ირლანდიური სეტერი სეტერებს შორის (და არა მხოლოდ სეტერებს შორის) ყველაზე თვინიერი, მშვიდი, ჭკვიანი და დამჯერე ძაღლია ჩემი აზრით. ახლა ინგლისური მყავს, მანამდე სულ ირლანდიურები მყავდა და ამ მხრივ შედარება არაა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ თვალებით მესაუბრებოდა ხოლმე. ახლა რომელიც მყავს, ის სუფთა გიჟია, მაგრამ ვფიქრობ რომ ასაკის ამბავია (2 წლის გახდება 2 თვეში) და ცოტა ხანში ალბათ ისიც ,,დაბრძენდება" და ცოტათი მაინც მიუახლოვდება ხასიათით მის წინამორბედს.
|