გვრიტიც
მტრედისნაირთა
ოჯახს
ეკუთვნის.
თუ
გარეული
მტრედი
და
ქედანი
ზამთრობენ
კიდევაც,
გვრიტი
მობუდარი
გადამფრენია,
ჩვენში
მხოლოდ
გაზაფხულზე
მოდის
და
შემოდგომამდე
რჩება.
გვრიტი
სინაზის
და
მშვენიერების
განსახიერებაა.
იგი
სწრაფად
და
ლამაზად
ფრენს.
გვრიტის
საკვები
უმთავრესად
სხვადასხვა
ბალახის
და
მარცვლეულის
თესლებია.
განსაკუთრებით
უყვარს
ჯეჯილი,
რომელსაც
სიამოვნებით
ჭამს,
მაგრამ
ზოგჯერ
გვრიტი
მიწაზე
დაყრილ
მარცვლეულით
არ
კმაყოფილდება,
ტყის
სანერგეებსა
და
სატყეო
კულტურის
ახალ
ამონაყარს
ნისკარტით
გლეჯს
და
ამით
მცირე
ზიანს
აყენებს
სატყეო
მეურნეობას.
გვრიტი
ბუდეს
ხეზე
იკეთებს,
ხშირად
წყალთან
ახლოს.
შიგ
ორ
კვერცხს
დებს,
დედალი
და
მამალი
ბუდეზე
მორიგეობით
სხედან.
საშიშროების
დროს
გვრიტი
თავს
ანებებს
ბუდეს
და
ხშირად
აღარ
უბრუნდება
მას.
ჩვენში
გვრიტი
თითქმის
ყველგან
გვხვდება,
მისი
მოფრენა,
ისევე
როგორც
მერცხლებისა,
გაზაფხულის
მაუწყებელია.
გვრიტი
საქართველოს
მონადირეების
საყვარელი
სანადირო
ფრინველია.
გაზაფხულზე
გვრიტზე
ნადირობა
აკრძალულია,
ვინაიდან
იგი
ამ
დროს
ბუდობს
და
მრავლდება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!