) დამთავრებამდე. ყოველი რაუნდი თითოეული მონაწილისთვის 25-25 გასროლისაგან შედგება. მსროლელი იარაღს ორი ვაზნით გატენის და მზადყოფნის სიგნალს იძლევა. იმავე წამს მანქანიდან თეფში ამოიტყორცნება. თუ მონაწილემ პირველი ააცდინა, შეუძლია იმავე სამიზნეს მეორე ლულიდან ესროლოს.

საერთაშორისო შეჯიბრებებზე თითოეული გუნდი 3-3 მსროლელისაგან შედგება. ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე ტყორცნიან 125 სამიზნეს, ხოლო საუკეთესო გუნდი პირველი 3 X 125 სროლის შედეგით ვლინდება.

გამარჯვებულის გამოსავლენად ეწყობა ფინალური სერია 6 საუკეთესო მსროლელს შორის 25-25 გასროლით. ეს შედეგები ემატება მათ მიერ წინა სერიებში მოპოვებული ქულების ჯამს. იმარჯვებს ის, ვისაც მეტი ქულა დაუგროვდება.

მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილ მოედანზე განლაგებულია 8 საცეცხლე წერტილი, აგრეთვე "მაღალი სახლი” (მარცხნივ) და "დაბალი სახლი” (მარჯვნივ). "მაღალი სახლიდან” სამიზნეები ამოიტყორცნება მიწიდან 3,05 მეტრის, "დაბალი სახლიდან” კი – 1 მეტრის სიმაღლეზე. თეფშებმა თავზე უნდა გადაუაროს ცენტრალურ მოედანს და ჰაერში იფრინოს 65 2 მეტრზე. ტაიმერის მექანიზმი თეფშს ტყორცნის მსროლელის სიგნალის შემდეგ 0-3 წამში. თეფშები ზუსტად ისეთივეა, როგორიც სასანგრე სტენდზე შეჯიბრებისას. ვაზნის მაქსიმალური სიგრძეა 70მმ, საფანტი (დიამეტრიც – 2მმ, საბრძოლო მუხტის წონა -22გ) სფეროსებურია და მზადდება ტყვიის ან მისი შენადნობისაგან. აკრძალულია სავი დენთის, აგრეთვე ტრასირებული და ცეცხლგამჩენი ვაზნების გამოყენება.

სპორტსმენები თითოეული საცეცხლე წერტილიდან მორიგეობით ისვრიან. მათ აწვდიან ერთ სამიზნეს "მაღალი სახლიდან” და ერთს – "დაბალი სახლიდან”. ორმაგი სამიზნეები ზუსტად ერთდროულად უნდა გამოჩნდეს. №8 საცეცხლე წერტილიდან სპორტსმენმა სამიზნეს მანამ უნდა ესროლოს, სანამ ის ცენტრის ხაზს გადაკვეთს. ქულების დათვლის სისტემა ისეთივეა, როგორიც სასანგრე სტენდზე.




წყარო: http://sok.ge
კატეგორია: სასწავლო სტატიები | დაამატა: giohunt1982 (14.05.2013)
ნანახია: 2125 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
+1   Spam
1 mixo-kiziki   (14.05.2013 17:27:34) [მასალა]
166 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика