ჩვენში ბინადარ სანადირო ფრინველებს ეკუთვნის გარეული მტრდიც. იგი ქედანზე მცირე ზომისაა. მტრედისებრთა დიდი უმრავლესობისგან განხვავებით, ის უმთავრესად მინდვრებსა და კლდოვან ადგილებში, წყლისპირებსა და ველებზე გვხვდება. გარეული მტრედი დიდი გუნდების სახით ცხოვრობს და ბუდობს კლდეების ნაპრალებში. გაზაფხულის დასაწყისში გარეული მტრედები დაწყვილებას იწყებენ. ამ დროს მამალი მტრედი თავს დასტრიალებს დედალს. იწონებს თავს, თან ნაზად ღუღუნებს. დაწყვილებული მტრედები, როგორც ამბობენ, მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთგულნი რჩებიან. ისინი ეფერებიან, აჭმევენ ერთმანეთს და სხვა. კვერცხებზე ორივე სხედან, უმთავრესად კი დედალი. 17-18 დღის შემდეგ გამოიჩეკებიან ხუნდები, რომლებიც ერთი თვისანი უკვე ფრენას სწავლობენ. მათი მშობლები კი ამ დროს ახალ კვერცხდებას იწყებენ. სწორედ ეს მტრედია სათნოების და მშვიდობის სიმბოლო.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!