საქართველოში უამრავი გასაოცარი ფრინველი არსებობს, უჩვეულო თვისებებით ისინი გამორჩეულები არიან. ერთ-ერთი მათგანი გუგულია რომელზეც მე ამ სტატიაში ვისაურებ.
ოჯახი: გუგულისებრნი გარეგნული აღწერილობა: ყველასათვის კარგადაა ნაცნობი იმით, რომ საკუთარ ბუდეს არ აშენებს და კვერცხს დებს სხვა ფრინველების ბუდეებში. ფრენისას სილუეტითა და სხეულის შეფერილობით მიმინოს წააგავს, თუმცა მისგან განსხვავებით, წვეტიანი ფრთები აქვს. დაფრინავს სწრაფად და სწორხაზოვნად. აქვს გრძელი კუდი. ზრდასრულის შეფერილობა მონაცრისფრო-რუხი, თეთრი მუცლითა და სხეულის გვერდებზე მუქუ მურა ზოლებით.მდედრს მამრისაგან მხოლოდ მკერდის ზედა ნაწილის მოყავისფრო შეფერილობა განასხვავებს. მიუხედავად იმისა, რომ გუგული კვერცხებს სხვადასხვა ფრინველის ბუდეში დებს, თითოეული მდედრი სპეციალიზდება ერთი სახეობის მასპინძელზე, რომლის კვერცხებიც წააგავს მისას. ანუ მდედრს უალიბდება უნარი მიამგვანოს კვერცხი რომელიღაც იმ სახეობის ფრინველის კვერცხს რომლის ბუდეშიც დებს მას.... კვება:იკვებება მწერებით და მათი ლარვებით გავრცელება: გავრცელებულია მთელ საართვეოში. როგორც დაბლობში ასევე მაღლობში... ერიდება ადამიანებს... დილას ადრე და საღამოთი შესაძლებელია მისი ხმის გაგონება ტყეში ან ხეებით მდიდარ ადგილზე...
სტატია დაამუშავა ბადრი ნეფარიძემ - გამოყენებულია ლიტერატურა-საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მიერ შექმნილი ''ფრინველების მოყვარულთა სახელმძღვანელო''
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!