ოჯახი: მემატლიასებრნი გარეგნული აღწერილობა: სხეულის ფორმით გულწითელას წააგავს, თუმცა მასზე მოზრდილია, უფრო გრძელი კუდი აქვს და სადა შეფერილობისაა. სხეულის ზედა ნაწილი მოყავისფროა. კუდი და კუდზედა მფარავი ბუმბულები - მკვეთრი წაბლისფერიაქვს. ქვემოდან მოყავისფრო-თეთრია. ახალგაზრდა წააგავს გულყვითელას, რომლისგანაც უფრო დიდი ზომითა და წაბლისფერი კუდით განირჩევა. ხშირად ძნელი შესამჩნევია, როცა ბუჩქებსა და ბალახებში გადაადგილდება. ძალზე დამახასიათებელი ხმა აქვს და შესანიშნავად გალობს. კვება: იკვებება მწერებით, იშვიათად კენკრით. საბინადრო გარემო: ბინადრობს დაბლობ ფოთლოვან ტყეებში, ბაღებსა და პარკებში. გავრცელების ადგილი: მთელი საქართველო
სტატია დაამუშავა ბადრი ნეფარიძემ - გამოყენებულია ლიტერატურა-საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მიერ შექმნილი ''ფრინველების მოყვარულთა სახელმძღვანელო''
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!